Jump to content
Planeta.Ge

იყო თუ არა ზვიად გამსახურდია კომუნისტებთან


Recommended Posts

ყველას გვსმენია აქა-იქ მოარული ხმები , რომ ზვიად გამსახურდიას იოლი გამარჯვება ხელისუფლებისთვის ბრძოლაში კომუნისტებთან ფარულმა ალიანსმა განაპირობაო. არა მგონია ეს სინამდვილეს შეეფერებოდეს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ცენტრს დიდად არ შეუშლია მისთვის ხელი. ჩემი აზრით, ცენტრმა ზუსტად გათვალა და აკიდა უზარმაზარი ტვირთი ეროვნულ ხელისუფლებას, იმ იმედით, რომ დანარჩენს თვითონ ეს ტვირთი იზამდა. სამწუხაროდ ასეც მოხდა.

 

მაშ, ასე, ეს იყო ალიანსი თუ ცენტრის მიერ ზუსტად გათვლილი სვლა?

 

 

 

პ.ს. ჩემი აზრით, მიშასთან მიმართებითაც რუსეთმა იგივე სცენარი გაითამაშა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ცენტრს დიდად არ შეუშლია მისთვის ხელი.

 

კი, ეს ნამდვილად ფაქტია.

თუმცა იყო თუ არა გარიგებაში, არ ვიცი, ვერ ვიტყვი.

ერთი რაც ვიცი ის არის, რომ გაბრაზებული ადამიანის მოსვლა ხელისუფლებაში ცუდი შედეგების მომტანია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი რაც ვიცი ის არის, რომ გაბრაზებული ადამიანის მოსვლა ხელისუფლებაში ცუდი შედეგების მომტანია.

გაბრაზებული და + გაუწონასწორებელი ფსიქიკის(ზვიადი, მიშა) მქონე ადამიანებისთვის, ჩემო ბატონო vitaminC

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Am temas vimaxsovreb.rom chamoval getkvit chem azrs.tekefonit ver movaxerxeb.

კი ბატონო

 

გამარჯობა, ლაშა :maladec:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

მაშ, ასე, ეს იყო ალიანსი თუ ცენტრის მიერ ზუსტად გათვლილი სვლა?

 

ფაქტი ნამდვილად იყო, ანუ კომუნისტებს ფაქტიურად არაფერი არ გაუკეთებიათ ხელისუფლების შესანარჩუნებლად. მაგრამ ალიანსი ორმხრივ შეთანხმებას ნიშნავს, რაც ჩემი აზრით არ ყოფილა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

ყველას გვსმენია აქა-იქ მოარული ხმები , რომ ზვიად გამსახურდიას იოლი გამარჯვება ხელისუფლებისთვის ბრძოლაში კომუნისტებთან ფარულმა ალიანსმა განაპირობაო

თუ არ არის კონკრეტული დოკუმენტური მტკიცებულება, რჩება ერთადერთი - ლოგიკური ანალიზი :D

ზვიადის "ცნობილი" მონანიების მერე სულ ცოტა ხანში, ზვიადმა სერიოზული ქულები წამოკრიფა საზოგადოებაში. მაშინ როდესაც სწორი იქნებოდა სწორედაც საპირისპირო შედეგი!. გათვალისწინებით, რომ იმ დროს ჯერ კიდევ კომუნისტები და კგბ სერიოზული ძალა იყო, ნუთუ ეს შესაძლებელი გახდებოდა მათი მინიმუ - ყურის მოყრუების გარეშე?

ჩემი აზრით, მიშასთან მიმართებითაც რუსეთმა იგივე სცენარი გაითამაშა

არც ერთ შენს პოსტს ასე აბსოლუტურად არ დავთანხმებივარ :D

სწორედაც რომ მიშას გათვლა სრულიად მარტივია, რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მიშას სვლები ისე წარემართათ, როგორც მათ აწყობდათ. ძალიან მარტივია ასეთი ადამიანის შესაძლებელი მოქმედებების გათვლა.

რუსეთი მთელი 5 წელი იყო ჩასაფრებული.

არაფერს ვამბობ 2004 წლის აგვისტოს ავანტიურაზე, როდესაც მიშამ ასევე მოინდომა ცხინვალის აღება, მარა მიზეზთა გამო აღებული სიმაღლე წვერიახოც დათმო, მიუხედავად ოქრუაშვილის წინააღმდეგობისა. მაშინ რუსეთი ასე ფართომაშტაბიანი ომისთვის არ იყო მზად.

მიშას კი არავინ მოკითხა პასუხი იმ წარუმატებელ ავანტიურაზე, რასაც ორივე მხრიდან ათეულობით ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა.

რუსეთი ჯერ კიდევ 2008 წლის მარტში იყო მზად, რომ მიშა გაბედავდა და აფხაზეთის მიმართულებით შეეცდებოდა ძალის გამოყენებას, მარა მიშა ბუნებით არაა ძლიერი და ვაჟკაცური ბუნების, ამიტომ არ გარისკა, მიუხედავად დიდი ცდუნებისა.

მაშინ უკვე რუსებმა სხვა გზა გამოძებნეს: სრულიად დაუჩლუნგეს საფრთხის განცდა მიშას და შეუქმნეს აბსოლუტური ილუზია უმარტივესად გამარჯვებისა ცხინვალის ბლიცკრიკში. ვისი საშუალებით მოხერხდა ეს, ვინც დაარწმუნა მიშა - საქმე ჩაწყობილიაო, ალბათ დადგება დრო და ამას გავიგებთ. რა თქმა უნდა პარალელურად ადგილი ჰქონდა პროვოკაციებს რეგიონში, რაც ცეცხლზე პერიოდულად ნავთის დასხმის ტოლფასი იყო. ანუ მიშა მიზანმიმართულად მიჰყავდათ აზრამდე, რომ ძალით შეძლებდა მყისიერად პრობლემის მოგვარებას

ამიტომ ვამბობ, რომ მიშა წამოაგეს და შეტენეს ომის დაწყება!

Edited by liliko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეადარეთ რაა მიშა და ზვიადი :D

 

ზვიადის კაგებეს სკოლა მაინც არ ჰქონია დამთავრებული, მითუმეტეს ბიძა არ ყავდა არსებული კაგებეშნიკი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არც ერთ შენს პოსტს ასე აბსოლუტურად არ დავთანხმებივარ

მზისქვეშეთში სასტაულებიც ხდება თურმე :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფაქტი ნამდვილად იყო, ანუ კომუნისტებს ფაქტიურად არაფერი არ გაუკეთებიათ ხელისუფლების შესანარჩუნებლად.

არადა, თუ მოინდომებდა, დარწმუმებული ვარ, ის(ცენტრი) ადვილად შეძლებდა ამას...ძუკუ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამსახურდია კომუნისტებთან ალიანსში არ ყოფილა.

გუმბარიძემ მიუშვა სადავეები. თუმცა ამბობენ იმასაც, რომ არჩევნების წინ შოთა გორგოძეს უმტკიცებდა, უპრობლემოდ მოვიგებთ არჩევნებსო, ხომ ხედავ მაგათ მიტინგებზე 10 ათასი კაცი თუ დადისო.

არ იცოდა რა იყო კრიტიკული მასა :unsure:

იმასაც ამბობენ, რომ კგბ-ში მუშაობდნენ გამსახურდიას უალტერნატივო ლიდერად წარმოჩენაზე, რადგან იცოდნენ მისი გაუწონასწორებელი ხასიათი. თუმცა მე ნაკლებად წარმომიდგენია, როგორ უნდა მიეღწიათ ამისთვის. მან როგორღაც მაინც თვითონ მოახერხა ხალხის დიდი ნაწილის მხარდაჭერის მოპოვება.

შეცდომები კი საკმარისზე მეტი დაუშვა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამსახურდია კომუნისტებთან ალიანსში არ ყოფილა.

გუმბარიძემ მიუშვა სადავეები. თუმცა ამბობენ იმასაც, რომ არჩევნების წინ შოთა გორგოძეს უმტკიცებდა, უპრობლემოდ მოვიგებთ არჩევნებსო, ხომ ხედავ მაგათ მიტინგებზე 10 ათასი კაცი თუ დადისო.

არ იცოდა რა იყო კრიტიკული მასა

იმასაც ამბობენ, რომ კგბ-ში მუშაობდნენ გამსახურდიას უალტერნატივო ლიდერად წარმოჩენაზე, რადგან იცოდნენ მისი გაუწონასწორებელი ხასიათი. თუმცა მე ნაკლებად წარმომიდგენია, როგორ უნდა მიეღწიათ ამისთვის. მან როგორღაც მაინც თვითონ მოახერხა ხალხის დიდი ნაწილის მხარდაჭერის მოპოვება.

ხალხის ნება იყო, რომ ეროვნული მოძრაობა მოსულიყო ხელისუფლებაში, ჰოდა ცენტრმაც ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა...paolo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...