Jump to content
Planeta.Ge

მიმართვა ღირსებააყრილ და უუნარო საზოგადოებას!


Recommended Posts

  • Replies 66
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

kote-1962

liliko

ახალი ალიანსი იკვეთება http://s4.rimg.info/4e1f5ebad4ed429a2f69d90b630aa0a7.gif

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

ბატონო ლიცემერ, კომპიუტერზე რატომ ხართ განაწყენებული?

ჭედავს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

ჭედავს

ხოოო, ეს სერიოზული პრობლემაა. :boli:

მე კი მეგონა ჩემზე და კოტეზე იყავით განაწყენებული :) :2kiss:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთადერთ იმედად ისღა დაგვრჩენია, რომ მსოფლიო ჩვენზე ლაპარაკობს :husein:

მიშასაც ხომ მუდამ ეს უნდოდა, რომ სნნ-ზე და ბბს-ის პირველ ნიუსებში ელაპარაკათ ჩვენზე :)

 

კიდევ ერთი სტატია, და საერთოდ, მგონი კაი იქნება, თუ ამ თემასი ასეთი სტატიები და ინფორმაციები დაიდება გასული აგვისტოს მოვლენებზე

 

 

Presa.ge

რუსეთი და საქართველო: კავკასიური გათვლა

ერიკ უოლბერგი, DissidentVoice.org, თარგმანი: foreignpress.ge]

საქართველოს ერთი წლის წინ რუსეთთან ომი ჰქონდა, ომის ღრუბელი კი დაშლას არ აპირებს. 8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ავბედითი შეჭრის წლისთავზე რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აცხადებდა: “საქართველო არ წყვეტს თავისი “ტერიტორიული მთლიანობის” ძალით აღდგენის მუქარას. შეიარაღებული ძალები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებთანაა კონცენტრირებული და ადგილი აქვს პროვოკაციებს”, მათ შორის, განახლდა ქართველების მიერ სამხრეთ ოსეთის დედაქალაქის, ცხინვალის დაბომბვა.

რა მოიტანა ოსურმა ფიასკომ? “გაიმარჯვა” , თუ “დამარცხდა” რუსეთი? დაუდო თუ არა მან ბოლო ნატოს ექსპანსიას? რა გამოცდილება მიიღეს სააკაშვილმა და მისმა დასავლელმა სპონსორებმა? ანალიტიკოსები ბოლო კვირების მანძილზე ყვლაფერს დეტალურად აანალიზებდნენ.

 

ზოგიერთები, მაგალითად ისეთი, როგორიცაა აშშ-ს სამხედრო კოლეჯის პროფესორი, სტივენ ბლენკი, უგულვებელყოფენ ნებისმიერ მტკიცებას, რომელთა თანახმადაც რუსეთის პასუხი სამართლიანი იყო, რადგან “ომის წინაც კი საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზა არ არსებობდა”. ის ამტკიცებს, რომ რუსეთმა წააგო, რომ მისმა პასუხმა რუსეთის ჯარის არაკომპეტენტურობა და სისუსტე დაადასტურა, შედეგად მანვე უზარმაზარი ეკონომიკური დანაკარგები მიიღო, რადგან ევროკავშირი ახლა ალტერნატიულ ენერგეტიკულ წყაროებს დაეძებს, ხოლო აშშ რუსეთის “ახლო საზღვარგარეთში” მის სენსიტიურობას კვლავინდებურად უწევს წინააღმდეგობას. ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი, ეტან ბურგერი სიტუაციას “გერმანიის მიერ ჩეხოსლოვაკიის ანექსიას” ადრის, სადაც აშშ-მ მამაცი ბრიტანეთის როლი შეასრულა, რომელიც თავის დროზე ფაშისტურ ურდოებს დაუპირისპირდა. როგორც ჩანს, ბურგერი მონროს დოქტრინას ცალმხრივ მოძრაობად განიხილავს. უთხარით ეს ჰონდურასელებს.

 

მართლაც რუსული ჯარი თავისი საბჭოთა ანალოგის აჩრდილს წარმოადგენს, ისევე როგორც თავად რუსეთიც, რომელსაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ქურდი ბიზნესმენები და დასავლელი მეგობრები ძარცვავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ჯარი უწესრიგოდ გაიქცა, ”აშკარა გახდა ოპერაციის დაგეგმვის, პერსონალის გაწვრთნილობის, აღჭურვილობის მზადყოფნისა და თანამედროვე ერთობლივი საბრძოლო ოპერაციის მართვის დეფიციტი”, თუმცა მაინც ”დადასტურდა, რომ ის სიცოცხლისუნარიან საბრძოლო ძალად რჩება”, წერს ვლადიმერ ფლოროვი russiaprofile.org-ზე.რუსეთის “დე ფაქტო” გამარჯვებით განრისხებულმა დასავლეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შემდგომში რუსეთის ეკონომიკისთვის ძირი გამოეთხარა. სამხედრო ოპერაციაში რუსებმა $500 მილიონი დახარჯეს’ “კაპიტალის გადინებამ” $10 მილიარდს მიაღწია, ხოლო სავალუტო მარაგები $16 მილიარდით შემცირდა. საბოლოო გაანგარიშებით რუსეთს ომი $27.7 მილიარდი დაუჯდა.

 

სხვა ანალიტიკოსებს, ისეთებს, როგორიც გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ანალიტიკოსი ალექსანდრე რარია, ომი აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობებში უმნიშვნელო მოვლენად მიაჩნიათ. “დასავლეთმა საქართველო სწრაფად დაივიწყა. საქართველო და სააკაშვილი არც იმდენად მნიშვნელოვანნი არიან, რომ მათ გამო ახალი “ცივი ომი” დაიწყოს. დასავლეთს რუსეთის დახმარება ბევრ საკითხთან დაკავშირებით სჭირდება, მაგალითად ირანთან დაკავშირებით. დასავლეთი ყოფილ საბჭოთა სივრცეში ტერიტორიულ- ეთნიკურ კონფლეტებს საკუთარი ძალით ვერ გადაწყვეტს. სტატუს კვო ყველას აწყობს”. მისი პროგნოზით, მოსკოვმა 2017 წლის მერე სევასტპოლში დარჩენაც რომ გადაწყვიტოს, “ამ საკითხთან დაკავშირებით დასავლეთთან კონფლიქტი არ წარმოიქმნება”.

 

სერგეი როი, რუსული “გარდიანის” რედაქტორი აღნიშნავს, რომ კონფლიქტმა “უფრო მეტი სიცხადე შემოიტანა, ან თუ საპირისპირო ფორმულას გამოვიყენებთ, შიდა და საგარეო ურთიერთობებშიც ნაკლები ბუნდოვანება დატოვა”. მან გაიხსენა, რომ პუტინმა ასეთი კრიზისებისთვის სპეციალურად შექმნილი ცხელი ხაზით ბუშთან დაკავშირებაც სცადა. “მეორე მხარე უბრალოდ არ პასუხობდა. მკვდარი სიჩუმე. ცხადი ნიშანი იმისა, რომ ეს მხარე უშუალოდ მონაწილოებდა სააკაშვილის სისხლიან თამაშში”. როი იმის გამო მოსთქვამს, რომ ზესახელმწიფოების მტრობა ცოცხალია, თუმცა “რუსეთმა გააკეთა ყველაფერი, რაც რეალურად შეეძლო (იდეოლოგიურად, პოლიტიკურად, სამხედრო თვალსაზრისით, ეკონომიკურად, კულტურულად), რათა დასავლეთს ის მიეღო და მოსწონებოდა. ყველაფერი გააკეთა გარდა იმისა, რომ მთლიანად გამქრალიყო. მაგრამ მისი გაქრობა აუცილებელია”.

 

როი აშშ/ნატოს იმ ყოვლისმომცველ გეგმაზე მიუთითებს, რომლის მიზანიც მთელი ყოფილი საბჭოთა სივრცის (და არა მხოლოდ) დესტაბილიზაცია და დეზინტეგრაციაა. სტრატეგია კავკასიის ბალკანიზაციაში მდგომარეობს (დაღესტანი, ჩეჩნეთი და სხვა ავტონომიური რეგიონები), იგივე შეიძლება ითქვას ირანზე, ერაყზე და ჩინეთზე. პრინციპი ასეთია, “არ იბძოლო უშუალოდ, შენი მტრის დასასუსტებლად მისსავე საზღვრებში არსებული სეპარატისტული მოძრაობები გამოიყენე “. აშშ ამ სტრატეგიას ათწლეულბის მაძილზე ხვეწდა, ყველაზე სამარცხვინოდ ის იუგოსლავიაში გამოიყენა - ხანდახან პირდაპირი დაბომბვებით, ხანდახან ქრთამის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფერადი რევოლუციების მეშვეობით.

 

სანამ დასავლური მედია რუსეთს საქართველოში ცუდი ქცევის გამო ადანაშაულებდა, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი იმ წარმონაქმნებად იქცნენ, რომელიც აშშ-ს სპონსორობით არსებულ ფსევდო-დემოკრატიულ სახელმწიფოთა სამყაროში, რუსეთის ჰეგემონიას ამკვიდრებს. ახალი, უფრო საზრიანი პოლიტიკური რეჟიმი საქართველოში, რომელიც აღიარებს არსებულ სიტუაციას და რუსეთთან პრაგმატულ, შესაძლოა თანამშრომლობით ურთიერთობას დაამყარებს, ალბათ შესძლებდა დსთ-ს ფარგლებში რაიმე კომპრომისის მიღწევას, თუმცა როგორც საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ამბობს, “ლათინური ამერიკის ბევრი ქვეყანა, ბოლივია, ვენესუელა, კუბა, ჰონდურასი, ეკვადორი და სხვები აფხაზთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას აპირებენ. სანამ ჩვენი საცოდავი პრეზიდენტი თავისი ტახტის შენარჩუნებითაა დაკავებული, საქართველოს დაშლა გრძელდება და ღრმავდება”.

 

ომმა მართლაც ჩაშალა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა (რომელიც, ბლენკის უარყოფის მიუხედავად, ძალიან რეალური იყო). მაგრამ ნატოს გეგმები უკრაინისა და საქართველოში ჯიუტად და სწრაფი ტემპით ხორციელდება. სახელმწიფო მდივნის ყოფილმა ასისტენტმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზამ სააკაშვილს $1 მილიარდი პატარა საქართველოს ჯარის ასაღორძინებლად და მისი ნატოს მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად საჩუქრად მიართვა. ჰო, და კიდევ იმისთვის, რომ ქართული ჯარი ავღანეთში სამსახურისთვის მოამზადონ. სხვა სიტყვებით, საქართველოს აშშ-ს მსოფლიო სამხედრო სტრატეგიაში შერწყმისთვის ამზადებენ, იქნება ეს ნატოში ფარგლებში, თუ მის მიღმა. ბოლოს და ბოლოს კოლუმბია სულ არ არის ნატოს წვერი, მაგრამ მას ასევე განსაკუთრებულად ეპყრობიან, მით უფრო, რომ ასე მოხერხებულადაა განლაგებული აშშ-ს მტერთან, ვენესუელასთან. შესაძლოა ნატოს პროგრამა პარტნიორობა მშვიდობისათვისაც საქართველოში ასეთივე ხრიკად გამოდგეს.

 

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის ახალმა თანაშემწემ, თინა კაიდანოვმა აპრილში ასე აღწერა აშშ-ს მიერ ინიცირებული ბალკანიზაციისთვის მისი კვალიფიაციის შესაბამისობა: “მე ვმუშაობდი სერბეთში, ბელგრადში და სარაევოში, მერე ვაშინგტონში, მერე სარაევოში დავბრუნდი და ახლა ისევ კოსოვოში ვარ”. ანდრეი არეშევი, სტრატეგიული კულტურული ფონდის დირექტორის მოადგილე PanArmenian.net-ში გვაფრთხილებდა, რომ კაიდანოვის ახალი თანმდებობა “ჩრდილო კავკასიაში ეთნიკურობის პოლიტიზაციისათვის ხელახალი სულის ჩაბერვის მცდელობაა, კოსოვოს სცენარის განმეორების შესაძლებლობით”. აშშ უბრალოდ გააგრძელებს კოსოვოს სეპარატისტთა აღიარების დროს გამოყენებულ ორმაგ სტანდარტს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შეაიარაღებს, რათა დაამხოს აფხაზეთის, მთიანი ყარაბახისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. არადა აქედან არც ერთი არ “ჩამოშორებია” არაფერს, გარდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ახლად შექმნილი სახელმწიფოებისა, რომლებსაც ისინი არც არასდროს ეკუთვნოდნენ.

 

გასული ზაფხულის პროვოკაციაზე რუსეთის მიერ გაცემული პასუხის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი სწორედ ეს წვრილმანი დამაინტრეგებელი ნიღბებია. არადა, რუსეთის გადაწყვტილებამ შედეგად ის მოიტანა, რომ მსოფლიო, 1914 წლის მსგავსად, ომში არ გადაეშვა, ხოლო ომი ამჯერად სავსებით შეიძლება ბირთვული ყოფილიყო, მით უფრო, თუ აშშ-სთან შედარებით რუსეთის აბუჩად აგდებულ სამხედრო სისუსტეს გავითვალისწინებთ. კედელთან მიმწყვდეული ერი ყველა ძალას მიმართავს, ხოლო რუსეთს აშშ-მ და მისმა ერთგულმა ნატომ სწორედ ასეთი ადგილი მიუჩინეს. “თუ რუსეთი სამხედრო ძალით კონფლიქტში ჩარევისგან თავს შეიკავებდა, ჩრდილო კავკასიის ხალხებს სერიოზული ეჭვი გაუჩნდებოდათ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეუძლია რუსეთს მათი დაცვა. ეს კი ჩრდილო კავკასიაში უამრავ სეპარატისტული მოძრაობას დაუდებდა სათავეს, რასაც შეიძლება არა მხოლოდ საერთო კავკასიური, არამედ მსოფლიო ომიც მოყოლოდა” - ამბობს ანდრეი არეშევი.

 

გეგმა, რომლის თანახმადაც რუსეთი იუგოსლავიის მსგავსად, შეიარღებული სეპარატისტული კამპანიით უნდა დაშლილიყო, 1999 წელს გვახსენებს, როდესაც კონსერვატიულმა ორგანიზაციამ, Freedom House-მა შეერთებულ შტატებში “ჩეჩნეთის მშვიდობის” ამერიკული კომიტეტი დააფუძნა. მის რიგებში შედიოდნენ ზბიგნევ ბზეჟინსკი, ნეოკონები რობერტ კაგანი და ვილიამ კრისტოლი, წერს globalresearch.ca-ში რიკ როზკოფი. ეს შემაშინებელი ჯგუფი ახლა “კავკასიის მშვიდობის” კომიტეტად გარდაიქმნა და ის “ჩრდილო კავკასასიაში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგს” ისახავს მიზნად.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დაადასტურა, რომ გასული აგვისტოს ომის გეგმა უფრო ფართომასშტაბიანი იყო და მხოლოდ სამხრეთ ოსეთისა და მოგვიანებით აფხაზეთის დაბრუნებას არ ისახავდა მიზნად. აზერბაიჯანი იმავდროულად სომხეთის წინააღმდეგ ომს გეგმავდა, სომხეთი კი რუსეთის სპონსორობით მოქმედი ორგანიზაციის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრია. ნატოს წევრს, თურქეთს პროცესებში აზერბაიჯანის მხარდასაჭერას შეეძლო ჩართვა და დაწიყებოდა რეგიონალური ომი, უკრაინისა და ირანის შესაძლო მონაწილეობით.

 

პირველი მსოფლიო ომის წარმომქნელი მიზეზები კომპლექსური იყო, მაგრამ ნამდვილად წარმოადგენდა იმპერიული სახელმწიფოების მიერ ძალაუფლებისთვის ბრძოლის შედეგს. ფიასკო საქართველოში პირდაპირ უნდა მივაწეროთ მსოფლიოში დარჩენილ იმპერიალისტურ ზესახელმწიოფოებს. საიდუმლო იმაშია, თუ რამდენად თავშეკავებით იქცევა რუსეთი, რომელიც უკვე კარგა ხანია აშშ-ს ქმედებებთან მორგებას ცდილობს. ბოლო ათი წლის განმვალობაში რუსეთი თვალს ადევნებდა იმას, თუ როგორ ესხმოდნენ თავს აშშ და ნატო იუგოსლავიას, როგორ შეიჭრნენ ავღანეთში, როგორ განალაგეს მთელს ცენტრალურ აზიაში სამხედრო ბაზები, შევიდნენ ერაყში, ეხმარებოდნენ რეჟიმების კოლაფსსა და ცვლილებას იუგოსლავიაში, საქართველოში, აჭარაში, უკრაინაში, ყირგიზეთში, გეგმავდნენ რუსეთის გაძევებას ევროპის ენერგეტიკული ბაზრებიდან. კითხვა იმაში კი არ მდგომარეობს, თუ რატომ მიმართა რუსეთმა სამხედრო ქმედებებს, არამედ იმაში, თუ რატომ უფრო ადრე არ გადადგა უფრო აქტიური ნაბიჯები.

 

ახლა კი ის ნატოსა და აშშ-ს ავღანეთში კარტ ბლანშს აძლევს. აშშ მთელს მოსფლიოში ამაყად დააბიჯებს და თავის ევრო ლაქიებთან ერთად პირდაპირ ემუქრება რუსეთს ომით, სამოქალაქო ომით და როცა ინებებს მისი ეკონომიკის საბოტირებისთვისაც აიღებს თაიმ აუტს. ის, რომ მისი გეგმები ავღანეთში ენერგეტიკულ რესურსებს უკვაშირდება, რადგან ავღანეთი მსოფლიოს ენერგეტიკულ რესუსრსებთან დამაკავშირებელი ჯაჭვია, (რაც, თუ ყველაფერი კარგად წავა, რუსეთს ამ კონტექსტიდან გამორიცხავს), ყველასთვის კარგადაა ცნობილი. რუსებმაც ისიც იციან, რომ აშშ თანამონაწილეობს ავღანური ოპიუმის წარმოებასა და გასაღებაში, თუმცა აშშ-ს ღვთისმოსავი განცხადებების თანახმად, ის ამ ცოდვას ებრძვის. სერგეი მიხეევი, პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ ნატოს ოპერაციები ავღანეთში ერთ რამეს ისახავს მიზნად - განამტკიცოს მისი კონტროლი ამ სტრატეგიულად ნიშვნელოვან რეგიონზე, რომელში ცენტრალური აზიაც შედის. ის აკრიტიკებს რუსეთს იმის გამო, რომ დაეთანხმა აშშ-ს მოთხოვნას ჯარისა და მასალის ტრანსპორტირებაზე. როგორც ანდერი არეშევი ამბობს, “რუსეთის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი ცხადად ჩამოყალიბებული არ იყო”.მაგრამ ყველაზე ავისმომასწავებელი ისაა, რომ როგორც სერგეი ბორისოვი Russia Today-ში წერს, ოპერაცია ავაღანეთში “საკვანძო ელემენტია იმ პროექტისა, რომელიც ალიანსის გაეროს ალტერნატიულ ინსტიტუტად გარდაქმნას ისახავს მიზნად”. მუხედავად იმისა, რომ ავღანეთის პირველი ინტერვენცია გაეროს მიერ იყო დამტკიცებული, მას აშშ და ნატო ახორციელებენ, ხოლო გაერო მხოლოდ პასიურ დამკვირვებლად დარჩა. ნატო რეგიონალური ორგანიზაციიდან გლობალურ სტრქუტურად ტრანსფორმირდება: “თუ საერთაშორისო კანონები დარღვეულია, მაშინ ავღანური მოდელი ნებისმიერ სხვა ქვეყანას შეიძლება მივუყენოთ”.

 

შეიძლება ეს ის შემთხვევა იყოს, როდესაც რაც არ უნდა მოიმოქმედო, მაინც წაგებული ხარ. გასული წლის მსგავს შეტევას რუსეთი მართლა უნდა წინ დადგომოდა, მაგრამ მან უნდა იფრთხილოს, რომ აშშ-ს პროვოცირება ზედმეტად არ მოახდინოს, რადგან მას შეუძლია რუსეთის წინააღმდეგ თავისი ძლევემოსილება ბევრ ფრონტზე აამოქმედოს - ეკონომიკურ, გეოპოლიტიკურ, სამხედრო, კულტურულ და რუსეთი იქ დააბრუნოს, სადაც 1991 წელს იყო, დროში, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა. რუსეთი მხდალი არ არის, ის რეალისტია და როგორც ჩანს, თავშეკავებულად ქცევას არჩევს, არჩევს დაუცადოს აშშ-ს, იმ გათვლით, რომ, რასაც ის დასთეს, იმასვე მოიმკის. ამ დროს კი როგორც როი ამტკიცებს, რუსეთმა ნატოს უკან დახევით წარმოქმნილი პაუზა უნდა გამოიყენოს, თავისი “ჯარები წესრიგში მოიყვანოს” და შემდგომი უსიამოვნებებისთვის მოემზადოს.

 

http://presa.ge/index.php?text=news&i=9308

12:45 20.08.2009

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვფიქრობ ეს ინფორმაციაც აქ დავდო :)

 

Presa.ge

ანდრეი ნეკრასოვი ამტკიცებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი რუსულმა მხარემ დაიწყო

[საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”]

რეჟისორებმა ანდრეი ნეკრასოვმა და მისმა მეუღლემ ოლგა კონსკაიამ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ დოკუმენტური ფილმი ”რუსული გაკვეთილები” გადაიღეს. ფილმში ნათლადაა ნაჩვენები, რომ ომი რუსულმა მხარემ დაიწყო.

- ”ეს არის მძიმე ფილმი ომზე, რომლის ყურებაც ცრემლების გარეშე შეუძლებელია. ფილმში შევეცადეთ, გვეჩვენებინა სიმართლე, რომლის სახელითაც ამდენ სიბინძურეს სჩადიან. სამხრეთ ოსეთში კოლოსალური თანხები იდება და ეს რუსეთის იმპერიალისტური მიზნებისთვის ხდება. პრემიერი პუტინი გვატყუებდა, როდესაც ამბობდა, რომ სამხრეთ ოსეთში 2’000 მშვიდობიანი მაცხოვრებელი დაიღუპა. ინფორმაციის მხრივ ხარვეზები ორივე მხარეს იყო,”- განაცხდა ნეკრასოვმა.

 

აღსანიშნავია, რომ ანდრეი ნეკრასოვი ბესლანის ტრაგედიისა და ლიტვინენკოს საქმის შესახებ გადაღებული გახმაურებული ფილმების ავტორია.

 

http://presa.ge/index.php?text=news&i=9314

15:45 20.08.2009

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

რეჟისორებმა ანდრეი ნეკრასოვმა და მისმა მეუღლემ ოლგა კონსკაიამ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ დოკუმენტური ფილმი ”რუსული გაკვეთილები” გადაიღეს. ფილმში ნათლადაა ნაჩვენები, რომ ომი რუსულმა მხარემ დაიწყო.

აბა ოპოზიციამ რო თქვა, საქართველომო? ტყუილს ხო არ იტყოდა ამხელა ოპოზიცია? :crazy:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

აბა ოპოზიციამ რო თქვა, საქართველომო? ტყუილს ხო არ იტყოდა ამხელა ოპოზიცია?

ხედავ რამდენზე მივდივარ, თავად ოპოზიციის ნათქვამს არად დაგიდევ, შენს შეფასების სისტემაში ადგილის დასაბრუნებლად? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

ხედავ რამდენზე მივდივარ, თავად ოპოზიციის ნათქვამს არად დაგიდევ, შენს შეფასების სისტემაში ადგილის დასაბრუნებლად?

ერთი ქულა მოგიმატე :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ერთი ქულა მოგიმატე

მიშა როცა აღარ იქნება ხელისუფლებაში, მერე რა ვუყო შენს ქულებს? :D :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

აბა ოპოზიციამ რო თქვა, საქართველომო? ტყუილს ხო არ იტყოდა ამხელა ოპოზიცია?

 

ეს თქვა არა მარტო ოპოზიციამ, არამედ თითქმის ყველა დასავლეთ ევროპულმა სახელმწიფომ, ევროკავშირმა და ევროსაბჭომ, აშშ-ს მაშინდელმა პრეზიდენტმა, მისმა სახმდივანმა, დასავლეთის თითქმის ყველა ანალიტიკურმა ცენტრმა და უკლებლივ!!! ყველა ინგლისურენოვანმა გამოცემამ (სხვა ენაზე ვერ ვკითხულობ, მაგრამ იქ ჩვენზე უარესები წერია - მენდეთ.)

 

საპირისპიროს ამტკიცებს სააკაშვილის გარემოცვა და ლატინინა. პლიუს ნეკრასოვი და მისი ცოლი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

ეს თქვა არა მარტო ოპოზიციამ, არამედ თითქმის ყველა დასავლეთ ევროპულმა სახელმწიფომ, ევროკავშირმა და ევროსაბჭომ, აშშ-ს მაშინდელმა პრეზიდენტმა, მისმა სახმდივანმა, დასავლეთის თითქმის ყველა ანალიტიკურმა ცენტრმა და უკლებლივ!!! ყველა ინგლისურენოვანმა გამოცემამ (სხვა ენაზე ვერ ვკითხულობ, მაგრამ იქ ჩვენზე უარესები წერია - მენდეთ.)

 

საპირისპიროს ამტკიცებს სააკაშვილის გარემოცვა და ლატინინა. პლიუს ნეკრასოვი და მისი ცოლი.

:yes2:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პლიუს ნეკრასოვი და მისი ცოლი.

ეხლა ჩავიხედე იანდექსში - ნეკრასოვი მართლა შეხვდა სააკაშვილს?

 

ესე ეწერა - დამეზარა ლინკის დაკოპირება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...