lasha1997 Posted May 11, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2011 (edited) როგორც სააკაშვილმა დღეს, ბიზნეს დაჯილდოება "მერკური 2011"-ზე განაცხადა, ის თავიდანვე აფრთხილებდა ყველას, რომ არ მოტყუებულიყვნენ ვერა ქობალიას სანდომიანი გარეგნობით და რომ კბილები აქვს იმაზე დიდი, ვიდრე როგორც ზოგიერთები ამტკიცებდნენ, "დელფინს, რომელსაც მან თავი ხახაში ჩაუყო". Edited May 11, 2011 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted May 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2011 მიხეილ სააკაშვილს არ ესმის, რატომ ამუხრუჭებს ტრაქტორისტი, რომელსაც მიწის დამუშავების საშუალებას არ აძლევენ22:36 11-05-2011მიხეილ სააკაშვილს არ ესმის, რატომ ამუხრუჭებს ტრაქტორისტი, რომელსაც მიწის დამუშავების საშუალებას არ აძლევენ ქვეყნის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს არ ესმის, რატომ ამუხრუჭებს ტრაქტორისტი მაშინ, როდესაც მას მიწის დამუშავების ნებას არ აძლევენ და წინ უწვებიან.სოფლის მეურნეობის განვითარებაზე მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბიზნეს დაჯილდოება "მერკური 2011"-ზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ სოფლის მეურნეობა მინიმუმ გაასამმაგოს, გაახუთმაგოს და გააექვსმაგოს.მისი განცხადებით, საქართველოში სოფლის მეურნეობა დღეს ძალიან ჩამორჩენილია და ასევე არის ხალხი, ვინც წინ უწვება ტრაქტორებს და გადახვნის საშუალებას არ აძლევს. "არ მესმის, ტრაქტორისტი რატომ ამუხრუჭებს. თუ უწვება, გადაუარონ. ბოდიშს ვიხდი, არ გაიგონ ბუკვალურად ეს, მაგრამ მათ დრო გადაუვლით, რადგან პროგრესის გაჩერება შეუძლებელია", – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ვინც ცდილობს მიწის ხვნის პროცესი შეაჩეროს, ის ეწინააღმდეგება საქართველოს პროგრესს.პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გასულ წლებში მიწები ხელში ჩაიგდეს გამგებლებმა, ყოფილმა პროკურორებმა, რაიკომის მდივნებმა. ახლა კი, სააკაშვილის განცხადებით, მათ ვინც კორუფციული სქემებით ჩაიგდო ხელში მიწები, მათი ქართველი ხალხისთვის დათმობა მოუწევთ. http://www.interpressnews.ge/ge/politika/168227-mikheil-saakashvils-ar-esmis-მიხეილ სააკაშვილი: მთავრობა მობილური ხდება და ამით ქვეყნის გეოგრაფიას ვცვლითთარიღი: 22:58 - 11.05.11 "ჩვენ ვცვლით ქვეყნის გეოგრაფიას", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, წარმატებული ბიზნესმენების დაჯილდოებაზე განაცხადა და აქვე კიდევ ერთხელ ისაუბრა თბილისის გარდა სხვა ქალაქების განვითარების აუცილებლობაზე. "ადრე ყველაფერი თბილისში იყო კონცენტრირებული. ახლა კი მთავრობა მობილური ხდება. ეს საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომაც მთავრობა ნაწილობრივ გადავა ქუთაისში", - აღნიშნა პრეზიდენტმა. მისივე შეფასებით, თბილისი არა მარტო საქართველოს, არამედ კავკასიის დედაქლაქიცაა (რადგან მასზე, რეალურად, მობმულია მთელი ჩრდილოკავკასია, სომხეთი, აზერბაიჯანი), მაგრამ ვინაიდან მთელი მსოფლიოს განვითარება "ზღვის მიმართულებით მიდის" საქართველომაც ზღვისპირა ქალაქების განვითარებაზე უნდა იფიქროს. "იმ პირობებში, როცა თურქები აპირებენ ბოსფორზე არხის აშენებას ხმელთაშუა ზღვით, შავი ზღვა გახდება გახსნილი ზღვა. ამიტომაც დასავლეთ საქართველოში ცენტრის არგაჩენა არ შეიძლებოდა. ჩვენ დასავლეთში ორ ცენტრს ვაშენებთ: ბათუმს, როგორც ფინანსურ ცენტრს, (სადაც ახლა დიდი საოფისე შენობების მშენებლობა იწყება) და ქუთაისს, როგორც საპარლამენტო დედაქალაქს", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა. http://ghn.ge/news-41890.html საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკის მინისტრის მუშაობით კმაყოფილია და აცხადებს, რომ ვერა ქობალიამ უწყება გამოაცოცხლა. "ეკონომიკის მინისტრმა მთლიანად გამოაცოცხლა სამინისტრო. თავიდანვე ყველას ვაფრთხილებდი, რომ არ მოეტყუებინათ მის სანდომიან გამოხედვას, რადგან ვერას კბილები აქვს უფრო დიდი, ვიდრე დელფინს, რომელსაც, როგორც ზოგიერთები ამტკიცებდა, მე თავი ხახაში ჩავუყავი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ, საუკეთესო ბიზნესმენთა დაჯილდოებაზე. მისივე განმარტებით, ეკონომიკის სამინისტროში ვერა ქობალიას მისვლის შემდეგ ახალი სულისკვეთება გაჩნდა, თავად მინისტრი და უწყების თანამშრომლები კი "დღე და ღამე მუშაობენ, აშენებენ და რაღაც ახლისკენ მიისწრაფიან". დღეს რა ჭამა ამ კაცმა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted May 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2011 lasha1997იზვინი, დიტოდღეს ნამეტანი ხასიატზე იყო და გაგივსე ტემა http://ghn.ge/news-41889.html"ჩვენ ვართ ძალიან ჩამორჩენილი ცხოვრებას. ძალიან ბევრი რამ გვაქვს ამოსაქაჩი. პირდაპირ რომ ვთქვათ, ჯერჯერობით ძალიან ღარიბი ქვეყანა ვართ", - განაცხადა პრეზიდენტმა ბიზნესმენების დაჯილდოებაზე მომავალ წელს მარტო გზებზე ჩვენ 700-800 მილიონ დოლარს დავხარჯავთ. ფაქტიურად, ვაკეთებთ იმას, რისთვისაც სხვა ქვეყნებს ევროკავშირში შესვლა დასჭრიდათ. ევროკავშირში შესვლის მთავარი მიღწევები რა არის? რომ მათ გაუკეთეს გზები. ჩვენ არ ვიქნებით ჯერ ევროკავშირში, მაგრამ, საქართველოში ყველა მიმართულებით იქნება გზები", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted May 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2011 "ეკონომიკის მინისტრმა მთლიანად გამოაცოცხლა სამინისტრო. თავიდანვე ყველას ვაფრთხილებდი, რომ არ მოეტყუებინათ მის სანდომიან გამოხედვას, რადგან ვერას კბილები აქვს უფრო დიდი, ვიდრე დელფინს, რომელსაც, როგორც ზოგიერთები ამტკიცებდა, მე თავი ხახაში ჩავუყავი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ, საუკეთესო ბიზნესმენთა დაჯილდოებაზე. დელფინს თუ თავით უმოწმებდა ხახაში კბილებს, ვერაჩკას რით შეუმოწმა? )))) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted May 12, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2011 kisaიზვინი, დიტოდღეს ნამეტანი ხასიატზე იყო და გაგივსე ტემა რა იზვინი ნანი და ეს თემა კლასიკად იქცევა.მიდი დადე ხოლმე ამ სულელის მარგალიტები . Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted May 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2011 lasha1997 სულელის მარგალიტები .რაც გინახავს ვეღარ ნახავ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted May 17, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2011 შემდეგ, სკოლის ლაბორატორიაში მოსწავლეს გაესაუბრა. „მე მშურს თქვენი. ჩემ დროს სკოლებში ასეთი შესაძლებლობები და ლაბორატორიები არ იყო. აი, ამით გამოირჩევა რევოლუციის შემდგომი ბავშვი რევოლუციამდელისგან” – უთხრა ვაზიანელ მოსწავლეს სააკაშვილმა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted May 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2011 lasha1997აი, ამით გამოირჩევა რევოლუციის შემდგომი ბავშვი რევოლუციამდელისგან” – უთხრა ვაზიანელ მოსწავლეს სააკაშვილმა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted June 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2011 http://ghn.ge/news-44397.html2013 წელს საქართველოდან უცხოეთში მოცვის ექსპორტი დაიწყება. ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში ახალი სანერგე მეურნეობის განვითარება დაიწყო. სადემონსტრაციო ნაკვეთი, რომელიც 5.7 მეათედ ჰექტარზეა გაშენებული, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაათვალიერა. მოცვი იმ ადგილზეა დარგული, სადაც წლების წინ ჩაის პლანტაცია იყო გაშენებული. ადგილობრივები პირველ მოსავალს 2013 წელს ელოდებიან, რის შემდეგაც საქართველოში მოყვანილ კენკრას ევროპულ ბაზარზე გაიტანენ. „აქ ადრე იყო ჩაის პლანტაციები, რომლებიც გახმა. ჩვენ, სახელმწიფომ, უდა შევქმნათ სტანდარტები, თუ რა უფრო მომგებიანი იქნება სოფლის მეურნეობისთვის. ჩვენ გვაქვს მოცვის გასაღების გარანტირებული ბაზრები. თუ შეგვიძლია ერთი თვით ადრე მოვიყვანოთ მოსავალი, ვიდრე სხვა მწარმოებელ ქვეყნებს, ეს ნიშნავს, რომ გარანტირებული ბაზარი გვექნება. ამით ძალიან ბევრ ადამიანს ექნება საშუალება, გაზარდოს თავისი შემოსავალი. ეს არის სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი ეტაპი. ამაზე ვისაუბრე ჩემს საპარლამენტო გამოსვლაში. მაგრამ ერთია, რომ საპარლამენტო ტრიბუნაზე ყელი მოიღერო და თქვა და მეორეა ჩამოხვიდე, დარგო და მართლა გააკეთო. ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით. ყველა დაპირებას მივიყვანთ ბოლომდე. ადრე იყო ბუჩქნარი და უიმედობის და უპერსპექტივობის სრული განცდა, ახლა კი ყველაფერი შეცვლილია. ეს არის ჩვენი მოსახლეობის შემოსავალის დამატებითი წყარო", - განახცადა სააკაშვილმა. სააკაშვილთან ერთად პლანტაცია სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელიც იმყოფებოდა. კვეზერელის თქმით, საქართველოს, როგორც მოცვის მწარმოებლის, დარეგისტრირება ძალიან მნიშვნელოვანია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted June 13, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 13, 2011 "სამეგრელო შეიკვრებოდა ქართლ- კახეთთან, დაამარცხებდა იმერეთს და გაძარცვავდა. მერე იმერეთი შეიკვრებოდა გურიასთან და ერთად შეებრძოლებოდნენ სამეგრელოს. ერთი მთავარი მეორეს გაიტყუებდა ტყეში და დათხრიდა თვალებს და მთელი ცხოვრება იყო ერთმანეთის გაუტანლობა და ქიშპი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted June 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2011 "სამეგრელო შეიკვრებოდა ქართლ- კახეთთან, დაამარცხებდა იმერეთს და გაძარცვავდა. მერე იმერეთი შეიკვრებოდა გურიასთან და ერთად შეებრძოლებოდნენ სამეგრელოს. ერთი მთავარი მეორეს გაიტყუებდა ტყეში და დათხრიდა თვალებს და მთელი ცხოვრება იყო ერთმანეთის გაუტანლობა და ქიშპი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. მერე მოვიდა ჩოყლაყ-მეფე და ურჩ თავადებს თავები დააყრევინა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted June 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2011 ისე რომ გკითხოთ ყველას მიშა სულელია, მაგრამ ისე ყურადრებით უსმენთ ყველა, რომ მის არცერთ სულელურ გამონათქვამს უყურადღებოდ არ სტოვებთ ))) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted June 14, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2011 ისე რომ გკითხოთ ყველას მიშა სულელია, მაგრამ ისე ყურადრებით უსმენთ ყველა, რომ მის არცერთ სულელურ გამონათქვამს უყურადღებოდ არ სტოვებთ ))) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted June 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2011 (edited) verusiმაგრამ ისე ყურადრებით უსმენთ ყველა, რომ მის არცერთ სულელურ გამონათქვამს უყურადღებოდ არ სტოვებთ ))) რუდუნებით ვაგროვებთ და ისტორიას ვუნახავთ ვერუსი ბატონო. Edited June 14, 2011 by ძუკუ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted June 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2011 „აქ ადრე იყო ჩაის პლანტაციები, რომლებიც გახმა. ჩვენ, სახელმწიფომ, უდა შევქმნათ იქ სადაც ადრე ჩხაოდა ტურა,ჩვენ გავაშენეთ მოცვის კულტურა. მიშა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.