Jump to content
Planeta.Ge

სექსი საქართველოში


Recommended Posts

ეს თემა ტესტინგის რეჟიმში იქნება დროებით.

 

ვნახოთ როგორ წავა საქმე.

 

წესები კი ასე გამოიყურება:

 

1 - არანაირი პორნოგრაფია (ლინკები, სურათები და ვიდეოები)

2 - არანაირი შეურაცყოფა ერთმანეთის

3 - არანაირი OFF და კაიFი ნებისმიერ საკითხზე

4 - არანაირი უცენზურო პოსტი ან სიტყვა (პროგრამა დაბლოკავს, და როცა ეს დაბლოკის სიმბოლოები იქნება გაფრთხილებას მიიღებს ავტორი)

5 - შეეცადეთ ისაუბროთ სამედიცინო ტერმინებით

6 - ინფორმაცია იქნება შემეცნებით სახის

7 - კიდე ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება ეს თემა დაიხუროს, ჯერ ტესტინგის რეჟიმშია.

 

ვნახოთ როგორ წავა პოსტები და მერე გადავწყვეტ(თ)

 

 

 

როდის არ შეძლება დაწყება:

 

1. შანტაჟი – თუ გიყვარვარ, დამიმტკიცე. სიყვარულს მტკიცება არ სჭირდება, განსაკუთრებით საწოლში. თქვენ თავისუფალი ადამიანი ხართ და არ ხართ ვალდებული ვინმეს რაიმე უმტკიცოთ. ასეთ ადამიანთან კი ვერასოდეს თავისუფალი ვერ იქნებით. თუ თქვენ დანებდებით შანტაჟს და მისცემთ ვინმეს თქვენი გამოყენების უფლებას, სწორედ თქვენ ინანებთ შემდგომ იმის გამო, რომ საკუთარი ღირსება ასე დაბლა დაუშვით.

 

 

2. მსხვერპლშეწირვა – " მინდა მას მივცე ყველაზე ძვირფასი რაც მაქვს" იგივეა რაც პირველი ვარიანტი, ოღონდ უფრო უარესი ფორმით. სიყვარულს არაფერი აქვს საერთო მსხვერპლშეწირვასთან – ეს გრძნობა მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს ახასიათებთ. თუ ის არ გაძალებთ, დააფასეთ მისი კეთილშობილება და იყავით მისი ღირსი. თქვენი საქციელი უნდა განპირობებული იყოს იმით, რომ თქვენ ეს გინდათ და არა იმიტომ, რომ მსხვერპლი შესწიროთ ვიღაცას. ამით მას ბედნიერებას ვერ მოუტანთ.

 

 

3. ასაკი – უკვე დროა. ეს არგუმენტი ხანგრძლივ განხილვად არ ღირს. რისთვის ინახავდით თქვენს თავს ამ ასაკამდე, რომ ისევ საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ წასულიყავით? რადგან ასაკი გაწუხებთ, ე.ი. პატარა გოგონა აღარ ხართ და შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა იქნება ამ განწირული ნაბიჯის შემდეგ. როგორც ჩანს ამ ცხოვრებაში თქვენ იდეალურ მამაკაცს ეძებდით. იდეალური გაზიც კი არ არსებობს ბუნებაში(გახსოვთ ფიზიკის სასკოლო კურსიდან?). თქვენ უნდა ისწავლოთ რეალური ადამიანების შეყვარება, თავისი ძლიერი და სუსტი მხარეებით.

 

 

4. თვითდამკვიდრება – მე უკვე დიდი ვარ, ეს კი ზრდასრულების ძირითადი საქმიანობაა. ტიპიური ბავშვური ხასიათის გამოვლენაა – დიდების მიბაძვა. ბავშვი იცვამს დედის ტუფლებს, თუმცა მათში სიარული ძნელია, სინჯავს სიგარეტს და მერე ხველებით იხრჩობა და ა.შ. თუ თქვენ ამ მოსაზრების გარდა სხვა არავითარი მიზეზი არ გაქვთ დაწყებისათვის, იცოდეთ, ეს დასაწყისი თქვენთვის ზეიმი ვერ იქნება. ზრდასრულებს მეტი უფლებები აქვთ, მაგრამ მათი პასუხისმგებლობაც მეტია და ყველა მათგანს ერთი სული აქვს ისევ ბავშვობაში დაბრუნდეს. გაიხანგრძლივეთ ბავშვობის წლები სანამ დრო გაქვთ!

 

 

 

5. ცნობისმოყვარეობა – ამაზე რამდენს ლაპარაკობენ, მოდი მეც გავსინჯავ. ისევ კლასიკური ბავშვური ხასიათი – გავსინჯოთ როგორ წვავს ცეცხლი, როგორ იმტვრევა სათამაშო, როგორ ხატავს ფანქარი ... როგორია ნარკოტიკი, როგორია სექსი... რამდენს ლაპარაკობენ, მეც მინდა. მოდი გავსინჯავ, თუ არ მომეწონება აღარ ვიზამ.

 

ყველა ცოცხალ არსებას ახასიათებსეს არის სწავლის საფუძველი, გამოცდილების შეძენა. ცნობისმოყვარეობა შესანიშნავი თვისებაა, თუ მას სწორად დავაკმაყოფილებთ – ჯერ სხვისი გამოცდილებით! არაერთ პაციენტს დაუჩივლია ჩვენთან – "გავსინჯე, ვერაფერი ვიგრძენი ტკივილის მეტი, არ მომეწონა, რატომ ლაპარაკობენ ამდენს ამაზე?"– იმიტომაც არ იყო პირველი გამოცდილება კარგი, რომ ეს სიყვარულით არ ხდებოდა, სხვა მიზეზი არ არსებობს. უბრალოდ უნდა დაიჯეროთ, რომ ნარკოტიკი არის ის, რაც არ უნდა გასინჯო, თორემ მასზე დამოკიდებული გახდებით, ხშირად პირველივე გასინჯვით. ასევე სქესობრივი ცხოვრების დაწყება არ შეიძლება თუ მორალურად მზად არ ხართ ამისათვის.

 

 

6. გინდათ არ ჩამორჩეთ სხვებს – ირგვლივ (კლასში / ეზოში / ინსტიტუტში) ყველა გულაობს და ჰყვება ამის შესახებ! მხოლოდ მე ... ეს ძველი ანეკდოტის პერსონაჟივით ჟღერს. ადექით და თქვენც მოყევით ზღაპრები, თუ გინდათ სხვებს არ ჩამორჩეთ.. ეს კლასიკური სიმპტომია უმწიფრობის, ზრდასრულ ადამიანს ასეთი არგუმენტი არც კი მოუვა თავში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საკმაოდ ზუსტად არის დახატული, თუ როგორ ფიქრობენ ქართველი ქალები

 

და ისე, სექსი სიამოვნებისთვის, არა?! :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არც შანტაჟი, არც მსხვერპლშეწირვა, არც ასაკი, არც თვითდამკვიდრება, არც ცნობისმოყვარეობა და "სხვებიც" ჯანდაბაში წასულან....
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სექსი საქართველოში არ შეიძლება და ითველა გარყვნილებად და ამორალურად თუ სექსის ქონის ფაქტის შესახებ მხოლოდ შეყვარებულმა წყვილმა იცის და სხვა არავინ

ხოლო როდესაც იმის შესახებ რომ სექსი გაქვს იციან მშობლებმა ნათესავებმა მეზობლებმა და კიდევ მინიმუმ 300 მა საერთოდ ნიპრიჩომ ადამიანმა ამ შემთხვევაში სექსი საქართლეოში გამართლებული და მორალურია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველა შემთხვევაში შეიძლება დაწყება როდესაც იგრძნობ რომ გინდა და ისიც იცი ვინ გინდა. (იმ მომენტში ლტოლვას ვისდამიც განიცდი) სექსი არ შეიძლება პირველად გავიგე. :| ზრდასრულ ასაკში. : |

 

 

ამ განწირული ნაბიჯის შემდეგ.

:თავის ჩამოხრჩობის სმაილი რატომ არაა აქ:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ თემის პირველ პოსტში კლასიფიკაციაა მინიმუმ იტირებ :D

 

რომ წაიკითხავ სურვილი დაგეკარგება ყველაფრის :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმედია მიხვდიტ ცემი დაწერილი რო არაა და გადმოკოპირებულია :D

 

რატომ აკოპირებ მერე ასეთ სისულელეს ყველგან :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ აკოპირებ მერე ასეთ სისულელეს ყველგან :D

 

სისულელე არ არის... 6-ვე პუნქტი ნაღდია....

 

უბრალოდ, აკლია მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ აკოპირებ მერე ასეთ სისულელეს ყველგან :(

გამყოფილება რო გამოვაცოცხლო :sorry: :( :( :ndzreva:

 

:D

 

:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამყოფილება რო გამოვაცოცხლო :sorry: :( :( :ndzreva:

 

:D

 

:D

ფორუმი დაგვიხაკეს...დაიკარგა 5 დღის მასალა...ეს აღარ განმეორდება!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ შეგვიძლია ისევ დაუბრუნდეთ მსჯელობას სექსზე. ვითომ არც არაფერი არ მომხდარა :popcorn:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს რა უბედური ავატარი :O

 

საიდან

 

ჰა?

ა?

 

ა როდის

 

ჰა?

 

ეს ტემა დახურული იყო

 

 

 

რა ხდება

 

გვიეტევენ

 

დაგხოავთ ჩემიიი!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...