Jump to content
Planeta.Ge

ეროვნული გამოცდების შედეგები ხვალ იქნება


Recommended Posts

2009 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ხვალ დილით გახდება ცნობილი.

 

ამის შესახებ ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გამოცდების ეროვნული ცენტრი ასრულებს 2009 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების დამუშავებას. დღესვე მუშაობა დაასრულა სააპალაციო კომისიამაც.

 

“შედეგები ხვალ დილით გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე http://naec.ge/ გამოქვეყნდება. აბიტურიენტებს შეუძლიათ იხილონ პირველადი ჩარიცხვების, რანჟირებული სია და უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებში ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი”, - აღნიშნა მიმინოშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სრულად დაიბეჭდება გაზეთ “კვირის პალიტრის” ხვალინდელ სპეციალურ გამოშვებაშიც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

აბა დღეს დღის მეორე ნახევარში იქნებაო რო გამოაცხადა? რა სიტყვებს ახტება :angel:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zeppelina

ვაფშე არ შედის ნაეკ.გე ზე

მაისქიუელ ერორს აგდებს

ჩემთან შევიდა, მაგრამ ხაზი აშკარად გადატვირთულია!

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უკვე ცნობილია, რომ ახალი სასწავლო წლიდან უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს სწავლის გაზრდილი საფასურის გადახდა მოუწევთ. სახელმწიფო უნივერსიტეტებში განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი ზედა ზღვარის თანახმად სწავლის საფასური 2’250 ლარია, რაც კერძო უმაღლესებზე არ ვრცელდება.

 

”კავკასიის ბიზნეს-სკოლაში” ბაკალვრიატში სწავლის საფასური 9’900 ლარი იქნება. ამას სასწავლებელში გაზრდილი მოთხოვნით და შესაბამისად დამატებითი რესურსის მოზიდვის აუცილებლობით ხსნიან.

 

”ი-ეს-ემ”-ში სწავლა 300 ლარით 7’200 ლარამდე გაიზრდება, ქართულ-ამერიკულ უნივესრიტეტის ბაკალავრიატში სწავლისთვის სტუდენტებს 7’500 ლარის გადახდა მოუწევთ.

 

”კავკასიის უნივერსიტეტში” სწავლა 1’000 ლარით 3’950 ლარამდე გაიზარდა, რასაც უნივერსიტეტში ადმინისტრაციული ხარჯების ანაზღაურებას უკავშირებენ. დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში სწავლის საფასური თითქმით 100%-ით - 6’500 ლარამდე იზრდება, რასაც ადმინისტრაცია ქვეყანაში შექმნილი ვითარებით ხსნის.

 

ამ ფასად ევროპაშI თუ არ ისწავლო უსინდისო ვიყო...სულ გადაირია ყველა და ყველაფერი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფუ ვერ ჩევაბერე :)

 

 

მართლა? :blink:

 

newstudio

 

 

გერმანიაში ერთი სემესტრი 300-დან 500€-მდე ღირს,ამ ფასში შედის ასევე ბილეთი,რითიც მთელ მიწაზე გადაადგილება შეგიძლია 24 საათის განმავლობაში.(ასეთი ბილეთი დაახლოებით 200€ ღირს ისე,თუ სტუდენტი არ ხარ).

 

საქართველოში უფრო ძვირია სწავლა,ვიდრე ევროპის ქვეყნების სახელმწიფო უნივერსიტეტებში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

საქართველოში უფრო ძვირია სწავლა,ვიდრე ევროპის ქვეყნების სახელმწიფო უნივერსიტეტებში.

მაგაშია პარადოქსი

 

პლიუს იქ მუშაობა შეგიძლია თუ მოინდომებ და ოკახს არ დააწვები კისერზე

 

მერე უკვირთ ხალხი რატო გარბისო...განსაკუთრებით ახალგაზრდობა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სტუდენტი ვარ

გეპეი

ინფორმატიკა და მართვა

 

ვაააააააააა გილოცააააააააააააააააავ :)

 

 

ძალიან მაგარიააააააააააააააააააააააააააააა

 

აბა სხვებმა რა ქენით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...