Jump to content
Planeta.Ge

არის თუ არა საქართველოში ანტირუსული ისტერია?

Recommended Posts

"არის თუ არა საქართველოში ანტირუსული ისტერია?"

საქართველოში ამ ბოლო წლებში მხოლოდ ისტერია და არა პოლიტიკა და ეს არა მარტო რუსეთის მიმართ, მთელი ქართული პოლიტიკა ისტერიაზე არის აწყობილი.

აბსოლუტურად სწორი შენიშვნაა :yes2:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 126
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

კი. არის.

ისტერია საერთოდ არაფერში ვარგა, თუმცა მიმაჩნია, რომ ნორმალურ ადამიანს მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელიც 200 წელი გვხმარობდა. უკაცრავად ამ გამოთქმისთვის.

მაგრამ ცუდი და ძალიან ცუდი, გულისამრევი ისაა, რომ მართლაც სახელმწიფო პროპაგანდა მიდის. აუტანელი ზიზღის პროპაგანდა. ვის, რომელ ქვეყანას არ უომია, მაგრამ არცერთი ქვეყნის ხელისუფლებას არ გამოუცხადებია სახელმწიფო პოლიყიკად მოწინააღმდეგე ქვეყნის სახელთან დაკავშირებული ნებისმიერი სუბიექტის ლანძღვა.

ბოროტების იმპერიად შერაცხული სსრკ-ს დროსაც კი, სოციალისტურ ქვეყნებში არავის აუკრძალავს მოცარტი, ბეთჰოვენი, ჰაიდნი, გოეთე, შილერი და შოპენჰაუერი. აქ კიდე დოსტოევსკის, ტოლსტოის, პუშკინის და ლერმონტოვის დედაცო, რითი არიან ორჰან ფამუქზე და უმბერტო კოელიუზე მეტიო...დაჟე ჩემი ძმაკაცი მუშაობს სასაზღვრო პოლიციაში და იმ დღეს ოფიციალური საყვედური გამოუცხადეს მანქანაში შუფუტინსკის რატო უსმენო. ჩამოვა ვინმე რუსი მსახიობი და რეჟისორი, დახვდება აქ რომელიმე ქეთი დოლიძე ან პაატა ბურჭულაძე პატივისცემით და სიყვარულით და მიდის ყველაზე არხზე ფურთხვა და ლანძღვა. არიქა მოღალატეებიო...ეგენი მალე იმასაც იტყვიან რუსი ქალები ყველაზე მახინჯები არიან მსოფლიოში და რუსი ერი ყველაზე გაუნათლებელი და უწიგნურიო და ვინც არ დავეთანხმებით მოღალატედ მოგვნათლავენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი ძმაკაცი მუშაობს სასაზღვრო პოლიციაში და იმ დღეს ოფიციალური საყვედური გამოუცხადეს მანქანაში შუფუტინსკის რატო უსმენო.

ოფიციალური საყვედური არ იქნებოდა მაგის გამო. შეიძლება ისე უთხრა ვინმემ.

ჩამოვა ვინმე რუსი მსახიობი და რეჟისორი, დახვდება აქ რომელიმე ქეთი დოლიძე ან პაატა ბურჭულაძე პატივისცემით და სიყვარულით და მიდის ყველაზე არხზე ფურთხვა და ლანძღვა. არიქა მოღალატეებიო...

მაგალითად? დადეთ ვიდეო, სადაც რუსი მსახიობის და რეჟისორის დახვედრის გამო ვინმე გალანძღეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოფიციალური საყვედური არ იქნებოდა მაგის გამო. შეიძლება ისე უთხრა ვინმემ.

მაგალითად? დადეთ ვიდეო, სადაც რუსი მსახიობის და რეჟისორის დახვედრის გამო ვინმე გალანძღეს.

ოფიციალური საყვედური გამოუცხადეს. პატაკში, თუ რასაც ადგენთ იმ ოქმში ჩაწერეს ბრძანების დაუმორჩილებლობა, ვითომდა უფროსს ბრძანება გაუცია და ეს არ დაემორჩილა.

ეხლა, მაინცდამაიც დედას არ იგინებიან ერორის და საზმაუს დიქტორები და ჟურნალისტები, მარა არ გახსოვს ფორუმ ჯის ჩათვლით რა დღეში ჩააგდეს პაატა ბურჭულაძე მაგალითად?

კსტაწი იმ დღეს გავიგე ბურჭულაძე ცილისწამების გამო უჩივის ზემოთხსენებულ 2 არხსო. ამათ გამოაცხადეს ვითომდა მედვედევის პირადი მიწვევით იმღერა მოსკოვის ბოლო იუბილეზეო, არადა კაცი მეორე დღეს გამოსულა "იავნანას" საქველმოქმედო კონცერტი ქონია. ამათ კიდე კადრები მიამონტაჟეს.

და ხო იცი არა მაგის მიზეზი? იმიტო რო მასაც, იგივე ქეთი დოლიძეს, რეზო ჩხეიძეს, რობიკო სტურუას, თემურ ჩხეიძეს და ა.შ. უამრავი უახლოესი მეგობარი ჰყავთ რუსეთში, რომლებთანაც ათწლეულებია მეგობრობენ, ამ სირიკოებს კიდე აღიზიანებთ, როგორ თუ სახალხოდ არ გამოდიან და არ ამბობენ ჩემი მეგობრების დედაც, გაუმარჯოს მიშასო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მაგალითად? დადეთ ვიდეო, სადაც რუსი მსახიობის და რეჟისორის დახვედრის გამო ვინმე გალანძღეს.

ერთ ერთ სახელისუფლებო ფორუმზე არც ერთი რუსული ესტრადის წარმომადგენლის ვიზიტი არ გამოუტოვებიათ. თითო ვიზიტზე 150 გვერდიანი თემაა გახსნილი დედის გინებით და "მოგ***ანთ პუგაჩოვას" სლოგანით.

ხო მართლა, ნიკის და ციტატის ჩასმა რატომ აღარ მუშაობს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთ ერთ სახელისუფლებო ფორუმზე არც ერთი რუსული ესტრადის წარმომადგენლის ვიზიტი არ გამოუტოვებიათ. თითო ვიზიტზე 150 გვერდიანი თემაა გახსნილი დედის გინებით და "მოგ***ანთ პუგაჩოვას" სლოგანით.

ეგ პროსტა დავალებული აქვთ ეგეთი ლაპარაკი და უმეტესობა წავიდოდა კიდევაც მაგ კონცერტებზე.ისე ეგ მომღერლები ისევ მთავრობას ჩამოჰყავს და არა სხვას. :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოფიციალური საყვედური არ იქნებოდა მაგის გამო. შეიძლება ისე უთხრა ვინმემ.

ეს არის ის ნაქები ანგლოპოლიცია?

აქ რომ ეს ისე ვინმემ უთხრას პოლიციელს, სამუდამოდ დაკარგავს სამსახურს რასისტული გამოხტომის გამო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ეგ პროსტა დავალებული აქვთ ეგეთი ლაპარაკი და უმეტესობა წავიდოდა კიდევაც მაგ კონცერტებზე.ისე ეგ მომღერლები ისევ მთავრობას ჩამოჰყავს და არა სხვას.

ხოდა თემაც მაგაზეა, რომ რეალში არანაირი ანტირუსული ისტერია არ არსებობს. მაგრამ ნაცების მიერ კონტროლირებადი მედია საშუალებები ამ ისტერიის გავრცელებას ცდილობენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ხოდა თემაც მაგაზეა, რომ რეალში არანაირი ანტირუსული ისტერია არ არსებობს. მაგრამ ნაცების მიერ კონტროლირებადი მედია საშუალებები ამ ისტერიის გავრცელებას ცდილობენ.

ამას აკეთებენ შიდა პრობლემების გადასაფარად.სიმღერები იქით იყოს და რამდენი რამ აქვთ რუსებზე მიყიდული?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა, მაინცდამაიც დედას არ იგინებიან ერორის და საზმაუს დიქტორები და ჟურნალისტები, მარა არ გახსოვს ფორუმ ჯის ჩათვლით რა დღეში ჩააგდეს პაატა ბურჭულაძე მაგალითად?

კსტაწი იმ დღეს გავიგე ბურჭულაძე ცილისწამების გამო უჩივის ზემოთხსენებულ 2 არხსო. ამათ გამოაცხადეს ვითომდა მედვედევის პირადი მიწვევით იმღერა მოსკოვის ბოლო იუბილეზეო, არადა კაცი მეორე დღეს გამოსულა "იავნანას" საქველმოქმედო კონცერტი ქონია. ამათ კიდე კადრები მიამონტაჟეს.

ბორჭულაძის შემთხვევა არ იყო ის რაც შენ დაწერე ანუ მასთან კი არ ჩამოვიდა ვინმე და ამან კი არ უმასპინძლა, თვითონ ჩავიდა იქ და იმღერა ღონისძიებაზე, რომელზეც რუსეთის პოლიტ ელიტა ესწრებოდა.

ქეთი დოლიძეს, რეზო ჩხეიძეს, რობიკო სტურუას, თემურ ჩხეიძეს და ა.შ. უამრავი უახლოესი მეგობარი ჰყავთ რუსეთში, რომლებთანაც ათწლეულებია მეგობრობენ, ამ სირიკოებს კიდე აღიზიანებთ, როგორ თუ სახალხოდ არ გამოდიან და არ ამბობენ ჩემი მეგობრების დედაც, გაუმარჯოს მიშასო.

არ ვიცი. შეიძლება ვინმეს აღიზიანებს. ესეც მისი უფლებაა, რომ რაღაცაზე გაღიზიანდეს, მაგრამ "ვიღაცას რატომ უმასპინძლაო" ეგეთი რაღაც არ გამიგია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვუი! ეს რა გამახსენეთ! :(

მთელი ქობულეთის კაფეები და ბარები ბოლო ხმაზე აღრიალებდნენ რუსულ პაპსას!

ხო და კიდე რომელიღაც ბარიდან გავიგონე ტიპი მღეროდა ხოტბას მიხეილისას, ჯერ მეგონა მომესმა სიტყვები და გაშტერებული ქმარს ვეკითხებოდი - მიშას უმღერის თქო თუ მომეჩვენა?

არაო არ მოგჩვენებია, მეც გავიგონეო - ოღონდ "მიშამაგარია" არ იყო ეგ - რაღაც სხვაა :(

რუსული პროდუქტის რეკლამა არ გახსენდება? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერორები (აქ იგულისხმება ნაცების მართული ტელევიზიები, ბეჭდვითი და ინტერნეტ რესურსები) ცდილობენ ისეთი სიტუაციას დახატვას, ვითომ საქართველოში ანტირუსული ისტერია სუფევდეს.

ის ქართველი, რომელიც რუსეთში ჩავა მაგალითად რომელიმე კონცერტში მონაწილეობის მისაღებად, ან თუ აქ მიიღებს რომელიმე ცნობილ რუს სტუმარს, ეგრევე ცხადდება მოღალატედ. მუდმივად ხდება ისეთი თემების გაშუქება, როგორიცაა სტალინის ძეგლის გადატანა, რადიოებზე რუსული სიმღერების აკრძალვა, ასევე მიიღება კანონები კინოთეატრებში და ტელევიზიებში რუსულად გახმოვანებული ფილმების აკრძალვის შესახებ.

არადა ირგვლივ რომ მიმოიხედოთ, ძალიან ცოტაა საქართველოში ისეთი ადამიანი, ვინც რუსულად გახმოვანებული ფილმების აკრძალვას ეთანხმებოდეს, არანაირი აგრესია არ არსებობს არც რუსი მსახიობების მიმართ, და არც რუსეთში მოღვაწე ქართველი არტისტების მიმართ. სტალინის ძეგლის გადატანის და ტაქსებში რუსული სიმღერების პრობლემა ხო საერთოდ არავის არ აწუხებს.

ანუ იმისდამიუხედავად, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რუსულ სახელმწიფოს საქართველოს სახელმწიფოს მტრად აღიქვამს, საყოფაცხოვრებო ურთიერთობებზე ეს დამოკიდებულება არ მოქმედებს. მგონი ომის მერე ხალხში ასეთი განწყობა საკმაოდ მაღალი შეგნების მაჩვენებელია.

და ამ დროს რატომ ცდილობს ხელისუფლება რომ ხალხში ძალით დათესოს ანტირუსული ისტერია? ერთ-ერთ პროსახელისუფლებო ფორუმზე ხშირად წამიკითხია ფრაზა "როდის მოვესწრებით, ქართველებს ისე შეძულდეთო რუსები, როგორც ბალტიისპირეთში სძულთო". თქვენი აზრით რა მიზანს ისახავს ეს პროპაგანდა?

მიზანი ერთია... დიადი ფაშისტური სახელმწიფო:) არა რეალურად მართლა აქვთ ამის სურვილი... ჯერ არ გამოდის მაგრამ ასეთი ტემპოებითY მალე მაქამდეც მივალთ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერორი საკმაოდ წარმატებულად მუშაობს და საქართველოს ბევრი მოქალაქე

საქართველოს უმთავრეს მტრად სწორად რუსეთს ხედავს და არა ხელისუფლებას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...