Jump to content
Planeta.Ge

არის ნარკოლოგიური შემოწმება ღირსების შელახვა?!


Recommended Posts

თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვასილ დავითაშვილი უარს აცხადებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თელავის გამგეობასა და საკრებულოში დასაქმებულმა პირებმა ნარკოლოგიური შემოწმება გაიარონ.

 

როგორც თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, მას ნარკოლოგიური შემოწმების სურვილი არ აქვს. ”არ გავივლი არც მე და არ ვატარებ არც ჩემს თანამშრომლებს. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ, რომ ისინი დავამცირო. არის რამე პრობლემა?”, - განაცხადა დავითაშვილმა.

 

http://presa.ge/index.php?text=news&i=9491

 

პ.ს. ისე როგორც მახსოვს, ხელისუფლება აქტიურად ამოწმებდა ცოტა ხნის წინ სდახელმწიფო მოხელეებს, რა შეიცვალა?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

როგორც თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, მას ნარკოლოგიური შემოწმების სურვილი არ აქვს. ”არ გავივლი არც მე და არ ვატარებ არც ჩემს თანამშრომლებს. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ, რომ ისინი დავამცირო. არის რამე პრობლემა?”, - განაცხადა დავითაშვილმა

 

 

მე არაფერს არ ვამტკიცებ,მაგრამ ვიღაცამ იქით დაწერა რომ კახეთის გამგეობა მორფინისტებით არის სავსეო.ისა და პარლამენტარებს რომ ამოწმებდნენ ღირსება აეყარათ თუ როგორ არის ამის საქმე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო მარა.... ვასიკო ნაღდად არ არის მორფინისტი...

 

მორფინისტი იყო და არის პეწია ცისკარიშვილი და გაიარა ნარკოშემოწმება და კია საპარლამენტო უმრავლსობის ლიდერიც...

 

არც წინა გამგებელი, ზუირაბ ბუცხრიკიძე ყოფილა ნარკომანი...

 

ამ კახეთის საინფორმაციო ცენტრს დაელია კახეთში პრობლემები?? მიზანმიმართულ დისკრედიტაციებს რომ ეწევა....????? სოფელ ვაზისუბანში ბაფტისტი მოძღვრის პედაგოგობის არ იყოს....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომელმა გურჯაანის ე.წ. პარკის რესტორანში მომხდარი ჩხუბის დროს მიმტან ქალბატონს თავი გაუტეხა.

 

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თვითმხილველებმა აცნობეს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სამართალდამცავსა და მის მეგობრებს შორის ჩხუბი მოხდა, რა დროსაც პოლიციის თანამშრომელი რესტორანში მყოფებს ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდა.

 

თვითმხილველების თქმით, ფიზიკური შეხლა - შემოხლის დროს, მან რესტორანის ერთ-ერთ თანამშრომელ ქალბატონს თავი გაუტეხა. დაზარალებული პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე სხეულის დაზიანების მუხლით აღიძრა, თუმცა ამ დრომდე პროკურატურას არავინ დაუკავებია.

 

გურჯაანის რაიონული პროკურორის გელა ლაზაშვილის განცხადებით, სხეულის დაზიანებაში ეჭვმიტანილია მოქალაქე და არა პოლიციის თანამშრომელი.

 

http://presa.ge/index.php?text=news&i=9512

 

პ.ს. კახეთში საინტერესო ამბები ხდება...ნელნელა ყურადღება რეგიონებზე გადადის, ეს კარგია...

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...