liliko Posted August 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 newstudio მოკლედ რომ გითხრა, საქართველოს აქვს იმის რუსეტი რომ სრულფასოვანი თავდაცვითი ზღუდეები აღმართოს ნებისმიერი მეზობლის წინააღმდეგ თურქეთის გარდა,სომხეთის და ახლა უკვე აზერბაიჯანის სამხედრო ძალაზე თუ გაქვს ინფორმაციები?კაი იქნება თუ გაეცნობი სომხური ჯარი სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მობილიზებული და ორგანიზებულია. მართალია შეიარაღება არ ჰქონდა ისეთი ახალი, როგორც ჩვენ, მარა მარტო შეიარაღება, შესაბამისი ორგანიზების და მართვის გარეშე რა ხეირიცაა, კი ვნახეთ შარშAნ მაპატიე მაგრამ ეს შენი აზრია მხოლოდ...რა თქმა უნდა, საპატიებელი არაფერია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Tazo200X Posted August 20, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 newstudio არ არის გამორიცხული, თუ არ შეწუხდები დამისახელე რაოდენობა გამანადგურებლებისა, რომელიც საჭიროა ჩვენი ჰაერის კონტროლისთვის და მერე გიუპასუხებ (მიახლოებულ რიცხვს გთხოვ რასაკვირველია)ცა რომ აკონტროლო, ჰაერში მუდმივად უნდა გყავდეს 5-6 გამანადგურებელი. და ერთი მაგდენი მზადყოფნაში მოყვანილი...ამის არც ადამიანური, არც ფინანსური რესურსი გაგვაჩნია. თან რუსებს მანევრირების საშუალება მეტი აქვს, ფორსაჟის რეჟიმში შეუძლია შებრუნდეს საკუთარ საჰაერო სივრცეში. აბა გაბედონ ჩვენებმა და გადალახონ... liliko სომხეთის და ახლა უკვე აზერბაიჯანის სამხედრო ძალაზე თუ გაქვს ინფორმაციები?სომხეთი კიდევ ხო, მაგრამ აზერბაიჯანი საიდან მოიტანეთ? :) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 Tazo200X პატივისცემით, პანდაძალიან მიწყენთ თავხედ დიაცს რომ გიპასუხოთ..."ნეტარ არიან მორწმუნენი"? კონკრეტულ დეტალურ დისკუსიაში თქვენთან არ და ვერ ჩავერთვები - დილეტანტი ვარ ამ სფეროში, და ჩემი პრინციპია, არ ვიკამათო იმაზე, რაც კარგად არ ვიცი. მაგრამ ერთი ნამდვილად ვიცი, რომ საქართველოს არც ადამიანური, არც სამხედრო და არც ემოციური რესურსი არ აქვს საკმარისი ომის საწარმოებლად დღეს.ერთადერთი, რაც არაა საკამათო - ეს რელიეფია. მაგრამ თქვენ თვლით, რომ ეს საკმარისია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Sakartwelo Posted August 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 Tazo200X პანდა,მახსოვს როგორ დასცინოდა ფორუმ.გე-ზე ხალხი ოსებსა და აფხაზებს,რუსულ ''ჟანგიან'' შეიარაღებას-ალბათ,მათ რიცხვში შენც იყავი,ვისაც წარმოუდგენლად მიაჩნდა აფხაზების ჩამოსვლა ქუთაისში,სამაგიეროდ არ უარყოფდა სოხუმისა და ცხინვალის 2 კვირაში აღებას. ჩემი თხოვნა იქნებოდა,მოეშვათ ამ ომის პროპაგანდას,ამით საქართველო ვერაფერს მოიგებს,დაკარგვით კი ბევრს დავკარგავთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 liliko სომხეთის და ახლა უკვე აზერბაიჯანის სამხედრო ძალაზე თუ გაქვს ინფორმაციები?ვიმეორებ, რესურსები აქვს თქო, დღეს რომ ქართული არმია აარ არის საუკეტესო ფორმაში (რბილად რომ ვთქვათ) ცხადია Tazo200X ცა რომ აკონტროლო, ჰაერში მუდმივად უნდა გყავდეს 5-6 გამანადგურებელი. და ერთი მაგდენი მზადყოფნაში მოყვანილი...ამის არც ადამიანური, არც ფინანსური რესურსი გაგვაჩნია. თან რუსებს მანევრირების საშუალება მეტი აქვს, ფორსაჟის რეჟიმში შეუძლია შებრუნდეს საკუთარ საჰაერო სივრცეში. აბა გაბედონ ჩვენებმა და გადალახონ...მე მეგონა რამოდენიმე ასეულს დაასახელებდი გეუბნები რომ ჰაერში 50-იც შეგვიძლია გვყავდეს! და თუ საჭიროა რუსეთის აეროდრომებიც უნდა დავბომბოთ(ან დივერსიები) Sakartwelo პანდა,მახსოვს როგორ დასცინოდა ფორუმ.გე-ზე ხალხი ოსებსა და აფხაზებს,რუსულ ''ჟანგიან'' შეიარაღებას-ალბათ,მათ რიცხვში შენც იყავი,ვისაც წარმოუდგენლად მიაჩნდა აფხაზების ჩამოსვლა ქუთაისში,სამაგიეროდ არ უარყოფდა სოხუმისა და ცხინვალის 2 კვირაში აღებასოსებს და აფხაზებს ეხლაც დავცინებ))) მაგათ არ აუღიათ ქუთაისი ან გორი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Tazo200X Posted August 20, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 liliko მაგრამ ერთი ნამდვილად ვიცი, რომ საქართველოს არც ადამიანური, არც სამხედრო და არც ემოციური რესურსი არ აქვს საკმარისი ომის საწარმოებლად დღეს.დღეს არ აქვს, გეთანხმებით. არც ხვალ ექნება,არც ზეგ და არც 5 წელიწადში. დრო უნდა ამას, მომზადება...ჩვენი პრობლემა ის არის, რომ სუპერ მაქსიმალისტები ვართ, ყველაფერი ეგრევე გვინდა..თქვენს დარწმუნებას არ ვეცდები, უბრალოდ გეტყვით, რომ რუსი ჯარისკაცი იგივე ადამიანია, მომაკვდავი...და არცებობს კიდევ ერთი დაუწერელი კანონი ჯარში: რაც უფრო ბევრია მტერი, მით უფრო ბევრი ტყვია ხვდება მიზანს...Sakartwelo პანდა,მახსოვს როგორ დასცინოდა ფორუმ.გე-ზე ხალხი ოსებსა და აფხაზებს,რუსულ ''ჟანგიან'' შეიარაღებას-ალბათ,მათ რიცხვში შენც იყავი,ვისაც წარმოუდგენლად მიაჩნდა აფხაზების ჩამოსვლა ქუთაისში,სამაგიეროდ არ უარყოფდა სოხუმისა და ცხინვალის 2 კვირაში აღებას.არანაირ პროპაგანდას მე არ ვეწევი, ღმერთმა მაშოროს მსგავსი საქმიანობისგან!რაც შეეხება დაცინვას, არ დავცინოდი. არც ეს მაქვს ხასიათში ჩამჯდარი. ვცდილობ რეალურად შევხედო ყველაფერს. აგვისტოში რუსეთმა რაც გააკეთა, მხოლოდ იმიტომ, რომ ამის საშუალება ჩვენ მივეცით. პოლიტიკურად! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
სლავიკა Posted August 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 Sakartwelo და შენ რა მართლა ფიქრობ რომ რუსები რომ არ იყვნენ 2-3 დღეში არ აიღებდნენ სოხუმს და ცხინვალს? ცხინვალი მართლა აიღეს 1 ღამეში, მარა წამოეშველნენ რუსები და... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 Tazo200X სომხეთი კიდევ ხო, მაგრამ აზერბაიჯანი საიდან მოიტანეთ?ბოლო დროს აზერბაიჯანმა დაიწყო ამ მიმართულებით აქტიურობა. newstudio ოსებს და აფხაზებს ეხლაც დავცინებ)))შენი საქმისა შენ იცი, მარა არ მგონია დაცინვა ამ შემთხვევაში რაიმეს მომტანი იყოს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Sakartwelo Posted August 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 newstudio ოსებს და აფხაზებს ეხლაც დავცინებ))) დასცინე,არავინ შეგიშლის ხელს,მაგრამ ზედმეტიც ნუ მოგივა,თორემ რეალობა შეგახსენებს თავს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Tazo200X Posted August 20, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 newstudio გეუბნები რომ ჰაერში 50-იც შეგვიძლია გვყავდეს! და თუ საჭიროა რუსეთის აეროდრომებიც უნდა დავბომბოთკარგი გაჩერდი ახლა რა. 50 გამანადგურებლის ყოლას იცი რამხელა რესურსი უნდა?მფრინავები უნდა მოამზადო, ტექნიკური პერსონალი. ნახე ნეტში, საშუალო დონის გამანადგურებლის ერთი საათის ფრენა რა ჯდება...მანამდე კიდე ინგლისური უნდა ასწავლო ჩვენს მფრინავებს..არარეალურია ეგ..დაივიწყე. liliko ბოლო დროს აზერბაიჯანმა დაიწყო ამ მიმართულებით აქტიურობა.აზერბაიჯანისგან ყველაზე ნაკლები საფრთხე მოდის ამ ეტაპზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Sakartwelo Posted August 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 Tazo200X არანაირ პროპაგანდას მე არ ვეწევი, ღმერთმა მაშოროს მსგავსი საქმიანობისგან! ძალიან კარგი,მაშინ სადაც იმას ამბობ,რომ დასავლეთ საქართველო შეიძლება რუსეთმა დაიკავოს,იქაც დაახლოებით დაწერე რამდენი ადამიანი მოკვდება,რათა ცოტა რეალურად შევხედოთ მდგომარეობას. სლავიკა და შენ რა მართლა ფიქრობ რომ რუსები რომ არ იყვნენ 2-3 დღეში არ აიღებდნენ სოხუმს და ცხინვალს? ის,რომ რუსები აფხაზებისა და ოსების მოკავშირეები არიან,ზუსტადაც აფხაზებისა და ოსების სიძლიერეზე მიუთითებს. გვახსოვს 90-იანი წლები,მაშინ რუსეთუ ისეთი ძალით არ ჩარეულა,როგორც გასულ წელს,მაგრამ შედეგიც ვიცით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 (edited) Tazo200X კარგი გაჩერდი ახლა რა. 50 გამანადგურებლის ყოლას იცი რამხელა რესურსი უნდა?მფრინავები უნდა მოამზადო, ტექნიკური პერსონალი. ნახე ნეტში, საშუალო დონის გამანადგურებლის ერთი საათის ფრენა რა ჯდება...მანამდე კიდე ინგლისური უნდა ასწავლო ჩვენს მფრინავებს..არარეალურია ეგ..დაივიწყე.არაფერი არარეალური არაა, მარტივად რომ გითხრა, რაც ამერიკაშI ჯდება 10 000 დოლარი, ჩვენთან შეიძLება 100$ დაჯდეს(პირობიტატ) რესურსების სწორად განაწილებაზეა ლაპარაკი! Edited August 20, 2009 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
სლავიკა Posted August 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 (edited) გვახსოვს 90-იანი წლები,მაშინ რუსეთუ ისეთი ძალით არ ჩარეულა,როგორც გასულ წელს,მაგრამ შედეგიც ვიცით.ალბათ ჩვენი "ჯარიც" გახსოვს Edited August 20, 2009 by სლავიკა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Tazo200X Posted August 20, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 Sakartwelo ძალიან კარგი,მაშინ სადაც იმას ამბობ,რომ დასავლეთ საქართველო შეიძლება რუსეთმა დაიკავოს,იქაც დაახლოებით დაწერე რამდენი ადამიანი მოკვდება,რათა ცოტა რეალურად შევხედოთ მდგომარეობას.შეიძლება ცინიკურად ჟღერს, მაგრამ მიზნის მისაღწევად ჩემთვის მსხვერპლი მისაღებია. ძალიან გთხოვთ სწორად გამიგოთ. ამ ომს მე არ ვიწყებ, მეომებიან მე, ჩემს მიწაზე, ჩემს სახლში. ის, რომ აგვისტოში ჩემს ბოსტანს არ დაცემია ბომბი, იმას არ ნიშნავს რომ მე არ მტკივა. newstudio რესურსების სწორად განაწილებაზეა ლაპარაკი!რასაც შენ ამბობ, არის რესურსების ფუჭი ხარჯვა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 სლავიკა ცხინვალი მართლა აიღეს 1 ღამეში, მარა წამოეშველნენ რუსები და...ნამდვილად ერთი დღე 7-ის ღამიდან 8-ის ღამემდე შეტევა განხორციელდა და რუსეთმა გვაცალა და ამ დროისთვის ცხინვალი სრულად არა, მარა ნაწილობრივ აღებული იყო. შეგახსენებთ კოკოითის ისტერიულ კივილს - რუსებმაც გავწირესო.თავისთავად ეს არაა გასაკვირი და არც სატრაბახო.ცხინვალში ალია-ბალია 30000 მოსახლეა. თბილისის ერთ რაიონში გლდანში 8-ჯერ მეტი მოსახლეობაა. აქედან რამდენია ბავშვი და ქალი? თანაც ნაწილი იმ დროისთვის გასული იყო. ასე რომ რიცხვობრივადაც და ტექნიკითაც თბილისი აშკარად დაჯაბნიდა ცხინვალს.მარა რამდენად სწორი იყო ეს მცდელობა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.