lasha1997 Posted August 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 27, 2009 licemer ირაკლი სესიაშვილი: ახალიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნა პრეზიდენტის ჯარისადმი შიშმა განაპირობა შენ გეხსომება ლიც გამსახურდიამაც ეგეთი შეცდომა დაუშვა,როცა ჯარი ემვდს დაუქვემდებარა და რა მივიღეთ კარგად გახსოვს.არ უშველის ეს დანიშვნა ჯარის დამორჩილებას.ეს უფრო თავზე დაჯმაა ჯარზე ვიდრე სხვა რამ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 27, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 27, 2009 შენ გეხსომება ლიც გამსახურდიამაც ეგეთი შეცდომა დაუშვა,როცა ჯარი ემვდს დაუქვემდებარა და რა მივიღეთ კარგად გახსოვს.არ უშველის ეს დანიშვნა ჯარის დამორჩილებას.ეს უფრო თავზე დაჯმაა ჯარზე ვიდრე სხვა რამ.მაღალი ალბათობით იგივე შედეგი იქნება ახლაც...lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted September 1, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2009 “ეს არის საკუთრების უფლებაზე პირდაპირი დარტყმა” - ბურჯანაძის აგარაკს აუქციონზე ყიდიან “ნინო ბურჯანაძის აგარაკი შესაძლოა აუქციონზე გაიყიდოს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის ირაკლი ღვალაძის განცხადებით, ბურჯანაძის მხარეს შესაძლებლობა ეძლევა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს. იმ შემთხვევაში, თუ გასაჩივრების შემდეგ გადაწყვეტილება არ შეიცვლება, ქონების რეალიზაციის მიზნით აუქციონი დაინიშნება. დავალიანება, ანუ სადავო თანხა 1,5 მლნ ლარს შეადგენს, დარიცხული ჯარიმა - 900 ათას ლარს. გარდა ამისა, უნდა შეფასდეს ქონების დღევანდელი ღირებულება და ამის მიხედვით ჩატარდეს აუქციონი. იმ შემთხვევაში, თუ ქონება აუქციონზე ორჯერ არ გაიყიდება, სახელმწიფო საკუთრებაში გადავა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ბურჯანაძის აგარაკს აუქციონზე ყიდიან / ოპოზიციის ლიდერს წყნეთის სახლის სანაცვლოდ გაჩუმება შესთავაზეს?“შემოსავლების სამსახურის მიერ თბილისის რეგიონული ცენტრის შუამდგომლობა ნინო ბურჯანაძის წყნეთში მდებარე დაყადაღებული ქონების რეალიზაციის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო” თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას წყნეთის აგარაკის რეალიზაციის შესახებ, განსხვავებული აზრის და კერძოდ, ნინო ბურჯანაძის მიმართ სადამსჯელო ოპერაციად აფასებს. “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” მთავარი საბჭოს წევრი თემურ მურღულია აცხადებს, რომ ამ პრეცედენტით ხელისუფლება კიდევ ერთხელ ნათლად ცდილობს დაგვანახოს, რომ კანონიც და სრულიად ქვეყანაც მის ხელშია”, - აღნიშნავს გამოცემა.“სრულიად ნათელია, რომ ხელისუფლება ცდილობს ორი კურდღლის დაჭერას. ქალბატონმა ნინომ ბრძანა, რომ თუ საჭირო იქნება, აუცილებლად გაყიდის ამ სახლს იმისთვის, რომ მოახმაროს დემოკრატიის განმტკიცებას ამ ქვეყანაში. ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული საფრთხე იყო ხელისუფლებისთვის. მეორე ფაქტორი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ხელისუფლებას უნდა ყველას დაანახოს, რომ მას შეუძლია ძალოვანი მეთოდებით მოქმედება. მას შეუძლია უკანონობის გზით სიარული და რომ მას აქვს საერთაშორისო მხარდაჭერა ამისთვის, რაშიც ხელისუფლება ძალიან ცდება. მას უნდა საზოგადოებას დაანახოს, რომ ნინო ბურჯანაძეზეც კი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ შეუძლია შეტევის განხორციელება. ამით ხელისუფლება ეუბნება საზოგადოებას - უკან არ დავიხევთ, ყველაფერს გავაკეთებთ და არ მოვერიდებით კანონის დარღვევასო. ეს არანაკლები მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ მათ ფინანსური რესურსი გამოაცალონ ბურჯანაძეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თემურ მურღულია. “სასწრაფო წესით შევიდა კანონში ცვლილება. ამ კანონში პირდაპირ იკითხება გაცილებით უფრო ცუდი რამ, ვიდრე ის, რომ ნინო ბურჯანაძეს ამ მეთოდებით ებრძვიან. ნინო ბურჯანაძესთან ბრძოლის ეგიდით, მათ საქართველოს ყველა მოქალაქეს ჩამოართვეს სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამართლიანი სასამართლო გულისხმობს, სულ მცირე, სასამართლოს ორ ინსტანციას. თუ პირველივე ინსტანციის შემდეგ მოსარჩელეს გაუყიდიან ქონებას, მაშინ რა აზრი აქვს მეორე ინსტანციის სასამართლოს ჩატარებას? ეს არის საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლი, რომელიც დამტკიცებულია 2009 წლის 17 ივლისის N15-27 ცვლილებით - იქ პირდაპირ წერია, რომ უკვე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საგადასახადო ინსპექციას უფლება აქვს დაიწყოს აღსრულება. ეს ეხება საქართველოში მოქმედ ყველა ბიზნესს და ყველა ინდივიდუალურ პირს. უკვე დავასაც არა აქვს აზრი, ეს არის საკუთრების უფლებაზე პირდაპირი დარტყმა და ამას არ სჭირდება ექსპერტიზა იმისთვის, რომ ნათელი გახდეს აქ რა ხდება”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.“აუცილებლად ვიბრძოლებთ ბოლომდე. საქართველოში აზრი არა აქვს ბრძოლას, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ, რომ ბრძოლა გავაგრძელოთ სტრასბურგში. გვინდა, რომ საქართველოში ამოვწუროთ ყველა შესაძლებლობა სამართლიანობის მიღწევის, რომ სტრასბურგისთვის ვიყოთ მზად. ხელისუფლებამ შესაშური ოპერატიულობა გამოიჩინა ბურჯანაძის სახლის თემასთან დაკავშირებით. ყველა სასამართლო პროცესი სწრაფად წარიმართა. სახელმწიფო ვალდებულია ერთი თვით ადრე გამოაცხადოს აუქციონი და თუ ამ წესსაც დაარღვევენ, ეს უკვე ნათელი მაგალითი იქნება იმისა, რა ხდება. აუქციონი, ალბათ, გამოცხადდება მეორე ინსტანციის სასამართლოში განხილვის შემდეგ”, - აცხადებს თემურ მურღულია და შეკითხვას - “თუ გაქვთ ინფორმაცია, რა ფასად აპირებს სახელმწიფო ამ ქონების გაყიდვას?” - პასუხობს:“თანხები სულ არაა მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში. არ გამოვრიცხავ, რომ წავიდნენ ექსპროპრიაციის გზით. სულ ახლახან კანონში შეიტანეს ცვლილება, რომ აღარ არის აუცილებელი, ჩამორთმეული ქონება გაიყიდოს. მათ შეუძლიათ პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში მოაქციონ ქონება. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ისინი უფრო შეეცდებიან ქონების ექსპროპრიაციას, ვიდრე გაყიდვას. აქ მთავარია დასჯა... არათუ ამ ქონების გამო, არამედ საკუთარი უსაფრთხოების ფასადაც არ დაიხევს ნინო ბურჯანაძე უკან იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში რაღაც შეიცვალოს”. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted September 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2009 მორალური კუთხით გადასარევი გადაწყვეტილება...სამართლებრივით, არ ვიცი, მაგრამ როგორც ადვოკატები ამბობდნენ, კანონზე თავზე დაჯმაა ეს გადაწყვეტილებაო. სიმართლე გითხრათ არ ვიცი.ერთი კი ვიცი რომ ეს ქალი, ყველაფრის ღირსია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted September 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2009 კი ბატონო მაგრამ არა ომის დაწყებაში ტერიტორიების გადაცემაში? ზედა აფხაზეთში?დაქვედა გორში? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted September 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2009 licemer lasha1997 მაგრამ არა ომის დაწყებაშიმაგაზე სექტემბრის ბოლოს ჩემო ლიც,ანუ „ზამთარში“ გებნები მე შენ,რომ სექტემბრის ბოლოს ეგ დასკვნა ბომბი იქნება ტალიავინის დასკვნას თუ გულისხმობ ბატონო lasha1997, მაშინ იქ არაფერი ახალი არ იქნება. რუსებს ბევრი მოხვდებათ, მაგრამ არც ჩვენ დაგვაკლებენ.რამაზ ბატონო, ომი მიშას არ დაუწყია, მაგრამ ფართომაშსტაბიანი სამხედრო მოქმედებები ნამდვილად მან დაიწყო და ამით რუსებს "კაზუს ბელი" მისცა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted September 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2009 ძუკუ +1 ხოდა... წაკაზუსეს კიდეც... უბედურება ისაა რომ სრულიად ქვეყანა არ დაიანანა... დემეტრე არშემდგარმა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2009 ძუკუ ტალიავინის დასკვნას თუ გულისხმობ ბატონო lasha1997, მაშინ იქ არაფერი ახალი არ იქნება. რუსებს ბევრი მოხვდებათ, მაგრამ არც ჩვენ დაგვაკლებენ. ჩემის აზრით,ორივეს ერთნაირად მოგვხვდება,მაგრამ ცოტა მეტი ჩვენ ალბათ. რაღა დარჩა და დაველოდოთ ამ თვის ბოლოს. რაც შეეხება ამ აგარაკის საქმეს.ხელისუფლებას ჰკიდია ყველა და ყველაფერი,ანუ კანონს ერთ ადგილში ისმევენ და არც ანაღვლებთ ეს ყველაფერი. ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted September 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2009 lasha1997 რაღა დარჩა და დაველოდოთ ამ თვის ბოლოს.სწორი ბრძანებაა, ნუ დავიწყებთ მკითხაობას, დაველოდოთ.რაც შეეხება ამ აგარაკის საქმეს.ხელისუფლებას ჰკიდია ყველა და ყველაფერი,ანუ კანონს ერთ ადგილში ისმევენ და არც ანაღვლებთ ეს ყველაფერი.მანდ ერთი მომენტია, კანონის თანახმად მიუხედავათ იმისა, რომ ეს აგარაკი ერთ ლარად იყო შეფასებული ჩუქებისას ბურჯანაძეს უნდა გადაეხადა მისი საბაზრო ღირებულების 18%. მხოლოდ რამდენია ეს საბაზრო ღირებულება, ესაა სადავო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2009 ძუკუ მანდ ერთი მომენტია, კანონის თანახმად მიუხედავათ იმისა, რომ ეს აგარაკი ერთ ლარად იყო შეფასებული ჩუქებისას ბურჯანაძეს უნდა გადაეხადა მისი საბაზრო ღირებულების 18%. მხოლოდ რამდენია ეს საბაზრო ღირებულება, ესაა სადავო. როცა კანონი არ მუშაობს ქვეყანაში,ძალაუნებურად ეჭვები გებადება ადამიანს.როცა ჩუქნიდა კარგი იყო ბურჯანაძე და როცა განუდგა,ცუდი გახდა? ისა და გახსოვს,მოსამართლეებს აგარაკები რომ დაურიგა უფასოდ? ზატო ჯიბეში ჰყავს ჩასმული და რასაც უნდა იმას აკეთებინებს.სანამ სასამართლო არ იქნება დამოუკიდებელი ქვეყანას არაფერი ეშველება; Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted September 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2009 lasha1997 ისა და გახსოვს,მოსამართლეებს აგარაკები რომ დაურიგა უფასოდ?ეგ კარგი გამახსენეთ, ნეტავი რამდენი გადაიხადეს მაშინ მოსამართლეებმა ამ აგარაკებში იმავე კანონით? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2009 (edited) ძუკუ ეგ კარგი გამახსენეთ, ნეტავი რამდენი გადაიხადეს მაშინ მოსამართლეებმა ამ აგარაკებში იმავე კანონით? თუ არ მეშლება რაღაც ამ პონტში იყო. Edited September 1, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2009 (edited) ერთი კითხვა მაქვს. ბურჯანაძეს ის თანხა რომ გადაეხადა, ხომ ატყდებოდა საიდან მაგდენიო? გათვალეს ეს ყველაფერი.ხმის ამოღების შემთხვევაში ეს სცენარი.სიჩუმის სანაცვლოდ არაფერიც არ მოხდებოდა. Edited September 1, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted September 2, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 2, 2009 lasha1997 ბურჯანაძეს ის თანხა რომ გადაეხადა, ხომ ატყდებოდა საიდან მაგდენიო? ბურჯანაძე 300 000-ს იხდიდა(რა გაანგარიშებით არ ვიცი).პრინციპში ამ თანხაზედაც შეეძლოთ იგივეს თქმა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted September 2, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 2, 2009 ძუკუ მიუხედავათ იმისა, რომ ეს აგარაკი ერთ ლარად იყო შეფასებული ჩუქებისას ბურჯანაძეს უნდა გადაეხადა მისი საბაზრო ღირებულების 18%ბურჯანაძისთვის ის აგარაკი არ უჩუქნიათ. მიყიდეს 1 ლარად. ასე რომ გადასახადიც 1 ლარის 18%-ია. და დასასჯელი ის ადამიანია, რომელმაც ათმილიონიანი სახელმწიფო ქონება 1 ლარად გაასხვისა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.