Jump to content
Planeta.Ge

ნოდარ დუმბაძეს მზიურიდან ასვენებენ


Recommended Posts

გამოჩენილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ნოდარ დუმბაძის ნეშტი მთაწმინდის მიწას მიაბარეს.

ნოდარ დუმბაძე ილია ჭავაჭავაძის საფლავის წინ, ვასილ ბარნოვის გვერდის დაკრძალეს.

 

მანამდე კი, უწმინდესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საფლავი აკურთხა და სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

 

გაიმარათა, ასევე, სამგლოვიარო მიტინგი, რომელზეც ნოდარ დუმბაძე მისმა მეგობრებმა გაიხსენეს.

 

მიტინგის ბოლოს შეკრებილებს უწმინდესმა მიმართა. “ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნოდარი ცოცხალია. დღეს მისი სხეული წმინდა მიწას მივაბარეთ. მე მახსენდება ნოდართან საუბრები, მისი სიტყვები, ჩემი უკანასკნელი შეხვედრა, როდესაც მან ოთახიდან დაითხოვა ხალხი და თავისი უკანასკნელი აღსარება თქვა. დავით წინასწარმეტყველი ფსალმუნში ბრძანებს - “და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა”. უფალმა აღამაღლა ნოდარის სული“, – აღნიშნა უწმინდესმა.

 

პატრიარქმა ბრძანა, რომ ნოდარ დუმბაძე შეწირული იყო ერისთვის. “ღმერთს ებარებოდეს, მთაწმინდის წმინდა მიწას ებარებოდეს შენი სხეული,- – ბრძანა უწმინდესმა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე საინტერესოა თავად ნოდარ დუმბაძეს თუ სურდა მზიურში დაკრძალვა თუნდაც მის ოჯახს ვინ ეკითხება???

 

ისე საინტერესოა პატრიარქის მონაწილეობა ამ ფაქტში... ლოგიკა რაში მდგომარეობს???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

" ისე საინტერესოა პატრიარქის მონაწილეობა ამ ფაქტში. " -

" უწმინდესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საფლავი აკურთხა და სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა."

კერძოდ რომელი ასპექტია აქედან გაუგებარი? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე საინტერესოა თავად ნოდარ დუმბაძეს თუ სურდა მზიურში დაკრძალვა თუნდაც მის ოჯახს ვინ ეკითხება???

 

ისე საინტერესოა პატრიარქის მონაწილეობა ამ ფაქტში... ლოგიკა რაში მდგომარეობს???

არ ვიცი, დასაჯერებელია თუ არა შენთვის ილია მე-2 ის სიტყვები

და აი რასაც მოვუსმინე ტელეარხ "ერთსულოვნებაზე"

პატრიქრქის თქმით მას და ნოდარს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ,

როდესაც დუმბაძე რელიგიური შინაარსის თემებზე წერდა-პატრიარქს ეკითხებოდა შეესაბამებოდა თუ არა მისი ნაწერი ეკლესიის სწავლებას (აქ შეგიძლია აღშფოთდე, თუ როგორ ლახავს სულიერ ტავისუფლებას საქ. მართლმადიდებლური ეკლესია)

როდესაც ნოდარი უკვე ცუდად იყო პატრიარქი ესტუმრა, დუმბაძესთვის ადგომა არ შეიძლებოდა მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც წამოდგა და ფეხზე მდგომი შეეგება სტუმარს (აქ შეიძლება ითქვას რომ სწორად პატრიარქს მიუძღვის ბრალი მის გარდაცვალებაში, დაარღვევინა რა ავადმყოფს წოლითი რეჟიმი :) ასევე პატრიარქი მარიაჟობს იმით თუ როგორ პატივს სცემენ )

პატრიარქისვე თქმით ნოდარმა სიკვდილის წინ თქვა აღსარება და ეზიარა (ეს ალბათ მისი ფანტაზიის ნაყოფია და საზოგადოების შეცდომაში შEყვანას ისახავს მიზნად)

 

მოკლედ ჩემო მარქს აი მოგიყევი ეხლა მე შენ იმ პროპაგანდისტული ხრიკების შესახებ რასაც იყენებს საპატრიარქო და დასკვნები თავად გააკეთე :)

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...