newstudio Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 ვითომ არჩევნებია და ოპოზიციის ერთიან კანდიდატს უპირისპირდება ნაციონალების კანდიდატი, ვის მისცემდით ხმას? კი ცოტათი ზოგადი გამოკითხვაა, მარა ტენდეციის გაგება შეიძლება იმჰო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gio-100 Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 (edited) კანდიდატებს გააჩნია [ 1 ] [50.00%] სულ ერთა. მთავარია მერი იყოს არჩეული და თან არჩეულიგაუყალბებელი არჩევნებით... Edited September 15, 2009 by Gio-100 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 15, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 სულ ერთა. მთავარია მერი იყოს არჩეული და თან არჩეულიგაუყალბებელი არჩევნებით...ეგაა მთავარი, რო არჩევნები არ გაყალბდეს ისიც არის, რომ დიდი მასშტაბის გაყალბება თბილისში ძალიან ძნელია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 კანდიდატებს გააჩნია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 სოსო ცინცაძე - “სააკაშვილი თბილისის მერის თანამდებობას არ დათმობს” “ის ექსპერტი, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილმა თბილისი დათმო და შეიძლება მერის არჩევნებზე ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვოს, ისეთივე ექსპერტია, როგორც მე ჩინეთის იმპერატორი. გამორიცხულია, რომ მმართველმა პარტიამ დედაქალაქი დათმოს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ეს, სააკაშვილი თუ სხვა. თანაც დედაქალაქი, რომელიც თავკომბალაა. აქ მთელი მოსახლეობის ორი მესამედი ცხოვრობს, თბილისი კვაზი-მეგაპოლისია. ფანტაზიებია, თითქოს სააკაშვილს თბილისი შესძულდა და უკვე აღარ აინტერესებს”, - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ოპოზიციაში ბევრი შავი კატა გაჩნდა / პოლიტიკაში შეცდომებზე პასუხი უნდა აგო.“პრეზიდენტი მერის თანამდებობას არ დათმობს. თბილისის ბიუჯეტს რომ შემოსავალი აქვს, ამხელა თანხა არ აქვს დანარჩენი ქალაქების ერთად აღებულ ბიუჯეტს. გამორიცხულია, თბილისის მერის თანამდებობა მმართველმა პარტიამ დათმოს ადვილად. ძალიან მწარე ბრძოლა იქნება. რატომღაც მგონია, რომ ოპოზიცია ამ ბრძოლისთვის მზად არ არის. მე პოლიტიკურ ბრძოლას ვგულისხმობ და არა საკნებსა და კარვებს. არ მგონია, ოპოზიცია სათანადოდ აფასებდეს თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგის შესაძლებლობებს და ჯეროვნად ემზადებოდეს. ეს არ ჩანს. წარმოიდგინეთ, რომ ოპოზიცია ქალაქის ბიუჯეტს აკონტროლებდეს, რომ ოპოზიციას უმრავლესობა ჰყავდეს ქალაქის საკრებულოში. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ არ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობასო, ნაწილი კი ხუმრობის გუნებაზეა. არჩევნების მერე ვნახავ, ვის ექნება სახუმაროდ საქმე. მაისამდე არც ისე დიდი დრო არის დარჩენილი. მერე ტრადიციული შეფასებები წავა - გაგვიყალბეს, თავზე გადაგვახიეს - ეს ყველაფერი არასოლიდურია. ოპოზიცია დღეიდანვე უნდა ემზადებოდეს, მაგრამ არ ემზადება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე.“ჩემი აზრით, ოპოზიცია აპრილში დაწყებული კამპანიის შედეგების შოკიდან ვერ გამოსულა. ოპოზიციის რიგებში ბევრი შავი კატა გაჩნდა - ვგულისხმობს იმას, რომ ნაწილი მზად არის მოლაპარაკებისთვის, ნაწილი - არა. მიმაჩნია, რომ მოლაპარაკება ერთადერთი სწორი ნაბიჯია. პოლიტიკა ინტერესებია და სხვა არაფერი. თუ პოლიტიკაში ემოციები, ინსტინქტები, გრძნობები ბატონობს, ის უკვე პოლიტიკა არ არის. ოპოზიციის ზოგიერთი საშუალო დონის ლიდერი გამოდის და ვერ მალავს თავის ემოციებს. ისინი არ არიან პოლიტიკოსები. ასევე, როდესაც ვუყურებ პარლამენტის უმრავლესობის ზოგიერთი წევრის ზიზღნარევ ლაპარაკს პოლიტიკური ოპონენტის მიმართ, იქვე ჩანს, რომ არ შეიძლება, ისინი პოლიტიკოსები იყვნენ. პოლიტიკაში ინსტინქტების ადგილი არ არის. პოლიტიკა ინტერესების სფეროა. ალასანია ისე მოქმედებს, როგორც ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი”, - აცხადებს სოსო ცინცაძე და შეკითხვას - “ალასანიას აქვს მერობის რეალური შანსი?” - პასუხობს:“ყველაფერი დამოკიდებულია მათ პოლიტიკური ნაბიჯებზე. მაისამდე რაც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს, მით მეტი შანსი ექნება. ოპოზიციას 120-დღიანი საკნების ქალაქი კი არ უნდა მოეწყო, არამედ შედეგების მიხედვით ემოქმედა. ოპოზიციას შეცდომები რომ არ დაეშვა, არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა პოლიტიკური მოვლენები. ოპოზიციის მხრიდან არ გაკეთებულა სწორი გათვლები - არავინ ელოდა, რომ ხელისუფლებას ძლიერი ნერვები აღმოაჩნდებოდა. პოლიტიკაში კი შეცდომების გასწორება არ არსებობს, შეცდომების გასწორება სკოლაშია. პოლიტიკაში შეცდომებზე პასუხი უნდა აგო. ამის მზადყოფნა უნდა ჰქონდეს პოლიტიკოსს”.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/109278.html სააკაშვილი ისე უბრალოდ მერის პოსტს არ დათმობს. ამიტომ ოპოზიცია მარტო საარჩევნო პროგრამებით ვერაფერს გახდება. საჭიროა კონკრეტული გეგმა, თუ როგორ დაიცავს ესა თუ ის კანდიდატი თავის მხარდამჭერებთან საკუთარ ხმებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 15, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/109278.html სააკაშვილი ისე უბრალოდ მერის პოსტს არ დათმობს. ამიტომ ოპოზიცია მარტო საარჩევნო პროგრამებით ვერაფერს გახდება. საჭიროა კონკრეტული გეგმა, თუ როგორ დაიცავს ესა თუ ის კანდიდატი თავის მხარდამჭერებთან საკუთარ ხმებს.თბილისში მასიურ გაყალბებას მოყვება რევოლუცია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 თბილისში მასიურ გაყალბებას მოყვება რევოლუციამეც ზუსტად ეგ ვიგულისხმე. ოღონდ წინასწარი გეგმა უნდა არსებობდეს. 5 იანვრის არჩევნების წინ რომ ატეხეს ნაციანალებმა პროპაგანდა "ესენი 6-თვის ემზადებიანო", თავის მართლება კი არ უნდა დაეწყო ოპოზიციას, უნდა ეთქვათ რომ დიახ, ჩვენ თქვენი იმედი არ გვაქვს, ამიტომ 5-თვისაც ვემზადებით და 6-თვისაც. უნდა შეიმუშავონ გეგმა, რომ თუ არჩევნები გაყალბდება, მეორე დღეს ამას ვშვებით, მესამე დღეს ამას, და წინასწარ უნდა დაიწყოს ამ გეგმისთვის მზადება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 ჩემის აზრით უგულავა საკმაოდ კარგი მერია, მაგრამ როგორც მხედართმავარი უკეთესი, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 თბილისში მასიურ გაყალბებას მოყვება რევოლუცია ხოოოო... წესით, მაგის აღარ უნდა გჯეროდეს..... რევოლუცია ვეღარასოდეს მოვაა...... ლიანდაგები აყარეეს!!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 თბილისში მასიურ გაყალბებას მოყვება რევოლუცია არაფერიც არ მოჰყვება - ისევ გადაუვლიან ხალხს. ვერავითარი რევოლუცია გარე მხარდაჭერის გარეშე ვერ მოხდება - გარე მხარდაჭერა კი (ჟ)ოპოს არა აქვს, ყოველ შემთხვევაში ამ სასტავს. მაგრამ, მეორეს მხრივ თუ თბილისში მართლა არჩეული მერი მოვიდა, ეს თურქმენბაშიზაციის პროცესს შეაჩერებს. ისე, მე პესიმისტი ვარ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 ვითომ არჩევნებია და ოპოზიციის ერთიან კანდიდატს უპირისპირდება ნაციონალების კანდიდატი, ვის მისცემდით ხმას? კი ცოტათი ზოგადი გამოკითხვაა, მარა ტენდეციის გაგება შეიძლება იმჰო კანდიდატს გააჩნია, მარა უფრო იმას აქვს მნიშვნელობა, როდესაც ნებისმიერი არჩევნების შედეგები ფურცელზე კალმით კი არ მოინიშნება, არამედ რეალური ხმები დაითვლება. ეს კი არც თუ ახლო მომავლის პერსპექტივა მგონია მე, თუ რაიმე საერთაშორისო მექანიზმი არ იქნება გამოყენებული Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted September 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 16, 2009 მოდით დაწვრილებით განვიხულოთ ეს მოვლენა. მთავარია როგორი კანონი იქნებას მერის არჩევნებისა ( კომისიების ფორმირებას და სხვა დეტალებს არ ვგულისხმობ, თუმცა ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს). თუ იქნება მერის პირდაპირი არჩევნები ( ეხლანდელი მოდელის მიხედვით სადაც საკრებულო ირჩევს მერს, ნაციონალებს ფაქტიურად შანსი არ აქვთ გარდა ტოტალური გაყალბებისა), ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია თუ როდის ჩაითვალება კანდიდატი გამარჯვებულად.1. ყველაზე მეტ ხმებს დააგროვებს.2.უნდა მიიღოს 50%+1 ხმა.პირველ შემთხვევაში ოპოზიციის რამდენიმე ძლიერი კანდიდატის არსებობა შანს უტოვებს ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსების და სხვა ნაკლებად შესამჩნევი მანიპულაციებით მიაღწიოს თავისი კანდიდატის გაყვანას.მეორე შემთხვევაში კი მათი შანსები ძალიან მცირეა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 17, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2009 ვის მისცემდით მერის არჩევნებზე ხმას ნაციონალების კანდიდატს [0.00%]ოპოზიციის კანდიდატს [35.71%]კანდიდატებს გააჩნია [57.14%]არცერთს [7.14] Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted September 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2009 მემგონი საუკეთესო ვარიანტი მაინც ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 17, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2009 მემგონი საუკეთესო ვარიანტი მაინც ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება..ოღონდ გრეჩიხა არა რა)))) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.