Jump to content
Planeta.Ge

გუანტანამოს ტყვეები, შესაძლოა, საქართველომაც მიიღოს


Recommended Posts

ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2009

 

ხელისუფლება გუანტანამოს ტუსაღების მიღებაზე მოლაპარაკებებს ჩუმად აწარმოებს?!

 

“ოფიციალური თბილისი “რბილად” უარყოფს, თითქოს საქართველომ გამოთქვა მზადყოფნა, გუანტანამოს სკანდალური ციხის პატიმრების ნაწილი მიიღოს. საგარეო უწყება ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არა აქვთ. პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე კი პრინციპში არ გამორიცხავს, გარკვეული კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით მართლაც გამართულიყო. გუანტანამოს ციხის პატიმრების საქართველოში გადმოყვანაზე ინფორმაცია ამერიკულმა “ვაშინგტონ პოსტმა” გაავრცელა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ საკითხზე საქართველოს ოფიციალური პირებთან მოლაპარაკებებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დენიელ ფრიდი აწარმოებდა, რომელსაც სწორედ გუანტანამოს ციხის პატიმრების “დაბინავება” აქვს დავალებული ობამას ადმინისტრაციისგან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ხელისუფლება გუანტანამოს ტუსაღების მიღებაზე მოლაპარაკებებს ჩუმად აწარმოებს.

“ამ კუთხით ამერიკელებს გარკვეული პროგრესისთვისაც მიუღწევიათ. რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ევროპული სახელმწიფოები - დიდი ბრიტანეთი, იტალია, ესპანეთი, და ა.შ. მზად არიან პატიმრები მიიღონ. “ვაშინგტონი პოსტი” წერს, რომ ერთ ქართველ ჩინოვნიკს ფრიდთან უხუმრია კიდეც - თუ საქართველოში ამერიკულ სამხედრო ბაზას გახსნით, მზად ვართ ყველა ტუსაღი მივიღოთო. რაც შეეხება ისლამურ სამყაროს, იქ გუანტანამოს საპყრობილე, აბი ღრაიბის ერაყულ ციხესთან ერთად, ანტიისლამურობის მთავარი სიმბოლოა. ოფიციალური თბილისი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ქართული მხარე გუანტანამოს ციხის პატიმრების მიღებას აპირებს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ნალბანდიანის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია მან მხოლოდ პრესიდან შეიტყო. ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი კი ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ვაშინგტონ პოსტი” არაა ყვითელი გამოცემა და რასაც ბეჭდავს, ამის რაღაც საფუძველი აქვს. რა დონეზეა მოლაპარაკება, ამას ვერ გეტყვით, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ კონსულტაციები იყო. თუკი ასეთი რამ ფორმალურად დადგება, ბუნებრივია, დაცული უნდა იქნას როგორც საერთაშორისო სამართლის, ისე ეროვნული საკანონმდებლო წესები და პროცედურები. ეს ყველაფერი საჯაროდ იქნება ცნობილი. რაც შეეხება პოლიტიკურ და სტრატეგიულ მხარეს, მთავარი ჩვენთვის არის ძალიან მჭიდრო, ურთიერთხელსაყრელი პარტნიორობა აშშ-სთან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარი გარანტი საქართველოს დამოუკიდებლობისა, რომელსაც ემუქრება რუსეთი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით დარჩიაშვილი.

“ეს ყველაფერი შეიცავს საფრთხეს და ზრდის რისკებს. ცხადია, იქ სადაც არის მსგავსი ტიპის დაწესებულება, საჭიროა შესაბამისი უსაფრთხოების ზომების გატარება. ასევე ადვილი შესაძლებელია ჩვენი ქვეყანა ტერორისტული აქტების სამიზნე გახდეს. ჩვენი ქვეყნისთვის ამერიკის მხარდაჭერა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ხშირ შემთხვევაში გვიწევს გარკვეულ საკითხებზე თანხმობა ისე, რომ არც კი ვფიქრობთ რამე საპასუხო სარგებელზე. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო, დარწმუნებული ვარ, რომ ახლოსაა რეალობასთან. არაა გამორიცხული, რომ მართლაც ასეთი საპატიმრო განთავსდეს საქართველოში. ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილმა ისე მიიღო, რომ საქმის კურსში არ ჩააყენა მთავრობის წევრები”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი.

“არ მჯერა, რომ აშშ-ში სერიოზულად განიხილებოდეს გუანტანამოს ტყვეების გადმოცემის საკითხი. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მორიგი შეთავაზება, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით არაფერს მოგვცემს. შეიძლება შიშკინი გავარჯიშდეს ცოტა - საერთაშორისო ტერორისტები რომ ეყოლება პატიმრად, უფრო მობილიზებული იქნება. სხვა მხრივ პოლიტიკურად ან უსაფრთხოების თვალსაზრისით ეს ხალხი რა ოხრობად გვჭირდება საქართველოში, ვერ გამიგია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სამხედრო ექსპერტი კახა კაციტაძე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 30
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...