ძუკუ Posted September 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 23, 2009 (edited) newstudio პარლამენტმა უკვე დაიწყო შესაბამისი კანონპროექტის განხილვა, რომელიც “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებებს ითვალისწინებს.კანონპროექტით, დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილას ავტოტრანსპორტის პარკირებისთვის დადგენილი საფასურის გარეშე ავტოტრანსპორტის დგომა, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით. -- ამას გარდა, ავტოტრანსპორტის პარკირების სხვა დარღვევები 40 ლარის ნაცვლად, 10 ლარით დაჯარიმდება. სპეციალურ სადგომზე ავტოტრანსპორტის გადაყვანა კი დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას. მოადგა გიგის კარზე არჩევნები.ამის ლიბერალიზაცია კარგია. თუმცა მინდა ავღნიშნო რომ წელიწადში 25 ლარი სასაცილო ციფრია.რა გამოდის თუ 25 ლარი არ გადაიხადე,თვითეულ გაჩერებაზე 10 ლარს გადაგახდევინებენ?(არასწორ გაჩერებას არ ვგულისხმობ)სტაიანშჩიკები კი სერიოზული პრობლემაა. გამოდის რომ ქუჩაში იდგება რაღაც არარსებულ ფორმაში ჩაცმული ადამიანი, რომელიც ან გამომძალველის ან მათხოვრის როლში მოგვევლინება.ყველა ლოგიკით ასეთი ადამიანები პოლიციამ უნდა დაიჭიროს. ამ დროს სადღაც 4 000 კაცი რჩება ულუკაპუროდ.მაგათ რომ შეხედავ სხვა სამსახურის მშოვნელები მაგენი არ არიან. Edited September 23, 2009 by ძუკუ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted September 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 23, 2009 ავტოტრანსპორტის პარკირების სხვა დარღვევები 40 ლარის ნაცვლად, 10 ლარით დაჯარიმდება. სპეციალურ სადგომზე ავტოტრანსპორტის გადაყვანა კი დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებასეს კარგი იდეაა. ისე ეგ ჯარიმები მანქანის კუბატურის და გამოშვების თარიღის მიხედვით რომ იყოს, უფრო კარგი იქნება. შეძლებული კაცისთვის, ახალი ჯიპით რომ დადის, ეგ 10 ლარი არაფერია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted September 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 23, 2009 ამ პრობლემამ ახალი გაგრძელება მიიღო. კომპანია "სითი პარკი" დედაქალაქში პარკირების ადმინისტრირებაზე უარის თქმას არ აპირებს.როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "სითი პარკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა გიორგი ჯაფარიძემ განუცხადა, კომპანია დედაქალაქში პარკირების ადმინისტრირებას ჩვეულებრივ აგრძელებს და მერიისგან ჯერჯერობით რაიმე სახის განცხადება არ მიუღია. მისივე თქმით, თუ მერია დედაქალაქში პარკირების ადმინისტრირების საკითხს მუნიციპალურ კომპანიას გადასცემს და კონტრაქტი გაუქმდება, ამოქმედდება პროცედურები, რომელიც `სითი პარკისთვის~ გარკვეულ კომპენსაციას ითვალისწინებს. `საჭიროების შემთხვევაში კომპანია საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოსაც მიმართავს, თუმცა ჯერჯერობით ამის საჭიროება არ არის~, _ აღნიშნა ჯაფარიძემ.ჯაფარიძემ საუბრისას ვერ დააკონკრეტა, თუ რა ოდენობის კომპენსაციაზე შეიძლება იყოს საუბარი. იგი აცხადებს, რომ ეს მომავალში გაირკვევა.კომპანია `სითი პარკისთვის~ პარკირების ადმინისტრირების ჩამორთმევის შესახებ მერმა გიგი უგულავამ გუშინ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. უგულავამ აღნიშნა, რომ ამ მიზნით ახალი მუნიციპალური კომპნია შეიქმნება. 1 ოქტომბრიდან კი თბილისში წლის განმავლობაში ავტომობილის პარკირებისთვის 25 ლარიანი ბარათები ამოქმედდება.დედაქალაქში პარკირების ადმინისტრირება კომპანია `სითი პარკს~ ორი წლის წინ ტენდერში გამარჯვების შედეგად დაეკისრა. პირობების თანახმად, პარკირებიდან შემოსული თანხების 60% დედაქალაქის ბიუჯეტში უნდა შევიდეს, დანარჩენი კი კომპანიის საკუთრებაა. მიმდინარე წლის 20 აგვისტოდან პარკირების ახალი ტარიფები ამოქმედდა, რომელმაც საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია. დედაქალაქი პარკირების თვალსაზრისით სამ ზონად არის დაყოფილი. კერძოდ, 20 თეთრიან, 50 თეთრიან და 1 ლარინ სატარიფო ზონებად. პარკირების ადგილებში ავტომობილის დგომის შემთხვევაში მფლობელმა საათში ზონების მიხედვით შესაბამისი თანხა უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, არსებობს ჯარიმები ავტომობილის პარკირების წესების დარღვევის შემთხვევაშიც. მოკლედ გიგიკო რასაც უნდა იმას შვება. ჯერ ახალი ტარიფები დაუწესა დაუკითხავად. მერე ადმინისტრირებაც ისე ჩამოართვა ასევე არც უკითხია. მოკლედ ნაცმოძრაობის ჩვეულებრივი სამართალია.ისე ბიზნესის თავისუფლების მიხედვიტ ხომ ვართ მოწინავენი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted September 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 23, 2009 ძუკუ ისე ბიზნესის თავისუფლების მიხედვიტ ხომ ვართ მოწინავენი.გააჩნია რა პირობები წაუყენეს თავიდან ფირმებს, რომლებსაც უნდა შეექმნათ პარკინგის სისტემა. თუ ვერ დააკმაყოფილა ამ ფირმამ ის პირობები, რისი ვალდებულებაც კონტრაქტით ჰქონდა, ქალაქის მმართველობას სრული უფლება აქვს გაუუქმოს კონტრაქტი. ფირმასაც სრული უფლება აქვს სასამართლოში იჩივლოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted September 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 23, 2009 ეს კარგი იდეაა. ისე ეგ ჯარიმები მანქანის კუბატურის და გამოშვების თარიღის მიხედვით რომ იყოს, უფრო კარგი იქნება. შეძლებული კაცისთვის, ახალი ჯიპით რომ დადის, ეგ 10 ლარი არაფერია.გეტანხმები, აი როგორც ავტორეცხვაშია-სტანდართს სხვა ფასი აქვს ჯიპს სხვა, ასევე პარკირების ჯარიმებისას უნდა იყოს დიფერენცირება.სტაიანშჩიკები კი სერიოზული პრობლემაა.გეტანხმები ჩვენს უბანში ალკოგოლიკების სერიოზული "ბანდაა" სადღაც გაზაფხულიდან ამ ხალხმა გაჩითა სტაიანშიკის ჟილეტი და ზოლებიანი ჯოხი, რიგრიგობით აბირჟავებენ სახლის წინ სადაც მტელი უბანი მარკეტში დავდივართ, მიდი და ნუ გადაუხდი-გავწამდით ხალხი:eshmak: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gio-100 Posted September 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 23, 2009 `საჭიროების შემთხვევაში კომპანია საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოსაც მიმართავს, თუმცა ჯერჯერობით ამის საჭიროება არ არის~, აუ, ტიპები აშკარად ვერ არიან სრულ ჭკუაზე... საქარველოს "დამოუკიდებელ სასამართლოში" აპირებენ სარჩელის შეტანასსახელმწიფოს წინააღმდეგ და პროცესის მოგების იმედი აქვთ. :eshmak: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted September 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 23, 2009 Gio-100 აუ, ტიპები აშკარად ვერ არიან სრულ ჭკუაზე... საქარველოს "დამოუკიდებელ სასამართლოში" აპირებენ სარჩელის შეტანასსახელმწიფოს წინააღმდეგ და პროცესის მოგების იმედი აქვთ.სტრასბურგში შეიტანენ მერე თუ მოგების იმედი აქვთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted September 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 23, 2009 Saturn გააჩნია რა პირობები წაუყენეს თავიდან ფირმებს, რომლებსაც უნდა შეექმნათ პარკინგის სისტემა. თუ ვერ დააკმაყოფილა ამ ფირმამ ის პირობები, რისი ვალდებულებაც კონტრაქტით ჰქონდა, ქალაქის მმართველობას სრული უფლება აქვს გაუუქმოს კონტრაქტი. ფირმასაც სრული უფლება აქვს სასამართლოში იჩივლოს.იყო ტენდერი, რომელიც მოიგო ფირმამ.სხვათა შორის ის ფასები რომელიც არავის არ მოწონდა ტენდერში იყო ჩადებული. ამის შემდეგ გაუფორმეს კონტრაქტი. არსად მერიას(გიგის) არ უთქვია რომ სითიპარკი პირობებს ვერ ასრულებს. ამის შემდეგ ახალი პირობები წაუყენეს და განაცხადეს თუ ამ პირობებს დააკმაყოფილებს გააგრძელოსო მუშაობა. ასევე არ უკითხავთ თანახმაა თუ არა ახალ პირობებზე და ეგრევე მერიამ გადაიბარა ბიზნესი.არ გამომიყვანეს სითიპარკის დამცველი.კინჩხიც უტეხია.ყაჩაღურად არ უნდა ემოქმედათ.თუმცა ეს გიგიკოს არანაირად არ ამართლებს.ბოლშევიკები არიან თქვენს მიერ მოწონებული ხელისუფლება და ასეთივე მეთოდებით მოქმედებენ. თქვენ ალბათ არ გემახსოვრებათ, მაგრამ უფროსებს უნდა ახსოვდეთ: გიგი ნორჩ ლენინელის სამკერდე ნიშანზე რონ პატარა თმახუჭუჭა ლენინი იყო გამოსახული, იმას არ გავს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted September 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 23, 2009 ძუკუ თქვენს მიერ მოწონებული ხელისუფლებამე ხელისუფლება არ მომწონს. უბრალოდ არსებულ რეალობაში სხვა ალტერნატივას ვამჯობინებ. თქვენ ალბათ არ გემახსოვრებათ, მაგრამ უფროსებს უნდა ახსოვდეთ: გიგი ნორჩ ლენინელის სამკერდე ნიშანზე რონ პატარა თმახუჭუჭა ლენინი იყო გამოსახული, იმას არ გავს?უფროსი ვარ მეც მახსოვს ეგ მაგრამ ეგ პატარა ბიჭი იყო და გიგი დიდი ბიჭია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted September 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 23, 2009 Saturn უფროსი ვარ მეც მახსოვს ეგ მაგრამ ეგ პატარა ბიჭი იყო და გიგი დიდი ბიჭია მახსიმუმი 40-ს იქნებით.გიგის ბავშვობის სურათი რომ გვაშოვნინა, ეგეთი იქნებოდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gio-100 Posted September 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 24, 2009 Saturn მახსიმუმი 40-ს იქნებით.გიგის ბავშვობის სურათი რომ გვაშოვნინა, ეგეთი იქნებოდა. "ვოტ ვამ სურათი"... http://s41.radikal.ru/i093/0909/78/5ae5add93897.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted September 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 24, 2009 ანუ ეხლა პირველ ოქტომბრამდე სადმე თუ გავაჩერე მანქანა სითიპარკის სტიკერის ძებნაში არ უნდა გადავიტყავო თვალები? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vitaminC Posted September 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 24, 2009 maliari ანუ ეხლა პირველ ოქტომბრამდე სადმე თუ გავაჩერე მანქანა სითიპარკის სტიკერის ძებნაში არ უნდა გადავიტყავო თვალები?რთულიკითხვაა.გუშინ ორჯერ დავინახე, საჯარიმოზე როგორ გადაყავდათ მანქანები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted September 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 24, 2009 vitaminC ვააა სითი პარკის ბიჭებს?მომიწევს ისევ ზაკაულკებში და ეზოებში მანქანის შეჩურთვა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
სანდროია Posted September 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 24, 2009 ანუ ეხლა პირველ ოქტომბრამდე სადმე თუ გავაჩერე მანქანა სითიპარკის სტიკერის ძებნაში არ უნდა გადავიტყავო თვალები?ეგ კი არა 10 ლარიანი ჯარიმა მაქვს გადასახდელი და ვფიქრობ გადავიხადო თუ არა, ფორუმ.გე-ზე ორ თემაში ვიკითხე და არავინ მიპასუხა, ეჰ ალბატ გადავიხდი ტორემ მერე 150 ლარიანს რა გადაიხდის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.