Jump to content
Planeta.Ge

ბანკებმა მევალეების ბინების გაყიდვა დაიწყეს


Recommended Posts

მართალია, ქართული ბანკები ჯიუტად ირწმუნებიან, რომ ვალში ჩადებული ქონების გაყიდვა არ დაუწყიათ, მაგრამ გაზეთ ”სიტყვა და საქმეში” და იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე აუქციონთან დაკავშირებული განცხადებების სიმრავლე საპირისპიროზე მეტყველებს.

 

იპოთეკით დატვირთული და გასაყიდად გამოტანილი უძრავი ქონება იმდენად ბევრია, რომ იძულებითი აუქციონების განრიგი სექტემბრის ბოლომდე უკვე წიასწარაა გაწერილი. ვაჭრობა ექსპერტების მიერ შეფასებული ქონების საბაზრო ღირებულების 50%-დან იწყება და ხშირად ამ ფასადაც ვერ იყიდება. თუ პირველ აუქციონზე ქონება ვერ გაიყიდა, 15-დღიან ვადაში განმეორებითი აუქციონი ეწყობა, რომელზეც საწყისი ფასი საბაზრო ფასის 25%-ია. თუ ამჯერადაც ვერ გაიყიდა, აუქციონი აღარ გაიმართება და კრედიტორს წინადადება ეძლევა, განსაზღვრული პირობებით, ნივთი ნატურით მიიღოს.

 

როგორც იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში განმარტავენ,2009 წლის იანვრიდან დღემდე თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლების მიერ დაახლოებით 600 უძრავ ქონებაზე ჩატარდა 1’000-მდე პირველი და განმეორებითი იძულებითი აუქციონი. აქედან გაიყიდა დაახლოებით 400-მდე უძრავი ქონება.

 

http://presa.ge/index.php?text=news&i=9499

 

პ.ს. 250 000 გადახდისუუნარო მევალეა ბანკების, არ ჩაერისო ხელისუფლება არა...მიუშვას თვითდინებაზე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

250 000 გადახდისუუნარო მევალეა ბანკების, არ ჩაერისო ხელისუფლება არა...მიუშვას თვითდინებაზე...

 

 

ახალი კანონი ყოფილა,რომ ახალი სახლის გაყიდვის შემთხვევაში(ვადა 2 წელი) უზომოთ დიდი გადასახადი ეკისრება გამყიდველსო.ჩემი ბიძაშვილი ყიდიდა სახლს,ბეც აღებული ჰქონდა და ბრახ ეს ახალი კანონი ააფარეს თვალებზე.არ გაყიდა.იმიტომ რომ აღარაფერი რჩებოდა ბანკის ვალის დაფარვის შემდეგ.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა გაუკეთეს ხალხს?!

 

მართალია ვალის შედეგად დასავლეთში ბევრი კარგავს ქონებას, მაგრამ........

 

საზოგადოება, რომელიც შეიძლება ითქვას ახლა ეცნობა "კრედიტის სისტემას" და აქვს ფინანსური პრობლემები, არ შეიძლება იქნეს ასე აქტიურად და ლიბერალურად ჩართული კრედიტ ბაზარში.

 

არ შეიძლება დიდი სესხების გაცემა პირებზე, რომელთა ვალის გადახდის პოტენციალიც ელემენტარული ფინანსური გაანგარიშების, რისკის ანალიზის პრინციპით შეძლებად დადგინდეს როგორც მიზერული.

 

ასეთი მეთოდების გამოყენება არის ყაჩაღობა გარემოში სადაც, არ ფუნქციონირებს "ბანკროტის კანონი", რომელიც იცავს გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი ნებისმიერ მოქალაქეს კრედიტორებისგან და სახლ-კარის დაკარგვისგან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შხარა

საზოგადოება, რომელიც შეიძლება ითქვას ახლა ეცნობა "კრედიტის სისტემას" და აქვს ფინანსური პრობლემები, არ შეიძლება იქნეს ასე აქტიურად და ლიბერალურად ჩართული კრედიტ ბაზარში.

 

 

მართალს ამბობ.საქართველოში აზრზე არ იყვნენ რა არის კრედიტ კარტა და ამიტომ ყველას საკუთარი ფული ეგონა ეს თანხები.რამოდენიმე თვის წინ ამერიკან ექსპრესის შემოთავაზება მოგვივიდა მე და ჩემს ცოლს.დავხიე და გადავყარე. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

რამოდენიმე თვის წინ ამერიკან ექსპრესის შემოთავაზება მოგვივიდა მე და ჩემს ცოლს.დავხიე და გადავყარე.

საქართველოშIც უკვე მაგ აზრზე არიან..ეგ გამოცდილებაც უნდა მიგვეღო.... ცუდი ისაა რომ ხელისუფლება უკვე მთლიანად ხალხის გატყავებაზეა გადასული!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

 

სამ სამი გვაქვს ორივეს და მეტი კარტა აღარ იყო საჭირო.კარტით ფული წყალივით იხარჯება და გადახდა უნდა იმ თანხას,რომელიც ჩემი ჯიბიდან უნდა წავიდეს ისევ.ერთის მხრივ კარგია.კრედიტ ისტორია კარგი გვაქვს და ბანკი კრედიტზე უარს არ გვეტყვის. :)

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

სამ სამი გვაქვს ორივეს და მეტი კარტა აღარ იყო საჭირო.კარტით ფული წყალივით იხარჯება და გადახდა უნდა იმ თანხას,რომელიც ჩემი ჯიბიდან უნდა წავიდეს ისევ.ერთის მხრივ კარგია.კრედიტ ისტორია კარგი გვაქვს და ბანკი კრედიტზე უარს არ გვეტყვის.

ეგ ამერიკაშI

 

და აქ ხალხი რომ მასიურად იუმუშევარი დარჩა, იმათმა რა ქნან? ომი არ არის ფორსმაჟორი ამის დედა ვატირე?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგარ იდეას ჩაგაწოდებთ.ეხლა ვუყურე ნიუსში.კლიენტი 1,5 მილიონიან სახლს „ყიდის“ 50 დოლარად. :D

 

 

კაროჩე.სამსახური დაკარგა და ერთი წელია ვერ ყიდის სახლს.თავის ორ ახალ მერსედესთან ერთად.ინტერნეტში გახსნა საიტი,სადაც სთავაზობს ხალხს 50 დოლარიან ბილეთებს,რომლებიც ლატარიაში გათამაშდება.100 ათასი უკვე გაუყიდია და წლის ბოლომდე ალბათ კიდევ გაყიდის ერთ მაგდენს ან მეტსაც.ეგ თანხა ნებისმიერისთვის არაფერია,მაგრამ თუ ყისმათი გაქვს შეიძლება მოიგო კიდეც ეგ ბაითი.პატრონი კი ორ მესამედ თანხას მაინც იღებს. :user:

 

 

 

იმუშავებს საქართველოში და ისე მოფიქრება არ უნდა ამას?:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რადიო ``კომერსანტი``, FM 95.5

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილში აცხადებენ, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების გაყიდვა ერთადერთი, თუმცა არა საუკეთესო გამოსავალია. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ალფა–კრედიტის“ დირექტორის მამუკა მაისურაძის განცხადებით, უძრავი ქონების დღევანდელი ფასების პირობებში შეუძლებელია აუქციონზე გაყიდულმა ქონებამ გაცემული კრედიტი და მისი პროცენტები დაფაროს.

 

მისივე თქმით, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციას გამოუვალ სიტუაციაში მიმართავენ. თუკი კლიენტი თვეების მანძილზე პროცენტს ვერ იხდის და დავალიანება იზრდება, ორგანიზაცია იძულებულია სამოქალაქო საქმეთა არბიტრაჟს მიმართოს და კლიენტის ჩადებული ქონების გაყიდვით თანხის ნაწილი მაინც აინაზღაუროს.

 

ბანკებში ჩადებული უძრავი ქონების მასობრივად გაყიდვის შესახებ დღევანდელი გაზეთი ``ეკონომიკური პალიტრა`` წერს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

 

როგორ გეტყობა , რომ აქ არ ცხოვრობ და ნორმალურ ქვეყანაში ხარ.

 

ლატარიას ჩვენთან ვერავინ გაათამაშებს, იმიტომ, რომ მაგის უფლება და ლიცენზია ჩამოერთვა ყველას, ვისაც ჰქონდა და გადაეცა მხოლოდ ერთს.

ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ მაგალითად, ფოთში ყველას ჩამოერთვა ლიცენზია ტვირთის გადაზიდვის და გადაეცა ერთს. მეთევზეებს გაუუქმეს თევზის ჭერის ლიცენზია და გადასცეს ერთს.

ყველა კერძო დაცვის სამსახურს გაუუქმეს ლიცენზია და დარჩა მხოლოდ შ.ს.ს-ს. და ა.შ.

 

და ეს "მხოლოდ ერთი" ძირითადად არიან ან ჩინელები, ან ებრაელები, და რეალურად ვინც იქნება ხომ მაგას დიდი მიხვედრა არ სჭირდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...