Jump to content
Planeta.Ge

უნდა მოგვხედონ და მოგვიარონ


Recommended Posts

მოკლედ მუდამ ვიღაცამ უნდა მოგვხედოს, მოგვიაროს, გვარჩინოს, ჩვენი საკეთებელი აკეთოს. ჯერ ეს მოსკოვი იყო, მერე აშშ-ს დოლარმეწველ ძუძუს მივაძეხით, ახლა ევროპამ დაგვილაგოს აწეწილდაწეწილი ქვეყანაო,

ნეტა რა დამსახურება გვაქვს კაცობრიობის წინაშე ასეთი, რომ ჩვენი საკეთებელი მუდამ სხვამ რომ უნდა აკეთოს?

 

ნინო ბურჯანაძე: "ევროპის ლიდერებმა მიხეილ სააკაშვილს პირობები უნდა წაუყენონ"

 

http://pirweli.com.ge/images/M_images/printButton.png11:19 - 17.09.2009 "დემოკრატიული მოძრაობის - ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის აზრით, ევროპის ლიდერებმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პირობები უნდა წაუყენონ. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე EuropeanVoice.com-ში ვრცელ ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს და საქართველოში არსებულ შიდა პოლიტიკურ ვითარებას დეტალურად აღწერს. როგორც ბურჯანაძე აცხადებს, "დადგა დრო, როდესაც ევროპის ლიდერებმა საქართველოსთან დაკავშირებულ პრობლემებს უნდა მიხედონ და მიხეილ სააკაშვილს პირობები პირდაპირ უნდა წაუყენონ". "ჩვენ ახლა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის იმ რჩევას უნდა მივყვეთ, რომელიც მან ივლისში თბილისში ჩამოიტანა: "მხოლოდ მშვიდობიან და წარმატებულ” საქართველოს ექნება გაერთიანების პერსპექტივა. ამის მიღწევა კი, მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ევროპის კავშირი ჩვენს პრეზიდენტს დაჟინებით მოსთხოვს იმ დემოკრატიული რეფორმების შესრულებას, რომელსაც ის მუდმივად გვპირდება, თუმცა მათი შესრულების სურვილი მას არასდროს გამოუმჟღავნებია", - აცხადებს ბურჯანაძე. მისივე თქმით, "უკეთესი ხვალინდელი დღის" დაპირებები შესაძლოა, დასავლეთის მედიაში ჭრის, მაგრამ საქართველოში ის მხოლოდ ცინიკურ განწყობებს აქეზებს და რაც უფრო დიდხანს დაუშვებენ ევროპის მთავრობები ვითარების ამგვარ განვითარებას, მით უფრო ნაკლებად სარწმუნო ხდება ევროპის დანაპირები დემოკრატია, თავისუფალი ბაზარი, ტოლერანტობა და ადამიანის უფლებები". "სწორედ ამიტომ, დადგა დრო, როდესაც ევროპის ლიდერებმა ამ პრობლემას უნდა მიხედონ და სააკაშვილს პირობები პირდაპირ წაუყენონ. ევროპამ მას უნდა უთხრას, რომ ახლა უკვე აუცილებლად უნდა შეასრულოს ის, რის დაპირებასაც მუდმივად იძლეოდა", - აღნიშნავს პარლამენტის ყოფილი სპიკერი, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროპისგან ორი რამ ესაჭიროება. "უნდა დაწესდეს კრიტერიუმები და თუ სააკაშვილსა და მის მთავრობას ევროპისგან კვლავინდებურად უნდათ დახმარების მიღება, მათ ეს კრიტერიუმები უნდა შეასრულონ. მეორე, უნდა დაფუძნდეს ჯგუფი, რომელშიც მაღალი რანგის ევროპელი სახელმწიფო მოღვაწეები შევლენ და რომელსაც თბილისში მუდმივმოქმედი წარმომადგენლობა ეყოლება. სწორედ ამ ჯგუფმა უნდა განახორციელოს მუდმივი ზეწოლა სააკაშვილზე, რათა მან მოქმედება დაიწყოს", - მიიჩნევს ბურჯანაძე.

 

Edited by liliko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როდის მოვრჩებით "კეთილი ძიების" ლოდინს?!

 

ზღაპარი გახსოვს, მამა შვილს რომ ქონებას არ უტოვებს მანამ, სანამ თავისი ოფლით არ იშოვის ფულს?

სანამ არ მოვრჩებით ჩალიჩს, რომ გამოვძვრეთ სიტუაციიდან, მანამდე მუდმივად მომლოდინენი ვიქნებით :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამის გარდა მეორე უბედურებაც გვჭირს.

ჩვენი ნებისმიერი წარუმატებლობა სულ ვიღაცის ბრალია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

ვიცი, რომ თქვენ თქვენი დამოკიდებულება გაქვთ რელიგიისადმი, მარა ამ შემთხვევაში, მოდით ასე ვთქვათ, ზენს, თუ ის არის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანია, თავად მიეცით მიზეზი, თავისი პროტესტი გამოეხატა თქვენდამი.

ის თემა დახურულია და ნება მომეცით აქ დავიცალო მოზღვავებული ემოციებისაგან :))

 

:D :D :eshmak:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირველ რიგში ქართველებმა საკუთარი თავის იმედი უნდა აღვადგინოთ და მერე სხვა რამეს მივხედოთ.

 

საკუთარ თავში დაუჯერებლობამ და უიმედობამ იცის ეს ყველაფერი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირველ რიგში ქართველებმა საკუთარი თავის იმედი უნდა აღვადგინოთ და მერე სხვა რამეს მივხედოთ.

 

საკუთარ თავში დაუჯერებლობამ და უიმედობამ იცის ეს ყველაფერი.

 

 

სტა პრაცენტს ბაზრობ და დღესაც ზანგი ხარ? :P:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სტა პრაცენტს ბაზრობ და დღესაც ზანგი ხარ? :P:

 

დეპრესას ვაბამდი ნოსტალგიაზე, მაგრამ არ ესმის. ეხლა ერთი საათის დაწყებული მაქვს. ხო მეც კენგურუზე ვარ დღეს ასე რომ.................... :):

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

 

კაცო ამ ქართულ „საფერავს“ ვერა ვსვამ,ჭყლაპი ღვინოა და რა პრეტენზიები გაქვს კენგურუზე? ისე ცნობისთვის,ეგ ღვინო მსოფლიოში ყველაზე მეტად იყიდება.

 

 

სვიდანია რომელ საათზე დავაგდოთ? :crazy:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

კაცო ამ ქართულ „საფერავს“ ვერა ვსვამ,ჭყლაპი ღვინოა და რა პრეტენზიები გაქვს კენგურუზე? ისე ცნობისთვის,ეგ ღვინო მსოფლიოში ყველაზე მეტად იყიდება.

სვიდანია რომელ საათზე დავაგდოთ? :crazy:

 

საათი რა პრობლემაა. ეხლავე თუ გინდა. :P:

 

ვიცი ამ ამერიკელების ამბე, მთელი მსოფლიოს შემოტრიალებულად უყრებთ და ამიტომაც ეხლა ჯერ დილაა თქვენთან, მაგრამ ხომ გაგიგია "სჯობს გვიან ვიდრე არასდროს"?

ხომ არ გადავაკეთოთ და "სჯობს ადრე ვიდრე გვიან" დავარქვათ, ჰა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საათი რა პრობლემაა. ეხლავე თუ გინდა. :):

 

ვიცი ამ ამერიკელების ამბე, მთელი მსოფლიოს შემოტრიალებულად უყრებთ და ამიტომაც ეხლა ჯერ დილაა თქვენთან, მაგრამ ხომ გაგიგია "სჯობს გვიან ვიდრე არასდროს"?

ხომ არ გადავაკეთოთ და "სჯობს ადრე ვიდრე გვიან" დავარქვათ, ჰა?

 

 

ერთ სამ საათში დავცხოთ. :P

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენი საკეთებელი მუდამ სხვამ რომ უნდა აკეთოს?

ესაა ყველაზე დიდი ილუზია, როელიც რაც მალე გაქრება მით უმტკივნეულო იქნება, თუმცა ტკივილი საკმარისი იო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...