Jump to content
Planeta.Ge

აზრი რომ რუსეთი დაბრუნდა მსოფლიო მნიშვნელობის მქონე სახელმწიფოთა რიგებში, მცდარია


Recommended Posts

Saturn

მე მგონი ყველაფერი ლოგიკური დასასრულისკენ მიდის.

 

რიჩარდ პაიპსი სხვაგვარად ფიქრობს :D

 

სიამაყე და ძალაუფლება

 

 

ორ კონტინენტზე გადაჭიმული რუსეთი საკუთარი წარსულითაა შეპყრობილი. რიჩარდ პაიპსი იმაზე წერს, რომ ქვეყანას თავის აგრესიულ ტენდენციებზე უარის თქმა და დასავლეთთან შერყწმა სჭირდება.

 

რიჩარდ პაიპსი

 

რუსეთი ერთი იდეითაა შეპყრობილი - მას უნდა, რომ “დიდ სახელმწიფოდ” აღიარონ. ასეთი განცდა მას თან სდევს მე-17 საუკუნიდან მას შემდეგ, რაც ციმბირი დაიპყრო, მაგრამ განსაკუთრებით მას მერე, რაც მეორე მსოფლიო ომში გერმანიაზე გაიმარჯვა და კოსმოსში პირველი ადამიანი წარმატებით გაუშვა არაფერია იმაზე უფრო ადვილი, რომ მისი პრეტენზია ესოდენ აღმატებულ სტატუსზე გაითვალისწინო, პატივისცემა დაუდასტურო და მის სურვილებს ყური მიუგდო. ამ თვალთახედვიდან, ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ამ ბოლო დროს, ამავე ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში, რუსეთზე გაკეთებული კომენტარი ერთნაირად უადგილო და საზიანო იყო. “რუსეთმა რამდენიმე ძალიან რთული და აწონილი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს” - განაცხადა მან - “მათი მოსახლეობა მცირდება, ეკონომიკა ჭკნება, საბანკო სექტორი კი ალბათ ვერ გაუძლებს მომავალ 15 წელიწადს.”

 

ეს შენიშვნები მცდარი როდია, მაგრამ საჯაროდ წარმოთქმული ისინი სხვას არაფერს ემსახურებიან, გარდა რუსეთის დამცირებისა. ბაიდენი ვარაუდობდა, რომ მის მიერ აღწერილი ტენდენციები, რუსეთს დასავლეთთან თანამშრომლობაში მეტი ღიაობისკენ უბიძგებს. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ჩვენმა სახელმწიფო მდივანმა სცადა სასწრაფოდ გამოესწორებინა ბაიდენის სიტყვებით მიყენებული ზარალი, “იზვესტია”-მ რუსეთის წამყვანმა ყოველდღიურმა გაზეთმა, სტატიის სათაურში ამაყად განაცხადა -”ჰილარი კლინტონმა რუსეთი უდიდეს სახელმწიფოდ აღიარა.”

 

მსოფლიო პროცესებზე რუსეთის გავლენას განაპირობებს არა მისი ეკონომიკური ძლევამოსილება ან კულტურული ავტორიტეტი, არამედ მისი უნიკალური გეოპოლიტიკური მდებარეობა. ის არა მხოლოდ მსოფლიოს ყველაზე დიდი სახელმწიფოა, ყველაზე გრძელი საზღვრით, არამედ სწორედ ის დომინირებს ევრაზიის კონტინენტზე და უშუალოდ ესაზღვრება სამ მთავარ რეგიონს: ევროპას, ახლო-აღმოსავლეთს და შორეულ-აღმოსავლეთს. ეს სიტუაცია მას აძლევს საშუალებას თავის სასარგებლოდ გამოიყენის მსოფლიოს ყველაზე დასახლებულ და სტრატეგიულ სივრცეებში მომხდარი კრიზისები. ამ მიზეზების გამოა, რომ ის არის და დარჩება კიდეც მსოფლიო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ.

 

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ადასტურებს, რომ რუსების უმეტესობა ნანობს საბჭოთა კავშირის დაშლას და სტალინისადმი ნოსტალგიას განიცდის. რაღა თქმა უნდა, მათ ადამიანის უფლებების დარღვევები და სავალალო საარსებო სტანდარტები როდი ენატრებათ, მათი სინანულის ობიექტი ქვეყნის მაშინდელი სტატუსია: ანგარიშგასაწევი ძალა, რომელსაც პატივი უნდა სცე და რომლისაც უნდა გეშინოდეს. დღევანდელ ვითარებაში ამ მიზნის მისაღწევად ისინი ერთ, ყველაზე იოლ ხერხს მიმართავენ და მსოფლიოს ერთადერთ უეჭველ ზესახელმწიფოს “არა”-ს ეუბნებიან. მაგალითად ამით აიხსნება, მათი უარი ირანთან დაკავშირებულ უფრო ეფექტურ ქმედებებზე, აღშფოთება პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკაში სარაკეტო თავდაცვითი სისტემების ინსტალირების ამერიკული პროექტით. მათი მედია ხარობს შეერთებულ შტატებზე ნებისმიერი ნეგატიური რეპორტაჟით, განსაკუთრებით თუ საქმე დოლარს ეხება, რომელიც მათი პროგნოზით მალე აღარაფერი ეღირება (მიუხედავად იმისა, რომ მათი ცენტრალური ბანკი $120 მილიარდ დოლარს ფლობს, ანუ რუსული რეზერვების 30% -ს სწორედ ამერიკული ფასიანი ქაღალდები შეადგენს).

 

ერთი სავალალო შედეგი, რომელიც “დიდი სახელმწიფოს” სტატუსით აკვიატებას მოაქვს ისაა, რომ რუსები უგულისყუროდ ეკიდებიან ქვეყნის შიგნით შექმნილ ვითარებას. აქ კი მართლაც ბევრია გასაკეთებელი. დავიწყოთ ეკონომიკით. რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ კაპიტალის გადინების თვალსაზრისით, რუსეთს ძვირად დაუჯდა. ენერგომატარებლებზე გლობალური ფასების დაცემის გამო, 2009 წლის პირველ ნახევარში, ექსპორტის მოცულობა 47%-ით შემცირდა, რადგან რუსეთის ექსპორტის 70%-ს სწორედ ენერგომატარებლები შეადგენს. მართალია, საფონდო ბირჟებმა, 2008 წლის კატასტროფული დაცემის შემდეგ, აღდგენა და რუბლის სიმყარის შენარჩუნება მოახერხეს, მაგრამ მყარი ვალუტის მარაგი ილევა და მომავალიც იმედიანად არ გამოიყურება: ბოლო სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ რუსეთის მშპ წელს 7%-ით დაეცემა. სწორედ ამან აიძულა პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს ამას წინათ განეცხადებინა, რომ რუსეთი ეკონომიკის მნიშვნელოვან რესტრუქტურიზაციასა და ენერგორესურსების ექსპორტზე თავისი მძიმე დამოკიდებულების გაუქმებას საჭიროებს. “რუსეთს წინსვლა სჭირდება” - უთხრა მან საპარლამენტო პარტიების ლიდერებს - “მაგრამ აქამდე ეს წინსვლა არ სჩანს. ჩვენ ერთ ადგილს ვტკეპნით და ეს კრიზისმა ნათლად აჩვენა…როგორც კი კრიზისი დაიწყო, ჩვენ კოლაფსში ჩავვარდით და ჩვენი კოლაფსი უფრო მძიმე იყო, ვიდრე ბევრი სხვა ქვეყნისა.”

 

რუსეთში ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელისშემშლელი ფაქტორი ყოვლისმომცველი კორუფციაა. იმის გამო, რომ მთავრობა ქვეყნის ეკონომიკაში უზარმაზარ როლს თამაშობს, აკონტროლებს მის ყველაზე მნიშვნელოვან სექტორებს, ძალიან ცოტას თუ მიაღწევ ჩინოვნიკების მოქრთამვის გარეშე. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლოდროინდელმა კვლევამ, ყოველგვარი უხერხულობის გარეშე გამოავლინა, რომ წელს აღებული ქრთამების საშუალო მაჩვენებელი, წინა წლებთან შედარებით თითქმის გასამმაგდა და დაახლოებით 27 000 რუბლს, ანუ $1000-ს გაუტოლდა. საქმეს კიდევ ის უფრო აფუჭებს, რომ ბიზნესმენები თავისი დავებისა და პრეტენზიების გადაწყვეტისას სასამართლოს ვერ დაეყრდნობიან.

 

პოლიტიკური სიტუაცია დასავლურ ფასეულობებზე აღზრდილი უცხოელისთვის შეიძლება სრულიად მიუწვდომელი აღმოჩნდეს. დემოკრატიული ინსტიტუტები თუ ბოლომდე რეპრესირებული არა, რეალურად ამ სიტუაციაში ძალიან მცირე როლს თამაშობენ, რომელსაც რეჟიმის წამყვანი იდეოლოგები “სუვერენულ დემოკრატიად” აღწერენ და მართლაც პრეზიდენტმა მედვედევმა იმის საფუძველზე, რომ ის რუსეთს დაღუპავს, საჯაროდ გამოხატა თავისი პოზიცია “საპარლმენტო დემოკრატიისადმი.”

 

ძალაუფლება ერთ პარტიას “ერთიან რუსეთ”-ს აქვს მონოპოლიზებული, მასთან კომუნისტური და ორიოდე უმნიშვნელო “შვილობილი” პარტია თანამშრომლობს. საპარლამენტო ორგანოები მთავრობის მიერ გადაცემულ კანონებს პუნქტუალურად იღებენ. ტელევიზია ქვეყნის უდიდესი ნაწილისთვის ინფორმაციის მთავარი წყარო, სახელმწიფოს აქვს მონოპოლიზებული. დისიდენტი ინტელექტუალების ჩასაჩუმებლად მხოლოდ ერთი რადიოსადგური და რამდენიმე დაბალტირაჟიანი გაზეთი ფუნქციონირებს, სადაც გამოხატვის თავისუფლებაა დაშვებული და იმ დასავლური რწმენის საპირისპიროდ, რომ ყველა ხალხს სწყურია მთავრობის არჩევისა და მისი წარმართვის უფლება ჰქონდეს, როგორც სჩანს მოსახლეობის დიდ ნაწილს, ასეთი პოლიტიკური სისტემა სულაც არ ანაღვლებს.

 

ამ ამოცანის ამოხსნა იმ ფაქტით შეიძლება, რომ თავისი სახელმწიფოებრიობის 1000 წლის მანძილზე, რუსებს მართლაც არასდროს მისცემიათ შესაძლებლობა, თავად აერჩიათ საკუთარი მთავრობა, ან გავლენა მოეხდინათ მის ქმედებებზე. ამ ვითარების გამო, ისინი მთლიანად დეპოლიტიზებულები არიან. ისინი უბრალოდ ვერ ხედავენ თუ რა პოზიტიური გავლენა შეიძლება იქონიოს მთავრობამ მათ ცხოვრებაზე: მათ მიაჩნიათ, რომ თავად უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე. დიახ, თუ შესთავაზებენ, ისინი ხალისით იღებენ სოციალურ მომსახურებას, ისე როგორც ამას საბჭოთა კავშირში აკეთებდნენ, თუმცა მოლოდინით, არც ამას ელოდებიან. ისინი თითქმის ვერ აღიქვამენ თავს დიდი სახელმწიფოს მოქალაქეებად და თავის ლოიალობას თავისი ოჯახებით, მეგობრებით, საცხოვრებელი ადგილით შემოფარგლავენ. გამოკითხვები ადასტურებს, რომ დემოკრატია ყველგან მისტიფიკაციად მიაჩნიათ და ჰგონიათ, რომ ყველა მთავრობას ისეთი თაღლითები მართავენ, რომლებიც ძალაუფლებას გასამდიდრებლად იყენებენ. ისინი მთავრობისგან მხოლოდ წესრიგის შენარჩუნებას ითხოვენ: როდესაც ჰკითხეს, რა უფრო მნიშვნელოვანია მათთვის “წესრიგი” თუ “თავისუფლება,” ვორონეჟის პროვინციის მცხოვრებთა უდიდესმა უმრავლესობამ უპირატესობა “წესრიგს” მიანიჭა და მართლაც ისინი პოლიტიკურ თავისუფლებას, იგივე დემოკრატიას ანარქიასთან და კრიმინალთან აიგივებენ. ეს ხსნის, თუ რატომ არ გამოხატავს არავითარ შეშფოთებას მოსახლეობის დიდი ნაწილი მათი პოლიტიკური უფლებების რეპრესირების გამო, თუ რა თქმა უნდა მხედველობაში არ მივიღებთ განათლებულ, ქალაქში მცხოვრებ უმცირესობას.

 

“დიდი სახელმწიფოს” ერთი ასპექტი იმპერიალისტურ სინდრომში მდგომარეობს. 1991 წელს რუსებმა, იმ დროს მსოფლიოში დარჩენილი ბოლო იმპერია დაკარგეს. მაშინ ყველა კოლონია, რომელიც მანამდე “რესპუბლიკების კავშირის” ნიღაბს იყო ამოფარებული, რუსეთს როგორც სუვერენული ქვეყანა ჩამოშორდა. იმპერიის დაშლა ის ტრავმატული გამოცდილება აღმოჩნდა, რომელსაც რუსების უმეტესობა დღესაც ვერ შეგუებია. მიზეზი კი მათ ისტორიაში უნდა ვეძიოთ. ინგლისი, საფრანგეთი, ესპანეთი და სხვა ევროპული ქვეყნები თავის იმპერიებს ზღვის გადაღმა აყალიბებდნენ და ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც მათი ნაციონალური სახელმწიფოები უკვე არსებობდა: შედეგად ისინი არასდროს ურევდნენ ერთმანეთში იმპერიულ სამფლობელოებს სამშობლოსთან. ამიტომაც მათთვის კოლონიების დაკარგვა შედარებით ადვილი გადასატანი იყო. რუსეთის შემთხვევაში, ვითარება სხვაგვარადაა. აქ იმპერიისა და ნაციონალური სახელმწიფოს ჩამოყალიბება ერთდროულად მიმდინარეობდა: უფრო მეტიც, რუსეთს თავისი კოლონიებისგან ოკეანე არ ჰყოფდა. შედეგად იმპერიის დაკარგვა რუსეთის ნაციონალურ იდენტობას დაუკავშირდა. მათ ძალიან უჭირთ იმის აღიარება, რომ უკრაინა მათი სახელმწიფოებრიობის აკვანი, ახლა სუვერენული რესპუბლიკაა და იმაზე ოცნებობენ, თუ როგორ დაუბრუნდება ის ერთ დღეს დედა-რუსეთს. საქართველოს, იმ პატარა ქვეყნის სუვერენული სტატუსის აღიარება, რომელიც 2 საუკუნეზე მეტ ხანს შედიოდა რუსეთის ფარგლებში, მათ ოდნავ უფრო ნაკლებათ უმძიმთ. სწორედ იმპერიალისტური კომპლექსი განსაზღვრავს რუსეთის საგარეო პოლიტიკის ძირითად ტენდენციებს.

 

მსგავსი იმპერიული ამბიციები კიდევ ერთხელ გამოიკვეთა მაშინ, როდესაც აგვისტოს შუა რიცხვებში პრეზიდენტმა მედვედევმა პარლამენტს ახალი კანონპროექტი წარუდგინა. ამ კანონის თანახმად უნდა გადაიხედოს თავდაცვის კანონი, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მხოლოდ გარე აგრესიის საპასუხოდ მოქმედების უფლებას აძლევს. ახალი კანონით, მათ მოქმედების ნება “სხვა ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის პრევენციისა და საპასუხოდ” ეძლევათ და იმისთვისაც, რომ “დაიცვან უცხოეთში მცხოვრები, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები.” ადვილი მისახვედრია, როგორ შეიძლება ამ კანონის მეშვეობით ისეთი ინციდენტების პროვოცირება, რომლებიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ქვეყნის საზღვრებს მიღმა მოქმედების საშუალებას მისცემს.

 

როგორ უნდა გაუმკლავდე ასეთ რთულ და წონიან მეზობელს, რომელმაც შეიძლება უზარმაზარი ზიანი მოგაყენოს, თუ მართლაც ზედმეტად ახმაურდება? მე მგონია, რომ უცხოური სახელმწიფოები რუსეთს ორი განსხვავებული პოზიციიდან უნდა მიუდგნენ: პირველი, რომელიც მხედველობაში მიიღებს მის სენსიტიურობას და მეორე, რომელიც მის აგრესიულობას უპასუხებს.

 

ჩვენ სწორად ვიქცევით, როდესაც მტკიცედ ვაპროტესტებთ რუსეთის იმ დამოკიდებულებას თავისი ოდესღაც იმპერიული სამფლობელოებისადმი, რომელიც მათ არა სუვერენულ სახელმწიფოებად განიხილავს, არამედ მისი “პრივილეგირებული ინტერესების სფეროში” მდებარე ვასალებად, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ის ძალიან მტკივნეულად რეაგირებს მის საზღვრებთან დასავლური სამხედრო ძალის შეღწევაზე. რუსეთის მთავრობა და მისი მოქალაქეების უმეტესობა ნატო-ს მტრულ ალიანსად მიიჩნევს. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და თავი უნდა ავარიდოთ ნაბიჯებს, რომელიც ისეთ შთაბეჭდილებას შექმნის, თითქოს ჩვენ რუსეთის ფედერაციის სამხედრო “ალყაში” მოქცევას ვცდილობთ. სხვა რომ არაფერი, ჩვენ ამერიკელებს, რომლებსაც მონროს დოქტრინა გვაქვს და რომლებიც კუბაში რუსეთის სამხედრო შემოჭრაზე ან ამერიკის კონტინენტის რომელიმე სხვა რეგიონში ასე მწვავედ ვრეაგირებდით, კარგად უნდა გვესმოდეს, თუ რა რეაქციას იწვევს მოსკოვში მის საზღვრებთან ნატო-ს ინიციატივები.

 

მაგრამ ზღვარი უნდა გაიდოს კეთილშობილ მანერებსა და პოლიტიკის სასტიკ რეალობას შორის. ჩვენ არ უნდა დავეთანხმოთ “ახლო საზღვარგარეთისადმი” რუსეთის იმ დამოკიდებულებას, რომელიც აქ მდებარე ქვეყნებს სატელიტებად განიხილავს და მართებულად მოვიქეცით, როდესაც საქართველოში მისი გასული წლის ინტერვენცია გავაპროტესტეთ. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა ვეტო დაადოს პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში ანტი-სარაკეტო სისტემის განთავსებას, რაზეც ამ ქვეყნების მთავრობებმა თანხმობა განაცხადეს და რამაც ჩვენ ირანის საფრთხისგან უნდა დაგვიცვას. ეს ინტერცეპტორები და სარადარო სისტემები რუსეთს ოდნავადაც კი არ უქმნის საფრთხეს, რაც საჯაროდ დაადასტურა კიდეც რუსმა გენერალმა ვლადიმერ დვორკინმა, ოფიცერმა რომელმაც დიდხანს იმსახურა რუსეთის სტრატეგიულ შენაერთებში. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთი ამ პროექტს აპროტესტებს ისაა, რომ პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკას ის თავისი “გავლენის სფეროში” განიხილავს.

 

დღეს რუსები დეზორიენტირებულები არიან: მათ ზუსტად არ იციან ვინ არიან და რას ეკუთვნიან. ისინი ევროპელები არ არიან, ეს დაამოწმეს რუსმა მოქალაქეებმა, როდესაც შესაბამისი კითხვა დაუსვეს. კითხვაზე - “მიგაჩნიათ თუ არა თავი ევროპელად?” 56%-მა 12%-ის საწინააღმდეგოდ, უპასუხა - “პრაქტიკულად არასდროს,” მაგრამ ისინი ნამდვილად არც აზიელები არიან და ამის გამო ფსიქოლოგიურ გაურკვევლობაში აღმოჩნდნენ - დანარჩენი სამყაროსგან იზოლირებულებს, ვერ გადაუწყვეტიათ სათავისოდ რომელი მოდელი მოირგონ. ისინი ცდილობენ ამ შეცბუნებას მკაცრი სიტყვებითა და ხისტი ქმედებებით უპასუხონ. სწორედ ამიტომ დასავლეთის ქვეყნებს მოთმინება მართებთ, რათა რუსები იმაში დაარწმუნონ, რომ ისინი დასავლეთს განეკუთვნებიან და დასავლური ინსტიტუტები და ღირებულებები უნდა შეითვისონ: დემოკრატია, მრავალპარტიული სისტემა, კანონის უზენაესობა, სიტყვისა და პრესის თავისუფლება და კერძო საკუთრების პატივისცემა. ეს მტკივნეული პროცესი იქნება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსული მთავრობა თანამშრომლობაზე უარს იტყვის, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, მხოლოდ ასე შეიძლება რუსეთის აგრესიის ალაგმვა და მისი გლობალურ საზოგადოებაში ინტეგრირება.

 

http://online.wsj.com/article/SB1000142405...3790418994.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 42
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

liliko

ეს შენიშვნები მცდარი როდია, მაგრამ საჯაროდ წარმოთქმული ისინი სხვას არაფერს ემსახურებიან, გარდა რუსეთის დამცირებისა

 

მეც მაგი დავწერე, რომ ბაიდენის სიტყვებმა კონტპროდუქტული როლი შეიძლება ითამაშოსო და გაღიზიანებულმა რუსეთმა (რადგან ამერიკას ვერაფერს ვერ უზამს) ჯოხი შეიძლება ჩვენზე გადატეხოსო.

საბედნიეროდ მე მგონი ჩაიარა.

 

სხვა რომ არაფერი, ჩვენ ამერიკელებს, რომლებსაც მონროს დოქტრინა გვაქვს და რომლებიც კუბაში რუსეთის სამხედრო შემოჭრაზე ან ამერიკის კონტინენტის რომელიმე სხვა რეგიონში ასე მწვავედ ვრეაგირებდით, კარგად უნდა გვესმოდეს, თუ რა რეაქციას იწვევს მოსკოვში მის საზღვრებთან ნატო-ს ინიციატივები.

ძალიან ჭკვიანი კაცია პაიპსი,ბატონი Saturn-ი თუ წაიკითხავს ამას კარგი იქნება.თანაც უნდა გავითვალისწინოთ რომ პაიპსი უბრალო ჟურნალისტი არაა.

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

და ვინმეს არ კიდია რუსეთი კაი პონტშია თუ არა?

 

არ უნდა გვეკიდოს - რუსეთი თუ დასავლური ქვეყანა გახდა, რაც ძალიან საეჭვოა, თუმცა იდეაში შესაძლებელი, ეს ბევრ პრობლემას მოგვიხსნის, იმჰო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

რუსეთი თუ დასავლური ქვეყანა გახდა, რაც ძალიან საეჭვოა, თუმცა იდეაში შესაძლებელი, ეს ბევრ პრობლემას მოგვიხსნის, იმჰო.

 

მაგი რუსეთს მოუხსნის პრობლემებს და არა ჩვენ. არ დაგავიწყდეთ რომ აფხაზეთის ომის დროს რუსეთის პრემიერი პროდასავლური გაიდარი იყო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

მაგი რუსეთს მოუხსნის პრობლემებს და არა ჩვენ. არ დაგავიწყდეთ რომ აფხაზეთის ომის დროს რუსეთის პრემიერი პროდასავლური გაიდარი იყო.

 

კი მაგრამ, თავდაცვის მინისტრი, არადასავლური გრაჩოვი.

 

თუ გახსოვს, საგარეო მინისტრი იყო ასევე პროდასავლური ანდრეი კოზირევი და აფხაზეთში რუსი სამხედროების ქმედებას მაინცდამაინც არ ამართლებდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

აშშ თუ არის დასავლური იმიტომ არ წაკუზა ერაყი ტყუილ უბრალოდ :D

და ევროპამ კიდევ სერბეთი :duel:

 

არაფერს არ შეცვლის რუსეთის პირველობა არპირველობა... მტერი მტერია.

 

ასე რომ დაიკიდეთ რუსეთი და იმისთვის იჩალიჩეთ რომ ჩვენ ვუშველოთ ჩვენს ქვეყანას.

ამ ბინძური პოლიციურ-ავტორიტრული წუმპედან როგორ ამოვათრიოთ ეგ თქვით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

აშშ თუ არის დასავლური იმიტომ არ წაკუზა ერაყი ტყუილ უბრალოდ

და ევროპამ კიდევ სერბეთი

 

არაფერს არ შეცვლის რუსეთის პირველობა არპირველობა... მტერი მტერია.

 

ასე რომ დაიკიდეთ რუსეთი და იმისთვის იჩალიჩეთ რომ ჩვენ ვუშველოთ ჩვენს ქვეყანას.

ამ ბინძური პოლიციურ-ავტორიტრული წუმპედან როგორ ამოვათრიოთ ეგ თქვით.

 

პრინციპში მართალი ხარ, მაგრამ "დასავლური" რუსეთი მაინც მგონია, რომ უკეთესი იქნება, ვიდრე ველური რუსეთი.

 

თუმცა, ერაყის მაგალითს თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება მართლაც პირიქით მოხდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

ამიტომ:

 

დაიკიდეთ რუსეთი და იმისთვის იჩალიჩეთ რომ ჩვენ ვუშველოთ ჩვენს ქვეყანას.

ამ ბინძური პოლიციურ-ავტორიტრული წუმპედან როგორ ამოვათრიოთ ეგ თქვით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

აგერ თქვენ, ერთი რესპუბლიკელი და მეორე გაურკვეველი პარტიულობის მქონე ბრძენი და აგერ მე, უპარტიო პროგრამისტი

ვნახოთ ვინ გამოვა მართალი

უპარტიო ვარ ჩამო კარგო. საქასრთველოში არ არსებობს კლასიკური გაგებით პარტიები, ეს უფრო კლანები ან ერთი კაცის კუტოკებია :)

 

dire

დაიკიდეთ რუსეთი და იმისთვის იჩალიჩეთ რომ ჩვენ ვუშველოთ ჩვენს ქვეყანას.

ამ ბინძური პოლიციურ-ავტორიტრული წუმპედან როგორ ამოვათრიოთ ეგ თქვით.

ერთადერთი მიუნჰაუზენმა შეძლო თAვისი თAვის ამიოთრევა ჭაობიდან, ისიც თუ დაეჯერება მას ამაში ;)

ასე რომ შანსები მინიმალური გვაქვს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

ვიცი ჩემო ლილიკო... არ ვდავობ მაგაზე.

იმიტომაც ვარ უიმედოდ.

მიშა და ვანო.... რის გამომსწორებლები არიან?

მათი შემცვლელი კი... ვინ არის?

ხოდა...

ბოდიშით და საშინელი საჯდომში მოგვიწევს ყოფნა უახლოვესი 10 წელი მინიმუმ.

რა უნდა მიხაროდეს? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

liliko

ვიცი ჩემო ლილიკო... არ ვდავობ მაგაზე.

იმიტომაც ვარ უიმედოდ.

მიშა და ვანო.... რის გამომსწორებლები არიან?

სირთულე და ტრაგიკულობა ჩვენი იმაშია, რომ მარტო მიშა და ვანოში არაა პრობლემა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

:)

მარტო არა.

მაგრამ უმნიშვნელოვანესი წილი სწორედ მათზე მოდის.

როდესაც ქვეყნის მართVის ყველა ბერკეტი შენს ხელთ არის... და ამ დროს შენ მხოლოდ საკუთარი თავის კეთილდღეობა გადარდებს. შენ ხარ ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პრობლემა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

მარტო არა.

მაგრამ უმნიშვნელოვანესი წილი სწორედ მათზე მოდის.

როდესაც ქვეყნის მართVის ყველა ბერკეტი შენს ხელთ არის... და ამ დროს შენ მხოლოდ საკუთარი თავის კეთილდღეობა გადარდებს. შენ ხარ ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პრობლემა...

მაპატიე, ჩემი შენდამი პატივისცემის მიუხედავად ვერ დაგეთანხმები!

საზოგადოება, სადაც შესაძლებელია მოვლენები ისე განვითარდეს, რომ სადავეები ერთი რომელიმე პერსონის ან თუნდაც ჯგუფის ხელში აღმოჩნდეს, პრობლემა მასშია და არა პირიქით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

:)

არ ხარ მართალი.

საზოგადოება თავისით ვერ გაიზრდება. ყველაზე რეალური ამის ხელისშემწყობი იქნებოდა ქვეყანაზე და ქვეყნის ინტერესებზე მოფიქრალი ხელისუფლება, რომელმაც უნდა განახორციელოს სტრუქტურული მოწყობა ისე, რომ გაასწროს საზოგადოების განვითარებას და საზოგადოება აწიოს უფრო მაღალ დონეზე.

მაგ ლოგიკით ათათურქს უნდა ეწკმუტუნა არ არის თურქეთი მენტალურად მზად და ასე შემდეგ... მაგრამ მან ქვეყნის ინტერესები გაიაზრა და ისე მოიქცა როგორც რეალური ქვეყნის მართველი უნდა მოიქცეს.

ესენი კიდევ... ქარის წისქვილებს ებრძვიან ( ჰომოსექსუალური შეუმწყნარებლობა, გენდერული უთანასწორობა ეკლესია ქვეყნის მტერი... ) და რეალურ პრობლემებს ( სასამართლო, პოლიცია, იუსტიცია, მასმედია, არჩევნები, ეკონომიკის კონკურენტუნარიანი გარემო და ა.შ.) გააზრებულად ჩქმალავენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...