Jump to content
Planeta.Ge

ბერეზოვსკი საქართველოშIა?!


Recommended Posts

ბორის ბერეზოვსკის საქართველოში ჩამოსვლა ხელისუფლების სერიოზული გარანტიების მიღების გარეშე ვერ მოხერხდებოდა.

ამის შესახებ ~ინტერპრესნიუსს~ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა და აღნიშნა, რომ თავადაც ფლობს არაოფიციალურ ინფორმაციას, ბერეზოვსკის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

 

~მეც ვფლობ ინფორმაციას, რომ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი. ერთი რამის თქმა შემიძლია, რომ ყველა შემთხვევაში, ვისთანაც არ უნდა ჩამოსულიყო, ხელისუფლებისგან სერიოზული გარანტიების მიღების გარეშე მისი ჩამოსვლა ვერ მოხერხდებოდა. გახსოვთ, პატარკაციშვილის წლისთავზე ის ვერ ჩამოვიდა, იმიტომ რომ ნონ-გრატად იყო გამოცხადებული ქვეყანაში. თუ დადასტურდა მისი ჩამოსვლის ფაქტი შეიძლება ნიშნავდეს ერთ რამეს, რომ დაუძინებელი მტრებიც კი ერთიანდებიან ქალებთან საომრად. ამის ზნეობრივი და მორალური მხარე ერთია, მაგრამ როგორც ჩანს, ვიღაცამ ახალი თამაში ჩაიფიქრა. გვესმის, რომ ~იმედის~ თემა ისევ აქტუალური ხდება. არ გამოვრიცხავ ამ მიმართულებით გათამაშებული სცენები გვაჩვენონ თუ როგორ ამბობს ბერეზოვსკი, რომ ~იმედი~ მისია და რა ურჩხულია ბერეზოვსკი. თუ ასეთი სცენარით განვითარდა მოვლენები მხარეებს შორის შეთანხმებული და გათამაშებული სცენარი იქნება~,-განაცხადა ხუხაშვილმა და აღნიშნა, რომ თუ ეს დადასტურდა უპრეცედენტო სკანდალური ფაქტი იქნება.

 

~რის გამოც ხელისუფლება უარს ამბობს ~იმედის~ დაბრუნებაზე ის არის, რომ ბერეზოვსკის ჩაუვარდება ხელში. გამოდის რომ ბერეზოვსკისთან ხელისუფლებიდან ვიღაც ძალიან კარგად თანამშრომლობს ქალების წინააღმდეგ. ყოჩაღ მაგის მამაკაცობას და მორალურ მხარეზე არ ვსაუბრობ~, - განაცხადა ხუხაშვილმა.

შსს ბორის ბერეზოვსკის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. როგორც შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა ~ინტერპრესნიუსს~ განუცხადა, ბერეზოვსკი საქართველოში არ ყოფილა.

 

~ინტერპრესნიუსს~ სარწმუნო წყარომ აცნობა, რომ ბერეზოვსკი 11 სექტემბერს თბილისში იმყოფებოდა და პატარკაციშვილის საფლავზეც მივიდა. მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 17 სექტემბერსაც დაფიქსირდა.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

პ.ს. ოღონდ სკამი შეინარჩუნონ და ყველას და ყველაფერს ეკვრებიან ხელისუფლებაში...ეს ჩემი აზრია რასაკვირველია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გოგა ხაინდრავას ინფორმაციით, ბორის ბერეზოვსკი და გივი თარგამაძე ბადრი პატარკაციშვილის საფლავთან ერთად მივიდნენ.

როგორც ~ინტერპრესნიუსს~ გოგა ხაინდრავამ განუცხადა, მართალია ბერეზოვსკის თარგამაძე თან ახლდა, მაგრამ პატარკაციშვილის საფლავზე მხოლოდ ბერეზოვსკი შევიდა.

~თვითონ გივი არ შესულა საფლავზე, მაგრამ გარეთ ელოდებოდა. რამდენად არის ეს რეალობა არ ვიცი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ წყაროებს ვისზე დაყრდნობითაც მე ვლაპარაკობ ეს არის რეალობა. რამდენადაც ვიცი არსებობს ვიზუალური ვიდეომასალა რომელიც ამტკიცებს, რომ ბერეზოვსკი თბილისში იყო და ბადრის საფლავზე მივიდა~,-განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, ბერეზოვსკის საქართველოში ჩამოსვლა მხოლოდ ერთ, ბელორუსიის პრეზიდენტის ლუკაშენკოს უსაფრთხოების გარანტორად დადგომის შემთხვევაში იყო შესაძლებელი.

~ერთადერთი შესაძლებლობა ბერეზოვსკის თბილისში ჩამოსვლის ეს არის ბერეზოვსკის და სააკაშვილის ხელისუფლებას შორის რაიმე ტიპის შეთანხმების მიღწევა. ჩემი ვარაუდით ბერეზოვსკის ჩამოსვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი თუ გარანტორად ლუკაშენკო დაუდგებოდა. სხვა არანაირი უსაფრთხოების გარანტია ბერეზოვსკის საქართველოში ჩამოსვლის არ არსებობდა. ერთადერთი ადამიანი ვინც უპირობო გარანტი შეიძლებოდა ყოფილიყო ლუკაშენკოა. სააკაშვილისთვის და მისი ხელისუფლებისთვის ლუკაშენკო მნიშვნელოვანი ფიგურაა. დღის წესრიგში ბელორუსიის მხრიდან დგას აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარების საკითხი. ამიტომ ეს არის სერიოზული არგუმენტი ლუკაშენკოს მთავრობის ხელში და ამ თვალსაზრისით ლუკაშენკოს გარანტია ბერეზოვსკისათვის იქნებოდა რკინის და გაუვალი. სხვა ვერც ერთ შემთხვევაში ბერეზოვსკი საქართველოში ჩამოსვლას ვერ გაბედავდა თუ ეს რეალურად იყო~,-განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, თუ ბერეზოვსკის ჩამოსვლა დადასტურდა, სავარაუდო იქნება რომ მას მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან პატარკაციშვილის ოჯახის წინააღმდეგ ჰქონდა.

~ეს ხელისუფლება ეშმაკთანაც წავა მოლაპარაკებაზე. ლუკაშენკო სააკაშვილისთვის და თარგამაძისთვის ბოლო დიქტატორი იყო და დემოკრატიის ჯალათი, მაგრამ მერე მერაბიშვილის ძირითადი ვოიაჟები ბელორუსიასთან მიმართებით ხდებოდა და დიდი მეგობრული ურთიერთობები დაამყარეს. ის ხელისუფლება, რომელსაც ღირსება არ გააჩნია ეშმაკთანაც დაამყარებს ურთიერთობას. ეს მე არ გამიკვირდება. თუ ბერეზოვსკის ჩამოსვლას რეალურად ადგილი ჰქონდა ეს ნიშნავს, რომ გარკვეული მოლაპარაკება ბერეზოვსკის და ხელისუფლებას პატარკაციშვილის ოჯახის წინააღმდეგ ჰქონდათ. ლუკაშენკო, ბერეზოვსკი და პატარკაციშვილი დიდი ხნის ბიზნეს და პოლიტიკური პარტნიორები იყვნენ. ამიტომ ერთადერთი ლუკაშენკო შეიძლებოდა ყოფილიყო ვინც ბერეზოვსკის უსაფრთხოებისთვის დაუდგებოდა~,-განაცხადა ხაინდრავამ.

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა ~ინტერპრესნიუსს~ განუცხადა, რომ ბერეზოვსკი საქართველოში არ ყოფილა.

~ინტერპრესნიუსს~ სარწმუნო წყარომ აცნობა, რომ დიდ ბრიტანეთში მცხოვრები, დევნილი ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი 11 სექტემბერს თბილისში იმყოფებოდა და ბადრი პატარკაციშვილის საფლავზეც მივიდა. მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 17 სექტემბერსაც დაფიქსირდა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

prologic

უფ ახალი ამბავი...

არ მომწონს მე ეგ ყველაფერი....

 

ეტყობა იმდენად ცუდად აქვთ საქმე რომ უკვე ყვეანირ გარიგებაზე მიდიან, დახმარების სანაცვლოდ რას შეპირდნენ ბერეზოვსკის?

 

აი ეს არის საკითხავი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ ხელისუფლებასთან ჰქონდა გარიგება,„იმედი“–ს ტელევიზიაზე ექნებოდათ როგორც ბარის კომპანიონთან.:)

 

 

მაგარი აპასნი კაცია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ბორის ბერეზოვსკის საქართველოში ვიზიტზე მტკიცებულებებს ფლობს.

ამის შესახებ ნათქვამია პატარკაციშვილების ოჯახის განცხადებაში, რომელიც ~ინტერპრესნიუსს~ მიაწოდეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი ფლობენ უეჭველ მტკიცებულებას, რაც გამოიხატება ვიდეოსათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული ჩანაწერისა და თვითმხილველთა ჩვენებით, რომ აღნიშნული ვიზიტი განხორციელდა ღამით, 2009 წელს, 11- 12 სექტემბრის შუალედში.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...