newstudio Posted September 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 12, 2009 ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვის დაწყების თარიღი სექტემბრის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა, სასამართლო პროცესი ცოცხალ რეჟიმში წარიმართოს, რაც ნიშნავს, რომ საქმის განხილვა მხარეთა მონაწილეობით მოხდება და სხდომები ღია იქნება. „ევროსასამართლო საქმეებს, ძირითადად, დახურული ფორმატით, მხარეთა მონაწილეობის გარეშე იხილავს. ამ შემთხვევაში შეიძლება, ცოცხლად ჩატარდეს და ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ევროსასამართლოდან მივიღეთ წერილი, გვსურდა თუ არა, სხდომები ღია ყოფილიყო, რაზეც, ბუნებრივია, თანხმობა განვაცხადეთ. მათი გადასაწყვეტია, პროცესი როგორი ფორმატით წარიმართება", - აღნიშნა შავგულიძემ. მისივე თქმით, საქართველოს მხარემ ევროსასამართლოს მოთხოვნილი მტკიცებულება არ წარუდგინა. კერძოდ, ოქროყანაში, ბადრი პარატკაციშვილის სახლის სათვალთვალო კამერიდან გადაღებული მასალა, რომელსაც მოპასუხეები მტკიცებულებებში უთითებდნენ. „როდესაც ეს მტკიცებულება მოითხოვა ევროსასამართლომ, მათ არ გადაუგზავნეს. ეჭვი გვაქვს, რომ ამ მასალაში ჩანს ცნობილი სუფრის წევრების კავშირი ოქროყანაში მომხდარ დანაშაულთან. იმდენად ძვირფასი იყო მათთვის ეს მასალა, რომ ევროსასამართლოს საყვედური აიტანეს",-განაცხადა შავგულიძემ.ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, ევროსასამართლოსგან ითხოვენ, საქართველოს ხელისუფლებას მორალური კომპენსაციის სახით, გირგვლიანის ოჯახის სასარგებლოდ 300 000 ევრო დაეკისროს. თუმცა, მთავარი მოთხოვნა უკავშირდება საქართველოს სამართალწარმოებაში საქმის ხელახალ დაბრუნებას და სამართლიანი შედეგის დადგომას. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. მოიცა თუ ვიდეოკამერის მასალა არის...რატომ აქამდე არ ვიცოდით?! პ.პ.ს. ძირს დახაკვა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted September 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 12, 2009 დაკისრებული ჯარიმა და სანქციები ვის კისერზე გადაივლის ნეტა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted September 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 12, 2009 ახლა მაინც არ შერცხვებათ ნეტა მკვლელები რომ გამოუშვეს?????? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 12, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 12, 2009 დაკისრებული ჯარიმა და სანქციები ვის კისერზე გადაივლის ნეტა?ჩვენი, გადასახადების გადამხდელებისო, რო გითხრა, დამიჯერებ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted September 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 12, 2009 ახლა მაინც არ შერცხვებათ ნეტა მკვლელები რომ გამოუშვეს??????შერცხვებათ არა, ტავს მოიკლავენ კიდე!რისი სცხვენიათ ამის რომ შერცხვეთ, მე საერთოდ მაქ ეჭვი, რომ სწორედ ამიტომ გამოუშვეს ესე სასწრაფოდ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vitaminC Posted September 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 12, 2009 "ახლა მაინც არ შერცხვებათ ნეტა მკვლელები რომ გამოუშვეს?????? " კი, გაწითლდებიან. ციტატა როგორ ჩავსვა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 12, 2009 კარგი საქმე გაკეთდება ამათ თუ დედას უტირებენ,მაგრამ იმ ოჯახს რა ეშველება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted September 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 12, 2009 კარგი საქმე გაკეთდება ამათ თუ დედას უტირებენ,მაგრამ იმ ოჯახს რა ეშველება? ოჯახიდან მარტო მამამისი გურამ გირგვლიანი დარჩა.არ არის სამწუხაროდ ირინასავით მეომარი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.