Jump to content
Planeta.Ge

ხალხ, ეხლა რა ხდება...


Recommended Posts

მანამ ღრუსეთი დაიქცევა, რამე ჩვენც გავაკეთოთ... ;)

 

ჰოდა აგერ, ამ კვირას არმაზზე აპირებს წასვლას "საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისის" ეკოლოგიური კლუბის წევრები და იქაურობის საყოფაცხოვრებო ნაგვისგან დასუფთავება აქვთ განზრახული...

 

ვიჩქაროთ, თორემ ბევრს ვერ მოვასწრებთ, ღრუსეთის დაშლისთვის გაწმენდილ-გალამაზებული უნდა გვქონდეს მთელი საქართველო... :)

 

მოკლედ, შეკრება დათქმულია კვირას, 20 სექტემბერს, დილის 8:30 საათზე მეტრო დიდუბის ქვედა გამოსასვლელთან...

 

წამომსვლელმა თან უნდა იქონიოს:

1. ერთი დღის საკმარი საკვები;

2. სულ ცოტა სამი ლიტრი დასალევი წყალი;

3. თანხა, მინიმუმ 4 ლარი ტრანსპორტისათვის;

4. ხელთათმანები, ხელები რომ არ დაიზიანოთ მუშაობისას;

5. ვისაც გაქვთ, ნაჯახი ან პატარა ნიჩაბი;

არანაირი ალკოჰოლი, ლუდის ჩათვლით - ორგანიზატორებს ექნებათ მხოლოდ მცირეოდენი სამედიცინო სპირტი მინიაფთიაქში, ყოველი შემთხვევისათვის

 

დამატებითი ინფოს სახით ვაკოპირებ იქაურ ფოსტას

ტრანსპორტი

დადის სამარშუტო ტაქსები დიდუბიდან: ძეგვი, ნიჩბისი.

მცხეთიდან არის 2.5 კილომეტრი ხეობის შესასვლელამდე, თუ ვინმე მოხვდა მხოლოდ მცხეთის ტრანსპორტით, ქალაქში შესასვლელში რომ ხიდია იმაზე არ გადადიხართ და გააგრძელებთ გზას პირდაპირ (ქალაქი დარჩება ხელმარჯვნივ)

სავარაუდოდ გამოვიყენებთ რომელიმე მცხეთა-თბილისის ხაზის მარშუტკას, მიგვიყვანს ხეობის დასაწყისამდე და უკან ჩამოგვიყვანს დიდუბეში.

 

რაც შეეხება ხეობის ნაწილს, არმაზამდე არის 2 კილომეტრი, ძალიან ადვილი გზაა - ბილიკი ადის ბოლომდე, ხეობა იწყება 478 მეტრზე და არმაზი არის 700 მეტრზე, ფაქტიურად ნებისმიერი ადამიანისათვის დაძლევადი მარშუტია.

 

აღჭურვილობა

გვიჭირდება ხელთათმანები აქციაში მონაწილეების რაოდენობის მიხედვით,

ასევე გვჭირდება ცელოფნები რაღაც რაოდენობის ნაგვის წამოსაღებად.

წესით უმეტესობა ნაგავი დაიწვება და უკიდურეს შემთხვევაში დამწვარი ნარჩენების წამოღება გახდება საჭირო.

ყველას ვისაც გაქვთ პატარა ნიჩბები აუცილებლად წამოიღეთ.

1 ან 2 ნაჯახი (ნაზღა თუ წამოვიდა ერთიც გვეყოფა :D)

1 თოკი - ლურჯი/წითელი თოკები რომ არის - წინა ლაშქრობიდან დამრჩა და წამოვიღებ კიდევ ერთი შეიძლება დაგვჭირდეს

 

ვინც მონაწილეობის მიღებას აპირებთ დაწერეთ თემაში, თითო მონაწილეზე საჭირო იქნება დაახლოებით 3-4 ლარი ტრანსპორტისთვის, და 1-2 ლარი ხელთათმანების შესაძენად.

ყველას მოაქვს ცოტა რაოდენობით საჭმელი (ახლებმა რომ იცოდნენ - აქციიდან ყველანი სახლებში მივდივართ)

არანაირი ალკოჰოლი - ალკოჰოლი 96%-იანი სპირტის სახით გვაქვს და ისიც სამედიცინო დანიშნულებით პირადი აფთიაქების შემადგენლობაში (ესეც ახლებს ეხებათ)

წყალი წამოიღეთ 3-4 ლიტრის ოდენობით, ვისაც რუკზაკებში საშუალება აქვს მეტიც. იქ არის მდინარე მაგრამ არ დაილევა, თუ რატომ ნახვის მერე თავად დარწმუნდებით...

ფორმა - სამოქალაქო (აისელებს ეხებათ) ბათინკები ვისაც აქვს ჩაიცვას.

 

აქცია არის ღია - შეუძლია წამოვიდეს ნებისმიერ მსურველს, შეგიძლიათ წამოიყვანოთ მეგობრები და ა.შ. წინასწარ დაწერეთ რაოდენობა (ტრანსპორტის და აღჭურვილობის ორგანიზებისათვის).

დამატებითი კითხვები თუ გაქვთ, გნებავთ აქ დასვით კითხვა, გნებავთ აისის ეკო-კლუბის თემაში...

 

აბა, თქვენ იცით... :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეტი საქმე არ გაქვს :D

 

წამომსვლელმა თან უნდა იქონიოს:

1. ერთი დღის საკმარი საკვები;

2. სულ ცოტა სამი ლიტრი დასალევი წყალი;

3. თანხა, მინიმუმ 4 ლარი ტრანსპორტისათვის;

4. ხელთათმანები, ხელები რომ არ დაიზიანოთ მუშაობისას;

5. ვისაც გაქვთ, ნაჯახი ან პატარა ნიჩაბი;

 

+ 4 ფოტოსურათი 3#4 ზე :D :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეტი საქმე არ გაქვს :D

+ 4 ფოტოსურათი 3#4 ზე :D :)

3X4-ზე პატარაა, 5X6-ზე მინიმუმ... :hello:

Edited by ზარაზა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეგახსენებთ წამომსვლელებს, ხვალ დილას შეხვედრის დრო სა ადგილი უცვლელია... :P
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...