Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

დაანგრიეთ რწმენის ტაძარი,რომელსაც იმედი ქვია,რადგანაც მომავალი მხოლოდ წარმოსახვაა,რომელსაც წარსული გიქმნით და კეთილ ფერებში მისი წარმოდგენა საკუთარი უძლურებაა .... მეტი არაფერი.

 

დაამსხრიეთ ყველა ჯაჭვი,რომელიც სინამდვილის შეგრძნებას გაკერგინებთ და გაიხედეთ გარეთ -დღევანდელი დღე მიქრის......

 

დაასუფთავეთ თქვენი ტვინები ილუზიებისგან .არ არსებობს უზენაესი სიკეთე ან ბოროტება.არის რაღაც შეუცნობელი,რაც თქვენ გონების აღქმას აღემატება და გახსოვდეთ რავქნისა ციხის კარი მხოლოდ ნებით და ჟამის მოსვლის შემდეგ თუ გაიღება ან თუ არ გაიღება ,მაშინ აწმყო დასრულებულა მხოლოდ.

 

არავინ არის თქვენზე მეტი ამ ცხოვრებაში.თქვენ თქვენი როლი უნდა შეასრულოთ და გაქრეთ.ისიც გაქრება ან გვიან ან ადრე .არ შეგშურდეს ,რადგანაც უძლურნი ხართ შენც და ის ერთნაერად და მხოლოდ წერტილი სამყაროში ,როგორც ხის ძირას მოფუსფუსე ჭიანჭველა.

 

კარგად დაათვალიერე თავი. შენ კითხულობ ამ ტექსტს ეს ნიშნავს შენ აზროვნებ. შენ ავტორს აგინებ , აქებ ან დაცინიხარ.უწუნებ აზროვნებას ან ფეხებზე გკიდია,არ გესმის რა უნდა და თუ გესმის ........გიხაროდენ შენ პიროვნება ხარ და დატკბი რომ დღეს გაქვს კიდევ შანსი სინამდვილე ისეთი აღიქვა ,როგორიც არის.

 

განიწმინდე უიმედობისგან,რახან იმედი ილუზიაა ,გამოდის უიმედობა სტიგმაა შენს ტვინში .ჩქარა,ჩქარა თორემ დღევანდელი დღეც დაღამდა .

 

ქვეყანა მშვენიერი არაა,სამყარო იდეალური, მაგრამ შენ როგორც წერტილს ამ ყველაფრისა განა არ შეგიძლია შენი ყოფნით წერტილოვანი როლი შეასრულო?!

 

დაე იცოდე, შენ ფეხქვეშ არ დაეგება ეს ქვეყანა,მაგრამ შენ ხარ შენ და ეს საკმარისია სახელის დასატოვებლად, რომელიც ერთადერთია ღირებული ამაოების შეგრძნებებიდან.

ისიც არაა იდეალური.უმეტესწილად უსახელო უფლისციხელივით ჩაიფერფლები,მაგრამ შენ ხომ შენი შესაძლებლობები გერგო.ჰოდა წინ ,რათა ბუდასავით ეძებო ჭეშმარიტება.რომელიც სინამდვილის აღქმაშია და არა სურვილებში ან ილუზიებში.

 

ოცნება ძალაა შენი,მაგრამ ამაოებაა ყოველი ფიქრი ,თუ იგი არაა მყარი მასალისგან დამზადებული......

 

იოცნებე ,რათა აწმყო შექმნა მის ნიადაგზე ,მაგრამ არ გაგაბრუოს იმედის სირინოზებმა.ისინი კი არ გეხმარებიან მონად გაქცევენ

 

არ ვიცი ვინ ვარ რა მინდა .მაგრამ მინდა გვიან დაღამდეს და ან დაღამებამდე მეტის გაკეთება მოვასწრო.

 

ვიყო მართალი და სიყვარული ვთესო.დავტოვო სახელი და ფეხებზე მეკიდოს უძლურება. მე ვარ მე.განა ეს საკმარისი არაა? ინდივიდი ვარ ,რომელიც სწავლობს,მუშაობს ,ფიქრობს და ეს არ ჯობია სიზმრების ქვეყანას,რომელსაც პოლიტიკა ქვია. იგი ისეთივე ხელობაა ,როგორიც მრავალი და ურთიერთობის ხელოვნებაა რაღაც ღირებულებებისათვის,რომელიც ან აწმყოში ინდივიდთა ურთიერთმოქმედების შედეგია ან ილუზია ,რათა გმართონ.

მაინც მასზე ხარ დამოკიდებული,მაგრამ არ დაემონო მას ყველა ღირეულება საბოლოოდ ამაოებაა და შენ გაჭყეტილ მწერად გაქცევს,თუმცა რეალური პოლიტიკა აწმყოს შექმნაა და შენც შენი აწმყო კარგად დააღამე.

 

და თუ პოლიტიკას ირჩევ მთავარ ხელობად .... იცოდე რაც მეტად გაგიგებს შენნაერი ინდივიდები ......მით უფრო ძლიერი ხარ და შენი წერტილი ამ სამყაროში უფრო მუქი და შედეგის მქონე..........

 

მანამდე კი

 

დაანგრიე რწმენის ტაძარი . ის ამაოებაა , დაემშვიდობე იმედს და კარგად მოკალათდი აწმყოს ნავში.

 

წარსული და მომავალი ამაოებაა.ფესვი და ცა ,რომელიც მუდმივად შეუცნობელია.ინი და იანის ურთიერთკავშირი ქმნის აწმყოს ,მაგრამ ღირებული მხოლოდ ჰორიზონტია,რადგანაც ჩანს და სხვა ყველაფერი მეორადი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ქართველებისთვის არ იმუშავებს,ჯერ.

მაგაში ვართ მაგრები :( ვგულისხმობ ზოგადად ნგრევაში. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ვგულისხმობ ზოგადად ნგრევაში

 

 

იმედი კვდება ბოლოსო,ეგაც ქართული ანდაზაა არა? ეგაც თუ დაანგრიეს რაღა დარჩება ცხოვრებაში? :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...