ursula Posted September 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 18, 2009 (edited) მოკლედ თავიდან,,, ხვალ შატილობაა 2 დგიანი და უფასო ავტობუსები საიდან გადიან??? გამაგებინეთ რაააააააა... Edited September 18, 2009 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 19, 2009 ხევსურეთში დღეს ტრადიციული დღესასწაული "შატილობა" აღინიშნება. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორია ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, რომელიც ღონისძიებაზე დასასწრებად ხევსურეთში ტურიზმის სფეროს 20 მომავალ სპეციალისტ სტუდენტებს წაიყვანს. ~შატილობაზე~ ადგილობრივი ტრადიციების ამსახველი ღონისძიებები გაიმართება, დაგეგმილია ხელთნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა. გაიმართება დოღი და დაჯილდოვდება სხვადასხვა ნიმინაციებში გამარჯვებულები - საუკეთესო მხედარი; ყველაზე მხცოვანი შატილიონი; ყველაზე პატარა შატილიონი; საუკეთესო მოლექსე; საუკეთესო მოკაფიავე; საუკეთესო მებურნუთე ქალი; საუკეთესო მეხინკლე; კაი ყმა; ყველაზე ლამაზი ხევსური ქალი; საპატიო შატილიონი; სოფელში მარტო მცხოვრები; ადათის საუკეთესო მცოდნე და მრავალშვილიანი ოჯახი. სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ხევსურული კოშკები. საღამოს კი კონცერტი ჩატარდება, რომელშიც ლელა თათარაიძე, გიორგი უშიკიშვილი, ჯგუფები - “შინი”, “33ა”, “მზეთამზე”, “სულიკო” და სხვები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტის დასრულების შემდეგ კი დაინთება შვიდი კოცონი. 20 სექტემბერს დილით კი, ცისკრის ლოცვა აღევლინება, მსურველთა ჯგუფი ხევსურული დატირებით ანატორის საძვალეებისკენ დაიძვრება. ანატორში ბერები მიცვალებულთა სულებისთვის შენდობის ლოცვას აღავლენენ. ~შატილობა 2009~-ის დასრულება და სტუმრების გამოცილება ხევსურული ტრადიციის შესაბამისად მოხდება - შატილიდან დათვის ჯვრის უღელტეხილამდე, ყოველ წყაროსთან მასპინძლები საკართანო ყანწებით გააცილებენ სტუმრებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.