Jump to content
Planeta.Ge

იყო თუ არა ზვიად გამსახურდია კომუნისტებთან


Recommended Posts

საქართველოში ხელისუფლებაში ვერ მოხვალ თუ არ გაქვს კავშირები კა-გე-ბე-სთან

 

აქ ყველაფერს რუსები ბევრ რამეს აკონტროლებენ და თუ ხარ ოპოზიცია, ვერ აცდები ამ სტრუქტურასთან ურთიერთობას.

 

ერთმანეთს პირდებიან, მარა მერე მოსული ხელისუფლება, რუსების მარიონეტი ხდება..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

საქართველოში ხელისუფლებაში ვერ მოხვალ თუ არ გაქვს კავშირები კა-გე-ბე-სთან

მგონი დღესაც მართლა მასეა, ისევე როგორც მთელი 20 წლის განმავლობაში, უბრალოდ ახლა ეს უფრო ფარული და მზაკვრული ხრიკებით კეთდება :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არის რამოდენიმე ძალა რომელსაც რეალურად შეგიძლია დაეყრდნო

 

 

1) მასა (პლებეები) - მათ არ შეუძლიათ რეალურად რამის მართვა, ისინი არიან მართულნი, მარა მათ უკან რამე თუ არ დგას, სუსტი ძალაა, მალე დამარცხდებიან

 

 

2) ძალოვნები (ჯარი, პოლიცია, კკბ) (ცენტურიანელები) ესენი არიან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ძალა, თუ კი მას აკონტროლებ, მათ მეშვეობით შეგიძლია აკონტროლო ქვეყანა (მაფრამ არის შემტხვევა, როდესაც თავად ჯარი აკონტროლებს ხელისუფალს)

 

3) ელიტა (პატრიციები) - მათ ხელთაა, ავტორიტეტები, ფული, პრესტიჟი. მათ შეუძლიათ შექმნან ოლიგარქიული სისტემები. მათ და პლებეებს შორის ხიდი იქნება ჩატეხილი, ყოველთვის ესეთი მასა უყურებს პლებეებს როგორც რეგრესს. ამიტომ ისინი მუდამ ცდილობენ, ძალოვნების გადმობირებას.

 

 

 

ზვიად გამსახურდიას ძალაუფლება აგებული იყო მარტო მასაზე, მას კონფლიქტი მოუვიდა ელიტასა და ძალოვანებთან და ამიტომაც დამარცხდა.

 

რაც შეეხება, სათავეში მოსვლას, მარტო პლებეები ვერასდფროს ვერ აირჩევენ მეთაურს, თუ კი მათ უკან არ დგას ან ელიტა ან ძალოვნები.

 

ასე რომ ჩემი აზრით ზვიადის უკან იდგა კა-გე-ბე მარა როდესაც შეეკვრა მათ ის ვერ გაითვალისწინა, რომ პლებეებით ამ ძალას ვერ დაუპირისპირდებოდი თუ კი გადაგდება გინდა.

 

აი შევარდნაძემ კი ელიტისა და ძალოვნების გული უფრო მოიგო ვიდრე მასის და მართა ამდენი ხანი ქვეყანა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამსახურდია გახდა მასების მძევალი.

ერთ მაგალითს მოვიყვან. ჰელსინკის ჯგუფი წლების განმავლობაში ითხოვდა ე.წ. თურქი მესხების ჩამოსახლებას (სწორი იყო თუ არ იყო სწორი, ამას არ ვამბობ), მაგრამ გამსახურდია როგორც კი მიხვდა, რომ მასებში ამაზე უარყოფითი რეაქცია იქნებოდა, მაშინვე შეცვალა პოზიცია და სუკის აგენტების ძახილი დაუწყო ამის მომხრეებს. ზურაბ ჭავჭავაძე ხომ უპირობო აგენტი იყო. მერაბ კოსტავასაც დაესხნენ თავს რამდენჯერმე აგრესიული ბრბოები, მთლად იმდენი ვერ გაუბედეს, როგორც სხვებს უბედავდნენ, მაგრამ მაინც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამსახურდია გახდა მასების მძევალი.

და ამიტომაც მოეკიდა ცენტრი "გაგებით" მასების სურვილს და ამიტომ ჩაუგდეს თითქმის ბრძოლის გარეშე ხელისუფლება, მით უფრო, რომ ამ სურვილის ასრულება საბოლოო ჯამში არაფერს არ ცვლიდა და მოგებული მაინც სცენარის ავტორი რჩEბოდა. სამაგიეროდ მასამ ირწმუნა, რომ ის უბრალო სტატისტი კი არა, არამდ სპექტაკლის მთავარი გმირი იყო...paolo

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამსახურდია გახდა მასების მძევალი.

გამსახურდია გაქაჩეს თვითონ რუსებმა. უამრავი პარტია არსებობდა და ესე უპირობო ლიდერი ჯერ არ იყო 9 აპრილამდე, აი 9 აპრილის შემდეგ ზვიადი ყველაზე პოპულარული ლიდერი (რუსეთი ებრძვის მას)

 

9 აპრილი ჩემი აზრით იყო დადგმული სპექტაკლი, (სპექტაკლი რომ დადგმული იყო, ხალხი ვერ ხვდებოდა) რომელმაც ხალხის სიცოცხლე და ჯამრთელობა შეიწირა.

licemer

არამდ სპექტაკლის მთავარი გმირი იყო...

მასა ყოველთვის მასაა, ის არაორგანიზებულია ყოველთვის და მას აზრი არ გააჩნია, ემოციებით მოქმედებს. მასის მუღამი ის არის რომ არასრულფასოვანი ადამიანი მასაში რომ ხდეა კარგავს თავის პიროვნებას (ანუ იმ არასრულფასოვნებას რაც მის პიროვნებასთან ასოცირდება) და ხდება ერთი დიდი ორგანიზმის ნაწილი, იქ არავინ არ კითხულობს ვინ არის ჭკვიანი, ვინ არის უჭკუო, მასა უნდა იყოს ერთიანი და ამ ერთიანობით ის ორგაზმს განიცდის.

 

მასას კი ჭირდება მითი "გმირზე" "ზე-კაცზე" "მესიაზე" ხო და ესეთი გმირი მათ რუსეთთან მებრძოლი ზვიად გამსახურდიასგან შექმნეს. ზვიადს და მასას აკავშირებდათ ის მითიური სიყვარული რასაც ბელადის სიყვარული ჰქვია.

 

ზვიადი კი არ იყო დამოუკიდებელი პოლიტიკოსი (პიროვნებაც) მასზე ძალიან ბევრი ადამიანი და ძალიან ბევრი გარემოება მოქმედებდა. ლიდერი როცა არ არის დამოუკიდებელი პიროვნება რომელსაც შეუძLია დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება, მაშინ ის ცვერ მართავს ქვეყანას და ესეც მოხდა, ზვიადმა ვერ მართა ქვეყანა და ამის შედეგი ის იყო რომ ვერ შეინარჩუნა იგი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზვიადი კი არ იყო დამოუკიდებელი პოლიტიკოსი (პიროვნებაც) მასზე ძალიან ბევრი ადამიანი და ძალიან ბევრი გარემოება მოქმედებდა. ლიდერი როცა არ არის დამოუკიდებელი პიროვნება რომელსაც შეუძLია დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება, მაშინ ის ცვერ მართავს ქვეყანას და ესეც მოხდა, ზვიადმა ვერ მართა ქვეყანა და ამის შედეგი ის იყო რომ ვერ შეინარჩუნა იგი.

...... :yes2:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს 100% იანი სუვერენიტეტის ბავშვებსაც აღარ სჯერათ მე მგონი... უმეტესწილად ვერც ხელისუფლებაში მოხვალ და ვერც სახელმწიფოს წარმართავ შენს ნებაზე. იზამ და იმას მიიღებ რაც ზემოაღნიშნულმა პრეზიდენტმა მიიღო.

ინტერნაციონალიზმისა და გლობალიზაციის პირობებში შეუძლებელია საქართველოს ყავდეს მსოფლიოსგან დამოუკიდებელი თვალშისაცემად ეროვნული და ბოლმდე ნაციონალისტური პოლიტიკის გამტარებელი ხელისუფლება.

აბსოლუტური თავისუფლება ვერც ერთ ხლისუფლებას ვერ ექნება საქართველოში, გამორიცხულია ეგ ჩვენს დროში და ილუზიებით ცხოვრება არასდროს გამოიღებს დადებით შედეგებს.

ქუაში გამაჩერეს ერთხელ რამდენიმე ქალმა, ხელმოწერას მთხოვდნენ ქართულ ნეიტრალიტეტზე... ჩვენ ყველასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვინდაო და უნდა ვუთხრათ მსოფლიოს დაგვანებეთ თავი, ჩვენთვის ვიქნბით და ჩვენს საქმეს მივხედავთ ვიმეგობრებთ ყველასთანო.. ჩემმა იმპულსურმა ხასიათმა არ მომცა საშუალება ხისტი პასუხები გამეცა მაგრამ შემდეგ შევყევი საუბარში და მივხვდი რომ საზოგადოება არის დაბოლილი. მაგ ქალებისგან რაც მოვსმინე სხვა ბევრისგანაც მსმენია.

ჩემი დადებითი დამოკიდენულება ზვიადის მიმართ ცალკე საკითხია და არ მივეუთვნები იმ ქართველთა რიცხვს განსხვავებული აზრების ფრქვევა და ჩირქის მოცხობა რომ აქვთ ცხოვრებისეულ იდეაფიქსად გადაქცეული... უბრალოდ არსებობს ტერმინი "მწარე რეალობა" რომელზეც თვალის დახუჭვას უარესი შედეგები მოჰყვება ხოლმე როგორც წესი.

ასე რომ ცალსახად ვერაფერს დავწერ ახლა მე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...