Jump to content
Planeta.Ge

სამედიცინო მომსახურება


Recommended Posts

რატომ არაა სამედიცინო მომსახურება უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მიერ?

რატომ უნდა უხდებოდეს ავადმყოფობით გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანს ქონების გაყიდვა მკურნალობისთვის და კიდევ უფრო ღრმა ორმოში ჩახტომა.

 

რატომ არ არსებობს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის?

 

ნუთუ არ შეიძლება შადრევნების, რეზიდენციების, სხვა 1000 უმიზნო და მკვდრადშობილი პროექტების ნაცვლად დაფინანსდეს სამედიცინო მომსახურება.

 

ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზეა საუბარი...

 

ჩემი აზრით (არაკომპეტენტური, მაგრამ მაინც).

 

უნდა შეიქმნას სადაზღვევო სისტემა, რომელიც იქნება უფასო არასრულწლოვნებისთვის, პენსიონერებისთვის, უმუშევრებისთვის. მომუშავეთათვის იქნება ფასიანი (ფასიანი არ ნიშნავს თვეში 500 ლარს), მაგრამ სავალდებულო. მოკლედ დაზღვევამ ყველა უნდა მოიცვას, ვისაც ფული აქვს იხდის, ვისაც არა - სახელმწიფო უხდის.

 

ექიმის ხელფასმა უნდა შეადგინოს მინიმუმ 1000 ლარი.

 

ვფიქრობ, რომ ბიუჯეტის სწორად დაგეგმვისა და განაწილების შემთხვევაში ამ სასიცოცხლო და უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება შესაძლებელია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 69
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Jonathan Livingston

 

ეს სფერო რომ მთლიანად მიტოვებულია პრაკტიკულად ყველა ჩვენგანი გრძნობს ალბათ...ხარისხზეც და ფასზეც...

 

აი როგორი უნდა იყოს არ ვიცი, ამერიკული თუ ევროპული მოდელი?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სიმართლე რომ გითხრა ამერიკულსა და ევროპულ მოდელებს შორის განსხვავება არ ვიცი. ვიცი ის, რომ ქართული მოდელი დანაშაულებრივი მოდელია ადამიანთა წინაარმდეგ.

 

ესპანურ მაგალითს მოგიყვანთ. დაზღვეულია უფასოდ ყველა, დიდი და პატარა, მათ შორის არალეგალი ემიგრანტებიც კი. უფასოა ნებისმიერი სამედიცინო მომსახურება. არსებობს ფასიანი დაზღვევაც მაგრამ, ჩვეულებრივ მაცხოვრებლებს სავსებით აკმაყოფილებთ უფასო მომსახურების პირობები. მაგ. ჩემს მეგობარს უნდა გადაუნერგონ თირკმელი (უფასოდ), უბრალოდ მოცდა მოუწევს სადღაც 1, 1.5 წელი. მანამდე დიალიზზე ზის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სიმართლე რომ გითხრა ამერიკულსა და ევროპულ მოდელებს შორის განსხვავება არ ვიცი. ვიცი ის, რომ ქართული მოდელი დანაშაულებრივი მოდელია ადამიანთა წინაარმდეგ.

 

ესპანურ მაგალითს მოგიყვანთ. დაზღვეულია უფასოდ ყველა, დიდი და პატარა, მათ შორის არალეგალი ემიგრანტებიც კი. უფასოა ნებისმიერი სამედიცინო მომსახურება. არსებობს ფასიანი დაზღვევაც მაგრამ, ჩვეულებრივ მაცხოვრებლებს სავსებით აკმაყოფილებთ უფასო მომსახურების პირობები. მაგ. ჩემს მეგობარს უნდა გადაუნერგონ თირკმელი (უფასოდ), უბრალოდ მოცდა მოუწევს სადღაც 1, 1.5 წელი. მანამდე დიალიზზე ზის.

ეგ არის დაახლოებით ევროპული

 

ამერიკული უფრო კაპიტალისტურია...

 

ჩვენთან კი უბედურება ისაა, რომ უსისტემოდ ხდება ყველაფერი...დაწყებული სწავლიდან, დამთავრებული მკურნალობით!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაღა თმა უნდა ყველაერი ერთბაშად, ერთ ღილაკზე დაწოლით არ მოხდება, მაგრამ მე ჩანასახსაც ვერ ვხედავ ამის...

 

პირველ რიგში ვფიქრობ ექიმის ხელფასი უნდა დარეგულირდეს და ამოიძირკვოს საავადმყოფოებში და პოლიკლინიკებში იმის ფული, ამის ფული, ჯიბეში ჩაცურება და ექიმის გულუბრყვილო სახეები, ვითომ არაა საჭირო - მე თუ მკითხავთ დღეს საჭიროა და ექიმს ვერ გავამტყუნებ ფულის აღებაში (ნუ აგერევათ გამოძალვაში).

 

შემდეგ უნდა მოხდეს არასრულწლოვანთა, პენსიონერთა და ქმედუუნაროთა დაზღვევა მთლიანად უფასოდ და შესაბამისი (ჩვეულებრივი, და არა ბებერია და მაინც მოკვდება სერვისი) დონის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა ამ ხალხისთვის. (5 ლარიანი თუ რაცაა დღეს პენსიონერების დაზღვევა და მომსახურება არის მარაზმი)

 

გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება (სიცოცხლისთვი სახიფათო) უველასათვის უნდა იყოს უფასო. გადარჩევა აქ თუნდაც დროებით არასწორი იქნებოდა...

 

გვინდა თუ არ გვინდა სახელმწიფომ უნდა გადაიხადოს ამ დაზღვევაში ფული, რაც არ უნდა ძვირი დაჯდეს. სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე და არა შადრევნებზე, კონცერტებზე და ხვა უმსგავვსობებზე...

 

არ შეიძლება, რომ სახელმწიფოს ამის ფული არ ჰქონდეს... ნებისმიერი მიზეზი ჩემთვის, რომ ბიუჯეტი ამდენს ვერ გაწვდება მიუღებელია. მკიდია გზაც, შუქიც, გნებავთ პატრულიც და კორუფციაც სახელმწიფო ორგანოებში, თუ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იქნება უზრუნველყოფილი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შემდეგ უნდა მოხდეს არასრულწლოვანთა, პენსიონერთა და ქმედუუნაროთა დაზღვევა მთლიანად უფასოდ
არ შეიძლება, რომ სახელმწიფოს ამის ფული არ ჰქონდეს... ნებისმიერი მიზეზი ჩემთვის, რომ ბიუჯეტი ამდენს ვერ გაწვდება მიუღებელია.

Jonathan Livingston -ი პრეზიდენტად!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არადა ეს დარგი მისახედია

 

როგორი უნდა იყოს?

 

მარტო დაზვევა ხო არაა, ან სოციალურ დახმარება, ექიმების კვალიფიკაცია?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩეხეთს აქვს კარგი მოდელი სამედიცინო მომსახურეობისა.

 

 

90% საავადმყოფო დარჩა სახელმწიოს ხელში.

 

სამედიცინო დაზღვევის რამოდენიმე ფირმა არსებობს, აქედან ყველაზე დიდი და ძლიერი სახელმწიფოს მიერ შექმნილია.

 

უმუშევარს დაზღვევას უხდის სახელმწიფო.

 

ვინც მუშაობს ის იხდის თვითონ.

 

მოკლედ, ღარიბი ხარ თუ მდიდარი 99%-ის შემთხვევაში ერთი და იგივე სამედიცინო დახმარებას აღმოგიჩენენ.

 

პრინციპში სავაადმყოფოსთვის სულერთია ვისი დაზღვევის ბარათი გადაიხდის საფასურს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოლიკლინიკა, საავადმყოფო და შესაბამისი დაზღვევის სისტემა უნდა იყოს სახელმწიფოს ხელში, სხვაგვარად ეს სისტემა ვერ დაინერგება უბრალოდ... არ ვამბობ, რომ კერძო დაზღვევა და კლინიკები არ უნდა არსებობდნენ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი მეგობარი მყავს, ფილოსოფოსია პო პრიზვანიუ, ისე - ბიზნესმენობს, როცა ამ საკითხზე აღშფოთება გამოვთქვი, თუ ფული არა აქვს კაცს, სასიკვდილოდ არის-მეთქი განწირული, იცით, რა მითხრა:

 

თუ არც ფული აქვს და არც ჯანმრთელობა, კაცის სიცოცხლეს, აბა, რა ფასი აქვს, არ სჯობს მოკვდესო?!

 

ჩვენი ნაციანალებიც დაახლოებით ასეთ ლოღიკას მისდევენ.

 

ახია ჩვენზე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

ყოფით პრობლემებს დავუბრუნდეთ...

 

დაახლოებით ერთი და იგივე კითხვა დავუსვი ამ ფორუმზე ზურაბიშვილსა და ალასანიას ამ თემის შესახებ..

ირაკლი ალასანია:

გვაქვს შემუშავებული ხედვა, რომელსაც უკვე ვაცნობთ სამედიცინო სფეროს ცარმომადგენლებს. საზოვგადოებისთვის და მედიისთვის ვამზადებთ სპეციალურ ბრიფინგს.

ჩვენი ხედვა ძირითადად ემყარება უფრო ბრიტანულ სისტემას, როდესაც სახელმწიფო უზრუნველყოფს საბაზისო ჯანდაცვის პაკეტს ყველა მოქალაქისთვის. სახელმწოფო დაზღვევის სისტემა მიმაჩნია აუცილებლად, ისე რომ სტიმულირება გაუკეთო და კონკურენტული გარემო შეუქმნა კერძო სადაზღვევო სისტემებს.

 

დავით ზურაბიშვილი:

სამედიცინო მომსახურებას რაც შეეხება, ამ საკითხებზე ალიანსის ფორმატში მიმდინარეობს მუშაობა, შექმნილია ექსპერტთა ჯგუფი და ახლო მომავალში ჩვენი ხედვა საკმაოდ სოლიდურად იქნება წარმოდგენილი. დღეს მეტს ვერაფერს გეტყვით

 

სიმართლე გითხრათ, რესპუბლიკური პარტიისაგან ასეთ პასუხს არ მოველოდი... უფრო მეტიც, ალასანიასგანაც არ მოველოდი ასეთ პასუხს (პირიქითა განწყობით).

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მისი თქმით, მთავრობის მიერ გაწერილი საბიუჯეტო პარამეტრებთ, ხელისუფლება სოციალურ პასუხისმგებლობას თავიდან იცილებს და სოციალური მიმართულებით ვალდებულებების შესრულებას არც მომავალ წელს აპირებს.

 

2009 წლის ბიუჯეტიდან ~იაფი კრედიტისთვის~ განსაზღვრული 20 მილიონი ლარიდან უმეტესი ნაწილი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის ნაცვლად, რთველისთვის დაიხარჯა.

2010 წლის ბიუჯეტში კი, თარგამაძის თქმით, ~იაფი კრედიტის~ პროგრამა საერთოდ აღარ არის გათვალისწინებული.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

პ.ს. თემასთან ახლოსაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...