Jump to content
Planeta.Ge

ხელისუფლება ან თავისი ნებით მიდის, ან აგდებენ


Recommended Posts

"ნებისმიერ ნორმალურ საზოგადოებაში ასეთი ხელისუფლება ან თავისი ნებით მიდის, ან აგდებენ" ქვეყანაში შექმნილ ვითარებას აფასებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი.

 

- ბოლო ხანს სახელისუფლებო პროპაგანდის მანქანა განსაკუთრებული ძალით ამოქმედდა. ჩვენ ყოველდღიურად ახალ-ახალი პიარაქციის მოწმენი ვართ, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული რუსთაველზე გამოფენილი სამინისტროთა მიღწევები იყო, როგორ შეაფასებთ ამ პროცესებს?

- საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე მსგავსი აქციები მოქმედებს. არიან ადამიანები, რომლებიც კმაყოფილნი არიან მთავრობის წევრებთან ურთიერთობით, უხარიათ, რომ ეძლევათ მათთვის კითხვების დასმის საშუალება, რაც უნდა გულუბრყვილო იყოს ეს კითხვები. თანამდებობის პირებიც უღიმიან მათ, მიამიტი სახით პასუხობენ და პოპულისტური დაპირებებით თუ განმარტებებით მათ გულს იგებენ. ამგვარ ადამიანებს ზუსტად ასევე უხარიათ ოპოზიციურ პოლიტიკოსებთან ურთიერთობა და იოლად უერთდებიან საპროტესტო მოძრაობასაც. ამდენად, ამგვარი აქციების ეფექტურობაში ეჭვი მეპარება. დღეს ხელისუფლების მომხრეები ისეთივე მარგინალურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, როგორშიც იყვნენ 2003 წელს შევარდნაძის მომხრეები. აშკარაა, რომ მოსახლეობაში არის ხელისუფლების შეცვლის მოლოდინი. ამის უმთავრესი საფუძველი წაგებული ომია. ომში მარცხი არ გახლავთ რიგითი მარცხი, ეს სერიოზული ეგზისტენციალური შოკია ნებისმიერი საზოგადოებისთვის. როგორი პაციფისტებიც უნდა ვიყოთ, როგორც უნდა ვქადაგებდეთ მშვიდობას, ეს ასეა, ომის წაგება მძიმე დრამაა ნებისმიერი საზოგადოებისთვის. მძიმეა განცდა იმისა, რომ შენ, რომელსაც თავი მიგაჩნდა ღირსეულად, რომელიც დარწმუნებული იყავი შენს ძალებში, მიწაზე დაენარცხე. შეუძლებელია, ის, რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში, გადაიფაროს მავანი მინისტრებისა თუ თავად პრეზიდენტის რაიონებში სიარულით და მოხუცებულებისა და ბავშვებისთვის თავზე ხელის გადასმით. მაგრამ სწორედ აქ ვდგებით ჩვენთვის მწვავე მეორე პრობლემის წინაშე: მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების შეცვლის მოლოდინია, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არსებობს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი.

 

- ვიდრე ამ საკითხის ანალიზს დავიწყებდეთ, იქნებ მიპასუხოთ, რისი მიღწევა სურს ხელისუფლებას ასეთი პიარაქციებით?

- მიჭირს ამის განსაზღვრა, რადგან მისი მოქმედება უკიდურესად არარაციონალურად მეჩვენება. ხანდახან ვფიქრობ, დღეს სააკაშვილს რომ ჰქონდეს მარცხის გამო დამწუხრებული ადამიანის ქცევა, შესაძლოა, ამას ქართველი საზოგადოება გაცილებით მეტი გაგებით მოჰკიდებოდა, ვიდრე თავქარიან, ღიმილიან დამოკიდებულებას და უცნაურ ენთუზიაზმს, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ ვხედავთ. ხელისუფლება ვირტუალურ გამარჯვებას ზეიმობს. მან მშვენივრად იცის, მისთვის რაოდენ დამღუპველია მოსახლეობაში ომში მარცხის განცდა და ცდილობს, იგი როგორმე შეცვალოს, უცნაური ხერხებით მარცხში გამარჯვება დაგვანახვოს. ნებისმიერ ნორმალურ საზოგადოებაში ასეთი ხელისუფლება ან თავისი ნებით მიდის, ან აგდებენ. როგორც ვხედავთ, ჩვენი ხელისუფლება თავისი ნებით არ წავა.

 

- რით უნდა ავხსნათ ერთი მხრივ ასეთი პიარაქციები და საზოგადოების გულის მოგების მცდელობა, მეორე მხრივ კი, სრულიად აუხსნელი ნაბიჯები, მაგალითად, თავდაცვის მინისტრად ბაჩო ახალაიას დანიშვნა ან სანდრო გირგვლიანის მკვლელებისთვის ჯერ სასჯელის შემსუბუქება, შემდეგ კი გათავისუფლება...

- მსგავსი ნაბიჯებით ძალიან ადვილია საბჭოთა გამოცდილების მქონე ადამიანების ნების პარალიზება.

 

- რას გულისხმობთ?

- ვგულისხმობ, რომ აკეთებ იმას, რასაც შენგან ყველაზე ნაკლებად ელიან. გარკვეულ მომენტში, განსაკუთრებით საპროტესტო აქციების შემდეგ, ადამიანებს იმედი ეძლევათ, რომ ახლა მაინც გააკეთებ იმას, რასაც შენგან მოითხოვენ, შენ კი ყოველგვარი მოლოდინის საწინააღმდეგოდ იქცევი. ასეთი რამ მართლაც ახდენს უბრალო ადამიანების დიდი ნაწილის ნების პარალიზებას. ამგვარ პოლიტიკურ ირაციონალიზმს საერთო არაფერი აქვს დემოკრატიასთან. მისი სათავე სწორედ იქ არის, სადაც არაფერი ესაქმება. ბოლშევიზმიც რაღაც მსგავსს ემყარებოდა. სტალინის გამონათქვამები, რეპრესირებულთა ვინაობა, ბრალდებები, პოლიტიკური გადაწყვეტილებები ხშირად არავითარ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა. ასეთი მოქმედება, განსაკუთრებით აღმოსავლეთ სამყაროში, პოლიტიკის მითოლოგიზებას უწყობს ხელს. ერთია, როდესაც მე და თქვენ რაღაცას რაციონალურად გავიაზრებთ, მეორეა - სრულიად გაუგონარი ქცევა, რომლის ახსნაც რაციონალურად შეუძლებელია. უბრალო და ყოველდღიური გასაჭირით შეწუხებულმა ადამიანმა შეიძლება მიიჩნიოს, რომ იგი განპირობებულია რაღაც უზენაესი, მისთვის მიუწვდომელი ჭეშმარიტებით. სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილებას ან აბსურდი უნდა დაარქვა, ან უზენაესი საზრისის მატარებლად უნდა მიიჩნიო. ეს მშვენივრად იცოდნენ და იციან ტირანებმა. ტირანიას ის განასხვავებს დემოკრატიისაგან, რომ ტირანი ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლებად გასაგები იყოს მისი ქცევა უბრალო ადამიანებისათვის, რის შედეგადაც საზოგადოებაში ფსევდომითოლოგიური განწყობილებები ჩნდება. სამწუხაროდ, სააკაშვილი ხშირად მიმართავს მსგავს ხერხს. ამასთანავე, ყოველდღიურად ვხედავთ, - მას და მის გარემოცვას ეშინიათ, რომ ერთი უბრალო დათმობაც კი დათმობების ზვავს გამოიწვევს.

ბაჩო ახალაიას დანიშვნა დროში რომ გაწელილიყო, საზოგადოება მოასწრებდა აღშფოთებისა და პროტესტის გამოხატვას, ახლა მომხდარს ყველანი გაოგნებულები ვადევნებთ თვალს. ის ადამიანები, ვინც შეიძლება მიაკუთვნო საზოგადოების ელიტას, გაოცებულები არიან. რაც შეეხება უბრალო ადამიანებს, რომელთა ცოდნის ხარისხი და ინფორმირებულობა ბევრად უფრო დაბალია, მომხდარის სხვადასხვა ინტერპრეტაციას ისმენენ, მათ შორის სახელისუფლებოსაც, შესაბამისად, ადვილად ცვლიან თავიანთ დამოკიდებულებას ან საერთოდ უარს ამბობენ რაიმეს გაგებაზე.

ეს ამ გადაწყვეტილების ერთი მხარეა, მაგრამ, ჩემი აზრით, არის სხვა საშიში სიმპტომიც: პრეზიდენტი ცდილობს, არმიას სრული პირადი კონტროლი დაუწესოს. ისეთი ადამიანის დანიშვნა, რომლის თანამდებობაზე ყოფნა მთლიანად პრეზიდენტზეა დამოკიდებული და რომელსაც არ აქვს საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური მხარდაჭერა თვით "ნაციონალურ მოძრაობაშიც" კი, მიანიშნებს, რომ იგი სრულიად მართვადი ფიგურა იქნება და პრეზიდენტის ნებისმიერ ნებას შეასრულებს. მის ხელში პოლიტიზებული და მართვადი შეიძლება გახდეს არმიაც.

გირგვლიანის მკვლელების გათავისუფლებასთან დაკავშირებითაც იგივე სქემა მუშაობს, ანუ საზოგადოებისთვის შოკის მომგვრელი გადაწყვეტილების ეფექტი.

 

- ასეთ ვითარებაში როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოება?

- საქართველოში დაიკარგა ერთი ძალიან საჭირო საზოგადოებრივი ძალა, დაიკარგა საზოგადოებრივი მოღვაწის ტიპი, დაიკარგა ის ინტელიგენტი ადამიანი, რომელიც ზრუნავს სახელმწიფოზე, საზოგადოებაზე და ამისთვის უკუგებას არ მოითხოვს. თავის დროზე ასეთები იყვნენ მწერლები, მხატვრები, მეცნიერები და ა.შ. როდესაც ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხი წყდებოდა, ისინი თავის სათქმელს ამბობდნენ და მოქმედებდნენ კიდეც. ერთი მხრივ, მოხდა მათი დისკრედიტაცია ხელისუფლების მხრიდან, გახსოვთ ალბათ, "ჩარეცხილების" ცნობილი თემა, მეორე მხრივ, იმ გაუსაძლისმა ცხოვრებისეულმა პირობებმა, რომელშიც აღმოვჩნდით, ბევრი ადამიანი აიძულა, დათმობაზე წასულიყო. ჩვენ დავკარგეთ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ შეიკრიბონ და იმსჯელონ ქვეყნის ბედზე, შემდეგ კი თავიანთ საქმეს დაუბრუნდნენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში ასეთები თითქოს ისევ გამოჩნდნენ. მათ აქტიურობაზე ჩვენი საზოგადოების ბედი მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული. შეიქმნა "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი", იქ შეკრებილ ადამიანთა დიდ უმრავლესობას არ აქვს პოლიტიკური ამბიციები. მსგავსი კლუბების არსებობა აუცილებელი და გარდაუვალია. ასეთივეა "ქართული აკადემია", თუმცა, ვფიქრობ, საწყის ეტაპზე ის უფრო ეფექტიანად მოქმედებდა, გაჩნდა პატარ-პატარა სადისკუსიო ჯგუფებიც. ადრე იყო მოლოდინი იმისა, რომ სამოქალაქო სექტორის განვითარება ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიას დაამკვიდრებდა, შეცვლიდა სამოქალაქო ცხოვრების წესს და ა.შ. თუმცა იგი ვერ გახდა ჩვენი კულტურის ორგანული ნაწილი, რადგან დამოკიდებულია დაფინანსებაზე, ინტერესებზე, ხშირ შემთხვევაში იმპორტირებულ წარმოდგენათა სისტემაზეც და ა.შ. საქმე ისაა, რომ თავად საზოგადოებრივმა სხეულმა უნდა შექმნას საზოგადოებრივი ცხოვრების წარმმართველი ჯგუფები და არა დაფინანსებამ ან რაღაც ინტერესებმა, რომლის უკანაც ხშირად სრულიად არასამოქალაქო ინტერესები დგას. ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას ტრადიციულად ჰყავდა ორი სუბიექტი - ოპოზიცია და ხელისუფლება, დღემდე პრობლემურია მესამე - საზოგადოება, რომელიც პასიურად კი არ მიჰყვება მათ, არამედ თავისივე სხეულში სპონტანურად გაჩენილი ჯგუფების მეშვეობით თავის ნებას ჰკარნახობს პირველ ორს. დღეს ამგვარი ჯგუფები უკვე ჩნდება და აქტიურობენ კიდეც. აშკარაა, რომ ზედაპირზე გაძლებს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მიხვდება ამას. შესაბამისად, საზოგადოების რაციონალურ ნებას ანგარიშს გაუწევს და უცნაური პოლიტიკური ტაშ-ფანდურით არ მოინდომებს საზოგადოებრივი აზრის დაპყრობასა და მართვას. ქართველი კაცი გაცილებით ეჭვიანი გახდა პოლიტიკოსთა მიმართ, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო. ისტორიულმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ბრმა მინდობასა და გარკვეული პოლიტიკოსებით ხბოს აღტაცებას, მძიმე შედეგები მოაქვს. ვფიქრობ, ჩვენ, ყველამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით და შიშველ ემოციებზე დაყრდნობილი იმედები გამქრალი თუ არა, მნიშვნელოვნად მაინც არის შესუსტებული. პოლიტიკოსების დიდმა ნაწილმა ამას ვერ აუღო ალღო. ასე მგონია, რომ მათ დღესაც არ ესმით, 2007 წლის 7 ნოემბერს ან 2008 წლის 5 იანვარს რატომ არ მოჰყვა ის შედეგები, რომელსაც ელოდნენ. არადა, მოხდა ის, რაც აქამდე ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში არ მომხდარა: უბრალო ადამიანმა თავისი მრისხანება და პროტესტი დაანახვა ხელისუფლებას ისე, რომ გადამწყვეტი მხარდაჭერა არ გამოუცხადებია ოპოზიციისათვისაც. ჩვენი მოქალაქეები დღეს გაცილებით ფრთხილად მოეკიდნენ პროცესებს, დღეს ადამიანები პოლიტიკოსებისგან აზროვნებისა და ქცევის წესების შეცვლას მოითხოვენ. თუმცა ეს უცებ ვერ მოხდება, ამას დრო დასჭირდება. რიგითმა ადამიანმა თავისი ჯანსაღი ინსტინქტით იგრძნო, რომ რევოლუციური გზით მოსული ხელისუფლება სულ ორიოდე წელიწადში არანაკლებ საშიშ ძალად შეიძლება იქცეს და რომ დღევანდელი ხელისუფლების პოსტლიბერალურ ქირურგიას რაღაც სხვა და არანაკლებ საშიში შეცვლის. ამიტომაც ვამბობ, რომ ჩავლილი პროცესების შედეგად არც ოპოზიცია დამარცხებულა და არც ხელისუფლებას გაუმარჯვია. გავიმარჯვეთ ჩვენ, ქართველმა საზოგადოებამ იმით, რომ პრობლემათა მოგვარების რევოლუციურ და სამიტინგო ფორმაზე ვთქვით უარი. 90-იან წლებში, როდესაც კითხულობდნენ, რა გვეშველებაო, ვპასუხობდი, - ჩვენი საშველი საზღვარგარეთ წასული იმ ათიათასობით მოქალაქის დაბრუნება იქნება, რომლებიც იქ იძენენ განათლებას, პროფესიას და ნორმალურ სოციალურ ჩვევებს-მეთქი. მიმაჩნდა, რომ ისინი იქცეოდნენ უმნიშვნელოვანეს სოციალურ რესურსად. მაშინ ვერ გავთვალე, რომ შეიძლებოდა ამ ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი დაბრუნებულიყო რევოლუციური პათოსით და საქართველოს "ჰოლანდიურ სოფლად" დაუყოვნებლივ ქცევის სურვილით. სამწუხაროდ, ასე მოხდა.

 

- ბრძანეთ, რომ დროა საჭირო, როგორ ფიქრობთ, ეს დრო ჩვენს ქვეყანაზე იმუშავებს?

 

 

- ცხადია, ძალიან რთულ გარემოცვასა და კონტექსტში ვართ მოქცეული. არსებობს საშიშროება, რომ ეს კონტექსტი კიდევ უფრო შეიძლება დაამძიმონ ჩვენი ხელისუფლების მესვეურებმა, განსაკუთრებით, თუ კიდევ ერთხელ გაიმეორეს შარშანდელი აგვისტოს შეცდომა. ვიმეორებ, ჩვენი საზოგადოების ინტელექტუალური ელიტის აქტიურობა და მისი ღია განცხადებები თუ მოთხოვნები, რომელსაც ისინი ხელისუფლებასაც წაუყენებენ და ოპოზიციასაც, შეიძლება ამ თვალსაზრისით გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ჩვენ გვჭირდება პიროვნებები, რომლებიც დაუფარავად იტყვიან იმას, რასაც ფიქრობენ, რომლებიც გონებისა და ზნეობის კანონებით იხელმძღვანელებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვხედავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი 90-იანი წლებისა და 2003 წლის მოვლენების ინერციით ადვილად მიეცემა ხოლმე ადამიანების გაბითურების გზით სვლის ცდუნებას.

 

ნათია დოლიძე

 

”ყველა სიახლე”

 

==================

 

საინტერესო ინტერვიუა :hi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენ გვჭირდება პიროვნებები, რომლებიც დაუფარავად იტყვიან იმას, რასაც ფიქრობენ, რომლებიც გონებისა და ზნეობის კანონებით იხელმძღვანელებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვხედავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი 90-იანი წლებისა და 2003 წლის მოვლენების ინერციით ადვილად მიეცემა ხოლმე ადამიანების გაბითურების გზით სვლის ცდუნებას.

 

სად არიან თორე კი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფილოსოფოსობაზე უმაქნისი საქმე არაფერია..... ხო, კაი, ვიფილოსოფოსოთ, და ამასობაში ფილოსოფიურად აღარ ვიქნებით,,,, თორე, ისე რა გვიჭირს..!!!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფილოსოფოსობაზე უმაქნისი საქმე არაფერია..... ხო, კაი, ვიფილოსოფოსოთ, და ამასობაში ფილოსოფიურად აღარ ვიქნებით,,,, თორე, ისე რა გვიჭირს..!!!

ორივე საჭიროა

 

ფილოსოფფოსებიც და საქმის ხალხიც

 

სამწუხარო ისაა ჩვენს სინამდვილეში რომ ესენი ერთმანეთს არ უსმენენ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესო ინტერვიუა

 

გეთანხმები,მაგრამ ამ ყველაფრის შემსრულებლები არა გვყავს. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გეთანხმები,მაგრამ ამ ყველაფრის შემსრულებლები არა გვყავს. :D

 

 

გვყავს!

 

ყველაზე მკვდარ ჭაობშიც კი მიდის დუღილის პროცესი, არსებობს ცოცხალი ორგანიზმი, ვითარდება და ერთ დღესაც ზედაპირზე ამოდის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველაზე მკვდარ ჭაობშიც კი მიდის დუღილის პროცესი, არსებობს ცოცხალი ორგანიზმი, ვითარდება და ერთ დღესაც ზედაპირზე ამოდის

 

 

მომავალი გვიჩვენებს და ძალიან ცუდის მომასწავებელი სიჩუმეა. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიშა შენი... :brr:

მარტო ეს არ შველის! ლგიკური და ჭკვიანი ნაბიჯებია საჭირო მიშა რომ წავიდეს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი.

 

სერიოზული მოზგია. თუმცა მაინც დასავლურ საზოგადოებაზე ახდენს პროეცირებას, ჩვენ კი დასავლელები არა ვართ, УВЫ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მარტო ეს არ შველის! ლგიკური და ჭკვიანი ნაბიჯებია საჭირო მიშა რომ წავიდეს!

 

"გრეჩიხას" E-მალი - ი არავინ იცით? გადაუგზავნოთ ეს თემა მთლიანად... :kiss:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წავა 2013-ში

 

მეითმიეთ პაწა ხანს.. რა მოუთმენელი დაგემართათ??????????

 

 

მანამდე პარლამენტის არჩევნები თუ არ ჩატარდა,ქვეყანას დედა ეტირება. :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მანამდე პარლამენტის არჩევნები თუ არ ჩატარდა,ქვეყანას დედა ეტირება. :D

მალე იქნება არჩევნები, ოღონდ რომელი არჩევნები კაციშვილმა არი ცის მიშასებთა გარდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...