Jump to content
Planeta.Ge

კმაყოფილი ხართ ძალოვანი სტრუქტურების მუშაობით?


კმაყოფილი ხართ ძალოვანი სტრუქტურების მუშაობით?  

13 members have voted

  1. 1. კმაყოფილი ხართ ძალოვანი სტრუქტურების მუშაობით?

    • დიახ
      2
    • არა
      10
    • არ მიწევს მათთან ურთიერთობა
      1


Recommended Posts

იქით 80%–ი ამაყობს პატრულით და საერთოდ ძალოვანი სტრუქტურებით.მე ერთი კვირა ვიყავი მანდ. პირადათ რაც შემემთხვა იმით და ახლობლებლის მონაყოლიდანაც დიდი არაფერი არ შეცვლილა.ნუ გავეშვათ ჩემს სამეგობრო წრეს და თქვენი აზრი მაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით.

 

 

არ დაიზაროთ განმარტებაც, თუ რატომ დააკლიკეთ იმას რასაც დააკლიკავთ; :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კმაყოფილი ხართ ძალოვანი სტრუქტურების მუშაობით?

რავი, ჩემი აზრით, არ მუშაობენ ურიგოდ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამარტალდამცავები მუშაობენ ბოლშევიკების საუკეტესო ტრადიცებით, ასე რომ არანაირ დადებით მუშაობაზე ლაპარაკი არაა!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამაზრზენია. პოლიცია გადაიქცა პოლიტიკურ ჟანდარმერიად. იმ დონემდეც კი, რომ ელემენტარული ყოფითი საკითხების გადაწყვეტაში პოლიტიკური მრწამსის მიხედვით ხდება რეაგირება.

ეს კიდევ არაფერი.

უდანაშაულო ადამიანების შეგნებულად დაღუპვა... ეს უკვე ყველანაირ საზღვარს გადაცდა.

აქამდე თუ კრიმინალებს უდებდნენ წამალს და იარაღს ეხლა რეჟიმის პოლიტიკურ ოპონენტებს უკეთებენ იგივეს...

ეს უკვე ამაზრზენიც აღარ არის.

ეს არის არაადამიანობა, უზნეობა, გარეწრობა და ქვეყნის და ერის წინაშე დანაშაული და ღალატი...

 

 

 

licemer

:))

 

არააა... სულ არა... რას ამბობ... არა ხარ არა... :cry:))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კმაყოფილი ხართ ძალოვანი სტრუქტურების მუშაობით?

 

პროფესიული კუთხით ბევრად უკეთესად მუშაობენ, ვიდრე საქართველოს-ნაირ ქვეყანას შეეფერება, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ

 

ამაზრზენია. პოლიცია გადაიქცა პოლიტიკურ ჟანდარმერიად
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს ჰყავს იმაზე კარგი სამართალდამცავი სტრუქტურა რაც შეიძლება ჰყავდეს საქართველოს ტიპის ქვეყანას. როცა ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობას აქვს ისეთი მენტალიტეტი, როგორიც საშუალო სტატისტიკურ ქართველს, მიკვირს რომ ისევ ორლარიანი გაიშნიკები არ დგანან ქუჩებში.

 

პირადათ რაც შემემთხვა იმით

რა შეგემთხვა კონკრეტულად, თავიდან ბოლომდე, შეულამაზებლად.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კმაყოფილი ვარ იმით, რომ კრიმინალებისგან შედარებით დაცული ვარ და ამას ვერ დავუკარგავ,

 

პოლიცია გადაიქცა პოლიტიკურ ჟანდარმერიად

 

ნუ ეს რა თქმა უნდა, ცუდია და არ მომწონს.

ორლარიანი გაიშნიკები არ დგანან ქუჩებში.

 

აი ეს, ჩემთვის შეღავათი ნამდვილად არ არის.

რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გამყვლეფს, ორლარიანი გაიშნიკი, თუ 10-20-150 ლარიანი პატრული?

ეს სითი პარკი თუ ოფიციალურად მახევს ფულს, მე რამე შეღავათი მაქვს, ან ჩემს ბიუჯეტს ისე მტკივნეულად აღარ აწვება?

Edited by vitaminC
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

vitaminC

რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გამყვლეფს, ორლარიანი გაიშნიკი, თუ 10-20-150 ლარიანი პატრული?

გეთანხმები, არის შემთხვევები როცა გამოწერილი ჯარიმა საეჭვოა ხოლმე, მაგრამ ამას არ აქვს ისეთი მასიური და სისტემური სახე, როგორც იმ გაიშნიკების დროს იყო, როცა პირდაპირ უნდა მიგეცა ფული ტეკზე გავლისათვის.

 

ეს სითი პარკი თუ ოფიციალურად მახევს ფულს, მე რამე შეღავათი მაქვს, ან ჩემს ბიუჯეტს ისე მტკივნეულად აღარ აწვება?

"სითი პარკ"-ს სამართალდამცავ სტრუქტურებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

2 ლარიან გაიშნიკებს ჯობს, მაგრამ ისევ გრძელდება ჩინოვნიკების და ცნობადი სახეების არ დაჯარიმება
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zmuzu

2 ლარიან გაიშნიკებს ჯობს, მაგრამ ისევ გრძელდება ჩინოვნიკების და ცნობადი სახეების არ დაჯარიმება

ეგ მართალია. ისევ და ისევ ქართული მენტალიტეტი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

იქით 80%–ი ამაყობს პატრულით და საერთოდ ძალოვანი სტრუქტურებით

80% ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელია, და ხო არ იტყვიან ცუდად ვმუშაობთო :)

 

ზოგადად კრიმინალი შემცირდა, მარა 94-2000 წელს მაგ კუთხით პროგრსი გაცილებით დიდი იყო. და ამის მიუხედავად კახა თარგამაძე კარგი მინისტრი იყოო, არავინ არ იძახის. პროპაგანდის ამბავია.

 

ახლა ვეძებდი და ვერ ვიპოვე ის კადრები, 7 ნოემბერს პოლიციელები კატლეტებს რომ ჭამენ იმედში. ეგაა დღევანდელი ჩვენი პოლიციის სახე. საღამოს კიდევ დავძებნი ამ კადრებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

ზოგადად კრიმინალი შემცირდა, მარა 94-2000 წელს მაგ კუთხით პროგრსი გაცილებით დიდი იყო.

ბუნებრივია 91-93 წლების შემდეგ, როცა აბსოლუტური განუკითხაობა იყო, სიტუაციის გამოსწორება, რაც იმაში გამოიხატებოდა რომ შეიარაღებული ფორმირებები აღარ დათარეშობდნენ, დიდ პროგრესად აღიქმებოდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კმაყოფილი ხართ ძალოვანი სტრუქტურების მუშაობით?

კმაყოფილი ვიქნები, როდესაც ძალოვანი ორგანოები აპოლიტიკურ ორგაონებად გადაიქცევიან

 

დღეს ძალოვნები ეკუთვნის მხოლოდ ერთ პარტიას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორ შეიძლება ადამიანი კმაყოფილი იყოს იმით, რომ საკუთარი აზრებისა და შეხედულებებისთვის დაგიჭირონ... არ მესმის... ალბათ იმ შემთხვევაში მხოლოდ თუ შენ იმ აზრებს ამბობ რომელიც დღეს დასჯადი არაა... დიდება მიხას და ა.შ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

 

არა.

 

1. სანამ ამათი ტვინიდან მონური ერთგულება და ფულის სიყვარული არ ამოირეცხება, არა.

 

2. პროფესიონალიზმის მხრივ საერთოდ არ განვითარებულან, მხოლოდ უკეთესი ეკიპირება-ინვენტარიზაცია აქვთ.

 

საერთოდაც წინსვლა სწორედ ამ უკეთეს ეკიპირება-ინვენტარიზაციაშია და კიდევ იმაშია, რომ საგზაო პოლიცია გაცილებით ნაკლებ ქრთამს იღებს ვიდრე ადრე იღებდა. მხოლოდ გარეუბნების ცალკეული ეკიპაჟები "გაიშნიკობენ" და ხანდახან ნარკუშებზეც აკეთებენ ფულს. დანარჩენი იგივე სირობაა.სისხლის სამართალზე დაჭერილ ხალხს ისევ ისე კლავენ ცემით და წამებით, პოლიციის განყოფილების და პროკურატურის გამომძიებლები ეხლაც იღებენ ქრთამს (ოღონდ გაზრდილი სტავკებით)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...