Jump to content
Planeta.Ge

მამაკაცთა სექსუალური შიშები...


Recommended Posts

მამაკაცთა უმრავლესობა, რაოდენ მამაცი და მტკიცეც არ უნდა ჩანდეს, სინამდვილეში საკმაოდ მშიშარა არსებაა. გერმანელ მეცნიერთა გამოკვლევების თანახმად, კაცებს ბევრი რამის ეშინიათ, მაგალითად, იმის, რომ მამას არ ეყვარებათ (თანაც ეს შიში რატომღაც პირველ ადგილზე დგას), საყვარელი ქალი უარყოფთ, ასევე - უბედური შემთხვევების, მარტოობის, ხელქვეითებზე კონტროლის დაკარგვის და სხვა. მსგავს შიშებს ასე თუ ისე უმკლავდებიან, მაგრამ არსებობს ცხოვრების კიდევ ერთი მხარე, სადაც იოლად მოწყვლად და მღელვარე მამაკაცურ სულს ქალისთვის დიდი პრობლემების შექმნა შეუძლია. ქალბატონები, ალბათ, დაგვეთანხმებიან, რომ როდესაც გულის სწორი ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში ნერვიულობას იწყებს, სიამოვნებაზე ლაპარაკი ზედმეტია. მაშ, რისი ეშინიათ მათ ყველაზე მეტად ლოგინში?

"ვაითუ არაფერი გამომივიდეს!"

 

ყველა მამაკაცის ქვეცნობიერებაში ეს შიში სადღაც არის მოთავსებული. ის განსაკუთრებით მწვავედ გამომჟღავნდება, თუ თქვენი გმირი ადრეც მოხვედრილა მსგავს სიტუაციაში. სხვათა შორის, არსებობს ერთი უცნაური მითი, რომლის მიხედვითაც მამაკაცს მთელი სიცოცხლის განმავლობაში გარკვეული რაოდენობის სექსუალური აქტის ჩატარება შეუძლია, ამიტომ მას, ვისაც ჯერ მარცხი არ მოსვლია, ყოველთვის ეშინია, რომ ერთ არცთუ მშვენიერ დღეს მისი ლიმიტი ამოიწურება და... რა თქმა უნდა, ეს აზრი მეცნიერული თვალსაზრისით მეტად უსუსურია, ამიტომ თუ თქვენი მამაკაცი ნებისმიერი მიზეზით ცდილობს, თავიდან აიცილოს თქვენთან სიახლოვე, ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ მას ეშინია. ასეთ შემთხვევაში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. ნურაფერს დააძალებთ, მაგრამ ამასთანავე განუწყვეტლივ მიახვედრეთ, რაოდენ ძვირფასი და მიმზიდველია იგი თქვენთვის. თუ, ბოლოს და ბოლოს, დაიყოლიებთ, ინიციატივა აქაც საკუთარ ხელში უნდა აიღოთ. როდესაც ბორბალი დატრიალდება, მამაკაცი დაივიწყებს საკუთარ შიშს.

 

ქალწულობა. გაიგონებს თუ არა ამ ჯადოსნურ სიტყვას, მამაკაცების ნახევარზე მეტი ველური ყვირილით გარბის და ქალის თვალთახედვის არიდან იკარგება. მათ, პირველ რიგში, დამატებითი პასუხისმგებლობის ეშინიათ: ვაითუ პირველივე აქტის შემდეგ ჩაებღაუჭოთ და მაჩის ბიუროში წაათრიოთ! მეორე მიზეზი ქალიშვილისთვის ტკივილის მიყენების შიშია, ამიტომ სიახლოვისას კავალერი საგონებელში რომ არ ჩააგდოთ, ან ადრევე გააფრთხილეთ ამის შესახებ, ან აუხსენით, რომ სულაც არ აპირებთ მის დამოუკიდებლობაზე თავდასხმას, რადგან საკუთარ დამოუკიდებლობას უფრო მეტად აფასებთ.

შედარება. თუ მამაკაცთან შემთხვევით წამოგცდათ წარსულში არსებული რომანის შესახებ, თქვენი საქმე (უფრო კი - მისი) წასულია. კაცი მაშინვე იმაზე იწყებს ფიქრს, ვინ უფრო "მაგარია" - თვითონ თუ მისი (თუნდაც ყოფილი) მეტოქე. ამიტომ ერიდეთ გულახდილობას. სხვათა შორის, არც ყოფილი მეგობრის ლანძღვა შეიძლება, რადგან, - უცნაურია, მაგრამ ასეა - მამაკაცური სოლიდარობის გამო თქვენი კავალერი მის მხარეს დაიკავებს, მეორეც, შეეშინდება, რომ თუ ერთმანეთს დაშორდებით, მის შესახებაც იმავეს იტყვით.

 

საკუთარი გარეგნობა. როგორი თვითდაჯერებითაც არ უნდა გაჰყვიროდეს ძლიერი სქესი, ნამდვილი მამაკაცისათვის საკუთარ გარეგნობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვსო, არ დაუჯეროთ. სინამდვილეში პირიქითაა - ამ მხრივ არასრულფასოვნების კომპლექსი მამაკაცებს უფრო მეტად აწუხებთ, ვიდრე ქალბატონებს, ამიტომ თუ თქვენი მიჯნური ტანსაცმლის სრულ სიბნელეში გახდას ამჯობინებს და თუ ამ დროს შემთხვევით აანთებთ ნათურას, მაშინვე შესწევს მუცელს და ყველა კუნთს დაჭიმავს, სავარაუდოდ, მას საკუთარი გარეგნობის რცხვენია. ხშირად გაუმეორეთ, რომ მას შესანიშნავი ფიგურა აქვს, რომ მომცროღიპიანი მამაკაცები კულტურისტებზე მეტად გიზიდავთ და მისი შიშები დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცემა.

 

სწრაფი ორგაზმი. როდესაც თავისი ორგანიზმის ეს თავისებურება იცის, თქვენი თაყვანისმცემელი შიშს თავისდაუნებურად გაამჟღავნებს. კერძოდ, გულს გაგიწყალებთ შეკითხვებით: კარგი იყო თუ არაო, მოასწარი თუ არაო და ა. შ. არსებობს სტერეოტიპი, რომ მიტოვების ქალებს უფრო მეტად ეშინიათ. სინამდვილეში ამ მხრივ მამაკაცების შიში გაცილებით ძლიერია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაშორების მიზეზი ქალის დაუკმაყოფილებლობაა. თუ ასეთი მამაკაცი შეგხვდათ, მაგრამ მასთან განშორება არ გსურთ, მიაჩვიეთ იგი ხანგრძლივ პრელუდიას. შედეგი მისთვისაც და თქვენთვისაც განსაცვიფრებელი იქნება.

 

პარტნიორის აქტიურობა ან სიცივე. პირველ შემთხვევაში მამაკაცს აშინებს ქალის მბრძანებლური ტონი და მისი მითითებები. მითითებების ნაცვლად შეგიძლიათ, უბრალოდ, სთხოვოთ. სჯობს, დამპყრობლად მან იგრძნოს თავი, იგრძნოს მასზე თქვენი დამოკიდებულება. მეორე შემთხვევაში კაცს აშინებს კუნძის მსგავსი ქალი. არ გამოგიტყდებათ, მაგრამ შეიძლება, ესეც კი საკუთარ თავს დააბრალოს. გაეთამაშეთ, გამოხატეთ ვნება. ვინ იცის, ამ როლმა თქვენც გაგიტაცოთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიმართონ თვითგანვითარებას.

რა მნიშვნელობა აქვს ქალწულების გეშინია თუ ხვალე რო სამსახური არ გექნება, თავდაჯერებულობა უნდა გაზარდო და დანარჩEნს მოევლება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი არის ეგ შიშები, მარა მე ამას გამოვყოფდი:

 

ჩაებღაუჭოთ და მაჩის ბიუროში წაათრიოთ! :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნიცშეს მოსაზრებას გავიხსენებდი: ,,ქალები ყველაზე მეტად ბავშვებს უგებენ, მამაკაცები კი ბავშვებზე უფრო ბავშვები არიან"... ბავშვური შიშებია ეგ და სხვებზე დამოკიდებულობა... ზედმეტი ფიქრისგან გათავისუფლებას უნდა ეცადო.. ფიქრი, ხომ მავნეა ))))))))))
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნიცშეს მოსაზრებას გავიხსენებდი: ,,ქალები ყველაზე მეტად ბავშვებს უგებენ, მამაკაცები კი ბავშვებზე უფრო ბავშვები არიან"... ბავშვური შიშებია ეგ და სხვებზე დამოკიდებულობა... ზედმეტი ფიქრისგან გათავისუფლებას უნდა ეცადო.. ფიქრი, ხომ მავნეა ))))))))))

 

 

ხო, გათავიუფლდები ზედმეტი ფიქრისგან და მერე????

 

მერეა "უბედურობა" თორეემმმმმმმ.....

 

თუ ზედმეტი ფიქრებისგან გათავისუფლებას, ჩვეულებრივი "საკმარისი" ფიქრებისგან გათავისუფლებაც მიაყოლეეე....

:blink:

Edited by machkatela
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...