ლ ი ც ი Posted August 20, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 რაღაც ვერ შევისუნთქე ეგ სურნელიგაციებული ხარ...Sakartwelo , ალბათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის ეკა ბესელიას შვილის და ძმის დაკითხვას ადვოკატები ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ.ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ~მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის~ პრესსამსახურმა გაავრცელა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 22, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2009 სასამართლომ ეკა ბესელიას შვილს გირაო, ძმას კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ქობულეთის სასამართლომ „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ეკა ბესელიას შვილს, რატი მილორავას აღმკვეთ ღონისძიებად გირაო, ძმას - სერგო ბესელიას კი, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულების ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა განუცხადა, სასამართლო პროცესიდღეს, 04:00 საათზე დამთავრდა. მისივე თქმით, გირაო შეეფარდა, ასევე, ბესელიას შვილთან და ძმასთან ერთად დაკავებულ ერთ პირს, რომელიც არასრულწლოვანია, ხოლო მეოთხე დაკავებულს პატიმრობა. ადვოკატის თქმით, სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა - პროკურატურა არასრულწლოვნების მიმართ გირაოს შეფარდებას ითხოვდა. გირაოს თანხა 3000 ლარს შეადგენს და გადახდამდე არასრულწლოვნები პატიმრობაში დარჩებიან.ამასთან, გელაშვილის განცხადებით, სასამართლო სხდომა მთელი რიგი დარღვევებით წარიმართა. იგნორირებული იყო დაცვის მხარის ყველა შუამდგომლობა, ხოლო ბრალდების მხარემ ვერ ცერთ შეკითხვას ვერ უპასუხა. ადვოკატები ქობულეთის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.ბესელიას შვილს და ძმას ხულიგნობის და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით წარედგინათ ბრალი, რაც ჯამში 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ქობულეთის შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 19 აგვისტოს, საღამოს ქობულეთში დააკავეს რატი მილორავა, სერგო ბესელია, ვალერი კირვალიძე და როინ ცაგარელი.შსს-ს ინფორმაციით, დასახელებულმა პირებმა 2009 წლის 19 აგვისტოს ქობულეთში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 1978 წელს დაბადებულ დავით ჯაფარიძეს. დაზარალებულის განმარტებით, კონფლიქტი დაიწყო კაფე-ბარ ‘’ელზაში’’. მას და მის მეუღლეს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ინციდენტი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რის შედეგადაც კაფე-ბარის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს. ეჭვმიტანილებმა დაკავებისას პოლიციის თანამშრომლებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kapriza-nuci Posted August 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2009 ))) sayvareli shvili yavsss am beselias :D:D:D:D:D Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 22, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2009 (edited) ))) sayvareli shvili yavsss am beselias D:D:D:D:D+ ეტყობა რომ წყნარი ბავშვია Edited August 22, 2009 by licemer Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 24, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 24, 2009 ეკა ბესელია: - დარწმუნებული ვარ, ეს იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია. პოლიციამ მოიფიქრა, როგორ უნდა მიეყვანა იმ კაფეში ჩემი ძმა და შვილი. http://www.ambebi.ge/politika/9221-qmotsme...idga-gogoq.html :sicili: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted August 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 24, 2009 ჩხუბის გულისთვის 12 წლიანი სასჯელი? :auf: და ვინმე იტყვის ამ დაკავებას პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვსო? კარგით რა. საქართველოში ვინც იჩხუბა, ყველას 12 წლიანი პატიმრობა რომ მიუსაჯონ, სვაბოდაზე ვინღა დარჩება. შედარებისთვის, გვირგვლიანს 12 ჭრილობა მიაყენეს ყელის არეში და 6 წელი მიუსაჯეს მაგის გამკეთებლებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 24, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 24, 2009 lasalexx 12 წელი რა თქმა უნდა ბევრია, მაგრამ დაგეგმილი პროვოკაცია ფაიზაღი არ იქნებოდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted August 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 24, 2009 licemer დაგეგმილი იყო თუ არა ნამდვილად არ ვიცი. ავალიანის ინციდენტს თუ გავიხსენებთ ტელევიზიასთან, და მინაშვილის სიდედრს "ტაქსისტების აქციაში", გამორიცხული არაფერია. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ამაზრზენია რომ საქართველოში არსებობს კანონი, რომელიც ჩხუბის გულისთვის ადამიანს 12 წლით სვავს ციხეში და არსებობენ მოსამართელეები რომლებიც მზად არიან ასეთი განაჩენი გამოიტანონ. და არსებობს საზოგადოება, რომელიც ასეთ რამეებს გულგრილად უყურებს, მანამ სანამ მსგავსი უსამართლობა საკუთარ თავს არ გადახდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 24, 2009 ნუ ჩავიციკლებით უაზრობაზე. არავინ არ აპირებს 12 წლით გასამართლებას ჩხუბის გამო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted August 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 24, 2009 Saturn შენ დაგიჯერო თუ პროკურორს? ბესელიას შვილს და ძმას ხულიგნობის და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით წარედგინათ ბრალი, რაც ჯამში 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 24, 2009 lasalexx შენ დაგიჯერო თუ პროკურორს?ფაქტს დაუჯერე მას შემდეგ რაც სასამართლო შედგება და განაჩენი იქნება გამოტანილი. წინასწარ ნუ გიყვართ ჭიქაში ქარიშხლის დატრიალება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 24, 2009 (edited) მუხლი 239. ხულიგნობახულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით,-ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.2. იგივე ქმედება, ჩადენილი:ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;ბ) ხელისუფლების წარმომადგენლის ან ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ;გ) ხულიგნობისათვის მსჯავრდებულის მიერ,-ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. მუხლი 353. წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ(28.04.2006. N2937)1. პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარა უკანონო ქმედებისათვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით,-ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფის მიერ, –ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე Edited August 24, 2009 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted August 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 24, 2009 Saturn ფაქტს დაუჯერე მას შემდეგ რაც სასამართლო შედგება და განაჩენი იქნება გამოტანილი.წაყენებული ბრალდება ფაქტი არაა? თუ ბევრი შემთხვევა იცი ისეთი, როცა პროკურატურას ქართულ სასამართლოში საქმე წაუგია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vitaminC Posted August 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 24, 2009 იმ ჩხუბს რა შედეგი მოჰყვა, დაზიანდა ვინმე? დაიჭრა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.