Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ძნელია დაწყება, ყველაზე ძნელი..........

 

მძიმედ, ძალიან მძიმედ დაიძრა მატარებელი სადგურიდან

ვაგონების სარკმელებში კარგად ჩანდა, რომ დასაჯდომი კი არა, ფეხზე სადგომი ადგილიც არ იყო, ყველა ჯურის, პროფესიის და მსოფლმხედველობის ადამიანებით სავსე,საზეიმოდ მორთული და გადაღებილი, ენთუზიაზმით, გულუბრყვილობით, წრფელი იმედებითა და ფარული, ქვენა ზრახვებით დატვირთული ნელა შორდებოდა სადგურს და ბაქანზე დარჩენილთ მუქარანარევი, ხმამაღალი და ყურისმომჭრელი სიგნალით ემშვიდობებოდა.

 

ცოტამ თუ იცოდა სინამდვილეში სად მიდიოდა ეს მატარებელი და კიდევ უფრო ცოტამ იცოდა სად რჩებოდნენ დარჩენილები, რომელთა დიდმა ნაწილმა მცდელობის მიუხედავად ბილეთი ვერ იშოვა, დანარჩენებს არც უცდიათ და მხოლოდ რამდენიმემ თქვა უარი შემოთავაზებულ წყალობაზე.........სწორედ მათ იცოდნენ ამ რეისის ბედი და დანიშნულების ადგილი......არა, უფრო სწორად ხვდებოდნენ ან წინათგრძნობისა თუ ინტუიციის გამოისობით დარჩენა არჩიეს.

 

როდესღაც ეს უნდა მომხდარიყო, ამისათვის ყველაფერი გაკეთდა. ყველამ თავისი წვლილი შეიტანა ამაში და მაინც, როგორ მიადგა ეს მატარებელი წერტილს, რომელიც მკვდარია?!

რომლიდანაც უკან მობრუნება შეუძლებელია, საიდანაც კარგად ჩანს პირდაღრენილი უფსკრულის ხახა, მაგრამ გაჩერება გამორიცხულია?

 

როგორ?!

 

ამაზე არსებობს პასუხი და ეს პასუხი ყველამ კარგად ვიცით, ამისათვის განვლილი ხუთწლეულისათვის თვალის უბრალო გადავლებაც საკმარისია, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია კითხვა -

 

რატომ?!

 

არახალია, ძალაუფლების ყველაზე მანკიერი თვისება - არასრულყოფილებაა.

არ არსებობს სრულფასოვანი, სრულყოფილი ძალაუფლება და მიუხედავად ამისა, ყველა, ვის ხელშიც ეს პანდორას ყუთი მოხვდება, მის სრულყოფას, გაძლიერებას, უკონტროლობას ან მასზე კონტროლის შესუსტებას ესწრაფვის და..............კარგავს კიდეც მას საბოლოოდ.

ამ პროცესს არ აქვს მკაცრად დადგენილი, განსაზღვრული საზღვრები დროსა და სივრცეში, ყველაფერი ინდივიდუალურია, გარემოებებზე, შემთხვევებზე და ხდომილებებზე დამოკიდებული.

რთულია ადამიანთა თანამოაზრეებად მოქცევა, კიდევ უფრო რღულია მათი მართვა და თითქმის შეუძლებელი მათი დამორჩილება, ამიტომაც განიცდის მუდამ კრახს ძალაუფლების სრულყოფის მცდელობა. თავისთავად ის ცალკე აღებული არაფერს წარმოადგენს, მას ხორცი სჭირდება, ცოცხალი ხორცი, თავიდან დასაყრდენად, შემდეგ სამართავად და ბოლოს საბატონოდ.

ძალიან ხანმოკლეა ეს ბატონობა და რაც უფრო ვითარდება ადამიანი, ინდივიდი, რაც უფრო დიდია მისი "მე", მით ნაკლებია მასზე ბატონობის შანსი.

მაშ როგორ შეიძლება ძალაუფლების სრულყოფა ისე, რომ საკუთარი პატრონი არ "შეჭამოს"?!

- არანაირად!

სწორედ მაშინ, როდესაც ძალა უკონტროლო ხდება, სწორედ მაშინ, როდესაც კონკრეტული ადამიანი, თუ ადამიანთა ჯგუფი თვლის, რომ დროა მდგომარეობის შენარჩუნებაზე იზრუნონ, დაბმული ნაგაზი ჯაჭვიდან აუშვან, სჩადიან გამოუსწორებელ შეცდომას, რამეთუ ვერ აცნობიერებენ ამ ნაგაზისაგან მომდინარე უდიდეს საფრთხეს საკუთარი თავისა თუ მდგომარეობისათვის.

რით დასრულდა საფრანგეთის ცნობილი რევოლუცია?!

- მან ბოლომდე, დაუნანებლად დაგლიჯა საკუთარი შემოქმედნი და მესვეურნი, ძალაუფლებისაკენ გაუხსნა მათ გზა, უამრავი მედროვე, უპრინციპო პოლიტიკანი თუ სიკვდილამდე პრინციპების ერთგული იდეალისტი აზიარა სანატრელ ძალაუფლებას და............მოკლა!

მწვერვალზე აიყვანა გენიოსი ავანტურისტი და იქიდან გადმოჩეხა, სისხლით მორწყო ხელისუფლებისაკენ მიმავალი ბილიკები, გაძღა, გაილეშა და..........დასრულდა, დასრულდა იმით, რითიც დაიწყო.

გუნდი, მითუმეტეს პოლიტიკური, მხოლოდ დროებითი ქიმერაა, გარკვეული მიზნისათვის გაერთიანებული კრებული, რომელიც კონკრეტულ ეტაპზე მართლაც ერთად მოქმედებს, შემდეგ კი, მიაღწევენ რა ამ კონკრეტულ მიზანს, უჩნდებათ განსხვავებული, პატარ-პატარა მიზნები, ამბიციები, სურვილები და ერთობლივი მონაპოვარის ხარჯზე, საკუთარის, კერძოს დაკმაყოფილებას იწყებენ.

ერთგულება?

ლამაზი სიტყვაა

მას ხშირად ხმარობენ და კიდევ უფრო ხშირად ღალატობენ ან თავად ერთგულება ღალატობს მათ, რადგან პოლიტიკა ერთფეროვნებას, სწორხაზოვნებას, პრინციპებს და იდეალებს ვერ იტანს.

ამ ქვეყნად ბევრად მეტი სისხლი დაღვრილა გულანთებული იდეალისტების გამო, ვიდრე მოქნილი, ეშმაკი, გაიძვერა თუ უპრინციპო პოლიტიკანების წყალობით.

მთელი 25 წლის განმავლობაში იტრიალა ჟოზეფ ფუშემ ხელისუფლების გარშემო, მის მისადგომებთან თუ მის მწვერვალზე, იაკობინელები, კონვენტი, დირექტორია, რესპუბლიკა, იმპერია და ბოლოს ის, რასაც მანამდე ებრძოდა - როიალისტები..........დამსახურებულად უწოდა მას ნაპოლეონმა - "ყველაზე სრულყოფილი მოღალატე", რადგან მუდამ ერთი ნაბიჯით ასწრებდა მოვლენებს, მუდამ სხვებზე ადრე აღმოჩნდებოდა იმ ნავში, რომელის პოლიტიკური მზეც ამობრწყინებას იწყებდა, ყველას ემსახურებოდა და არავის ერთგულებდა.........მაგრამ უსასრულო და მუდმივი არაფერია, ამ ისტორიასაც აქვს დასასრული და არცთუ მთლად ისეთი, როგორზეც ფუშე ოცნებობდა.

მაშ რა საჭიროა ძალაუფლების შენარჩუნებაზე ზრუნვა თუ ეს უმოკლესი გზაა მის დასაკარგავად?!

 

გასულ ხუთშაბათს მე ქართულ პოლიტიკაში მკვდარი წერტილი დავინახე

"ნაგაზი" აშვებულია

ძალაუფლების წამზომი ჩაირთო!

 

 

 

 

 

===============================

 

მე დავბრუნდი

 

გამარჯობათ

 

:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

გასულ ხუთშაბათს მე ქართულ პოლიტიკაში მკვდარი წერტილი დავინახე

"ნაგაზი" აშვებულია

ძალაუფლების წამზომი ჩაირთო!

და რა მოხდა გასულ ხუთშაბათს?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე დავბრუნდი

 

გამარჯობათ

 

გაუმარჯოს ჩოხას!

 

ხუთშაბათს რა მოხდა ესეთი, ახალაიას დანიშვნას გულისხმობ?

 

 

პ.ს. კარგი ტექსტია.

Edited by prologic
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

prologic

ახალაიას დანიშვნა მხოლოდ აისბერგის წვერია, ჩვენ ის ხუთშაბათს დავინახეთ მხოლოდ, აისბერგი მანამდეც არსებობდა, ანუ გადაწყვეტილება, თავად პროცესი, ჯაჭვი, რომელიც აქამდე მოვიდა, გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

უფრო დეტალურად ვერ იტყვი?
ახალაიას დანიშვნა მხოლოდ აისბერგის წვერია, ჩვენ ის ხუთშაბათს დავინახეთ მხოლოდ, აისბერგი მანამდეც არსებობდა, ანუ გადაწყვეტილება, თავად პროცესი, ჯაჭვი, რომელიც აქამდე მოვიდა, გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

prologic

ახალაიას დანიშვნა მხოლოდ აისბერგის წვერია, ჩვენ ის ხუთშაბათს დავინახეთ მხოლოდ, აისბერგი მანამდეც არსებობდა, ანუ გადაწყვეტილება, თავად პროცესი, ჯაჭვი, რომელიც აქამდე მოვიდა, გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა.

 

 

მართალია,არ დაწყებულა,ამით რაღაც ეტაპი დამთავრდა, შეიძლება ითქვას რაღაც წერტილი ნამდვილად არის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

ჩემი აზრით მკვდარი წერტილი 7 ნოემბერს გადალახეს, ამის შემდეგ უბრალოდ აგონიაა...რომლის გახანგრძლივებაშიც ოპოზიცია ძალიან ეხმარება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

prologic

მართალია,არ დაწყებულა,ამით რაღაც ეტაპი დამთავრდა, შეიძლება ითქვას რაღაც წერტილი ნამდვილად არის

გეთანხმები.

 

newstudio

ჩემი აზრით მკვდარი წერტილი 7 ნოემბერს გადალახეს, ამის შემდეგ უბრალოდ აგონიაა...რომლის გახანგრძლივებაშიც ოპოზიცია ძალიან ეხმარება

არა მგონია, შეიძლება, მაგრამ ჩემი აზრით 7 ნოემბერი ოდნავ სპეციფიკური, განსხვავებული მოვლენა იყო.

მაშინ არ იდგა ასე საკითხი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

არა მგონია, შეიძლება, მაგრამ ჩემი აზრით 7 ნოემბერი ოდნავ სპეციფიკური, განსხვავებული მოვლენა იყო.

მაშინ არ იდგა ასე საკითხი

7 ნოემბერი ძალაუფლების შესანარჩუნებლად მოაწყეს ხო?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

7 ნოემბერი ძალაუფლების შესანარჩუნებლად მოაწყეს ხო?!

კი, ასე გამოვიდა საბოლოოდ, მაგრამ ეს არ იყო მიზანმიმართული, დაგეგმილი და გაანგარიშებული, 7 ნოემბერი სპონტანურად მოხდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

კი, ასე გამოვიდა საბოლოოდ, მაგრამ ეს არ იყო მიზანმიმართული, დაგეგმილი და გაანგარიშებული, 7 ნოემბერი სპონტანურად მოხდა.

არ ვარ დარწმუნებული...

 

სპონტანურად მეორე და მესამე დარბევა მოხდა, არ ელოდნენ რომ ხალხი არ დაიშლებოდა...იფიქრეს ერთო ორს მივცხებთ და ვსიოო

 

ძალის დემონსტრირება იყო, რასაც ძალაუფლების გამტკიცება უნდა მოყოლოდა , პირიქით რომ გამოვიდა ეგ სხვა საქმეა :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

სპონტანურად მეორე და მესამე დარბევა მოხდა, არ ელოდნენ რომ ხალხი არ დაიშლებოდა...იფიქრეს ერთო ორს მივცხებთ და ვსიოო

მე კი პირიქით მგონია, სწორედ პრველი დარბევა იყო გაუთვლელი, სპონტანური და 2 ან სამი ადამიანის გადაწყვეტილი, მერე კი, როდესაც ფაქტის წინაშე აღმოჩნდა, სისტემა იძულებული გახდა ამუშავებულიყო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

სისტემა იძულებული გახდა ამუშავებულიყო.

რომელი სისტემა?! :( :D :D

 

დაამტკიცა ექსტრემალურმა ვითარებებმა რომ რომ არავითარი სისტემა არ არის ...იმჰო...არის ადამიანთა ჯგუფი რომლებიც თავის ინტერესებს ატარებენ....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...