newstudio Posted August 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 26, 2009 სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით გარემოს დაცვის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის საგამოძიებო ჯგუფის თანამშრომლების მიერ გატარებული ღონისძიების შედეგად სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე დააკავეს სამეგრელო-ზემოს სვანეთის სატყეო სამმართველოს რეინჯერი გრიგოლ ჭკადუა. ასევე, კახეთის საგამოძიებო ჯგუფის თანამშრომლების მიერ გატარებული ღონისძიების შედეგად დაკავებულია კახეთის სატყეო სამმართველოს რეინჯერი მიხეილ ჯაშიაშვილი. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 342 მუხლის პირველი ნაწილით. სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის ჯგუფის მიერ გამოვლინდა კიდევ ერთი დანაშაული. კერძოდ, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაკავებულია კახეთის სატყეო სამმართველოს რეინჯერი გიორგი ჭილაძე. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.აღნიშნულ საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. რაღაც "ჩისტკას" უფრო გავს ვიდრე რეალური დანაშაულობების გამოვლენის მცდელობებს..... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted August 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 26, 2009 შიდა ქართლში რომ მხოლოდ გაანთავისუფლეს ) კახეთზე მეტი კი არაფერი უკეთებიათ )უბრალოდ იქ მათ სამართალდამცავი სტრუქტურის მაღალი თანამდებობის პირი მფარველობდა კახეთში კი წვრილფეხა ყავდათ სამეგრელო ზემო სვანეთი არ ვიცი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 26, 2009 (edited) newstudio გარემოს დაცვის სამინისტროში რაღაც ვერ სუფთად მთავარია მიყვნენ ამ საქმეებს და შანსი არ არის ქრთამი ზემოთ რომ არ წასულიყო. აი მინსტრს და მის მოაადგილეებს რომ გასროკავენ(რომლებიც ხელფასზე ცხოვრობენ : ), მაშინ დავიჯერებ ცოტას.ისე ამ საწყალ ხალხზე ტეხავენ ჯოხს არა და ეგენიც ვიღაცას აძლევდნენ ფულს. Edited August 26, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 26, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 26, 2009 lasha1997 მთავარია მიყვნენ ამ საქმეებს და შანსი არ არის ქრთამი ზემოთ რომ არ წასულიყო.საქმეც მაგაშია რომ ყური მოვკარი არავითარ ქრთამზე არაა ლაპარაკი, შეთითხნილია ეგ ამბებიო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 26, 2009 newstudio საქმეც მაგაშია რომ ყური მოვკარი არავითარ ქრთამზე არაა ლაპარაკი, შეთითხნილია ეგ ამბებიო მაგათვის შეთითხნას რა აზრი აქვს თუ მინისტრს არ უმიზნებენ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 26, 2009 newstudio საქმეც მაგაშია რომ ყური მოვკარი არავითარ ქრთამზე არაა ლაპარაკი, შეთითხნილია ეგ ამბებიორა ამბებიო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 26, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 26, 2009 Saturn რა ამბებიო?სამსახურებრივი გულგრილობა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 26, 2009 newstudio სამსახურებრივი გულგრილობაიმ რეინჯერებს ვინც გაათავისუფლეს თანამდებობიდან, ტყუილად აბრალებენ რაღაცას? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 26, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 26, 2009 (edited) Saturn იმ რეინჯერებს ვინც გაათავისუფლეს თანამდებობიდან, ტყუილად აბრალებენ რაღაცას?სამსახურებრივ გულგრილობად შეიძLება ისიც ჩათვალო...რომელიმე მანქანა თუ დაგიძვრა ხელიდან და შემოვლითი გზებით გაგეპარა პ.ს. მე არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ ჩემ ვარაუდს გამოვთქვავ Edited August 26, 2009 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 27, 2009 (edited) ბიჯო ბიჯო ბიჯოოო. მე რამოდენიმე კაცი მეგონა მაგ სამინისტროდან ფორუმზე რომ პოსტავდნენ და თურმე მთელი სამინისტრო იუზერები ყოფილან.მოიპარავენ ხეებს აბა რა იქნება? : მეც არ გამიკვირდა სამ თვიანი ბანი რატომ მომცეს მეთქი.თურმე სადა ბანაობ? Edited August 27, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.