Jump to content
Planeta.Ge

Sergei Rachmaninoff


Recommended Posts

სერგეი ვასილის ძე რახმანინოვი (რუს. Сергей Васильевич Рахманинов) (დ. 20 მარტი/ 1 აპრილი, 1873, ონეგი, ახლანდელი ნოვგოროდის რაიონი — გ. 28 მარტი, 1943, ბევერლი-ჰილზი, კალიფორნია, დასაფლავებულია კენსიკოში, ნიუ-იორკის მახლობლად), რუსი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი. განთქმულია ნაწარმოებით "რაფსოდია პაგანინის თემაზე "

 

ბიოგრაფია [რედაქტირება]

 

სერგეი რახმანინოვი დაიბადა 1873 წლის 1 აპრილს თავად ვასილი რახმანინოვის ოჯახში. 4 წლის სერგეის ფორტეპიანოზე დაკვრას ჯერ დედა, შემდეგ კი პიანისტი ქალი ორნატსკაია ასწავლიდა. 1882 წელს რახმანინოვი პეტერბურგის კონსერვატორიაში შედის. ხოლო 1885 წელს, ბიძაშვილის — ა. ზილოტის რჩევით მოსკოვის კონსერვატორიაში გადადის. აქ მისი პედაგოგები იყვნენ: ზილოტი (ფორტეპიანო), არენსკი (ჰარმონია), ტანეევი (კონტრაპუქტი). რახმანინოვმა კონსერვატორია დიდი ოქროს მედლით დაამთავრა, სწავლობდა საფორტეპიანო და საკომპოზიტორო განყოფილებებზე. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო ერთმოქმედებიანი ოპერა „ალეკო“ (პუშკინის პოემის „ბოშების“ მიხედვით). ამ დროისათვის რახმანინოვს უკვე დაწერილი ჰქონდა საფორტეპიანო კონცერტი, საფორტეპიანო, კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები, რომასები. 90-იანი წლები რახმანინოვის შემოქმედებითი ძიებების პერიოდია. ამ წლებში შექმნილ ნაწარმოებებს შორის აღსანიშნავია საორკესტრო ფანტაზია „ქარაფი“, „ელეგიური ტრიო“, რომანსების სამი და სიმფონიური პოემების ერთი ციკლი. 1897 წელს მან შექმნა I სიმფონია, რომელმაც უარყოფითი შეფასება მიიღო. რახმანინოვმა მძიმედ განიცადა ეს წარუმატებლობა და კარგა ხანი არაფერი დაუწერია. სამაგიეროდ დაიწყო აქტიური საშემსრულებლო მოღვაწეობა. კონცერტები გამართა როგორც პიანისტმა თევდორე შალიაპინთან ერთად. შემოქმედებითი აღმაფრენის პერიოდი რახმანინოვისათვის II საფორტეპიანო კონცერთის შექმნით (1901 წ.) აღინიშნა. ეს კონცერტი გამოირჩევა არაჩვეულებრივი ლირიზმით, მელოდიურობით, თემატური მასალის გამომსახველობით. ამავე პერიოდში შეიქმნა რახმანინოვის სხვა მნიშვნელოვანი ნაწარმოებებიც: კანტატა „გაზაფხული“, ოპერები „ძუნწი რაინდი“, „ფრანჩესკა და რიმინი“, II სიმფონია, სიმფონიური პოემა „მიცვალებულთა კუნძული“, III საფორტეპიანო კონცერტი , I სონატა, პრელუდიები, 30 რომანსი. საკონცერტო გამოსვლებმა მას უდიდესი პიანისტისა და დირიჟორის სახელი მოუტანა. 1911—1915 წლები რახმანინოვი საქართველოში ჩამოვიდა კონცერტებით. კომპოზიტორის მომდევნო შემოქმედებითი წლები ახალი მუსიკალური სახეებითა და გამომსახველი საშუალებების ძიებით აღინიშნა, რაც აისახა მის საფორტეპიანო პიესებში „ეტიუდი-სურათები“, ვოკალურ-სიმფონიურ პოემაში „ზარები“, რომანსების ციკლში. 1917 წელს, რევოლუციის შემდეგ, რახმანინოვი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ა. შ. შ.-ში გადადის. ამ პერიოდში იგი ძირითადად საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა. 1926 წელს მან დაასრულა IV საფორტეპიანო კონცერტი „სამი რუსული სიმღერა“ გუნდისა და ორკესტრისათვის. 30-იან წლებში რახმანინოვმა შექმნა „ვარიაციები კორელის თემაზე“ ფორტეპიანოსათვის, „რაფსოდია პაგანინის თემაზე“ ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის, III სიმფონია, „სიმფონიური ცეკვები“. ეს უკანასკნელი მისი ბოლო ნაწარმოები აღმოჩნდა. სიცოცხლის ბოლომდე რახმანინოვი ინტენსიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწეოდა. გარდაიცვალა 1943 წელს კალიფორნიაში.

 

 

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 months later...

რახმანინოვის შემოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჟანრი არის კამერულ-ვოკალური ჟანრი. მას შექმნილი აქვს 80 რომანსი. მათი ტექსტები აღებულია XIX-XX ს-ის რუსი პოეტების ლექსებიდან.

 

რახმანინოვის სარომანსო შემოქ-ის პრინციპები მომდინარეობს გლინკასა და ჩაიკოვსკის შემოქმედების ტრადიციებიდან. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩაიკოვსკისთან

 

სიახლოვე, რომელიც ვლინდება ლირიკულ გამომსახველობაში. ვოკალური საწყისის უპირატესობაში, ფართო მელოდიურ სუნთქვაში. ლირიკულ-ფსიქოლოგიურ შინაარსში.

 

რახმანინოვს არ იზიდავდა ეპიკურ, ჟანრულ-საყოფაცხოვრებ�

� თუ კომიკური ხასიათის რომანსები. იგი უპირატესობას ანიჭებდა ლირიკული გრძნობების გადმოცემას, ხან მღელვარე ბობოქარი განცდები, ხან ტრაგიკული მარტოობის განცდები, ხან ბუნებისადმი სიყვარული. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება საფ-ნო თანხლებას. ბევრი რომანსის საფ-იანო თანხლება ვირტუოზულ-ესტრადულია, ასევე გვხვდება არაჩვეულებრივად ფაქიზი, გამჭვირვალე საფ-ნო თანხლებაც “ჩუმი კულმინაციები”.

 

ადრეული პერიოდის რომანსებში (90-იანი წლები) შეიმჩნევა კავშირი რუსულ ქალაქურ საყოფაცხოვრებო მუსიკასთან. ე.წ. “ლირიკული სიმღერის ჟანრთან. ასეთი რომანსებიდან

 

ავღნიშნავთ “შემიყვარდა ჩემდა სამწუხაროდ”. ტარას შევჩენკოს ლექსის მიხედვით.

 

1915 წ. შეიქმნა რახმანინოვის ბრწყინვალე “ვოკალიზი”(სიმღერა სიტყვების გარეშე)

 

იგი თავისი ხასიათით უახლოვდება რუსულ გაბმულ სიმღერებს. “ვოკალიზი”მიუძღვნა გამოჩენილ რუს მომღერალს ნეჟდანოვას. რომანსი “ნუ მიმღერებ ლამაზო”შექმნილია პუშკინის ლექსის მიხედვით. რომანსი აღმოსავლური ხასიათისაა.გამოირჩევ�

� ჩაფიქრებული , მწუხარე ხასიათით. ლირიკულ-პეიზაჟური ხასიათისაა რომანსი “კუნძული”, ინგლისელი პოეტ-რომანტიკოსის შელის ლექსის მიხედვით. ასევე ბუნების თემას უკავშირდება რომანსები “იასმანი”, “აქ კარგია” ჩემს ფანჯარასთან”. ეს რომანსები გამოირჩევიან ღრმა შინაარსით და გამომსახველობით. ბუნების თემას უკავშირდება რომანსი “გაზაფხულის წ####ბი”. მაგრამ თუ წინა რომანსებში გამეფებული იყო წყნარი, ნათელი განწყობილებები, ეს რომანსი ბობოქარი, მგზნებარე, ვირტუოზული ხასიათისაა. რომანსში გადმოცემულია რუსული გაზაფხულის სურათი და აღფრთოვანებული სასიხარულო განწყობილება.

 

ღამის სურათია წარმოსახული რომანსებში “ნაწყვეტი მიურედან”და “ღამეა მწუხარე” პირველ რომანსში გადმოცემულია სულიერი ტკივილი მარტოობის გამო, რომელსაც ამძაფრებს ღამის წყვდიადი.

რ-ის დამოუკიდებელი შემოქ-ბითი გზა იწყება იმ პერიოდში, როცა რუსულ ხელოვნებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა ხდება. 80-90-იანი წლების საფ-იანო ნაწარმო-

 

ები ძირითადად მცირე ფორმის პიესებს წარმოადგენენ და უახლოვდებიან საყოფაცხოვრებო მუსიკის ჟანრებს. ესენია: ელეგია, მელოდია, ვალსი, მაზურკა და სხვა. ბევრი მათგანი ახლოს დგას ჩაიკოვსკისა და არენსკის საფ-ნო მინიატურებთან. ამ პერიოდის ნაწარმოებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია პრელუდია დო-ძიეზ-მინორი.(თხზ#2) ეს არის ლირიკული პათეტიკური ხასიათის ნაწარმოები. პრელუდია სამ ნაწილიან ფორმაშია დაწერილი და აგებულია ორი კონტრასტული, მაგრამ ინტონაციურად მონათესავე მუსიკალურ სახის დაპირისპირებაზე.

 

პრელუდიის ჟანრი რახმანინოვის შემოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჟანრია. მასში თავმოყრილია მისი საფ-ნო სტილის ყველა მნიშვნელოვანი ნიშან თვისება.

 

იგი არ იფარგლება მხოლოდ ლირიკული განწყობილებით და შეაქვს მათში გმირულ-ეპიკური, ჟანრულ-ხალხური თემები. ამის გამი მისი პრელუდიები იღებენ საოცრად ეროვნულ ხასიათს და ქმნიან რუსული სასიმღერო, პეიზაჟური თუ ეპიკური პრელუდიების ნიმუშებს. კომპოზიტორების ღადოვის, სკრიაბინის და ნაწილობრივ შოპენისაგან განსხვავებით რახმანინოვის პრელუდიები უფრო მსხვილი ფორმის ვირტუოზული პიესებია.-აგებული არიან მარტივ ორ ან სამნაწილიან ფორმაში. შოპენის პრელუდიების მსგავსად რახმანინოვს შექმნილი აქვს 24 პრელუდია. ყველა მაჟორულ და მინორულ ტონალობაში. პრელუდიები შექმნილია ორ თხზულებად

 

რახმანინოვი არის ახალი საფ-ნო ჟანრის- ეტიუდ სურათების ჟანრის 17 პიესა ორ რვეულად ( თხზ 33 და 39) ამ პიესებს ახასიათებთ სურათოვნება. მდიდარი ფაქტურა, ისინი პირველ რიგში მხატვრული ნაწარმოებია. აქ შევხვდებით როგორც ხალხური ყოფის სურათებს, ისე პეიზაჟურ (ზღვის ქარბუქის, ზამთრის გზის) ფანტასტიკურ და სიმბოლური ხასიათის პიესებს. მაგ: ეტიუდი-სურათი ლა-მინ. ღხზ 39 #6. კომპ-ის თქმით წარმოსახავს ზღაპარს წითელქუდაზე და მგელზე. მაგრამ მისი შინაარსი უფრო ღრმაა და ასახავს ადამიანის შეუცნობელ შიშს აზვირთებული კატასტროფის წინაშე.

 

ფორ-ნოსთვის შექმნილი სხვა ნაწარმოებიდან ავღნიშნავთ 6 მუს. მომენტს ამ მუსიკალური მომენტებიდან განსაკუთრებიტ ავღნიშნავთ #6 დო-მაჟორ პიესას. ეს არის ვირტუოზული ხასიათის პიესა, რომელიც მოგვაგონებს საკონცერტო ეტიუდს, იგი ერთგვარად ნიადაგს უმზადებს რახმანინოვის შემოქმედების ახალ ჟანრს ეტიუდ სურათებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 years later...
  • 10 months later...

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...