Nukriko Posted August 31, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 31, 2009 მოგეხსენებათ დამოკიდებულება სააკაშვილის ისტორიისადმი. ყველაფერი უნდა იწყებოდეს 2003 წლიდან.. ისტორია ქართველებისთვის მეცნიერება არ არის, იგი ქართველებისთვის რაღაც თვითშეგნების და მენტალობის ნაწილია. ამიტომ არის მითოლოგიზირებული, ჰეროიზირებული და ა.შ ჩვენი ისტორია.. მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი ეს არ არის. გაიხსნა ოკუპაციის მუზეუმი. მაგრამ ქართველებისთვის სსრკ მართლა ესეთი საშინელება იყო? რომ გადახედოთ წარსულ, ჩვენი მამებისა და პაპების თაობისთვის საბჭოთა კავშირი არის კეთილდღეობის და უზრუნველი წარსული.. რატომ ებრძვიან დღეს ამ საბჭოთა წარსულის იმ ნაწილს, რომელიც ასოცირდება კეთილდღეობასთან, რატომ უნდათ ეს წარსული ჩაანაცვლონ მხოლოდ საშინელ ტერორით? პასუხი მარტივია, ჩვენი მამების თაობას ჰქონდა კეთილდღეობა, მაგრამ მან უფრო მაღლა დააყენა თავისუფლების იდეა. ანუ არჩევანი გააკეთეს თავისუფლებაზე. ამიტომაც არის სააკაშვილისთვის 40 წლის წემოთა თაობა "ჩასარეცხი" თაობა. რადგან მათ ვერ დაამონებ მხოლოდ კეთილდღეობით, მათ ამის გარდა ესაჭიროებათ თავისუფლებაც. მაგრამ სულ სხვა საქმეა ახალგაზრდობა, ჩემი თაობა და ჩემზე პატარები. მე ვარ 23 წლის და ჩემი ბავშვობა მახსოვს, უშუქობის, პურის რიგები, გაჭირვება მახსოვს მე ბავშვობაში. ჩვენ თაობას ესაჭიროება კეთილდღეობა და მას შეუძლია ყველაფერი დათმიოს ამ კეთილდღეობისთვის, თავისუფლებაქც კი. მართალია კეთილდღეობაში არაფერი არ არის ცუდი, მარა როცა ჩვენ ხვდებით რაღაც სტალინურ ეპოქაში, ანუ ჩვენ არჩევანი არ გვაქვს ხოლო ბელადი გვექცევა ჩვენ როგორც მონებს რომლევბიც უნდა გამოკვებო. ამ გამოკვების იდეალზე უნდოთ რომ გაგვზარდონ ჩვენ. არ უნდათ რომ ჩვენ ვიცოდეთ რომ ჩვენმა მამებმა კეთილდღეობას ანაცვლეს თავისუფლება. რადგან იდეა თავისუფლება თავად ეწინააღმდეგება სააკაშვილის ხელისუფლებას. სააკაშვილს უნდა ბელადობა და ჩვენ როგორც მისი მონები უნდა გამოგვკვებოს, ჩვენ კი მადლიერნი უნდა დავჩეთ ამ ნარჩენებით.. ამიტომაც საქართველოშI ვერ იარსებებს საშუალო ფენა, როგორც საზოგფადოების დიდი ნაწილი. იგი იქწნება ძალიან მცირე და უმნიშვნელო. რატოპმ არის საშუალო ფენა კარგი? საშუალო ფენა ეკონომიურად და სოციალურად არის უზრუნველყოფილი, მას უკვე აღარ სჭირდება ამ მხრივ ფიქრი, მას სჭირდება თავისუფლება, თავის თავის განვითარება და ა.შ ესეთი ფენა ვერ აიტანს ტირანს.. ამიტომაც სანამ თვითონ ჩვენ არ გავაცნობიერებთ ისტორიას, როგორც რეალობას და არა ზღაპარს, იქამდე ჩვენ სხვისი შექმნილი ისტორიის ტყვეები ვიქნებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted August 31, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 31, 2009 ა უზრუნველი წარსული..არანაერადუბრალოდ წარსული კი ბატონო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted August 31, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 31, 2009 lasha_alo არანაერადუბრალოდ წარსული კი ბატონო ცხოვრების დონით, საბჭოთა კავშირში, განსაკუთრებით კი ბრეჟნევის დროს ქართველები მაგრა რომ ცხოვრობდნენ ისე მემგონი ჯერ ესეთი კარგი ცხოვრების დონე ქართველებს არ ახსოვს.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 31, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 31, 2009 Nukriko მოგეხსენებათ დამოკიდებულება სააკაშვილის ისტორიისადმი. ყველაფერი უნდა იწყებოდეს 2003 წლიდან.. თვითონ ეგ ყვარყვარეც არავის ემახსოვრება სამ წელიწადში.ნუ როცა აღარ იქნება პრეზიდენტი იმის შემდეგ ვუბნობ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted August 31, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 31, 2009 lasha1997 თვითონ ეგ ყვარყვარეც არავის ემახსოვრება სამ წელიწადში.ნუ როცა აღარ იქნება პრეზიდენტი იმის შემდეგ ვუბნობ.მერე ეს იქნება ცუდი... მამარდაშვილს აქვს ნათქვამი, თუ კი 1937 წელი დაივიწებ, იგი გამეორდება. ამიტომ ქართველებმა კი არ უნდა დავივიწყოთ ეს საბჭოთა კავშირი და სააკაშვილი (არასასურველი წარსული) არამედ პირიქით უნდა გვახსოვდეს რომ მეტი არ გამეორდეს.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kontr-agent 007 Posted August 31, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 31, 2009 Nukriko მამარდაშვილს აქვს ნათქვამი, თუ კი 1937 წელი დაივიწებ, იგი გამეორდება. ბევრი რამ აქვს მერაბს ნათქვამი, ბევრი არ დაუჯერეს და ბევრსაც ვირტყავთ ცხვირ-პირში! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 31, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 31, 2009 (edited) Nukriko გაიხსნა ოკუპაციის მუზეუმი. მაგრამ ქართველებისთვის სსრკ მართლა ესეთი საშინელება იყო? რომ გადახედოთ წარსულ, ჩვენი მამებისა და პაპების თაობისთვის საბჭოთა კავშირი არის კეთილდღეობის და უზრუნველი წარსული..კი..300 000 ომში დაღუპული და ასიათასობით გადასახლებულიასე რომ !!! Edited August 31, 2009 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted September 1, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2009 newstudio კი..300 000 ომში დაღუპული და ასიათასობით გადასახლებულირთული საკითხია და ფუტუროლოგიაში შეიძლება გადავარდეთ, მაგრამ დაგისვამ შეკითხვას გერმანიის შემოსვლის შემთხვევაში, რა გარანტია გქონდა რომ 300 ათასზე მეტი ქართველს არ დახვრეტენ, რა გარანტია გქონდა რომ გენოციდს არ ჩაგიტარებდნენ? მე არაფერს არ ვამართლებ, ამ პოზიციიდან არ განმიხილო, უბრალოდ ეს მსჯელობის ერთ ერთ ვარიანტად მიიღე. ძნელია ისეთ სიტუაციაში (მეორე მსოფლიო ომს ვგულისხმობ) ესე რადიკალურად თქვა რომ 300 ათას ქართველს არ უნდა ებრძოლა... არ ვიცით რა მოხდებოდა გერმანიის გამარჯვების შემთხვევაში და რომ იცოდე როგორც დამპყრობელი, ფაშისტური, ნაცისტური რეჟიმი გაცილებით საშიში იყო. ასე რომ !!!ასე რომ არსებობს ის წარსული რაც დღევანდელ ადამიანებს ახსოვთ, ბრეჟნევის ეპოქა და მოსკოვში 5 მანეთად გადაფრინვა. ჩემ თაობას მოსკოვშI კი არა ზოგჯერ სოფელში ჩასვლა ენატრებოდა ) თუმცა მე სხვა რაღაც მინდოდა მეთქვა ამ თემით და საუბარი სხვანაირად წავიდა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2009 Nukriko მე არაფერს არ ვამართლებ, ამ პოზიციიდან არ განმიხილო, უბრალოდ ეს მსჯელობის ერთ ერთ ვარიანტად მიიღე. ძნელია ისეთ სიტუაციაში (მეორე მსოფლიო ომს ვგულისხმობ) ესე რადიკალურად თქვა რომ 300 ათას ქართველს არ უნდა ებრძოლა... არ ვიცით რა მოხდებოდა გერმანიის გამარჯვების შემთხვევაში და რომ იცოდე როგორც დამპყრობელი, ფაშისტური, ნაცისტური რეჟიმი გაცილებით საშიში იყო.არ ებრძოლათ ტქო არ მიგულისხმია, უბრალოდ იმდენად ცუდი მართვა იყო რომ კოლოსალური დანაკარგები ქონა წითელ არმიას და მეორეს მხრივ გერმანიის მოკავშირეები რო ვყოფილიყავიტ მაშIნ რა მოხდებოდა?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted September 1, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2009 newstudio არ ებრძოლათ ტქო არ მიგულისხმია, უბრალოდ იმდენად ცუდი მართვა იყო რომ კოლოსალური დანაკარგები ქონა წითელ არმიასეს სხვა თემაა.. მაგრამ ისტორიის განკითხვა და მოვლენების ცუდათ და კარგად შეფასება არ მიმაჩნია სწორი (ისტორიას როგორც მეცნიერებას ვგულისხმობ არ ამოდის ამ პრინციპით) ისტორიას უნდა გაუგო, იმ დროს უნდა გაუგო. ყველაფერი იყო და არის კანონზომიერი, ის მოვლენა იმიტომ მოხდა რომ კანონზომიერი იყო, ხოლო ისტორიკოსის საქმეა ეს კანონზომიერება გვაჩვენოს. ამ ყველაფერში იკარგება საერთოდ კარგი მოვლენა და უარყოფითი მოვლენა, რადგან კანონზომიერება არ არსებობს კარგი და ცუდი. და მეორეს მხრივ გერმანიის მოკავშირეები რო ვყოფილიყავიტ მაშIნ რა მოხდებოდა?!მიჭირს წარმოდგენა მესამე რიხსა და საქართველოს შორის კავშირი. გამარჯვებული გერმანიის შემთხვევაში, ქართველთა ფიზიკური განადგურება შეიძლება რეალობა ყოფილიყო, როგორც ბევრი ერის განადგურებას აპირებდნენ. ბელარუსიაში და უკრაინაში ყოფა უტირეს გერმანელებმა იქაურობას. მილიონობით ჩახოცეს... მაგრამ მოდი თემას დავუბრუნდეთ. მეთანხმები რომ იმ ახალგაზრდებს ვინც ეროვნულ გამანთავისუფლებელ მოძრაობაში აქტიურობდნენ, ჰქონდათ ნანახი უკეთესი დალაგებული ქვეყანა, მინიმუმ ცხოვრების დონე ნორმალური იყო. მეთანხმები რომ იმ ახალგაზრდებმა თქვეს უარი ბევრ რამეზე, იმისთვის რომ თავისუფლება მიეღოთ? მეთანხმები იმაზე რომ საბჭოთა კავშირზე ცუდის გარდა შეიძლება ითქვას კარგიც? და ეთანხმები იმ პრინციპს რომ სააკაშვილი ხალხს აბოლებს იმით რომ დაუბრუნებს იმას რაც მათ ჰქონდათ სსრკ-ს დროს, ანუ ხელფას იმისთვის რომ გამოკვებოს თავი. მაგრამ სააკაშვილი არ მისცემს ხალხს თავისუფლებას? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted September 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2009 Nukriko მაგრამ ქართველებისთვის სსრკ მართლა ესეთი საშინელება იყო? რომ გადახედოთ წარსულ, ჩვენი მამებისა და პაპების თაობისთვის საბჭოთა კავშირი არის კეთილდღეობის და უზრუნველი წარსული.. არა ჩემო კარგო, ნამდვილად მასე არ იყო. მე სწორედ მაგ თაობის ვარ, კეთილდრეობისგან ნამდვილად შორს ვიყავი. როგორც მეცნიერ-თანამშრომელს 200 მანეთი მქონდა ხელფასი და ოჯახის პატრონს საკმაოდ მიჭირდა. მაშინ უმრავლესობას უნდა მოგეპარა და მაშინ ნორმალურად იქნებოდი.თუმცა იყო რაღაც გარკვეული პროფესიები, რომლებსაც შედარებით ნორმალური ანაზღაურება ქონდათ, მაგალითად აკადენიკოსები, სახალხო არტისტები, სახელისუფლებო მხატვრები და ა.შ.რაც შეეხება თავისუფლებას და თუნდაც ინფორმაციის მოპოვებას, ამაზე საუბარიც არ ღირს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted September 1, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2009 რატომ ჰგონიათ აქ იუზერებს რომ მე მომწონს სსრკ? სულ სხვა რაღაცის გამო ვახსენე ) მე სწორედ მაგ თაობის ვარ, კეთილდრეობისგან ნამდვილად შორს ვიყავი. როგორც მეცნიერ-თანამშრომელს 200 მანეთი მქონდა ხელფასი და ოჯახის პატრონს საკმაოდ მიჭირდამაშინ გაიხსენეთ 90-იანი წლებიდან დღემდე, როდის უფრო გიჭირდათ?მაშინ უმრავლესობას უნდა მოგეპარა და მაშინ ნორმალურად იქნებოდი.მერე მას-კორუფცია ჯობია ელიტარულ კორუფციას, მარტივი მიზეზის გამო, რომ ელიტა მოითხოვს მსახურებას იმისთვის რომ კორუმპირებული იყო, ხოლო მას კორუმპციის დროს შენ ასე თუ ისე თავისუფალი ხარ ელიტისგან. თუმცა რა თქმა უნდა ორივე ცუდი მოვლენაათუმცა იყო რაღაც გარკვეული პროფესიები, რომლებსაც შედარებით ნორმალური ანაზღაურება ქონდათ, მაგალითად აკადენიკოსები, სახალხო არტისტები, სახელისუფლებო მხატვრები და ა.შ.ხო და გეკითხებით, ბევრი სოციალური ფენისთვის ხო ჯობდა მაშინდელი დრო? ამის გარდა არ იყო ესე გაყოფილი კლასები, რაღაც შედარებით თანასწორობის შეგრძნება მაინც იყო, ეხლა ბევრ პოლიტიკოს თუ ყოფილ პოლიტიკოს რომ აქვს სიმდიდრე, სახლები და ა.შ უმრავლესობას არ დაესიზმრება... მე სხვა რაღაცას ვამბობ, თქვენი თაობა 1980-90-იან წლებში რისთვის გამოხვედით? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted September 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2009 Nukriko ამის გარდა არ იყო ესე გაყოფილი კლასები, რაღაც შედარებით თანასწორობის შეგრძნება მაინც იყო, ეხლა ბევრ პოლიტიკოს თუ ყოფილ პოლიტიკოს რომ აქვს სიმდიდრე, სახლები და ა.შ უმრავლესობას არ დაესიზმრება...რა თქმა უნდა ეხლა ქონების მიხედვით განსხვავება გაცილებით მეტია. რაც შეეხება თანასწორობას, მაშინ უარესი იყო სხვადასხვა მოხმარების საგნებისადმი მიწვდომის მიხედვით.ლიმონათი რომ ლიმონათი იყო, ისიც მთავრობისთვის სხვანაირს ასხამდნენ და უბრალო მოკვდავთათვის სხვას.იყო სხვადასხვა დონის დახურული მაღაზიები, როგორც საპროდუქტო, ასევე ტანსაცმლის და ა.შ. ჩეხური ლუდი და საზღვარგარეთ წასვლა ასევე რჩეულთათვის. მანქანა თავის ფასში ასევე ერთეულებისთვის. ინფორმაციის მიღება ძალიან ძნელი...მე სხვა რაღაცას ვამბობ, თქვენი თაობა 1980-90-იან წლებში რისთვის გამოხვედით?ჩემთვის პირადად ს.ს.რ.კ. აბსოლუტურად მიუღებელი იყო და ამიტომ, ამას კი ასევე ეროვნული მოტივები ემატებოდა. ეს 80-იანებაზე ადრე იყო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.