ლ ი ც ი Posted August 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2009 (edited) http://pic.ipicture.ru/uploads/090822/OUTc3CyEtS.jpg გუანტანამოს ტყვეები, შესაძლოა, საქართველომაც მიიღოს გუანტანამოს ტყვეები, შესაძლოა, საქართველომაც მიიღოს. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია რუსთავი 2 ამერიკულ გაზეთ "ვაშინგტონ პოსტზე" დაყრდნობით ავრცელებს. ლიცემერი: "ძაღლი შინ არ ვარგოდა და გარე გარე გარბოდაო" -ჩვენზეა ნათქვამი Edited August 22, 2009 by licemer Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vitaminC Posted August 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2009 არის ჩვენს ციხეებში ადგილი მაგათთვის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 22, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2009 (edited) გუანტანამოს ტყვეები, შესაძლოა, საქართველომაც მიიღოს. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2~ ამერკულ გაზეთ ~ვაშინგტონ პოსტზე~ დაყრდნობით ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სტატიის ავტორი ბარაკ ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ვაშინგტონმა თბილისთან პოზიტიური მოლაპარაკებები გამართა. “საქართველოში დახმარების მზადყოფნა უკვე გამოთქვეს. ინტერვიუს დროს ქართველი მაღალჩინოსნები ხუმრობდნენ კიდეც, რომ თბილისი მზად არის გუანტანამოს ყველა ტყვე მიიღოს, თუ შეერთებული შტატები საქართველოში სამხედრო ბაზას განათავსებს~, - ნათქვამია სტატიაში. ცნობილია, რომ ევროკავშირის ექვსმა წევრმა ქვეყანამ - ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ირლანდიამ, იტალიამ, პორტუგალიამ და ესპანეთმა ტყვეების მიღებაზე თანხმობა განაცხადეს.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Edited August 22, 2009 by licemer Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kote-1962 Posted August 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2009 ყველამ თავის ტყვეებს მიხედოს,რა.....ამ ,,ვისკაჩკამ"ხო მოდღნა ტვინი უკვე.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 22, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2009 (edited) არის ჩვენს ციხეებში ადგილი მაგათთვის? ცალკე "ბაითს" აუშენებენ...vitaminC Edited August 22, 2009 by licemer Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted August 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2009 გუანტანამოს ტყვეები, შესაძლოა, საქართველომაც მიიღოს ამან შეიძლება მუსლიმანურ ქვეყნებ ში მყოფ ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს საფრთხე შეუქმნას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 22, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2009 ამან შეიძლება მუსლიმანურ ქვეყნებ ში მყოფ ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს საფრთხე შეუქმნას.მაღალი ალბათობით...Grig , მაგრამ ჩვენი ბედოვლათები ამდენს ვერ ხარშავენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2009 (edited) http://pic.ipicture.ru/uploads/090822/OUTc3CyEtS.jpg გუანტანამოს ტყვეები, შესაძლოა, საქართველომაც მიიღოსგუანტანამოს ტყვეები, შესაძლოა, საქართველომაც მიიღოს. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია რუსთავი 2 ამერიკულ გაზეთ "ვაშინგტონ პოსტზე" დაყრდნობით ავრცელებს. ლიცემერი: "ძაღლი შინ არ ვარგოდა და გარე გარე გარბოდაო" -ჩვენზეა ნათქვამი მეტროში ბომბის აფეთქებით მივუახლოვდებით დასავლეთს. "ისე უნდა დავიტანჯო როგორც ჩემი ამერიკელი ძმები იტანჯებიან" Edited August 22, 2009 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted August 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2009 ჩვენი ბედოვლათები ამდენს ვერ ხარშავენ საქმე იმ აშია, რომ მუსლიმები აზროვნებენ არა რაციონალურად, არამედ ემოცი(ონალ)ურად - მათთვის გუანტანამო უფრო დიდი ტრაგედიაა, ვიდრე დაბომბვების შედეგად დაღუპული ასეულობით ბავშვი, როგორც მაგალითად ღაზაში მოხდა ახლახან. სამწუხაროდ, ქართველებსაც ასე გვაქვს მოწყობილი ტვინი, მათ შორის ამ ფორუმის ბევრ ღრმადპატივცემულ უზერს (ჩემ თავსაც არ გამოვრიცხავ). მაგალითად კი გვერდით თემას მოვიყვანდი ჩრ. კავკასიაზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 22, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2009 ამან შეიძლება მუსლიმანურ ქვეყნებ ში მყოფ ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს საფრთხე შეუქმნას.Grig ირაკლი სესიაშვილი - გუანტანამოს ტყვეების მიღებამ, შესაძლოა, საქართველოში ტერორიზმის საფრთხე გაზარდოს Font size: უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის ირაკლი სესიაშვილის აზრით, გუანტანამოს ტყვეების მიღებამ, შესაძლოა, საქართველოში ტერორიზმის საფრთხე გაზარდოს. როგორც “ინტერპრესნიუსს~ სესიაშვილმა განუცხადა, ამერიკის შეერთებულ შატატებისთვის გუანტანამოს ტყვეების კავკასიაში განთავსების საკითხი პოლიტიკური თემაა. “თუ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსებსა და აშშ-ს ადმინისტრაციას შორის მართლაც მიმდინარეობს მოლაპარაკება გუანტანამოს ტყვეთა საქართველოში განთავსების შესახებ, გამოდის, რომ აშშ-სთვის ეს პოლიტიკურად მომგებიანი საკითხია. საქართველოს აშშ-სთან პარტნიორული ურთიერთობა ბევრს ავალებს და შესაძლოა, ეს საკითხიც ერთ-ერთი მათგანი იყოს~, - აღნიშნა სესიაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოში ტყვეთა განთავსების საკითხი მხოლოდ სამთავრობო დონეზე არ უნდა გადაწყდეს, ამაში უნდა ჩაერთონ ექსპერტებიც, შეფასდეს ყველა შესაძლო შედეგი, რომელიც ამგვარ გადაწყვეტილებას მოყვება. “საქართველოში არც ახლა არის სახარბიელო ვითარება უსაფრთხოების მხრივ და ასეთი ბანაკის განთავსების შემთხვევაში კიდევ უფრო რთული ვითარება შეიქმნება. მოგეხსენებათ, რომ ქვეყანა, სადაც მსგავსი ბანაკი არსებობს, ტერორისტების სამიზნეა”, - განაცხადა სესიაშვილმა. ექსპერტის აზრით, თუკი გუანტანომს ტყვეთა ნაწილს მართლაც ჩამოიყვანენ საქართველოში, ეს ნიშნავს, რომ მათთვის საგანგებოდ უნდა აშენედს მაღალი უსაფრთხოების მქონე იზოლირებული დაწესებულება. გარდა ამისა, ასეთი ბანაკის განთავსებისთვის აშშ-ს საქართველოსთვის სოლიდური თანხის გადახდაც მოუწევს. გუანტანამოს ტყვეების საქართველოში განთავსების შესაძლებლობის შესახებ ამერკულ გაზეთი “ვაშინგტონ პოსტი~ წერს. სტატიის ავტორი ბარაკ ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ვაშინგტონმა თბილისთან პოზიტიური მოლაპარაკებები გამართა. “საქართველოში დახმარების მზადყოფნა უკვე გამოთქვეს. ინტერვიუს დროს ქართველი მაღალჩინოსნები ხუმრობდნენ კიდეც, რომ თბილისი მზად არის გუანტანამოს ყველა ტყვე მიიღოს, თუ შეერთებული შტატები საქართველოში სამხედრო ბაზას განათავსებს~, - ნათქვამია სტატიაში. ცნობილია, რომ ევროკავშირის ექვსმა წევრმა ქვეყანამ - ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ირლანდიამ, იტალიამ, პორტუგალიამ და ესპანეთმა ტყვეების მიღებაზე თანხმობა განაცხადეს. გუანტანამოს ბანაკი კუბაზე ოფიციალურად 2001-2002 წლებიდან არსებობს. ამერიკული დოკუმენტების თანახმად, ეს არის “ინტერნირებულთა ბანაკი~, ანუ სპეციალური ციხე იმ პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობდნენ ტერორისტულ აქტებში ან ტერორისტული სამიანობის ხეშეწყობაში ედებათ ბრალი. ექვსი წლის განმავლობაში ბანაკში 800 ადამიანი მოხვდა. “განასაკუთრებულად საშიში დამნაშავეების~ ე.წ. ჩAI-ის საიდუმლო ციხეებში არსებობის შესახებ აშშ-ს ექს-პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 2006 წლის 6 სექტემებერს აღიარა. გუანტანამოს ბანაკის არსებობისა და მსჯავრდებულთა მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ ამერიკული და ევროპული პრესა 4 წელია, წერს. აშშ-ს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ წინასააწრჩევნო დაპირებაში ერთ-ერთ ძირითად პუნქტად სწორედ გუანატანამოს ბანაკის დაშლა გამოაცხადა.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted August 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2009 გუანტანამოს ტყვეები, შესაძლოა, საქართველომაც მიიღოს ჰოო, ამას ჩვენი ჩეჩენ-ვეჩენი "ძმები" რომ გაიგებენ, საქართველოს მიმართ მათი სიმპათიები ერთი ათად გაიზრდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 22, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2009 ყველამ თავის ტყვეებს მიხედოსმამიდას პონტში, არა kote-1962 ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted August 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2009 babuagiorgi "ისე უნდა დავიტანჯო როგორც ჩემი ამერიკელი ძმები იტანჯებიან"ძალიან მაგარია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gegius Posted August 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2009 ამოვიდა ყელში ეს საცობის როლში ყოფნა.. მთელი არსებით რომ ვცდილობთ შევრჭოთ დასავლეთს და ვაზელინის დოზა არ გვყოფნის. სიტვები არ მყოფნის იმ ზიზღის გადმოსაცემად რასაც რეალურად ვგრძნობ ამ ყველაფრის მიმართ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 22, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2009 http://pic.ipicture.ru/uploads/090822/3VG1kI10gL.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.