babuagiorgi Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 (edited) 2008 წლის აგვისტოს საქართველომ არა მარტო საომარი მოქმედება, არამდ საინფორმაციო ომიც წააგო.დაბომბილი "მძინარე ცხინვალი" და უღიმღამო "კოსტიტუციური წესრიგის აღდგენა", ვირტუოზულად იქნა გამოყნებული რუსლი პროპაგანდის მიერ და ფაქტიურად ოკუპირებული ქვეყანა დღეს ველოდებით ოკუპანტთა და ომის დამწყებთა სტატუს, ეს სხვა არაფერია თუ არა ქართული საგარეო პოლიტიკის ტოტალური კრახი. ამ მდგომარეობის გამოსწორებიათვის აუცილებელია მთლიანად რეორგანიზირებული იქნას საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩამოყალიბდეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კურსი. განსაკუთრებული ყურადღება დასათმობია ქართულ საელჩოებზე უცხოეთში. ქართულ საელჩოები დღეს უფრო ჩინოვნიკთა საკურორტო დაწესებულების როლს ასრულებენ ვიდრე საგარეო სტრუქტურის სახელმწიფო ორგანიზია. ამისათვის ქართილი სათვისტომ შემოდის წინადადებით სათვისტომოთა და ქართულ ემიგრანტთა ბაზაზე ჩრდილოვანი საელჩოების დაარსებისა.ჩეხეთში ქართული სათვიტომოს გამოცდილებიდან გამომდინარე მთელი პასუხისგებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ქართული სათვისტომო ჩეხეთში ამ მოვალეობას უკვე წლობის განმავლობაში ისედაც ასრულებს და ეს ქართული საელჩოს დაარსებამდე ჩეხეთში. დეტალური ანალიზებს თავს ავარიდებთ და პირდაპირ განვაცხადებთ იმას, რომ ქართული სათვისტომო დღემდე 99%–ით მეტ საქმეს აკეთებს ვიდრე ქართული საელჩო ჩეხეთში. ზემოთ მოყვანილიდან გამომდინარე, ვთავაზობთ საქართველოს ოპოზიციას ამ იდეას მხარი დაუჭიროს (ხელსუფლებას შეუძლია ამ პროექტის მხარდაჭერა). სტრუქტურა და საქმიანობა: 1. ჩრდილოვანი საელჩოს შემადგენლობა მინიმუმ სამი ადამიანი დაფინანსების გარეშე ნებაყოფლობის პრინციპებზე;2. საქმიანობის კოორდინაცია თბილისში ჩამოყალიბებული ფარული საგარეო საქმეთა სამინსტროს მეშვეობით;3. პროპაგანდის მიზნით სემინარებისა, პრესკონფერენციების და ქართული დღეების მოწყობა;4.ტურიზმის პროპაგანდა და ხელის შეწყობა;5. ბიზნესის და ინვესტიციების ხელი შწყობა და დახმარება;6. ადგილობრივ პოლიტიკურ წრეებთან მუშაობა;7. ინფორმაციის შეგროვება და ანალიტიკრი მასალების დამუშავება;8. საქართველოს საელჩოს კონტროლი და საქმიანობის ანალიზი;9. ყოველწლიური საქმიანობის ანგარიში. ჩრდილოვანი საელჩო არ იქნებიან დეიურე საელჩოს ხეისშემშლელი ორგანო, არამედ ყველანაერად ხელს შეუწყობს და დაეხმარება საელჩოს საქმიანობას.ჩრდილოვანი სალჩოს ზეპოლიტიკური ორგანიზაცია და მისი მთავარი მიზანია მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ქართული სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის განვითარებას და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისაგან მომავალი საელჩოს კადრების აღზრდის საქმანობას. ეს არამარტო ხელს შეუწყობს ქართული პოლიტიკის პროპაგანდას, არამედ აიუძულებს დღეს მოქმედ ქართულ საელჩოებს გამოასწორონ თავიანთი მუშაობა და მეტი აქტიურობა გამოიჩინონქართული სახელმწიფოს სამსახურში. ქართული სათვისტომოს ჩეხეთშიგიორგი ალანიაჯიმი დაბრუნდაშვილი Edited September 15, 2009 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 babuagiorgi ნამდვილად არ არის ცუდი იდეა მარა ამის ორგანიზებას ვინ ითავებს?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted September 15, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 აქ კიდევ ერთი რამ არის ჩადებული. უნდა ვისწავლოთ ცივილიზირებული პოლიტიკა.იმის გარდა რომ ჩვენთან ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ საარჩევნო პროგრამა, არ აქრსებობს არც ჩრდილოვანი ხელისუფლება. ხალხმა არ იცის ვინ აპირებს სააკაშვილის ნაცების შეცვლას. აქ კი გვაქვს საშუალება ჩრდილოვანი საგარეო საქმეთა სამინისტრო მისი სტრუქტურებით ჩამოვაყალიბოთ.მოკლედ, დასაწყისისათვის ეს მაინც. babuagiorgi ნამდვილად არ არის ცუდი იდეა მარა ამის ორგანიზებას ვინ ითავებს?! საქართველოში ოპოზიციურმა პარტიებმა აქ კი ჩვენ. პრინციპში ჩეხეთში არც გვჭირდება რამის ჩამოყალიბება. ჩვენ აქ საელჩოს მოვალეობას ფაქტიურად მის დაარსებამდე ვასრულებდით და ეხლაც ვასრულებთ. ზემოთ მოყვანილი საქმიანობის არცერტ პუნქტს არ ასრულებს ჩეხეთში საქართველოს საელჩო და ასე ვერ მივაღწევთ საგარეო პოლიტიკაში წარმატებებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted September 17, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2009 (edited) ასეთი თემის ჩაგდება ონჯღორე რე :rolleyes: Edited September 17, 2009 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted September 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2009 აქ კიდევ ერთი რამ არის ჩადებული. უნდა ვისწავლოთ ცივილიზირებული პოლიტიკა.იმის გარდა რომ ჩვენთან ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ საარჩევნო პროგრამა, არ აქრსებობს არც ჩრდილოვანი ხელისუფლება. ხალხმა არ იცის ვინ აპირებს სააკაშვილის ნაცების შეცვლას. . მთლად მასე არ არის. რესპებს გვქონდა 50 თუ 60 გვერდიანი საარჩევნო პროგრამა. მაგრამ რათ გინდა მაქსიმუმი ათასმა კაცმა თუ ცაიკითხა. იმაში კი გეთანხმებით რომ ხალხი რეალურად ვერ ხედავს ნაცების შემცვლელს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted September 17, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2009 (edited) მთლად მასე არ არის. რესპებს გვქონდა 50 თუ 60 გვერდიანი საარჩევნო პროგრამა. მაგრამ რათ გინდა მაქსიმუმი ათასმა კაცმა თუ ცაიკითხა. იმაში კი გეთანხმებით რომ ხალხი რეალურად ვერ ხედავს ნაცების შემცვლელს. პროგრამა ერთია და პრეზენტაცია მეორე. ეხლა შენ გლეხს 60 გვედის წაკითხვას დააძალებ? პროგრამის პრეზენტაციული მხარე სხვნაერად უნდა იქნეს შედგენილი.პროგრამა მარტივ და მისაწვდომ ენაზე უნდა იყოს და ა.შ.მოკლედ აქ ბევრი ის ნიუანსებია, რომელიც ჯერ საქართველომდე "მატარებელს" არ ჩაუტანია. პ.ს. აქედან რომ ვარიგებთ, არ მოსწონს ბევრს. თქვენ რა გესმითო. ხო და იყოს ეხლა ეს 60 გვერდი დავთარზე შემოგდებული. Edited September 17, 2009 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.