kisa Posted August 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2009 ეს სადარი ამ დროს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2009 სახელისუფლებო დაჯგუფებებს შორის გავლენის სფეროების ახლებური გადანაწილება იწყება პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთი თვის წინ, თავისი პრეზიდენტობის მეხუთე წელს განაცხადა, ხელისუფლებამ ხალხთან დიალოგი უნდა დაიწყოსო, ჰოდა, მთავრობისა თუ პარლამენტის წევრები "სახალხო დიალოგის" ფარგლებში დარაზმულად დადიან რეგიონებში და პრეზიდენტის დავალებას ასრულებენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, რომ საპატიო სტუმრებს ნაკლებად ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები შეახვედრონ და ადგილობრივი პრობლემებიც მსუბუქად წარმოაჩინონ. სამაგიეროდ, როგორც ამბობენ, ხორაგითაა დამძიმებული ის სუფრები, ამ ფსევდოდიალოგების შემდეგ რომ გაიშლება ხოლმე. ერთი შეხედვით, სახელისუფლებო ეშელონებში ურთიერთსიყვარული და სიამტკბილობა სუფევს, თუმცა მხოლოდ ერთი შეხედვით. ის, რომ სამთავრობო კულუარებში შავი კატა დარბის და სახელისუფლებო დაჯგუფებებს შორის გავლენის სფეროების ახლებური გადანაწილება იწყება, უკვე ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტელევიზიების ეთერიდანაც კი ჟონავს. ამას ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გამოშვებებში გასული სიუჟეტებიც მოწმობს, რომლის მთავარი თემაც ბოლო დროს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურისა და ეკონომიკის მინისტრ ლაშა ჟვანიას დაპირისპირებაა. როგორც წესი, ასეთი სიუჟეტების დარტყმის ობიექტი ლაშა ჟვანიაა, ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გიორგი არველაძის "იმედის" შეფად დანიშვნის შემდეგ გახდა. თავდაპირველად გილაურისა და ჟვანიას დაპირისპირების მიზეზი ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენის საკითხი გახდა. მაშინ ჟვანია ამბობდა, რომ ასეთი სამსახურის არსებობა აუცილებელი იყო, რასაც არ იზიარებდა გილაური. ამჯერად კი მათი დაპირისპირება, როგორც "იმედი" ამტკიცებს, სახელმწიფოსა და სააქციო საზოგადოება "კავკასუსენერჯინვესტს" შორის გაფორმებულმა მემორანდუმმა გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, სამცხე-ჯავახეთში 43 მეგავატი სიმძლავრის ჰესის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო. ეს თურმე სამცხე-ჯავახეთში დასაქმებისა და ელექტროენერგიის პრობლემებს მოხსნიდა. სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტის გაჭიანურება კი ჟვანიას და მის უწყებას ჰბრალდება, რომელმაც ჰესის ტერიტორიის ნაწილი სახელმწიფო წიაღისეულის მოპოვების აუქციონზე გაასხვისა, თუმცა იმავე სიუჟეტის ბოლოს აღმოჩნდა, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ეს ლიცენზია მას შემდეგ გამოითხოვა უკან, რაც პრობლემის არსში გაერკვია. ეკონომიკის სამინისტროში ისიც განმარტეს, რომ მათი შეცდომის მიზეზი ენერგეტიკის სამინისტრო იყო, რომელმაც ჰესის მდებარეობის კოორდინატები დროულად არ გადასცა. გამოდის, კონფლიქტი ამოწურული ყოფილა, მაშ, რატომ გახდა მსგავსი სიუჟეტის მომზადება საჭირო, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც წესი, ასეთი სამთავრობო დაპირისპირებები კულუარებშივე რჩება ხოლმე და გარეთ ნაკლებად გამოჟონავს? ამას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი გიორგი არველაძის პირადი შურისძიებით ხსნის: "პრემიერ-მინისტრსა და ეკონომიკური განვითარების მინისტრს შორის დაპირისპირების აფიშირება განსაკუთრებით თვალსაჩინო მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი არველაძემ მიაგნო "იმედის" მართვის პულტს. მისი მხრიდან ეს სხვა არაფერია, თუ არა შურისძიება შედარებით წარმატებულ მინისტრზე, გაცილებით წარუმატებელი მინისტრისგან. შეგახსენებთ, სწორედ ეკონომიკური განვითარების მინისტრის თანამდებობა იყო, რომლიდან დაგორების შემდეგაც არველაძე ახლა პირველად ცდილობს კვლავ ხელისუფლებაში "ახოხებას." არველაძესა და ხელისუფლების გარკვეულ ჯგუფებს ჟვანია რომ გულზე არ ეხატებოდეს, საამისოდ სხვა მიზეზებიც არსებობს, მაგალითად, მეგობრობა ირაკლი ალასანიასთან ან თუნდაც ეკონომიკის მინისტრობისას გამოჩენილი პრინციპული პოზიცია ტყეების გრძელვადიანი იჯარით გასხვისების საკითხში. როგორც ჩანს, ვიღაც გულმოდგინედ ცდილობს წყლის ამღვრევას სააკაშვილის კარზე და ჟვანიას იმიჯის შელახვას. ეს განსაკუთრებით თვალში საცემია იმ ფონზე, როდესაც ამდენი მითქმა-მოთქმაა მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე, ამ ცვლილებებს კი სააკაშვილი შემოდგომისთვის გეგმავს. გავრცელებული კულუარული ინფორმაციებით, ბევრ მინისტრს მოუწევს თანამდებობის დატოვება, სხვებს კი ერთი სავარძლიდან მეორეში გადანაცვლება. როგორც ამბობენ, თანამდებობას დატოვებს ნიკა გილაურიც და ისევ ფინანსთა სამინისტროს დაუბრუნდება. მთავრობიდან საერთოდ გასასტუმრებელთა სიაში ლაშა ჟვანიას გარდა ასახელებენ სანდრო კვიტაშვილს, კობა სუბელიანსა და დავით სიხარულიძეს, რომელსაც გადადგომის შესახებ განცხადება თითქოს უკვე დაწერილიც ჰქონია. სოსო ცისკარიშვილი: - ის, რაც შარშან აგვისტოში საქართველომ გადაიტანა, იმედს მაძლევს, რომ თუკი შემოდგომაზე საკადრო ცვლილებები განხორციელდება, თავს არავინ მოიკლავს. ეს მწარე ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ ასეთი კარუსელის მომწყობნი უკვე კარგად შეეჩვივნენ ამ მდგომარეობაში ყოფნას და კარგადაც ხალისობენ. თუმცა სამწუხაროდ, ყოველი კარუსელის შემდეგ ხელისუფლება სულ უფრო შორდება ქვეყნის მოსახლეობას. ვხედავთ, რომ მიუხედავად საყოველთაოდ რეკლამირებული "სახალხო დიალოგისა", ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის სულ უფრო ნაკლებია კომუნიკაცია. მინდა, ვცდებოდე და ვიფიქრო, რომ ახალი კარუსელი ძალოვანი მინისტრების შეცვლით დაიწყება, თუმცა ეს ფანტასტიკის სფეროა... ალბათ, ანალიზის გაკეთება უპრიანი იქნება მას შემდეგ, რაც ცვლილებები რეალურად განხორციელდება, მაშინ შეგვეძლება ვთქვათ, რა შეიცვლება გავლენის სფეროებში იმ დაჯგუფებებს შორის, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არსებობს. ძალზე მნიშვნელოვანი იქნება, ვინ ჩაიბარებს თავდაცვის მინისტრის პორტფელს, რადგან ეს მხოლოდ ავლაბრის რეზიდენციაში გადასაწყვეტი საკითხი არ გახლავთ. - როგორც ამბობენ, ამ თანამდებობას ან გელა ბეჟუაშვილი დაიკავებს, ან ნიკა რურუა... - ჩემი ინფორმაციით, ბეჟუაშვილის საკითხი უარყოფითად გადაწყდა, რადგან მან ვერ მიიღო თანხმობა წამოყენებულ პირობაზე... - რა პირობაზე?- საქმე ისაა, რომ თავდაცვის სამინისტროში საკადრო პოლიტიკის ვერტიკალი იწყება და მთავრდება ბაჩო ახალაიათი, ბეჟუაშვილის პირობა სწორედ ამის შეცვლა იყო, რაზეც უარი მიიღო. თავდაცვის სამინისტროში ახალაია არის იმის გარანტი, რომ ამ უწყებასაც იგივე ხელმძღვანელი ეყოლება, რომელიც ქართულ პოლიციას! მინისტრობის ახალი კანდიდატისთვის თუ მისაღები იქნება ეს პირობა, მაშინ ის გახდება მინისტრი, თუ არა და, არა. ამ შემთხვევაში გამონაკლისი შეიძლება იყოს ბატონი ნიკა რურუა, რომელსაც საკუთარი რესურსები აქვს იმისთვის, რომ ბაჩო ახალაია, როგორც მერაბიშვილის კაპრიზი, მიიღოს ან არ მიიღოს. - ლაპარაკობენ, რომ ზურაბ ადეიშვილი გახდება პრემიერ-მინისტრი, თქვენ ამას შესაძლებლად მიიჩნევთ?- გაგიკვირდებათ, რომ გახდეს? მე არ გამიკვირდება. ალბათ სააკაშვილს დიდი მუშაობა მოუწევს, რომ ეს ადამიანი სახალხო პოლიტიკოსად აქციოს, რასაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მოითხოვს. ადეიშვილი ხომ კულუარული პოლიტიკის მიმდევარია, მას შეუძლია შიდა ინტრიგების ლავირება და არა სახალხოდ საქმიანობა. მაგრამ თუ სააკაშვილი მოისურვებს, ის მის ამ სურვილს წინ ვერ წაუვა. ადეიშვილი ხომ იმ ორ-სამ კაცში შედის, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობა და რომლის გარეშეც ხელისუფლებაში ყოფნა ვერ წარმოუდგენია. - ამბობენ, რომ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად სანდრო კვიტაშვილის ნაცვლად სამეგრელოს გუბერნატორი ზაზა გოროზია დაინიშნება...- ამაზე კომენტარი ერთი შეიძლება იყოს: ვაის გავეყარე, უის შევეყარეო! - სააკაშვილისა და უგულავას დაპირისპირებაზე ქართულ პრესაში ბევრი იწერება... - გიგი უგულავა იმდენად სააკაშვილისთვის არ არის მიუღებელი ფიგურა, რამდენადაც პრეზიდენტის გარემოცვისა და მერაბიშვილისთვის. როგორც წესი, ისეთი ტიპის ხელისუფლებაში, როგორიც სააკაშვილის ხელისუფლებაა, პირველი პირის ფავორიტებს შორის მუდმივად მიმდინარეობს ქიშპი იმაზე, თუ ვინ მოიგებს პირველი პირის გულს და დაიმსახურებს მის სიყვარულს. შესაბამისად, მუდმივად ცდილობენ, პირველ და ნაპატივებ ყურს ერთმანეთზე რაც შეიძლება ნეგატიური ინფორმაცია მიაწოდონ. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, უგულავას შესახებ სააკაშვილს უფრო მეტ ცუდს ასმენინებენ, ვიდრე უგულავა ახერხებს თავის მოწინააღმდეგეებზე უარყოფითი "დანოსების" მიტანას. როგორც ჩანს, ამას უკვალოდ არ ჩაუვლია და სააკაშვილსაც მცირედ, მაგრამ მაინც გაუცივდა გული ქალაქის მერზე. ამიტომაცაა, რომ კულუარებში მის შესაძლო პრემიერმინისტრობას უკვე აღარ განიხილავენ. ნათია დოლიძე ”ყველა სიახლე” Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted August 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2009 კისა, ყველა ჩემი პოსტი ამ თემაში პერსონალურად გეძღვნება შენ :2kiss: ლაშა ჟვანიასათვის გადაბრალება, რომ „ბლოკ ჯორჯიას" და „ენერგო პროს" ინვესტიციები არ შემოაქვთ, აბსურდულია. არის კონკრეტული ჯგუფი, რომლებსაც აქვთ ინტერესები ამ კომპანიებში, მე გილაურს არ ვგულისხმობ, მაგრამ მთავრობის ეკონომიკურ ჯგფში არიან ასეთი ადამიანები, და ამ საკითხის ლაშა ჟვანიასათვის ხელის შეწმენდას ცდილობენ", - ვარაუდობს გია ხუხაშვილმა.ესენი ვინ არიან? აი ვინც ეხლა პირს დააღებს - იმათ აწყობთ ეგ ამბავი - აქსიომაა ეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted August 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2009 скорпионы в банке - фу! :popcorn: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2009 ლაშა ჟვანია ფაფუდა მოვიძულე ყოველივე ნაღვაწი ჩემი, რაც მიღვაწია ამ მზისქვეშეთში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2009 ლაშა ჟვანია - ნიკა გილაური საკმაოდ სუსტი პრემიერია ეკონომიკის უკვე ყოფილი მინისტრის, ლაშა ჟვანიას შეფასებით, ნიკა გილაური საკმაოდ სუსტი პრემიერია.‘’მან არ იცის კარგად მართვისა და მენეჯმენტის საკთხები’’, - აღნიშნა ჟვანიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე. მან გაიხსენა პრემიერად გილაურის დანიშვნის პერიოდში პრეზიდენტის განცხადება, რომ მოხდა ტექნიკური გადანაცვლება. კერძოდ, მგალობლიშვილის წასვლის შემდეგ ვიცე-პრემიერი გილაური გადავიდა პრემიერად.‘’ეს გადანაცვლება ჩემთვისაც საკმაოდ მოულოდნელი იყო. ჩემი მინისტრად დანიშვნის დროს პრემიერი იყო ჩემი მეგობარი გეგა მგალობლიშვილი, რომელმაც, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგა იმუშავა ეკონომიკის მიმართულებით’’, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2009 კიდევ ერთI რუსეთის აგენტი გაეძრობა ცოტა ხანში, ჯერ სადა ხართ, ეხლა დაიწყება ცირკი! ოპოზიციას კიდე ვურჩევ ცოტა ხანი წყნარად იყოს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted August 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2009 newstudio კიდევ ერთI რუსეთის აგენტი გაეძრობა ცოტა ხანში, მაგას უფრო მოსადის აგენტობა შეეფერება. ყოფილიყო დიპლომატიურ სამსახურში, რა უნდოდა წვენებში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2009 ძუკუ მაგას უფრო მოსადის აგენტობა შეეფერება. ყოფილიყო დიპლომატიურ სამსახურში, რა უნდოდა წვენებში.ამბობენ ალასანიას ახლო მეგობარიაო, შესაბამისად გასაგები ხდება მისი მოხსნის მიზეზები ჩემი აზრით არი იყო ყველაზე ცუდი მინისტრი ამ მთავრობაში, ადრეც დამიწერია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2009 ლაშა ჟვანია მისი თანამდებობიდან გათავისუფლებას ბენდუქიძის გუნდთან დაპირისპირებას უკავშირებს 21.08.2009 თბილისი.21.08.09."ჯი-ეიჩ-ენი". საქართველოს ეკონომიკური განვითარების უკვე ყოფილი მინისტრი ლაშა ჟვანია მისი თანამდებობიდან გათავისუფლებას ბენდუქიძის გუნდთან დაპირისპირებას უკავშირებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟვანიამ განაცხადა, ეს დაპირისპირება აუცილებლად იქნებოდა, რადგან მინისტრად დანიშვნის შEმდეგ მან გაატავისუფლა ორი მოადგილე, რომელიც სწორედ ბენდუქიძის გუნდს წარმოადგენდა. "ჩემი მინისტრად დანიშვნის შემდეგ ბევრი და სფუძვლიანი მიზეზების გამო ორი მოადგილე გავუში. ბუნებრივია, ეს დაპირისპირება თავიდანვე ჩადებული იყო. მე მქონდა კონცეპტუალური და აბსოლუტურად შეუსაბამობა პოლიტიკაში ამ გუნდთან, რომელსაც ჰქვია ბენდუქიძის გუნდი და ბუნებრივია, ეს როდესღაც ლოგიკურ დასასრულს იპოვიდა. ამიტომ მე არ ვთვლი, რომ საჭირო არის ასეთ პირობებში გავაგრძელო მუშაობა პრემიერ-მინისტრთან, რომელთანაც მაქვს შეუთანხმებლობას. უმჯობესია, წავიდეს ეკონომიკის მინისტრი და დარჩეს ის გუნდი, რომელიც ერთობრლივად იმუშავებს და მიაღწევს გარკვეულ შედეგებს", _ განაცხადა ჟვანიამ. შეაგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ეკონომიკის განვითარების მინისტრი ლაშა ჟვანია თანამდებობიდან გაათავისუფლა. პრემიერმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იგი ეკონომიკური განვითარების მინისტრისა და სამინისტროს არაკოორდინირებული მუშაობის გამო უკმაყოფილოა, რის გამოც ჟვანიას თანამდებობის დატოვება მოუწევს. მისივე თქმით, საქართველოში შემოსულ ინვესტორებს არ ეძლეოდათ ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა და პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლები მინიმალურია. პრემიერ-მინისტრი ეკონომიკური განვითარების მინისტრის ახალ კანდიდატურას პრეზიდენტს ორ კვირაში წარუდგენს. ..............................................................................................................................................ლაშა ჟვანია: გილაური ბევრ რამეს ეწინააღმდეგება, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტსაც 21.08.2009 თბილისი.21.08.09."ჯი-ეიჩ-ენი". ეკონომიკის განვითარების ყოფილი მინისტრმა ლაშა ჟვანიამა პრემიერის ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ გილაური ძალიან ბევრ რამეს ეწინააღმდეგება, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტსაც. მისი თქმით პრეზიდენტს არაერთხელ აღუნიშნავს მისი წარმატებული მუშაობა ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, როგორც მისი ელჩობის დროს, ასევე პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარეობის დროს. მისი თქმით, სწორედ ეს გხდა მისი მინისტრად დანიშვნის ერთ-ერთი მიზეზი. "ბრალდებას, რომ თითქოს ინვესტიციების შემოსვლას ვაბრკოლებდი, ვერ დავიბრალებ. რვა თვის განმავლობაში ჩვენ შევასრულეთ 202 პროცენტით პრივატიზაციის გეგმა. უფრო დეტალურად - პრივატიზაციის წლიური გეგმა გახლდათ 76 მლნ ლარი. უკვე 7 თვის განმავლობაში ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემოსულია 117 მლნ ლარი. მომავალში კიდევ გაცილებით მეტი შემოსავალია დაგეგმილი", _ განაცხადა ჟვანიამ. შეაგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ეკონომიკის განვითარების მინისტრი ლაშა ჟვანია თანამდებობიდან გაათავისუფლა. პრემიერმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იგი ეკონომიკური განვითარების მინისტრისა და სამინისტროს არაკოორდინირებული მუშაობის გამო უკმაყოფილოა, რის გამოც ჟვანიას თანამდებობის დატოვება მოუწევს. მისივე თქმით, საქართველოში შემოსულ ინვესტორებს არ ეძლეოდათ ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა და პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლები მინიმალურია. პრემიერ-მინისტრი ეკონომიკური განვითარების მინისტრის ახალ კანდიდატურას პრეზიდენტს ორ კვირაში წარუდგენს. .......................................................................................................................................................ალექსანდრე კვიტაშვილი ეკონომიკის სამინისტროსთან "პრობლემებს" ადასტურებს 21.08.2009 თბილისი.21.08.09."ჯი-ეიჩ-ენი". ჯანდაცვის მინისტრმა, ალექსანდრე კვიტაშვილმა პრემიერ-მინისტრის შენიშვნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მან დაადასტურა, რომ 100 ახალი საავადმყოფოს მშენებლობის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით პრობლემები ნამდვილად არსებობს, თუმცა აღნიშნა, რომ ეს სამინისტროს მხრიდან სუბიექტურ ფაქტორების გამო არ მომხდარა. მისი განცხადებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები ჰქონდა. "7 თვის განმავლობაში ინვესტიციების დაზღვევის შეთანხმებას ხელი არ მოეწერა, რის გამოც პროვბლემები შეექმნა ჯანდაცვის სამინისტროს მუშობას", _ განაცხადა კვიტაშვილმა. http://ghn.ge/index.php?m=2&newsid=13066 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2009 კახა ბენდუქიძე ლაშა ჟვანიას თანამდებობიდან გადაყენებას დადებითად აფასებს 21.08.2009 თბილისი.21.08.09."ჯი-ეიჩ-ენი". ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, კახა ბენდუქიძე პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურისგადაწყვეტილებას ეკონომიკის მინისტრის, ლაშა ჟვანიას მოხსნის შესახებ დადებითად აფასებს. როგორც კახა ბენდუქიძემ განაცხადა, პრემიერი ნიკა გილაური სუსტი პრემიერი არ არის. ბენდუქიძის თქმით, პრემიერმა უფრო მეტი დეტალები იცის და აღნიშნული გადაწყვეტილება ჟვანიას თანამდებობიდან გაშვების შესახებ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარეა. "საერთოდ მიკვირს ხალხის, რომლებიც ვიდრე მთავრობაში არიან, ითმენენ. რომ მიდიან, იწყებენ რაღაცეების მოყოლას. ეს ეხება ოპოზიციის ნაწილსაც და ბატონ ლაშა ჟვანიასაც. თუ რაღაც სათქმელი აქვთ, უნდა თქვან, სანამ მთავრობაში არიან. გილაური გადაწყეტილებებს დამოუკიდებლად იღებს და რაც მთავრობიდან წამოვიდა მხოლოდ სამჯერ მყავს ნანახი~, _ აღნიშნა ბენდუქიძემ. http://ghn.ge/index.php?m=2&newsid=13100 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted August 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2009 კახა ბენდუქიძე ლაშა ჟვანიას თანამდებობიდან გადაყენებას დადებითად აფასებს ეგ ეხლა ვინ არის რო?არ გაუშვეს?საერთოდ მიკვირს ხალხის, რომლებიც ვიდრე მთავრობაში არიან, ითმენენ. რომ მიდიან, იწყებენ რაღაცეების მოყოლას. ეს ეხება ოპოზიციის ნაწილსაც და ბატონ ლაშა ჟვანიასაც. თუ რაღაც სათქმელი აქვთ, უნდა თქვან, სანამ მთავრობაში არიანუყურე შენ და ხიხიები არიან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2009 უყურე შენ და ხიხიები არიანარადა სწორს უბნობს ყველაზე "მძიმე წონოსანი" პოლიტიკოსი...kisa Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2009 საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლაშა ჟვანია დასაკარგი კადრი არ არის და ყველამ იქ უნდა გააგრძელოს მუშაობა, სადაც ქვეყნისთვის მეტი სასარგებლო საქმის გაკეთებას შეძლებს. აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა ეკონომიკის მინისტრის გადაყენების კომენტირებისას გააკეთა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted August 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2009 licemer არადა სწორს უბნობს ყველაზე "მძიმე წონოსანი" პოლიტიკოსი...kisaამორალური კომფორმისტებისგან და მედროვეებისგან სხვა არც არაფერია მოსალოდნელი - არც მიკვირს მაგაღი "გულწრფელი მონანიებების" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.