newstudio Posted August 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 ცნობილმა ისრაელელმა ბიზნესმენმა შმუელ ფლატო-შარონმა თბილისთან ახლოს მის კუთვნილებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ბურღვითი სამუშაოების შედეგად ნავთობის საბადო აღმოაჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის ინტერნეტ-გამოცემა „ვალა“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ფლატო-შარონმა განაცხადა, რომ საბადოზე 80 მილიონი ბარელი ნავთობია, რომლის ღირებულებაც 5 მილიარდ დოლარს აღწევს. "1000 ჰექტარი მიწის ფართი თბილისიდან 100 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ამ ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვებაზე უფლება ამერიკულმა კომპანიამ შეიძინა და მასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მოგების გაყოფასთან დაკავშირებით. ჩვენ, როგორც ამ მიწის ფართობის მფლობელებს, წილზე უფლება გაგვაჩნია",-განმარტავს გამოცემასთან საუბარში ფლატო-შარონი. ``საქართველოს ნავთობის საბადოები არ გააჩნია``, - ამ განცხადებას კი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური რადიო „კომერსანტთან“ ინტერვიუში ისრაელელი ბიზნესმენის საპასუხოდ აკეთებს. „ისრაელელი ბიზნესმენის განცხადება საინტერესოა, მაგრამ ჩვენი დიდი სურვილის მიუხედავად, საქართველო დუბაი არაა და ნავთობის რესურსებს არ ფლობს“,–განაცხადა ალექსანდრე ხეთაგურმა. http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...=10661&ct=2 პ.ს. ვერაფერი გავიგე, ბიზნესმენი იძახის არისო, მინისტრი არაო, მე ბიზნესმენს უფრო ვენდობი დავიჯერო ნავთობის "მოტეხვა" უნდა ხელისუფლებას?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 newstudio დავიჯერო ნავთობის "მოტეხვა" უნდა ხელისუფლებას?! ეს იქნებოდა საუკუნის მოტეხვა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 20, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 liliko ეს იქნებოდა საუკუნის მოტეხვაარაფერი ძნელი არ არის დამალავენ ნამდვილ რაოდენობას ნავთობის, და მტელ ნავთობს უცხოეთში გაყიდიან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 newstudio ნავთობის "მოტეხვა" უნდა ხელისუფლებას?!ხო. მიწისქვეშ "ტრუბები" გაყავთ, ერთი მხრიდან იმ ნავთობის საბადოს მიუერთებენ, მეორე მხრიდან ბაქო-ჯეიჰანს და ასე აპირებენ ნავთობის გატანას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 Saturn ხო. მიწისქვეშ "ტრუბები" გაყავთ, ერთი მხრიდან იმ ნავთობის საბადოს მიუერთებენ, მეორე მხრიდან ბაქო-ჯეიჰანს და ასე აპირებენ ნავთობის გატანასნწუ, არასწორი ინფორმაცია გაქვს სომხებს უკვე აქვთ დანადგარი, რაც მილების გარეშე გადაქაჩავს ნავთობს ჩერეზ სომხეთი ირანში და იქიდან შტატებში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 20, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 (edited) Saturn liliko დამალავენ ნამდვილ რაოდენობას ნავთობის, და მტელ ნავთობს უცხოეთში გაყიდიან ისე რომ ბიუჯეტშIც არ შევა ფული Edited August 20, 2009 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vitaminC Posted August 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 საქართველოში ნავთობი არის, თანაც ბევრად უკეთესი ხარისხის, ვიდრე ბაქოსი (წყლის შემცველობა დაბალი აქვს, თუ რაღაც ასეთი პარამეტრებით), მაგრამ მცირე რაოდენობით.საქნავთობში არ გყავთ ნაცნობი? კითხეთ და გეტყვიან.მოკლედ, ცოტაა, მაგრამ ბაქოს ნავთობზე ბევრად უკეთესი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gegius Posted August 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 მცირე რაოდენობით არის კახეთში რამდენადაც ვიცი.. შავ ზღვაშიც უნდა მოიპოვებოდეს წესით და მოკლედ არის რა... ცოტაა მაგრამ არის დავიჯერო ნავთობის "მოტეხვა" უნდა ხელისუფლებას?!არაა დაუჯერებელი არაფერი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
სლავიკა Posted August 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 (edited) ცოტაა, მაგრამ ბაქოს ნავთობზე ბევრად უკეთესი.ამ შემთხვევაში რაოდენობა ჯობია ხარისხს Edited August 20, 2009 by სლავიკა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gegius Posted August 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 ამ შემთხვევაში რაოდენობა ჯობია ხარისხს კი ეგრეა არამგონია ქართული ეკონომიკის იმედების დამყარება ღირდეს ნავთობზე მაგრამ დიდი შანსია კერძო პირების ინტერესში შედიოდეს თუ ისეა რა ეჭვებმაც აქ გაიჟღერა მაგის გამკეთებელს უნდა გადაასხა ნავთობი და მისცე ცეცხლს! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
სლავიკა Posted August 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 დიდი შანსია კერძო პირების ინტერესში შედიოდესთუ ისეა რა ეჭვებმაც აქ გაიჟღერა მაგის გამკეთებელს უნდა გადაასხა ნავთობი და მისცე ცეცხლს!მართალი ხარ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 21, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2009 სლავიკა საქართველოშI წესით ნავთობის უზარმაზარი რაოდენობა უნდა იყოს...იგივე აფაზეთის და სამეგრელოს სანაპიროებთან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2009 newstudio საქართველოშI წესით ნავთობის უზარმაზარი რაოდენობა უნდა იყოსეგ რომელი წესით? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 21, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2009 Saturn ეგ რომელი წესით?გეოლოგიური Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted August 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2009 newstudio საქართველოშI წესით ნავთობის უზარმაზარი რაოდენობა უნდა იყოს...იგივე აფაზეთის და სამეგრელოს სანაპიროებთან შავი ზღვის შელფზე არისო ნავთობი, ამერიკული "ანადარკო" აწარმოებდა მოძიებას. 2006-ში, თუ არ ვცდები უნდა დაედო დასკვნა, მაგრამ მერე ყველაფერი გაასაიდუმლოეს. საბჭოთა პერიოდში იყო ეჭვები, რომ დიდი მარაგები იყო, განსაკუთრებით აფხაზეთის შელფზე. თუმცა, მარაგები შეიძლება იყოს, მაგრამ იმ სიღრმეზე, მოპოვება ტექნიკურად იყოს შეუძლებელი არსებული ტექნოლოგიებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.