Jump to content
Planeta.Ge

ლიანსი საქართველოსთვის“ ნებისმიერ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას,


Recommended Posts

ალიანსი საქართველოსთვის" ნებისმიერ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ქვეყანაში ჩატარდება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ალიანსის წევრმა, „ახალმა მემარჯვენე" მამუკა კაციტაძემ განუცხადა.

 

„ალიანსი ნებისმიერ არჩევნებში მიიღებს მონაწილოებას, რომელიც ქვეყანაში ჩატარდება და არჩევნებზე საკუთარი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. ბუნებრივია, ჩვენს ლიდერს წინა პლანზე წამოვწევთ", - განაცხადა კაციტაძემ.

 

ამასთან, მან დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ალიანსმა საქართველოსთვის" მომავალი წლის გაზაფხულისთვის დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზე შესაძლოა, თბილისის მერის თანამდებობაზე ალიანსის ლიდერის ირაკლი ალასანიას კანდიდატურა წარადგინოს.

 

„ამ საკითხზე ჩვენ უკვე ვმსჯელობთ", - აღნიშნა კაციტაძემ და აქვე დასძინა, რომ ალიანსი თვითმმართველობის არჩევნებისას თბილისის მერის თანამდებობაზე კანდიდატურას იმ შემთხვევაში წარადგენს, თუ არჩევნები პირდაპირი არჩევის წესით ჩატარდება.

 

„მოდით, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, რადგან გაზაფხულამდე ჯერ კიდევ დიდი დროა", - დასძინა მან.

 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010 წლის 30 მაისისთვის დანიშნა. ამასთან, მიმდინარე წლის ივლისში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტი თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევის ინიციატივითაც გამოვიდა.

http://internet.ge/v2/index.php?action=new...&news=54971

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რევოლუცია უსისხლოდ კი ბატონო, მარა უსისხლოდ არ წავა კურდღელი, ეგ უკვე დამტკიცდა, მშიშარაა და იმიტო არ წავა, თორე აშკარად წასვლის დროს გადააცილა მაგრად. ხოდა მაშინ, პოლიტიკური ბრძოლა თუა, უნდა ყველაფერი მოსინჯონ, თუ შედეგი არ იქნება, მაშინ დაცხებენ და ეგ იქნება. რო დაცხებენ, მიშას ბდღვირი აღარ დარჩება, მარა ბევრს გაიყოლებს უბრალო ხალხს.

ამიტო რავი, ვნახოთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

leonardo

ძალიანაც კარგი. მერი თუ გახდა პრეზიდენტობაც შესაძლებელია.

კი, თუ მერი გახდა, მაგრამ ესეთი პასიურობის შემყურე, შეიძLება ვერც გახდეს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალიანსი საქართველოსთვის" ნებისმიერ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ქვეყანაში ჩატარდება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ალიანსის წევრმა, „ახალმა მემარჯვენე" მამუკა კაციტაძემ განუცხადა.

მემარჯვენეები რომ არ იყვნენ ამ ალიანსში კარგი იქნებოდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

მე კიდევ რესპუბლიკელები არ მომწონს მანდ... პრინციპში არც ახლები... მაგრამ რესპუბლიკელები განსაკუთრებით...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

leonardo

ძალიანაც კარგი. მერი თუ გახდა პრეზიდენტობაც შესაძლებელია.

მაგ ჭკუაზეა ახლა სააკაშვილი, თბილისის მერად ალასანია დაისვას. მერე თავის ტაშფანდურებისთვის ყვითელ ავტობუსებს ვინღა გამოუყოფს?

 

ალასანია კიდევ მესმის, გამოუცდელი კაცია. მარა რესპუბლიკელებს და მემარჯვენეებს რამდენი არჩევნები უნდა გადაახიონ თავზე? მისცემენ საკრებულოში 6 ადგილს, ჩამოვა მერე მათიას ეორში ან ვინმე ეგეთი, ეტყვის რომ დემოკრატია არჩევნების შედეგების აღიარებას მოითხოვს და ამით მორჩება ეგ "არჩევნები".

 

რამდენჯერ შეიძლება დაიმცირო თავი და რამდენჯერ უნდა დაამცირო საკუთარი ამომრჩეველი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამდენჯერ შეიძლება დაიმცირო თავი და რამდენჯერ უნდა დაამცირო საკუთარი ამომრჩეველი?

:sorry:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

მე კიდევ რესპუბლიკელები არ მომწონს მანდ... პრინციპში არც ახლები... მაგრამ რესპუბლიკელები განსაკუთრებით...

 

რას გვერჩით dire ბატონო?

 

lasalexx

რამდენჯერ შეიძლება დაიმცირო თავი და რამდენჯერ უნდა დაამცირო საკუთარი ამომრჩეველი?

რამე სხვა გამოსავალი არსებობს? მე პირადად არ ვიცი. ამით ან გამოვა რამე ან არა, სხვანაირად არაფერი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

რამე სხვა გამოსავალი არსებობს? მე პირადად არ ვიცი. ამით ან გამოვა რამე ან არა, სხვანაირად არაფერი.

ოცი წელია მასე არაფერი გამოდის და....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

კონკრეტულად ძმები ბერძენიშვილები. უზომოდ ამპარტავანი და მატყუარები არიან. ხიდაშელი რამოდენიმეჯერ ტყუილზე მყავს დაჭერილი. უსუფაშვილის მიმართ საკმაოდ სიმპატიებით ვარ განწყობილი. მაგრამ ზოგადად პარტიამ ჩემი გულის მოსაგებად ( არ კიდიათ მამენტ? :D ) უნდა აღიაროს რომ ვარდების რევოლუციაში მონაწილეობა იყო უმძიმესი შედეგების მომტანი შეცდომა - ეს ერთი. და უნდა გამოიჩინოს პრინციპულობა და დააფიქსიროს პოზიცია სააკაშვილის მიმართ აშშ-ს მხარდაჭერის მავნებლობაზე საქართველოსთვის.

პრაგმატიკოსები და რეალისტები ამოვიდნენ ყელში. იდეალისტებს ვეძებ.

წესიერ და ქვეყანაზე შეყვარებულ იდეალისტებს. შემძულდა ეს მაკიაველიზმი... თანაც... სრულიად წარუმატებელი პოლიტიკა გამოდგა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

შემძულდა ეს მაკიაველიზმი... თანაც... სრულიად წარუმატებელი პოლიტიკა გამოდგა.

ასე მგონია რომ ქართულ პოლიტიკას ზოგადად ქრონიკული იდიოტიზმი ახასიათებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

რამე სხვა გამოსავალი არსებობს? მე პირადად არ ვიცი. ამით ან გამოვა რამე ან არა, სხვანაირად არაფერი.

მე იმას კი არ ვამბობ რომ არჩევნებში არ უნდა მიიღოთ მონაწილეობა. იმას ვამბობ, რომ თუ მიდიხართ არჩევნებზე, საკუთარი ხმების დაცვა უნდა შეგეძლოთ, და ხალხმა ვინც თქვენ ხმას მოგცემთ უნდა იცოდეს კონკრეტულად როგორ აპირებთ ამ ხმების დაცვას.

 

თორე ისე, უბრალოდ რატომ დაგითმობთ მიშა თბილისის მერის პოსტს. ერთი მიზეზი მაინც დამისახელეთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

[შეგეძლოთ, და ხალხმა ვინც თქვენ ხმას მოგცემთ უნდა იცოდეს კონკრეტულად როგორ აპირებთ ამ ხმების დაცვას.b]dire[/b]

მაგრამ ზოგადად პარტიამ ჩემი გულის მოსაგებად ( არ კიდიათ მამენტ? ) უნდა აღიაროს რომ ვარდების რევოლუციაში მონაწილეობა იყო უმძიმესი შედეგების მომტანი შეცდომა - ეს ერთი. და უნდა გამოიჩინოს პრინციპულობა და დააფიქსიროს პოზიცია სააკაშვილის მიმართ აშშ-ს მხარდაჭერის მავნებლობაზე საქართველოსთვის.

პრაგმატიკოსები და რეალისტები ამოვიდნენ ყელში. იდეალისტებს ვეძებ.

 

ვარდების რევოლუციაში მეც ვმონაწილეობდი, რასაც არ ვნანობ, რადგან ედიკა ნამდვილად გასაშვები იყო, თუმცა დღევანდელ ნაცებს ახლოდან არ ვიცნობდი და ამიტომ მიშამ თავისი ტყუილებით რაღაც ეტაპამდე გამაცუცურაკა (და არა მარტო მე, არამედ ნახევარი საქართველო).

რაც შეეხება ამერიკის მხარდაჭერას მიშასადმი, ამას სხვა კუთხით უნდა შეხედვა.ის ბუშის პოლიტიკის ერთერთი ძირითადი ნაწილი იყო და მის პირად პროექტს წარმოადგენდა. დღეს ძალიან კარგად იციან მიშა რას წარმოადგენს, მაგრამ ალტერნატივას ვერ ხედავენ და ამიტომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არიან, რადგან არ იციან ვის დაუჭირონ მხარი. გრეჩიხები და მისნაირები გამორიცხულია, რესპები შეიძლება მოსწონთ კიდევაც, მაგრამ იციან რონ კარგ შემთხვევაში 5%-იანები არიან. ალასანია ალბათ ერთადერთი იმედი, მაგრამ იმაზეც ერთხელ ვიღაცა ცნობილმა ამერიკელმა დასვა კითხვა, არის თუ არა ის ხმების მიმღები?

 

lasalexx

მე იმას კი არ ვამბობ რომ არჩევნებში არ უნდა მიიღოთ მონაწილეობა. იმას ვამბობ, რომ თუ მიდიხართ არჩევნებზე, საკუთარი ხმების დაცვა უნდა

 

ერთადერთი რაშიც ალბათ დასავლეთი მხარს დაგვიჭერს არის ნორმალური საარჩევნო გარემოს შექმნა, თუმცა ეს 100%-იან გარანტიას არ წარმოადგენს.

მიშას თბილისში ძალიან გაუჭირდება მოგება, თუმცა გააჩნია სისტემას. თუ ნაცები გაიტანენ ვარიანტს სადაც მერი უბრალო უმრავლესიობით აირჩევა და არა 50%+1, მაშინ რამდენიმე ძლიერი ოპოზიციური კანდიდატის არსებობის შემთხვევაში რაღაც შანსები უჩნდებათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...