Jump to content
Planeta.Ge

"ფუფლო" ხელისუფლება :D

Recommended Posts

:D რა კომენტარი უნდა წავუმძღვარო ამ ინფორმაციას, განსაკუთრებით გოგორიშვილის "არგუმენტებს"?

“პარლამენტის თავმჯდომარე ნისიად ნაყიდ მაგიდასთან ზის” 2009 წლის 16 09, ოთხშაბათი - 01:13 2009 წლის ბოლოს, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან შესული 117 სარჩელი განიხილება, მათ შორის "მე-13 ტრესტის" საკითხი ალბად ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი იქნება.

"მე-13 ტრესტი" გახლავთ ის ორგანიზაცია, რომელმაც პარალმენტს შიდა სარემონტო სამუშაოები ჩაუტარა. "მე-13 ტრესტის" ხელმძღვანელი "ფაქტთან" საუბარში აცხადებს რომ ვალი 1 მილიონ 800 ათასს შეადგენს და მის დაბრუნებას, ჯერ კიდევ ნინო ბურჯანაძის სპიკერობის დროს, ამაოდ ითხოვდა.

ნოდარ ჯორჯაძე - "მე-13 ტრესტის" ხელმძღვანელი

- ასეთი დახვეწილი მექანიზმი იმისა, თუ როგორ უნდა გადააგდო შემსულებელი გაწეული სამუშაოსთვის - უბრალოდ არსად გამიგია. თან, `გადამგდები~ არის პარლამენტი, “გადაგდებული” კი მე გახლავართ.

თავის დროზე, მე გახლდით მე-13 ტრესტის ხელმძღვანელი და ჩემი გაკეთებულია რიტუალების სასახლე, იმელის შენობა, სახელმწიფო კანცელარია, ცეკავშირი, ოპერის თეატრის მთელი შიდა სარემონტო სამუშაოები... სულ 19 ობიექტი პარლამენტის ჩათვლით.

პარლამენტის რემონტის შეკვეთა ჯერ კიდევ რევოლუციამდე პერიოდში მივიღეთ და ვინაიდან, ეს მოქმედი ობიექტი იყო, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოგვიხდა იქ შიდა სარემონტო სამუშაოების ჩატარება.

ბუნებრივია, წინდაწინ გაფორმდა ხელშეკრულება და დაანგარიშდა ხარჯთაღრიცხვდა, რომლის მიხედვითაც პარლამენტს ჩვენი კომპანიისთვის 1 800 000 ლარი უნდა გადაეხადა.

- ხარჯთაღრიცხვა ვინ შეადგინა?

- ხომ არ გგონიათ, ამ თანხას ჩვენ ვანგარიშობდით, პარლამენტს თვითონ ჰყავდათ ექსპერტები და აუდიტები და იმათ დაანგარიშებნინეს.

მერე თავისივე დაანგარიშებული თანხის გადახდაზეც უარი თქვეს. ნინო ბურჯანაძეს მივწერე, მაგ წაბლის მაგიდასთან რომ ზიხარ, ნისიად ზიხარ, მაგ მაგიდაში ფული არ არის გადახდილი-მეთქი.

ახლა, იმ მაგიდასთან ბაქრაძე ზის. არც პარლამენტის თავჯდომარის მაგიდაში და არც დეპუტატების მაგიდებში, კაპიკი არ გადაუხდიათ. მაგრამ, მაგიდებს ვჩივივარ კაცი? პარლამენტის მთელი შიდა სამუშაოები _ ფოიეთი დაწყებული და კიბის ბოლო საფეხურით დამთავრებული, რამოდენიმე მილიონის სამუშაო, არავის აუნაზღაურებია.

- პარლამენტი არც იმას აღიარებს, რომ თქვენი მოვალეა

- როგორ არ აიღიარებს, აღიარებს, მაგრამ ათასნაირ მეთოდებს და ხრიკებს იგონებენ, რომ რამენაირად არ გადაიხადონ ეს თანხა, როგორმე გამოძვრნენ აქედან.

- მასალები სტრასბურგში ამის შემდეგ გადააგზავნეთ?

- დიახ. სტრასბურგიდან უკვე მივიღე ორი შეტყობინება. არ დამიჯერებთ, მაგრამ რამდენჯერმე მომიწია ახსნა-განმარტების მიცემა იმაზე, თუ რატომ აღმოჩნდა 80 არითმეტიკული შეცდომა იმ დოკუმენტში, რომელზეც იმ პოსტის ადამიანი აწერს ხელს, რაც გოგორიშვილს პარლამენტში უკავია.

ამას ევროპაში ასე ადვილად არ იჯერებენ, უბრალოდ ვერ "ხარშავენ". ჰოდა, ამიტომაც გავაგზავნე 10 კგ-იანი დოკუმენტების დასტა. ანდა, ბურჯანაძეს ეს ფრაზა რას ნიშნავს _ "დაუფარეთ ვალი, თუ ბიუჯეტის საზიანო არ იქნებაო". წყნეთის აგარაკი რა, ბიუჯეტის სასარგებლო იყო დღეს რომ გამწარებული იბრძვის?! როგორ, მე შეგეხვეწე, გინდა თუ არა პარლამენტის რემონტი გამაკეთებინე-მეთქი თუ შენ ფულს ვითხოვ? იმ ფულს ვითხოვ, შენ რომ გმართებს ჩემი და ვირივით რომ მამუშავე მთელი წლები მე და ჩემი ხალხი.

მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული საკითხი სტრასბურგში განიხილება და იგი ქართულ სამართლებრივ სივრცეში უკვე აღარ განიხილება, "ფაქტი" ხათუნა გოგრიშვილს დაუკავშირდა:

- რაც ეკუთვნოდა ჯორჯაძეს, ყველაფერი ავანაზღაურეთ. დანარჩენი მაგის მიერ გაბერილი თანხებია. ჯერ ერთი, რაც კი კარებები და ხის მასალა დააყენა, ყველაფერი დავცვალეთ, იმიტომ რომ დაიბზარა და გადასაყრელი გახდა. გადასაყრელ მასალაში კი ფულს არ გადავიხდით.

- კი მაგრამ, არის სადმე მტკიცებულება, რომ ისინი მართლა დაიბზარა და გამოსაცვლელი გახდა?

- ამას არანაირი მტკიცებულება არ სჭირდება. უხარისხოდ მუშაობდნენ და ამაში ფულს არ გადავიხდით. სადაც უნდათ იქ იჩივლონ.

ბარბარე ქევხიშვილი

http://www.fact.ge/news.aspx

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხათუნა გოგორიშვილი გახლავთ სისხლის სამართლის დამნაშავე და რეჟიმის დამხობის შემდეგ იგი შესაბამის სასჯელს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოიხდის!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ვუშვებ იმას რომ მართლაც შეიძლება უხარისხოდ გააკეთეს, მაგრამ გოგორიშვილის არგუმენტი მაგარია:

ამას არანაირი მტკიცებულება არ სჭირდება. უხარისხოდ მუშაობდნენ და ამაში ფულს არ გადავიხდით. სადაც უნდათ იქ იჩივლონ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

- მასალები სტრასბურგში ამის შემდეგ გადააგზავნეთ?

- დიახ.

ძალიან კარგი. ამ კაცს სწორი გზა აურჩევია. რუსთაველის გალიებით გადავსებას ჯობდა ოპოზიციასაც გამოექექა ასეთი საქმეები და სარჩელები შეეტანა სტრასბურგში, მაგრამ ამას მუშაობა უნდა და მერე ვის ეტინგიცა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან კარგი. ამ კაცს სწორი გზა აურჩევია. რუსთაველის გალიებით გადავსებას ჯობდა ოპოზიციასაც გამოექექა ასეთი საქმეები და სარჩელები შეეტანა სტრასბურგში, მაგრამ ამას მუშაობა უნდა და მერე ვის ეტინგიცა?

ხვალიუ :D ადეკვატური პოსტი ძლივს, უაზრო ცინიზმის გარეშე :rolleyes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან კარგი. ამ კაცს სწორი გზა აურჩევია. რუსთაველის გალიებით გადავსებას ჯობდა ოპოზიციასაც გამოექექა ასეთი საქმეები და სარჩელები შეეტანა სტრასბურგში, მაგრამ ამას მუშაობა უნდა და მერე ვის ეტინგიცა?

გეთანხმებით ბატონო სატურნ. მართალია სტრასბურგის გზა ძალიან შორეული და ხანრგძლივია, მაგრამ გოგორიშვილის პასუხს თუ გავითვალისწინებთ, ასეთი არგუმენტაციით ხელისუფლება აშკარად წააგებს.

რაც შეეხება ე.წ. საკნებს თუ გალიებს, ერთი თქვენს უწყებაში იურისტებს კითხეთ; ახალი კანონის თანახმად სავალი ნაწილის გადაკეტა სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით რომ იკრძალება, ეს ხელისუფლებას არ ეხება? რუსთაველზე რაღაც სტენდები თუ გალიები რომ დადგეს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბნის მკვიდრი მზია ვარდოსანიძე საქართველოს პრეზიდენტს დახმარებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პრეზიდენტის ადმინისტრციის წინ ბენზინის გადასხმასა და თავის დაწვას აპირებს

მზია ვარდოსანიძე დახმარების სათხოვნელად “ინტერპრესნიუსს”

დაუკავშირდა. როგორც მისგან შევიტყვეთ, მისი შვილის ვალების გამო მათი საკუთარი და კიდევ 3 ნათესავის ბინა იპოთეკით არის დატვირთული.

თავად დედამ მხოლოდ ის იცის, რომ ვალერი ვარდოსანიძეს ვალი იმ პერიოდში დაედო, როცა იგი 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გურჯაანის რაიონში “ნაციონალების” საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. თანასოფლელების თქმით, კი ვარდოსანიძემ თითქმის 70 ათას ლარამდე თახნა წინასაარჩევნოდ რაიონში დაგროვილი პრობლემების მოგვარებას მოახმარა, თუმცა, გაუგებრობის გამო ეს თანხა მისი გადასახდელი გახდა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

პ.ს. არა რატომა რ მეცოდება ა? :D

არც მე მეცოდება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

nikusha_marx

ვარდოსანიძემ თითქმის 70 ათას ლარამდე თახნა წინასაარჩევნოდ რაიონში დაგროვილი პრობლემების მოგვარებას მოახმარა

თქვენ კიდე ამბობთ ხალხზე არ ზრუნავს ხელისუფლება და ნაციონალებიო :D კაცს თავისი ჯიბიდან ამოუღია ფული და რაიონში არსებული პრობლემები მოუგვარებია ხალხისთვის :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

- ამას არანაირი მტკიცებულება არ სჭირდება. უხარისხოდ მუშაობდნენ და ამაში ფულს არ გადავიხდით. სადაც უნდათ იქ იჩივლონ.

და ეს არის პარლამენტარის პასუხი არა? უბრალოდ,დაუსჯელობის სინდრომით არიან შეპყრობილები ეს დაუნები და ერთი გაუჭედონ რა ევროპაში მაგარი გაასწორებს. :D

ბადრის ქონებაზე და გირგვლიანის მკვლელობაზე დამატებით მინდა რომ მიჟიმონ მამა პაპურად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ფაქტი" ხათუნა გოგრიშვილს დაუკავშირდა:

ბარემ ისიც ეკითხათ რა სახსრებით აიშენა ხათუნა გოგორიშვილმა ვილლა ყოფილი სასოფლო-სამუერნეო ინსტიტუტის საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე "ელიტარულ უბანში"

სხვათაშორის სხვებსაც აქვთ იქ ბაითრბი - მაჭავარიანს და რურუას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოზე დგება შესაბამისი აქტი, მაგას მთელი პროცედურები აქვს
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოზე დგება შესაბამისი აქტი, მაგას მთელი პროცედურები აქვს

მეც მაგას ვამბობ ბატონო ჩოხა და არა ისეთ პასუხს როგორიც გოგორიშვილმა გასცა. მას იმიტომ კითხეს, რომ მაშინ აპარატის უფროსი ის იყო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და ეს არის პარლამენტარის პასუხი არა? უბრალოდ,დაუსჯელობის სინდრომით არიან შეპყრობილები ეს დაუნები და ერთი გაუჭედონ რა ევროპაში მაგარი გაასწორებს. :D

ბადრის ქონებაზე და გირგვლიანის მკვლელობაზე დამატებით მინდა რომ მიჟიმონ მამა პაპურად.

საქმეც მაგაშია რომ ევროსასასამართლო ისევ ჩვენ, გადასახადის გადამხდელებს დაგვიწესებს რეალურად ჯარიმას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...