Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

  • Replies 30
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Popular Days

Top Posters In This Topic

პრინციპში ლაშა წესიერი და ჭკვიანი ადამიანია.

წესიერი იმდენად, რამდენადაც ხელისუფლებაში მყოფი ადამიანი შეიძლება იყოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

წესიერი იმდენად, რამდენადაც ხელისუფლებაში მყოფი ადამიანი შეიძლება იყოს.

საოცარი განსაზღვრებაა! :D

 

ეს ლატენტური სირბონჯოები 30-იანი წლების ძველ აყროლებულ ბოლშევიკებს მაგონებენ, როცა სასამართლო პროცესებზე ხმის ჩახლეჩამდე გაყვიროდნენ "ულვაშას" სახელს და რეგვენობამდე მისული გულუბრყვილობით ეგონათ, რომ "ბელადმა სიმართლე არ იცოდა" !!!!! ჟვანია ბრიფინგზე ისევ ყლინჯების დეგუსტატორის მზეს იფიცებდა!!!! :puke: :husein: :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წესიერებასთან და ჭკუასთან ერთად პოლიტიკაში ღირებულებები და პრინციპებიც უნდა გქონდეს. რაც ამ პიონერს ნამდვილად არ აქვს. ის ყოველთვის მზად იყო პატაკის ჩასაბარებლად და დღესაც კი ამას ცდილობდა დიდი ბელადისთვის.

ასეთი კონფორმისტები მუდამ ცდილობენ მაქსიმალურად არც მწვადი დაწვან და არც შAმფური.

ახლაც იმიტომ იფიცებოდა, რომ იქნებ და მოწყალე მიშამ სულ არ გაწიროს. მართლა გულისამრევია ეს ყველაფერი :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართლა გულისამრევია ეს ყველაფერი

გულის ამრევი იყო როცა მინისტრად დაჯდა

ეხლა უკვე დავარდნილი ისაა რაააა, გათავდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო-ხო-ხო გზაში მოუხსნიათ :D

 

Presa.ge

ლაშა ჟვანიას თანამდებობა დაატოვებინეს

[საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”]

ეკონომიკური განვითარების მინისტრი ლაშა ჟვანია აშშ-ს ”მშვიდობის კორპუსის” წარმომადგენლებს აღარ შეხვდება. რამდენიმე წუთის წინ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საგანგებო განაცხადება გააკეთა და ეკონომიკური განვითარების მინისტრი ლაშა ჟვანია თანამდებობიდან გაათავისუფლა.

როგორც ცნობილი გახდა, ჟვანია აშშ-ს ”მშვიდობის კორპუსის” წარმომადგენლებთან შესახვედრად საგარეჯოში მიემგზავრებოდა, პრემიერის განცხადების შემდეგ კი იგი გზიდან მობრუნდა. პრემიერმა ლაშა ჟვანიას თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზად მინისტრისა და სამინისტროს არადამაკმაყოფილებელი მუშაობა დაასახელა.

 

http://presa.ge/index.php?text=news&i=9326

11:50 21.08.2009

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

И что ему инкриминируют ?

 

რაიო, რატომ მოვხსენითო?

 

არ ვუყურებ ტელევიზორს საერთოდ - მომიყევით რააააააა! :buchti:

 

"მია კულპა" იძახა ჟვანიამ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

არ ვუყურებ ტელევიზორს საერთოდ - მომიყევით რააააააა!

მეც უკვე მერამდენე წელია ერორებს არ ვუყურებ :D

სააგენტოებსი რად ვნახე, ეგ კი დავდე :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც ცნობილი გახდა, ჟვანია აშშ-ს ”მშვიდობის კორპუსის” წარმომადგენლებთან შესახვედრად საგარეჯოში მიემგზავრებოდა, პრემიერის განცხადების შემდეგ კი იგი გზიდან მობრუნდა. პრემიერმა ლაშა ჟვანიას თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზად მინისტრისა და სამინისტროს არადამაკმაყოფილებელი მუშაობა დაასახელა.

რა არის ეხლა ეს?

 

FუF!

 

ქვეყანაა ეს ეხლა?

 

ჟვანია ასი წელი არ მაონტერესებს - თავად ფაქტია საძაგელი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

ჟვანია ასი წელი არ მაონტერესებს - თავად ფაქტია საძაგელი!

ტყეშელაშვილიც ასე არ მოხსნეს ან ლეტუ? :D

 

ეკონომიკის უკვე ყოფილი მინისტრის, ლაშა ჟვანიას შეფასებით, ნიკა გილაური საკმაოდ სუსტი პრემიერია.

‘’მან არ იცის კარგად მართვისა და მენეჯმენტის საკთხები’’, - აღნიშნა ჟვანიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

მან გაიხსენა პრემიერად გილაურის დანიშვნის პერიოდში პრეზიდენტის განცხადება, რომ მოხდა ტექნიკური გადანაცვლება. კერძოდ, მგალობლიშვილის წასვლის შემდეგ ვიცე-პრემიერი გილაური გადავიდა პრემიერად.

‘’ეს გადანაცვლება ჩემთვისაც საკმაოდ მოულოდნელი იყო. ჩემი მინისტრად დანიშვნის დროს პრემიერი იყო ჩემი მეგობარი გეგა მგალობლიშვილი, რომელმაც, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგა იმუშავა ეკონომიკის მიმართულებით’’, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

ეკონომიკის უკვე ყოფილი მინისტრის, ლაშა ჟვანიას შეფასებით, ნიკა გილაური საკმაოდ სუსტი პრემიერია.

‘’მან არ იცის კარგად მართვისა და მენეჯმენტის საკთხები’’, - აღნიშნა ჟვანიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

მან გაიხსენა პრემიერად გილაურის დანიშვნის პერიოდში პრეზიდენტის განცხადება, რომ მოხდა ტექნიკური გადანაცვლება. კერძოდ, მგალობლიშვილის წასვლის შემდეგ ვიცე-პრემიერი გილაური გადავიდა პრემიერად.

‘’ეს გადანაცვლება ჩემთვისაც საკმაოდ მოულოდნელი იყო. ჩემი მინისტრად დანიშვნის დროს პრემიერი იყო ჩემი მეგობარი გეგა მგალობლიშვილი, რომელმაც, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგა იმუშავა ეკონომიკის მიმართულებით’’, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

Начинается, Агули???????? :crazy:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იშვიათად ვამბობ ადამიანებზე უხეშ ფრაზებს, მარა დათო დარჩიაშვილმა თავისი უნამუსობით ყველას და ყველაფერს გაუსწრო, თვით გივი თარგამაძესაც კი, რადგან მას, როგორც მოაზროვნე ადამიანს, ვინც მშვენივრად აფასებს რეალობას, მეტი მოეთხოვებავ :D

 

ქვეყანას ეკონომიკური განვითარების უფრო სწრაფი ტემპი სჭირდება, რაც ლაშა ჟვანიამ ვერ უზრუნველყო, - ამის შესახებ ‘’ინტერპრესნიუსს’’ საპარლმენტო უმრვლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით დარჩიაშვილმა განუცხადა.

‘’ყველა იმ პრობლემის გადაუჭრელობა, რომლებიც ქვეყანის წინაშე დგას, შესაბამისი პროფილის მინისტრის პასუხისმგებლობას ნიშნავს. ფაქტია, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ფეხი ვერ აუწყო ინვესტირებისთვის მომგებიანი გარემოს შექმნას, რაც ასე აუცილებელია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის~, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, გამოიკვეთა, რომ ინვესტიციების მოზიდვის ტემპები დასაჩქარებელია და ეს საკითხი სწორედ ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს.

 

 

 

kisa

Начинается, Агули????????

ამათ უკვე კაი ხანია გარე ორსულობის გამო სამშობიარო ჭინთვები აქვთ, ასე რომ არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება სანამ იმ კერას არ ამოკვეთს ვინმე :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

ეკონომიკის სამინისტრომ ფეხი ვერ აუწყო ინვესტირებისთვის მომგებიანი გარემოს შექმნას

ანუ, რაღაც არ გაასხვისა ისე როგორც ამათ აწყობდათ, ხო?

 

დათო დარჩიაშვილმა თავისი უნამუსობით ყველას და ყველაფერს გაუსწრო

ესე აწყობს ეტყობა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კისა, ყველა ჩემი პოსტი ამ თემაში პერსონალურად გეძღვნება შენ :D

 

 

 

 

 

14:16 21.08.2009 - რას უკავშირდება ეკონომიკის მინისტრის გათავისუფლება

 

ლაშა ჟვანიამ ეკონომიკის მინისტრის სავარძელი დღეს დატოვა. როგორც პრემიერმა, ნიკა გილაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტროს და პირადად მინისტრის მუშაობით უკმაყოფილო იყო. ერთი-ერთ ფაქტორად გილაურმა ინვესტიციების მოზიდივის მხრივ არსებული ვითარება დაასახელა.

 

რეალობა ნათელია, პრემიერის საყვედური და გაფრთხილებაც ყველასათვის გასაგებია, თუმცა ქართველი ექსპერტები პრემიერ გილაურის გადაწყვეტილებას სხვაგვარად აფასებენ და მას „ბენდუქიზმის" მიმდევრობაში სდებენ ბრალს.

 

ეკონომიკური ექსპერტი ლადი პაპავა ეკონომიკური განვითარების მინისტრობიდან ლაშა ჟვანიას გათავისუფლებას საქართველოში სწორედ „ბენდუქიზმის" გამარჯვებად აფასებს.

 

„ჟვანიას თანამდებობიდან გათავისუფლება მოსალოდნელი იყო, რადგან მან, როგორც კი მინისტრი გახდა, თანამდებობიდან გაათავისუფლა თავისი ორი მოადგილე. ისინი კახა ბენდუქიძის კადრები და მისი ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებლები იყვნენ",-განუცხადა „ინტერპრესნიუსს" ლადო პაპავამ.

 

მისივე განმარტებით, ჟვანიას რომ წარუმატებელ მინისტრად შერაცხავდნენ, მაშინ გახდა ცხადი, როცა პრემიერ-მინიტრმა გილაურმა ჟვანიას მიერ გათავისუფლებული ადამიანები თავის თანაშემწეებად დანიშნა.

 

„ჟვანიას გათავისუფლება საქართველოში კვლავ ბენდუქიზმის გამარჯვებაა. სახელმწიფო სამსახურში ყოფნისას, კახა ბენდუქიძემ შექმნა ახალგაზრდა თანამოაზრეთა ფართო წრე, რომლებიც ქართული ეკონომიკის ნგრევას განაგრძობენ",- აღნიშნავს ლადო პაპავა, რომლის აზრითაც, ფორმალურად, ჟვანიას ბუნებრივ რესურსებზე ლიცენზიის გაცემა არ აპატიეს, მაგრამ მისი გათავისუფლება პრეზიდენტის გუნდში ეკონომიკის განვითარებაზე სხვადასხვა მიდგომებს უკავშირდება.

 

ლადო პაპავას მტკიცებით, იმის გამო, რომ ხელისუფლებამ თავისი გუნდის წრე თავადვე შეზღუდა, მთავრობაში ნებისმიერი ცვლილება მხოლოდ მორიგი კარუსელია.

 

ის რომ მთავრობის ახალგაზრდა მინისტრებს აკლიათ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, ექსპერტების დიდი ნაწილის მოსაზრებაა. სწორედ ჩამოუყალიბებელ სამოქმედო კონცეფციას საყვედურობს მას დემურ გიორხელიძე და ამბობს, რომ სწორედ ამ მიზეზით, ჟვანიას არც არაფერი გაუკეთებია.

 

ეკონომიკის საკითხების ექსპერტის თქმით, საქართველოს მთავრობა ეკონომიკის მინისტრებს დაუდევრად ირჩევს და როდესაც შედეგი არ არის, კონკრეტული ბრალდებების წამოყენება ხდება.

 

„ეკონომიკის მინისტრებს ფაქიზი შერჩევა სჭირდება. სისტემაა შესაცვლელი",-მიიჩნევს გიორხელიძე.

 

ერთი კონკრეტული პერსონის დასჯით რომ სისტემაში და კერძოდ ეკონომიკაში სიტუაცია არ გამოსწორდება კარგად ესმის „ეროვნული ფორუმის" წევრ ნიკო ორველაშვილს.

 

„ლაშა ჟვანიას თანამდებობიდან გათავისუფლებით ვითარება არ გამოსწორდება.

მთავარი დამნაშავე ვინც არის, საზოგადოებამ კარგად იცის. მთავრობის შიდა დაპირისპირება რომ საჯაროდ გამოაქვთ, ერთს უნდა ნიშნავდეს - ეძებენ საზოგადოების თვალში განტევების ვაცად გამოსასახ ფიგურებს; ილუზიის გაჩენას ცდილობენ, რომ დამნაშავე მოიძებნა და სიტუაცია გამოსწორდება",-განაცხადა ორველაშვილმა.

 

მისივე შეფასებით, ლაშა ჟვანია პროფესიონალიზმის, პატრიოტიზმის და პატიოსნების კუთხით სუსტი მინისტრი იყო, თუმცა ამ მხრივ მთავრობაში არც ერთი მინისტრი არ არის ძლიერი.

 

ინვესტიციების შეფერხების გამო ლაშა ჟვანიას თანამდებობიდან გათავისუფლებას „თითიდან გამოწოვილ" მიზეზად მიიჩნევს ექსპერტი გია ხუხაშვილი.

 

ექსპერტის განცხადებით, ინვესტიციების შეფერხებას არა ლაშა ჟვანია, არამედ ის სისტემა იწვევს, რომლითაც ქვეყანა იმართება.

 

„მთავრობის შიგნით დაპირისპირებაზე რომ დაიწყო საუბარი ხელისუფლების კონტროლირებადი მედიის მხრიდან, გასაგები იყო, რომ რაღაც მოხდებოდა უახლოეს მომავალში. მინისტრის გათავისუფლების მიზეზის დასახელება უნიკალური შემთხვევაა. აქამდე მინისტრებს და პრემიერ-მინისტრებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ათავისუფლებდნენ. ამ შემთხვევაში კი, ნეგატიური მიზეზი დასახელდა. კარუსელის სკამზე ვინ იჯდება, მნიშვნელობა არა აქვს, სისტემაშია პრობლემა. ლაშა ჟვანიამდე ეკონომიკაში კარგად იყო საქმე? ბენდუქიძე, რომელმაც დაანგრია საინვესტიციო გარემო, თანამდებობიდან მშვიდად წავიდა",-განაცხადა ხუხაშვილმა.

 

მისივე თქმით, ხელისუფლებაშია ისეთი სისტემა, რომელიც კარგ მინისტრსაც თავის თარგზე ჭრის.

 

ამასთან, გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის მინისტრის გადადგომით გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, „ენერგო პროსა" და „ბლოკ ჯორჯიასთან" დაკავშირებით არსებული პრობლემები ლაშა ჟვანიას გადააბრალონ.

 

„ვფიქრობ, რომ ლაშა ჟვანიასათვის გადაბრალება, რომ „ბლოკ ჯორჯიას" და „ენერგო პროს" ინვესტიციები არ შემოაქვთ, აბსურდულია. არის კონკრეტული ჯგუფი, რომლებსაც აქვთ ინტერესები ამ კომპანიებში, მე გილაურს არ ვგულისხმობ, მაგრამ მთავრობის ეკონომიკურ ჯგფში არიან ასეთი ადამიანები, და ამ საკითხის ლაშა ჟვანიასათვის ხელის შეწმენდას ცდილობენ", - ვარაუდობს გია ხუხაშვილმა.

 

Internet.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...