Jump to content
Planeta.Ge

ელიტ ელექტრონიქსი დაიხურა!!!


Recommended Posts

მაგათ ყვირილი ატეხეს, თორემ პატარ-პატარა მაღაზიები ბევრია სკოჩებით ალუქული საგადასახადოს მიერ.

დღეს ვნახე, სათვალეების მაღაზია "საფილო" , ასევე ოქროულის მაღაზიათა ქსელი "კრისტალი" , "რომა". და ა.შ.

მაინც, რა ეტაკათ, ამ შუა კრიზისში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 65
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ელიტ ელექტრონიქსი დაიხურა!!!

 

უFFF :cry::

 

1. ჯერ ერთი მაგ კომპანიის "კრიშა" ბადრი ბიწაძე იყო და რა გასაკვირია :cry:: გასაკვირი ის არის ზოგიერთი ძალად ტვინდახშული რო არ იმჩნევს ქვეყანაში ბოლო რამდენიმეწელია უმძლავრესმა კლანურმა მაფიამ რომ გაიდგა ფესვები, თან ისეთმა შევარდნაძისდროინდელს ვერც შევადრი...

ედიკას დროს ბიზნესში არსებობდა:

- ნუგზარ შევარდნაძის და ახვლედიანების (შევარდნაძის მძახლები) კლანი, კაროჩე შევარდნაძის ოჯახის რა...რომლებიც ნავთობის და სპირტის ბიზნესს აკონტროლებდნენ.

- აჭარაში აბაშიძის კლანი

- ქვემო ქართლში მამალაძის კლანი

 

ასევე რკინიგზა: კაკო ჩხაიძე

თბილისში მიმდინარე მშენებლობები: ვანო ზოდელავა

 

დანარჩენებს კლანს ვერ დაარქმევდი, მეტ-ნაკლებად კონკურენტუნარიანი გარემო იყო, უბრალოდ ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს თუ ქონდათ სიტყვასზე წელიწადში 200-300 ათასი, დანარჩენებს ამის მაქსიმუმ ნახევარი.

 

ეხლა სულ სათითაოდ აქვთ დაყოფილი:

თითო ბოლშევიკი თითო ბიზნესს აზის და აბა ვინმემ გაბედოს და იგივე ბიზნესი აწარმოოს. პირველივე მსვილ პროექტზე პიზდეცი აქვს. იდეალურ შემთხვევაში ნაშოვნ ფულს წაართმევენ.

 

2. რაც ქოქოლაძეებს (ელიტ-ელექტრონიკსის მეპატრონეები) მაყუთი აწერეს სათითაოდ ყველა არჩევნებზე, აქამდეც უნდა დახურულიყვნენ...აუ, რაჭაში არი საუკუნის პრიკოლი:

ამბროლაურის ცენტრში, ზუსტად იმ სახლის პირდაპირ სადაც მე ჩავდივარ ხოლმე დასასვენებლად, დიდი, ორსართულიანი, დაახლოებიტ ვაგზალზე რომ დგას იმხელა მაღაზია გახსნეს ელიტ-ელექტრონიკსის, სპეციალურად მიშას საარჩევნო კამპანიისთვის, რამდენიმე კვირაში ააშენეს. ჩავიდა მიშა, გაჭრა წითელი ლენტი, ნახე ცხოვრება როგორ მიდის წინო, რა მაგარი ვარო ბაზრობს...აქო ხალხი დასაქმდებაო, თანაცო ბიზნესში ხო ეგრეაო, სადაც მოთხოვნაა, იქ შენდება მაღაზიაო, ე.ი. რადგან ელიტ-ელექტრონიკსმა აქ ააშენა ამხელა მაღაზია, იასნია მოთხოვნა გაჩნდა აქო, ზნაჩიტ აქ ხალხს ფული გაუჩნდაო, არადა მახსოვს რაჭა ერთერთი ყველაზე გაჭირვებული რაიონი იყოოო...იდგა ის მეორე მსოფლიო ომისდროინდელი, ასორმცდრვა ადგილას დაკემსილ, დალაქავებული შარვლებში გამოწყობილი საცოდავი ხალხი და გამო###########ვებული უსმენდა, შიგა აქვს ამასო...წავიდა თუ არა მეორე დღეს რო დაკეტეს, იმის მერე სქელი მტვერი ადევს იმ ვიტრინებს... :)

 

3. თვითონ კომპანიის მენეჯმენტი იყო ნამეტანი სირული, დუბაიდან ჩამოტანილ ბანძ, იაფიან ტავარს მამასისხლად ყიდდნენ, გოიმის მეტი მანდ არავინ იყიდიდა არაფერს. 50-100%-ით ძვირი ღირდა ყველაფერი, დაწყებული მობილური ტელეფონით და დამთავრებული ტელევიზორ-მაცივრით. პროსტო, სანამ ბადრი გრიმიტობდა, ტონა კრედიტები დაახიეს ბანკებს (არ მიცემდნენ და ამაზე ადრე იმათ დაკეტავდნენ) + სახელმწიფო კორპორატიული ზაკაზები და...

 

 

ეეეჰ, დაუნახავებს მოვუტყან "აბა, გრეჩიხა ჯობია?!" ჭკუა, თორე ხელისგულზე დევს ყველაფერი... :cry:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგი, მანდ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ აი, წვრილ-წვრილებს რატომ ერჩიან და აკოტრებენ, ეს არ მესმის.

კაი, ერთხელ წაართმევ რაღაც თანხას, მარა არ ჯობია, იარსებოს და ყოველთვიურად იხადოს?

კაი, ის წავა, მის ადგილს სხვა დაიკავებს, მაგრამ ეს ხომ გადამხდელის რაოდენობას არ გაზრდის.

ვერ გავიგე, ვერა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

vitaminC

ასევე ოქროულის მაღაზიათა ქსელი "კრისტალი" ,

 

 

სად მდებარეობდა ეს მაღაზიები? ჩემი ცოლის ბიძაშვილს აქვს ეგ ბიზნესი და პროსტა სახელი არ ვიცი მაღაზიების.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ერთი პეკინზეა, ერთი ჭავჭავაძეზე ვაკეში, სხვა ფილიალებიც აქვს მგონი. ეს ორივე დალუქულია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

vitaminC

 

რა ვერ გაიგე, კაცო?

- უმარტივესი პრინციპია:

სანამ ჩემიანია, პაჟალსტა და როცა აღარ იქნება ნა ხუი...

თავიდანვე ასე იყო, ვიღაც გამო###########ვებული სოფლელები შეიკრიბებოდნენ სახლში:

 

-გოგო, ნუგზარი (თავის დის ქმარზე ამბობს) დანიშნეს დედის აიპოდში დეპარტამენტის უფროსად, გავაკეთოთ ეხლა რამე ბიზნესი.

-რისი ბიზნესი?

-რა ვიცი, გოგო, მოვიფიქროთ რამე.

-უი, გოგო მიშიკო დადის, ნაზის ძმა, დუბაიში, რაცხა მობილურები და ჩიპები ჩამოაქ, გავყვეთ ჩვენც, ჩამოვიტანოთ სათვალეები, დუხები ან რამე და გავხსნათ მაღაზია.

 

წავიდოდა მერე ეს ჩემისა ეტყოდა თავის ნუგზარის. ნუგზარის გაუსწორდებოდა, მივიდოდა თავის მინისტრთან ან იმის მოადგილესთან (რომელსაც დანიშვნიდან ერთ თვეში ბავშვი მოანათვლინა), ერთი გადარეკვით დააწერდნენ რომელიმე ბანკს კრედიტს, დაითრევდნენ პეკინზე მაღაზიას, დიზაინერებს გაარემონტებინებდნენ, ჩამოათრევდნენ ხარახურას, მანათობელ აბრას აარტყამდნენ და ეგ იყო.

 

მერე ან ნუგზარა მოიხსნებოდა ან ის მინისტრი და ამ უმარკეტინგო, უმენეჯმენტო, ღორულ (თვითღირებულებას + მინიმუმ 500%) ბიზნესს დედა მოეხნებოდა, ბანკს კრედიტს ვერარ მიცემდა, ბანკი არჩევნებში ბოლშევიკებს ფულს და ამოარტყამენ ამ ნუგზარას და თავის ცოლს უკანალში პანღურს, მაღაზიასაც დაუხურავენ და რაც ჭამეს და ჯერ არ მოუნელებიათ უკან ამოაღებინებენ. სანამ ზემოთ ფული მიდის, მაღაზია ღიაა. :)

Edited by analgin
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ეეეჰ, დაუნახავებს მოვუტყან "აბა, გრეჩიხა ჯობია?!" ჭკუა, თორე ხელისგულზე დევს ყველაფერი...

ეგ ყველაფერი კარგი, ვთქვათ არის სიმართლის მარცვალი მაგაში რასაც ამბობ, მაგრამ გრეჩიხა, ბოსელია, წვერებიანი ორგანო და ა.შ. რომ გადაინაწილებდნენ იმ ბიზნესებს, მაგით რა შეიცვლებოდა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რადიო ``კომერსანტი``, FM 95,5

 

საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელ “ელიტ ელექტრონიქსის” თანამშრომლები კომპანიის ხელმძღვანელობასა და ხელისუფლებას სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვენ. როგორც თანამშრომლების მიერ გავრცელებულ დღევანდელ მიმართვაშია აღნიშნული, მაღაზიათა ქსელი უკვე 5 დღეა დახურულია და იქ დასაქმებულები ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

 

თანამშრომლების განცხადებით, მათ აქვთ სესხები და საკრედიტო ბარათები, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ბევრი მათგანი საცხოვრებელი ბინისა და სიცოცხლისთვის აუცილებელი სხვა პირობების გარეშე დარჩეს.

 

“დღეს მნიშვნელოვანია თითოეული სამუშაო ადგილი, ახლა კი 2000-ზე მეტი ადამიანი ვრჩებით უმუშევარი. როგორც ხელისუფლებას, ასევე, კომპანიის ხელმძღვანელობას გთხოვთ, დაგვეხმაროთ სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში“,-აღნიშნავენ თანამშრომლები.

 

მათივე თქმით, ყოველ დღე 13-დან 17 საათამდე, სამუშაო ადგილების შენარჩუნების მოთხოვნით კომპანიის სათავო ოფისთან შეიკრიბებიან.

 

 

http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...10758&ct=17

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ხოდა იმისათვის რომ არ გადანაწილდნენ არც ერთი მხარე. საჭიროა კონტროლის მექნიზმები.

როგორც.

დამოუკიდებელი სასამართლო. მასმედია. ზლიერი და მრავალფეროვანი პარლამენტი...

აბა ეხლა შენს მინისტრს კითხე უნდა ეგ ყველაფერი?

მერე გაკვირვებული თVალებით ნუ იყურებით ბოსელი რატომ გამოგვდის ქვეყნის მაგივრადო.

 

საუკუნეზე მეტია დაიწერა ნორმალური, წესიერი, განვითარებული ქვეყნის მშენებლობის მოდელი.

სადაც ეს მოდელი მიიღეს ის ქვეყნები აყვავდა.

პინოჩეტები, ბელადები, ერის მხსნელები და ასე შემდეგ იმ მოდელში არ წერიან. და არც გამოსვლიათ არასოდეს ნორმალური ქვეყნის აშენება.

 

მაგრამ ეს ყველაფერი თქვენც გადასარევად იცით. უბრალოდ, თქვენი ზღაპრების წიგნი დაძველდა.

ხოდა თქვით რა პირდაპირ. დიახ. ჯიგრულად ვცხოვრობთ და გვკიდია ეს ქვეყანაც და ყველაფერიც. სანამ ვართ ვიქნებით. თუ ტრაკი გაქვთ ჩამოგვაგდეთო.

მერე გამოჩნდება ვიღაც ტრაკიანი. ჩამოგაგდებთ. ამოგალპობთ ციხეებში და თვითონ იგივეს გააკეთებს. და ვიტრიალებთ წრეზე ამ დალოცვილ ქვეყანაში... სანამ არ მოვა ვინმე, დაგვაჩოქებს და გვეტყვის: თქვენ შვილო არც ქვეყნის ამშენებლები ხართ და არც ღირსებიო. და თუ არ ვეთანხმებოდე კიდევ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

ხოდა თქვით რა პირდაპირ. დიახ. ჯიგრულად ვცხოვრობთ და გვკიდია ეს ქვეყანაც და ყველაფერიც. სანამ ვართ ვიქნებით. თუ ტრაკი გაქვთ ჩამოგვაგდეთო.

მერე გამოჩნდება ვიღაც ტრაკიანი. ჩამოგაგდებთ. ამოგალპობთ ციხეებში და თვითონ იგივეს გააკეთებს

ამას თუ კონკრეტულად მე მეუბნები, იგივე შეკითხვას დაგისვამ, რაც ანალგინს დავუსვი: ხო არ გძმარავს? და თუ მე არ მეუბნები, მეორე პირში ნუ ლაპარაკობ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

შენც გეუბნები მათ შორის.

და რა იყო რო?

ის იყო, რომ მე გაცილებით ნაკლებად "ჯიგრულად" ვცხოვრობ, ვიდრე ჩემი კომპეტენციის კაცი უნდა ცხოვრობდეს. არ მაქვს პოლიტიკური თანამდებობა, შესაბამისად ჩემთან რა პრეტენზიები გაქვს არ მესმის. არც ქვეყანა დამიკიდებია არასდროს და არც კანონებს ვარღვევ. შენი დასამადლებელი არაფერი მაქვს და მით უმეტეს ციხეში ამოლპობით რომ მემუქრები, ეგ საერთოდ მიუღებელია.

 

საუკუნეზე მეტია დაიწერა ნორმალური, წესიერი, განვითარებული ქვეყნის მშენებლობის მოდელი.

სადაც ეს მოდელი მიიღეს ის ქვეყნები აყვავდა.

ამ დაწერილი მოდელის ცხოვრებაში სრულად ამუშავებისათვის რამდენი ხანი დასჭირდათ იმ ქვეყნებს? და მათგან რომელში იყო მოსახლეობის დიდი ნაწილი საშუალო სტატისტიკური ქართველის მენტალობის მატარებელი?

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ესეიგი ვერ გაგიგია რაც ვთქვი. არც გამადლი, და არც გემუქრები. კარგად წაიკითხე რასაც ვწერ და იქნებ მიხვდე.

ის რომ იმაზე უარესად ხარ ვიდრე უნდა იყო... ეგ შენი პრობლემაა. წამოდი და უფრო ნორმალური სამსახური ნახე. თუმცა ეგ შენი საქმეა.

დამადლებით მე რა უნდა დაგამადლო... შენი მინისტრი მე არ ვარ და მე არ მიმიღიხარ სამსახურში. ჩემი გადახდილი გადასახადი რომ მაგრად ფკიდია ეგ კი ვიცი :)))

მუქარას რაც შეეხება კიდევ.... მუქარა კი არ იყო მანდ, ის რეალური სიტუაცია იყო რაც შეიქმნება ასეთი მართვის შედეგად. და დამერწმუნე საერთოდ არ მიხარია მე ეს. უდანაშაულობას რაც შეეხება... სწორედ მაგას ვამბობდი. თქვენმა სამინისტრომ ძალიან კარგად აითვისა პოლიტიკური შეხედულებებისთვის, უდანაშაულო ადამიანების დასჯის მეთოდიკა. ხოდა... მოვა სხვა... კი ხარ ( დავუშვათ ) უდანაშაულო მაგრამ ხარ საწინააღმდეგო ბანაკის წევრი... მოკლედ მიმიხვდი იმედია რასაც ვამბობ...

ხოდა... ამაზე პროტესტის გრძნობა მე არ მინახია არცერთი, ვიმეორებ არცერთი პოლიციელისაგან... აწი რა პატივისცემას უნდა ელოდოს პოლიცია ამის შემდეგ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:)

გამოჩნდება ვიღაც ტრაკიანი

 

 

Saturn

არც ქვეყანა დამიკიდებია არასდროს და არც კანონებს ვარღვევ

 

კანონის დამრღვევების მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვს? მიუხედავად იმისა, იმყოფება თუ არა ის თანამდებობაზე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

vitaminC

კანონის დამრღვევების მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვს? მიუხედავად იმისა, იმყოფება თუ არა ის თანამდებობაზე?

უარყოფითი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...