Jump to content
Planeta.Ge

შალვა რამიშვილი პატიმრობიდან უკვე გათავისუფლდა


Recommended Posts

http://pic.ipicture.ru/uploads/090826/gBygBKSlps.jpg

 

შალვა რამიშვილი პატიმრობიდან უკვე გათავისუფლდა

 

ტელეკომპანია “202"-ის დამფუძნებელი შალვა რამიშვილი პატიმრობიდან უკვე გათავისუფლდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს~ რამიშვილის მეუღლემ, თეა აბაშმაძემ განუცხადა, რამიშვილი დიდუბეში, ბაქრაძის #4-ში მდებარე საკუთარ სახლში იმყოფება, სადაც მისი მეგობრებიც იკრიბებიან.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

ლიცემერი: და მერე რა?

 

 

შალვა რამიშვილი: “იცოდეს მიშამ - ძალზედ ეწყინება ან ეტკინება”

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/107570.html

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 30
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

licemer

რამიშვილი დიდუბეში, ბაქრაძის #4-ში მდებარე საკუთარ სახლში იმყოფება, სადაც მისი მეგობრებიც იკრიბებიან
და მერე რა?

რა და დალევენ და მიშას ლუდით ადღეგრძელებენ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

ლიცემერი: და მერე რა?

მერე ის რამაზ ბატონო, რომ მიშას ერთერთი ყველაზე სახიფათო ოპონენტი თავისუფალია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მერე ის რამაზ ბატონო, რომ მიშას ერთერთი ყველაზე სახიფათო ოპონენტი თავისუფალია.

რაღაც არა მგონია, რომ შალვა მიშას ყველაზე სახიფათო ოპონენტი იყოს, ბატონო ძუკუ .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

რაღაც არა მგონია, რომ შალვა მიშას ყველაზე სახიფათო ოპონენტი იყოს, ბატონო ძუკუ .

 

მე ვთქვი რომ ერთ ერთი.თუმცა ზოგადად მიშას ოპონენტები აღარ დარჩა. მან მართალია დროებით, მაგრამ "გამარჯვება" მოიპოვა ოპოზოციაზე და ხალხზე. მართალია ქვეყანა დამარცხებულია, მაგრამ მისთვის მთავარი ის არის, რომ ხელისუფლებაშია და არ ჩამოშლილა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მორიგი ერის გმირი და გადამრჩენელი... ნეტავი ვის მიეტმასნება... ვინ შევიძულო

წესით და რიგით, ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის მიუღებელი უნდა იყოს შანტაჟისტი, მაგრამ რას გაიგებ, ჩემო dire , ჩვენ ხომ საქართველოში ვცხოვრობთ

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შალვა რამიშვილი: “იცოდეს მიშამ - ძალზედ ეწყინება ან ეტკინება”

 

 

“ბევრ ჩემს თანამემამულეს აინტერესებს, რას მოვიმოქმედებ თავისუფლებაზე გამოსვლის შემდეგ... ოთხი წელი გავატარე ციხეში. ბრალდება, რომლითაც აქ “გამამწესეს”, შეთითხნილი იყო. თავისუფლების აღკვეთის მომსჯელი “სასამართლო” კი უნიჭოდ დადგმული ფარსი გახლდათ. ციხეშიც არაადამიანურ და ღირსების შემლახავ პირობებში ვიყავი... მე ხომ იმიტომ დავისაჯე, რომ 2004-2005 წლებში დიდების ზენიტში მყოფ მიშა სააკაშვილს ვაკრიტიკებდი (თან მეტად მწვავედ). ეს კი ისეთი ბოღმით აღსავსე კაცის ხელში, როგორიც სააკაშვილია, ზუსტად ასე უნდა დასრულებულიყო, როგორც დასრულდა”, - წერს შალვა რამიშვილი გაზეთ “რეზონანსში” გამოქვეყნებულ წერილში, სათაურით შალვა რამიშვილი: “იცოდეს მიშამ - ძალზედ ეწყინება ან ეტკინება”.

 

“სტრასბურგის სასამართლომ ა.წ. 27 იანვრის გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ხელისუფლებამ 6 ეპიზოდში დაარღვია ევროპული კონვენციის 3 მუხლი. სტრასბურგის განაჩენით დამტკიცდა, რომ თვე-ნახევრის განმავლობაში მე და კოხრეიძე უკანონოდ, მოსამართლის ბრძანების გარეშე ვიმყოფებოდით პატიმრობაში... ეს ყოველივე წარსულში დარჩა. მართალია, უახლოეს მომავალში სტრასბურგში ჩემი მეორე სარჩელიც განიხილება (იგი არსებითი სასამართლო განხილვისას ჩადენილ დანაშაულებს ეხება), მაგრამ ჩემი ძირითადი ამოცანა უკვე შესრულებულია. საქართველოს მოქალაქეთა თვალში მოხდა “გამომძალველ” შალვა რამიშვილის მორალური რეაბილიტაცია. ხალხი დარწმუნდა, რომ ჩემი პატიმრობის მიზანი დამოუკიდებელი ტელევიზიის ჩახშობა გახლდათ. ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი დამოკიდებულება ჩემი პერსონისადმი დიდ ძალას მაძლევს. როგორც უნდა გამოვიყენო აღნიშნული ძალა? რა უნდა გავაკეთო გარეთ? არჩევანი ორი მაქვს”, - ამბობს შალვა რამიშვილი.

 

“პირველი: დავადგე კონფორმიზმის გზას, რაც ან სამშობლოდან გადახვეწას ად ჩირგვებში მიმალვას გულისხმობს. მეორე არჩევანი კი მიშასთან ბრძოლაა. ბრძოლა უკომპრომისო და დაუნდობელი. მე და მიშა საკმაოდ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, რათა არ მოვიტყუოთ თავი ან ერთმანეთი. თუ მე ჩავები ომში - მაშინ სიკვდილამდე არ გავჩერდები. მიშაც ისე იმოქმედებს, რომ ამა თუ იმ ფორმით ბოლო მომიღოს. რა თქმა უნდა, აქ არ ვიხილავ უაზრო სენტიმენტებს. ეს სახიფათო და ბრუტალური დაპირისპირება იქნება, ამასთან, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მიზნის მისაღწევად მე, შალვა რამიშვილი, არ დავიხევ უკან ბევრ ისეთ რაღაცაზე - რაზეც ადრე ალბათ უარს ვიტყოდი. ციხე კაცს ყველაზე მეტად ილუზიებს უკლავს, ამიტომ მე დღეს გაცილებით იოლად ძალმიძს სარისკო და ავანტიურისტული ნაბიჯების გადადგმა. იმასაც ნათლად ვხედავ, რომ მსგავსი ქმედებების გარეშე სააკაშვილის რეჟიმის დამარცხება შეუძლებელია. ასე რომ, იცოდეს მიშამ: ჩემი საქმეში ჩართვის შემდეგ მას ძალზედ ეწყინება ან ეტკინება!” - აცხადებს სტატიის ავტორი.

 

“ალბათ უკვე მიხვდით, რა განწყობით ვტოვებ ციხის კედლებს. მოვდივარ, რათა ვებრძოლო უზარმაზარ რეპრესიულ მონსტრს... სწორედ იმ შეგრძნებამ, რომ ჩემს ხალხს ისევ ვუყვარვარ და პატივს მცემს, გამაძლებინა 4 წელი ციხეში. მხოლოდ ეს მომცემს ძალას, რათა ყველა ჩაგრულის, უსამართლოდ გასამართლებულის, სასოწარკვეთაში მყოფი ჩემი თანამემამულის სახელით პასუხის ვაგებინო მიშა სააკაშვილსა და მის დამქაშებს. ასე რომ, გქონდეთ ჩემი იმედი! დამიჭირეთ მხარი! დანარჩენი კი მე ვიცი!” - წერს შალვა რამიშვილი.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/107570.html

 

მდაას! :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოო... გასაკვირია ეს ყველაფერი? არა..

და იცით რატომ? იმიტომ რომ სისტემა თამასის ასეთ წესს სთავაზობს პოლიტიკურ ოპონენტებს... ხოდა ნუ გაგიკვირდებათ რომ ეს ქვეყანა აირევ დაირევა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

vitaminC

ეს განცხადება გამოსვლისას გააკეთა, თუ ადრე?

 

რეზონანსის დღევანდელ ნომერშია, ე.ი. გუშინ.

 

რა ეტკინებაო, არ აკონკრეტებს. მაგრამ, თუ დარდუბალა ან რამე მსგავსი გააკეთა, მაგრა დაგლიჯამს. თუ პოლიტიკაში წავიდა, ვიფიქრებ, რა Y-ც იყო, ისევ ის დარჩა მეთქი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

წესით და რიგით, ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის მიუღებელი უნდა იყოს შანტაჟისტი, მაგრამ რას გაიგებ, ჩემო dire , ჩვენ ხომ საქართველოში ვცხოვრობთ

 

შანტაჟს აშკარად ადგილი ქონდა, თუმცა ფულთან დაკავშირებით მე სხვა აზრი მაქვს. ყველას გახსოვთ მე მგონი, იმ ფარულ ჩანაწერში შალვა ეუნებოდა ბექაურს ფული ანგარიშზე გადმომირიცხეო, ის კი რაღაც მიზეზს იშველიებდა( მე მგონი დასვენების დღეები იყო).

მე ვსვამ უბრალო კითხვას, თუ ადამიანს ფულის აღება უნდოდა, მაშინ საბანკო ანგარიშსწორებას რატომ მოითხოვდა? ეს ხომ არ იმალება და ამას ფარული ჩანაწერი არ სჭირდება.

პასუხი მარტივია. მას თვითონ უნდოდა იმის გაბაზრება, რომ ბექაურმა ფული გადიხადა, რაღაც ინფორმაციის არ გახმაურებაში.

მაგრამ დაასწრეს და პირიქით შეუტრიალდა საქმე. ახია მაგაზე.არ უნდა აკეთებდე ეგეთ საქმეებს, თუნდაც ბექაურის მიმართ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

:)))) და ვისი წასვლა არ გეწყინება პოლიტიკაში ? ოპოზიციაში კონკრეტულად? სრულიად სერიოზულად ვკითხულობ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოლიტიკაში წავიდეს არა ის,... ეგ ისეთი მოზგია რათ უნდა პოლიტიკა... ისეთ რაღაცეებს გააკეთებს ბევრ პოლიტიკოსს აჯობებს.... მაგრად გამიხარდა რო გამოვიდა ვულოცავ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...