ძუკუ Posted September 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2009 ეხლა ნახე სამ ბურთზე ნაკლები სხვაობით აღარ მოვიგებთ ხოლმე, ეგ დამპალი ძირავდა ქართულ ფეხბურთს. თურმე სანაძლეო ჰქონია დადებული ახალკაცს საქართველო-იტალიის თამაშში კალაძე ორ ბურთს გაიტანსო და რომ ვერ გაიტანა პირველ ტაიმში ვერც ერთი, შესვენებაზე გვერდზე გაუყვანია კალაძე ახალკაცს და უთქვამს, "საკუთარ კარში გაიტანე ის ორი ბურთი"-ო კარგით რა ბატონო სატურნ. ძალიან კარგად იცის ყველამ თუ როგორი სამარცხვინო მეთოდებით გახდა ახალკაცი პრეზიდენტი და მთელი მისი საქმიანობა უცხოეთში სეირნობა და ამაზე უზარმაზარი თანხების ხარჯვა იყო.ის რომ მისი გადადგომა ქართულ ფეხბურთს არ უშველის ეს სხვა საქმეა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2009 17 / 09, 2009 10:17 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. ახალკაცის გადადგომის მიზეზებსა და დეტალებზე ჯერჯერობით, ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. საგანგებო განცხადების გაკეთება ფეხბურთის ფედერაციაში დღეს, 15:00 საათისთვის იგეგმება.გილოცავთ!!! იშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშ.................................. გუშინ ბარსელონა ინტერის თამაშს რომ ვუყურებდი,კაკრაზ ამ საკითხზე ვფიქრობდი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted September 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2009 ჯონდი ბაღათურია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად თემურ ქეცბაიას მოწვევის ინიციატივით გამოდისსიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში 17 / 09, 2009 15:33 Print Font size: “ქართული დასის” ლიდერი, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად თემურ ქეცბაიას მოწვევის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ბაღათურიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.მისი თქმით, გვიან, მაგრამ ბოლოს ნოდარ ახალკაცი მიხვდა, რომ მისი გადადგომა აუცილებელი იყო და გადადგა. ბაღათურია იმედოვნებს, რომ ხელისუფლება ახლა მაინც გამოიჩენს გონიერებას და ფედერაციის საქმეებში არ ჩაერევა.“გამოვდივარ ინიციატივით, რომ საბერძნეთიდან მოწვეული იქნას ქეცბაია და დანიშნული იქნას ფედერაციის თავმჯდომარედ”, – დასძინა ბაღათურიამ. ეხლა ჯღონდიმ დანიშნოს კიდე!არჩევნები როდისმე და სადმე ცატარდება ამ ქვეყანაში? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 17, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2009 ნოდარ ახალკაცმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობიდან გადადგომის თაობაზე დღეს ფედერაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ნაკრებმა ვერ აჩვენა სახარბიელო შედეგები და აქედან გამომდინარე მას არ შეეძლო ამ თანამდებობაზე გაჩერება.\ ახალკაცის თქმით, მან ეს გადაწყვეტილება საქართველოს ნაკრების გულშემატკივართა გამო მიიღო.მისივე თქმით, ფეხბურთის ფედერაციის მუშაობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ეროვნული ნაკრების თამაშებით."ჩვენ გვეზრდება ძალიან ნიჭიერი თაობა, რომელიც იმედებს გაამართლებს და ფედერაციას წარმატებულად წარმოაჩენს", - განაცხადა ახალკაცმა. "ნოდარ ახალკაცი იყო, არის და იქნება ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი", - დასძინა ნოდარ ახალკაცმა. ნოდარ ახალკაცი ოთხი წელი ხელმძღვანელობდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted September 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2009 მაგარი შიდა ნაწილაობა მიდის რა... ყველგან ვანოს სასტავის ხალხი ინიშნება..... ბოკერია-უგულავა-გაბაშვილს კი დღიდიდღე აჩოჩებენ.//////// ვნახავ მე ამათ ოპოზიციაში და მათთვის ტაშისმკვრელებსაც რა დალევს//// Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Bexx Posted September 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2009 ქეცბაიაააააააააააა ნეტა ქეცბაია მოვიდეს ამ თანამდებობაზე რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 17, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2009 ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოს უფროსის რეზო შენგელის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნები 1-ელ ოქტომბერს დაინიშნება და ფეხბურთის ფედერაციის ახალი კანდიდატი გამოვლინდება. 17-დან 26 სექტემბრის ჩათვლით კანდიდატების საბუთების მიღება იწარმოებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი დღეს პოსტიდან გადადგა. მან გადადგომის მიზეზად საქართველოს ეროვნული ნაკრების არანაყოფიერი მუშაობა დაასახელა. მაგარი შიდა ნაწილაობა მიდის რა... ყველგან ვანოს სასტავის ხალხი ინიშნება..... ბოკერია-უგულავა-გაბაშვილს კი დღიდიდღე აჩოჩებენ.//////// ვნახავ მე ამათ ოპოზიციაში და მათთვის ტაშისმკვრელებსაც რა დალევს////ეგ არც ისე ცუდია სინამდვილეში, შიშველ ძალაზე დაყრდნობილი რეჟიმი ძალიან მალე ემხობა ხოლმე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
murTazi Posted September 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2009 გილოცავთ, მაინც კარგი ამბავია, მაგრამ სანამ ფულისტი მთავრობა გვყავს, უკეთესეს მაინც არ გააჭაჭანებენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted September 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2009 ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი რეზი არველაძე შეასრულებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთმა ვიცე-პრეზიდენტმა უჩა უგულავამ განუცხადა.მისი თქმით, გენერალური სამდივნო ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებს მოიწვევს. არსებული კანონმდებლობით, არჩევნები 2 კვირაში უნდა დაინიშნოს.შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი თანამდებობიდან დღეს დილით საკუთარი სურვილით გადადგა. მან გადადგომის მიზეზად საქართველოს ნაკრების ‘’არასახარბიელო’’ თამაში დაასახელა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი რეზი არველაძე შეასრულებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთმა ვიცე-პრეზიდენტმა უჩა უგულავამ განუცხადა.მისი თქმით, გენერალური სამდივნო ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებს მოიწვევს. არსებული კანონმდებლობით, არჩევნები 2 კვირაში უნდა დაინიშნოს.შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი თანამდებობიდან დღეს დილით საკუთარი სურვილით გადადგა. მან გადადგომის მიზეზად საქართველოს ნაკრების ‘’არასახარბიელო’’ თამაში დაასახელა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted September 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2009 ვინ არიან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ახალი კანდიდატები 2009 წლის 17 09, ხუთშაბათი - 13:26 ფეხბურთის ფედერაცის პრეზიდენტის, ნოდარ ახალკაცის გადადგომის ან გადაყენების შესახებ, ინფორმაცია ბოლო 2 თვის მანძილზე ინტენსიურად ვრცელდება, თუმცა დღევანდლამდე, ფეხბურთის ფედერაცია ამას არ ადასტურებდა და აცხადებდა, რომ პრეზიდენტის შეცვლა არ იგეგმებოდა და ახალკაციც, საზღვარგარეთიდან ჩამოსვლის შემდეგ, მუშაობას ძველებურად განაგრძობდა, თუმცა დღეს უკვე დადასტურდა ინფორმაცია ახალკაცის შეცვლასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, სპორტისა და კულტურის მინისტრთან, ნიკა რურუასთან გუშინ საღარმოს შემდგარი შეხვედრის შემდეგ მიიღო. არსებული ინფორმაციით, გვიან საღამოს შემდგარ შეხვედრაზე, ნიკა რურუამ, ნოდარ ახალკაცს არჩევანი მისცა - ან ნებაყოფლიობით გადადგებოდა, ან გადააყენებდნენ, რაც თავის მხრივ ახალი სკანდალის აგორების საფუძველი გახდებოდა, ახალკაცმა არჩევანი პირველის სასარგებლოდ გააკეთა, ოფიციალურ განცხადებას წასვლასთან დაკავშირებით, ფეხბურთის ფედერაციის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე, დღეს 3 საათზე დაგეგმილ ბრიფინგზე გააკეთებს. ნოდარ ახალკაცი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 2005 წლიდან ხელმძღვანელობს, მან 2 არჩევნებში გაიმარჯვა და პრეზიდენტობის ვადა 2011 წელს ეწურებოდა. რაც შეეხება მომავალ პრეზიდენტს, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ორი კანდიდატურა სახელდება, ზვიად სიჭინავა და მერაბ შარანგია. ზვიად სიჭინავა ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ “ბაიას” პრეზიდენტია - ბიზნესმენი რომელიც წლების მანძილზე რუსეთში მოღვაწეობს და რუსეთის მოქალაქეობაც აქვს მიღებული. ბოლო პერიოდის მანძილზე ზუგდიდს სულ უფრო ხშირად სტუმრობს და სულ უფრო მეტი დროით რჩებოდა, სიჭინავამ ზუგდიდში რამდენიმე მილიონად ღირებული საფეხბურთო მოედანი და საწვრთნელი ბაზა მოაწყო, ზუგდიდელებში ცნობილია როგორც “რუსი მილიონერი” თუმცა არ არსებობს ინფორმაცია თუ კონკრეტულად რა სახის ბიზნესს ეწევა, არ გამორიცხავენ, რომ სიჭინავა საქართველოში “სხვა რუსი მილიონერების” კაპიტალს წარმოადგენდეს და მათი ინტერესების თუ კაპიტალის მხოლოდ “სავიზიტო ბარათი” იყოს. ზუგდიდში გავრცელებული ინფორმაციით, ზვიად სიჭინავა ინტენსიურად ყიდულობდა მიწის ნაკვეთებს დასაველთ საქართველოს სხვა რაიონებსა და ქალაქებში და აპირებდა “ბაიას” ანალოგიური საფეხბურთო კლუბების დაარასებას.რაც შეეხება შარანგიას, რომელსაც თვითონ სპორტის სამყაროს წარმომადგენლები “ვინმე მერაბ შარანგიად” იხსენიებენ, არსებული ინფორმაციით, ისიც ბიზნესის წარმომადგეენელია, დამატებით ინფორმაციას მის შესახებ მოგვიანებით მოგაწვდით, ამ დროისითვის კი ამბობენ, რომ შარანგია მხოლოდ ფონის შესაქმნელად სჭირდებათ და მის კანდიდატურას სერიოზულად არავინ განიხილავს. ყველაზე დიდი ინტრიგა კი ძმების არველაძეების მონოპოლიის დაკარგვის საფრთხეა. როგორც სპორტულ სამყაროში ამბობენ, არველაძეები სიჭინავას “ტოლად და სწორად” არ აღიარებენ და არც სიჭინავას აქვს მათ მიმართ კარგი განწყობაო. ახალი არჩვენბის ჩატარებამდე კი ფეხბურთის ფედერაცია ზუსტად ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე და მისი სამდივნო გაუძღვება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 17, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2009 ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა საქართველო დატოვა. ქართული ტელეკომპანიების ცნობით, ნოდარ ახალკაცი თბილისის აეროპორტიდან თურქეთში გაემგზავრა. ახალკაცის განმარტებით, საქართველოს დატოვების მიზეზი მისი თანამდებობიდან წასვლა გახდა. ნოდარ ახალკაცმა თანამდებობა დღეს დატოვა. მისი განცხადებით, თანამდებობიდან წასვლის მიზეზი ეროვნული ნაკრების წარუმატებლობა გახდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2009 (edited) ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა საქართველო დატოვა. ქართული ტელეკომპანიების ცნობით, ნოდარ ახალკაცი თბილისის აეროპორტიდან თურქეთში გაემგზავრა. მაიცა და საქართველო რატომ დატოვა,დაჭერის ეშინია? ნეუჟელი მართლა დაერივნენ ერთმანეთს? ;): Edited September 17, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kontr-agent 007 Posted September 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 18, 2009 ყვერებით დაკიდებენ მაგას ისევ თავისი "მეგობრები"! თბილი ტანსაცმელი შეაგროვოს ვურჩევდი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 18, 2009 ყვერებით დაკიდებენ მაგას ისევ თავისი "მეგობრები"! თბილი ტანსაცმელი შეაგროვოს ვურჩევდი! მართლა საინტერესოა, რატომ წავიდა საქართველოდან? როგორც ვიცი ბოკერიას კადრი იყო და დეპრესას თქმის არ იყოს მართლა რაღაცა ხდება შიგნით ნაც მოძრაობაში. ისე დასავლეთმა ფული თუ აღარ მისცა მიშას,მოსალოდნელია ესეთი რამ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted September 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 18, 2009 (edited) ნეტა დაიჭერენ??? გოკა გაბაშვილსაც ხომ არ მიაყოლებენ????? Edited September 18, 2009 by machkatela Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.