Jump to content
Planeta.Ge

ქობულეთში ეკა ბესელიას შვილი და ძმა დააკავეს


Recommended Posts

არასაპარლამენტო ოპოზიცია ეკა ბესელიას შვილისა და ძმის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

რავი, ჩემი აზრით , კრიმინალი კრიმინალია და არავის ეპატიება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 53
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Saturn

მე ზუსტად ვიცი რაც მოხდა

საიდან იცი? მან იყავი? :rolleyes:

 

ნორმალურ ადამიანს რომ ამ გალიებით ჩახერგილი თბილისის ქუჩები არ მოეწონებოდა ეს ფაქტია და კინგ დეპრესამაც კი აღიარა, სისულელე იყოო. რაც შეეხება მოწოდებას, ფორუმზე ვინ რას დაწერს მაგის მიხედვით რომ ხდებოდეს რეაგირება, აქამდე ნახევარი ფორუმი დაჭერილი იქნებოდა.

დაჭერაზე არაა აქ საუბარი. პროსტო რომ ამბობდა, შემაგინესო და მაგიტომ გადავაყირავეო საკანი, საეჭვო ამბავია. იმიტომ რომ წინასწარ გეგმავდა რაღაც მსგავს პროვოკაციას.

 

და რომ ჰქონოდათ პოლიტიკასთან კავშირი, მაშინ შეიძლებოდა მათი შეურაცხყოფა?

მე რა დავწერე თუ წაიკითხე?

თუ ესენი პროვოკატორები არ იყვნენ და შემთხვევით აღმოჩნდნენ იმ სიტუაციაში, მაშინ რა უნდოდათ ღამის 3 საათზე პოლიციაში? ნორმალური ადამიანი ამ დროს მივა პოლიციაში დაკითხვაზე ან ვინმეს ამოსაცნობად?

 

licemer

რავი, ჩემი აზრით , კრიმინალი კრიმინალია და არავის ეპატიება.

ხოდა ჯერ გავარკვიოთ კრიმინალია თუ არა, მართლა პროვოკაციის სუნი ასდის მაგ ამბავს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

რომ ამბობდა, შემაგინესო და მაგიტომ გადავაყირავეო საკანი, საეჭვო ამბავია

კაი კაცო. და საქართველოს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის სამი თვე ნგრევა რუსთაველზე ტინგიცობით არაა საეჭვო? ან "ბიჭების გასათავისუფლებლად" პოლიციის სამმართველოში მისვლა და პოლიციელებზე ქვების დაშენა? თუ ეგ ყველაფერი ნორმებში ჯდება?

 

თუ ესენი პროვოკატორები არ იყვნენ და შემთხვევით აღმოჩნდნენ იმ სიტუაციაში, მაშინ რა უნდოდათ ღამის 3 საათზე პოლიციაში? ნორმალური ადამიანი ამ დროს მივა პოლიციაში დაკითხვაზე ან ვინმეს ამოსაცნობად?

ეს პროვოკატორის ოპოზიცისეული გაგება მაგარია :eeh:

იმ შემთხვევის დროს ბოსელიას ახლობლებმა სცემეს პატრულის თანამშრომელსაც. დაკავების შემდეგ დაზარალებულები წაიყვანეს ამოსაცნობად, რა არის ამაში საეჭვო და გაუგებარი?

 

მართლა პროვოკაციის სუნი ასდის მაგ ამბავს...

მაგ ამბავს განავლის სუნი უდის, რომელიც ბოსელიასგან და მისი ნათესავებისგან მოდის.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

რავი, ჩემი აზრით , კრიმინალი კრიმინალია და არავის ეპატიება.

 

 

სასამართლო არ ყოფილა ჯერ და ამიტომ ისინი არ ითვლებან დამნაშავეებათ.რავი ეგრეა ყველა ნორმალურ ქვეყანაში. :))

 

 

შეიძლება მართლა დამნაშავეები იყვნენ,მაგრამ კანონი რომ არ მუშაობს იმიტომ გვიჩნდება ეჭვები ჩემო ლიც.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

და საქართველოს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის სამი თვე ნგრევა რუსთაველზე ტინგიცობით არაა საეჭვო?

რაღაც ეჭვებს ბადებს. ოღონდ იმ ეჭვებს არა, შენ რომ ფიქრობ.

 

იმ შემთხვევის დროს ბოსელიას ახლობლებმა სცემეს პატრულის თანამშრომელსაც.

საწყალი :)) არალეტალური იარაღი არ ქონდა თან?

 

დაკავების შემდეგ დაზარალებულები წაიყვანეს ამოსაცნობად, რა არის ამაში საეჭვო და გაუგებარი?

:no2: ის წყვილი არ დაუკავებიათ. მარტო ბესელიას ნათესავები დააკავეს, წაიყვანეს განყოფილებაში, გააგებინეს ახლობლებს, ახლობლებმა ორი ადვოკატი მოიწვიეს. მას მერე რაც დაკავებულების ადვოკატებმა დატოვეს განყოფილება და ბესელიას ნათესავები წინასწარი დაკავების კამერაში გაიყვანეს, მოვიდნენ დაზარალებულები. ძალიან დიდი დრო იყო ამასობაში გასული. ხოდა სახლში მიაკითხეს ღამის 3 საათზე, წამოდით მჩაგვრელები ამოიცანითო?

 

მაგ ამბავს განავლის სუნი უდის, რომელიც ბოსელიასგან და მისი ნათესავებისგან მოდის.

შსს-ში და რუსთავი 2-ში რატომ ხართ ყველა ასეთი აგრესიულები და ასეთი მიშისტები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

შსს-ში და რუსთავი 2-ში რატომ ხართ ყველა ასეთი აგრესიულები და ასეთი მიშისტები?

როცა ბოსელიასთანა პრიმიტივებს უჩნდებათ ამბიციები და ხელისუფლებაში მოსვლისათვის ყველაფერზე მიდიან, ეს მართლა იწვევს აგრესიას ჩემში. რაც შეეხება მიშისტობას, ამაზე კარგა ხანია მოკლე და კონკრეტული პასუხი დავამუშავე: მე და შენში ვინმეისტის ############

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

როცა ბოსელიასთანა პრიმიტივებს უჩნდებათ ამბიციები და ხელისუფლებაში მოსვლისათვის ყველაფერზე მიდიან, ეს მართლა იწვევს აგრესიას ჩემში.

ერთი თვისება მაინც დამისახელე რითი სჯობს სააკაშვილი ბესელიას. თორე ისე ვერ ვხსნი შენს აგრესიულობას

Edited by lasalexx
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

ერთი თვისება მაინც დამისახელე რითი სჯობს სააკაშვილი ბესელიას. თორე ისე ვერ ვხსნი შენს აგრესიულობას

თუნდაც განათლებით. ბოსელიას ტესტირების გადაბარება დაჭირდა იმისათვის, რომ იურისტის კვალიფიკაცია მიენიჭებიათ. სააკაშვილს აშშ-ში აქვს განათლება მიღებული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

თუნდაც განათლებით

 

საქართველო ”დაუჯერებელი ამბებით” და რაც მთავარია ”დაუჯერებელი ქმედებებით” ნამდვილად განებივრებული ქვეყანაა, ამჯერად, საკუთარი რეკორდის მოხსნის პრინციპით, ხელისუფლებაში მთათა სისტემის მოჭრის ინიციატივა გაჩნდა, ”მოსაჭრელი” მთები აჭარაში მდებარეოს და თურმე იმ მთებშია, წვიმიანი ამინდების გამომწვევი ”ჯადო” ჩამარხული.

 

”ფაქტი” ”მწვანეთა” პარტიის ლიდერს, გია გაჩეჩილაძეს დაუკავშირდა.

 

- ბატონო გია, მართლა აპირებენ აჭარაში მთების მოჭრას?

 

- მეც გავიგე რომ აპირებენ, თუმცა ოფიციალური განკარგულება არ არსებობს ამასთან დაკავშირებით, იმ ვერსიის მიხედვით, რომელიც მე მოვისმინე, მთის მოჭრის იდეა სააკაშვილის ბოლო ვიზიტის დროს გაჩნდა, პრეზიდენტმა ვარშალომიძეს ტურისტების მცირე ნაკადის გამო საყვედური უთხრა. ვარშალომიძემ ტურისტების ნაკლებობა ცუდი ამინდებით ახსნანა და პრეზიდენტს განუცხადა, რომ ცუდი ამინდები იმიტომ არის რომ, ერთ -ერთი მთის იქით ღრუბლები არ გადადის. სააკაშვილმა განაცხადა - მერე ბიუჯეტიდან თანხები გამოყავით და მთა მოჭერითო

 

- საკმაოდ დაუჯერებლად ჟღერს, არ მეთანხმებით?

 

- გეთანხმებით მაგრამ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში უკვე აღარაფერი მიკვირს.

 

- კონკრეტულად რომელ მთებზეა საუბარია?

 

- როგორც ვხვდები, ლაპარაკი 2 უზარმაზარ ქედზეა. ერთის სიგანე 65 კილომეტრია, ხოლო სიგრძე - 2800 მეტრი, მეორე ქედის სიგანე 60 კილომეტრს შეადგენს და მისი სიმაღლე 2600 მეტრს არ აღემატება.

 

- ამ მთების მოჭრა რეალურად შესაძლებელია?

 

- ქედების მოჭრა ფიზიკურად შეუძლებელია , თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, გამოდის, რომ ხელისუფლებაში იმდენად გაუნათლებელი ხალხია, რომ ”უკიდურეს” სისულელეებამდე მივიდნენს. არ ვიცი, იმ ქედების მოჭრას როგორ შეძლებენ. ლაბათ რამე ჯადოს თუ შეიმუშავებენ (იცინის). ადრეც ჰქონდათ დაუჯერებლობის თვალსაზრისით მსგავსი იდეა - ხელისუფლებამ მდინარეების აუზებთან ერთად გაყიდვის ოფიციალური გეგმა წარმოადგინა, რომელიც ჩვენი გაპროტესტების გამო არ განხორციელდა. თუ ახლაც რაიმე გაგემას წარმოადგენენ, პირადად მე, ევროპარლამენტს მივმართავ, რათა საქართველოს ხელისუფლებას სავალდებული ფსიქიატრიული შემოწმება ჩაუტარონ”

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...