liliko Posted August 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2009 მთელი წელია სრულიად საქართველო ზოგი ჩურჩულით, ზოგი აღშფოთებით, ზოგიც შიშის კანკალით ოფისებში, სამზარეულოებში, ფორუმებშიც, ბაზარში, წყაროზე ამბობს იმას, რაც მთელი ცივილიზირებული სამყაროსთვის უკვე კაი ხანია საიდუმლოს აღარ წარმოადგეს!რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაუწონასწორებელი, აფექტური და სულსწრაფი ავანტიურისტია, ვისაც მოუწევს პასუხის გაცემა ბევრ კითხვაზე, როდესაც პრეზიდენტის იმუნიტეტი აღარ დაიცავს.ის სტატიები, რომლებმაც საგრძნობლად იმატა ბოლო თვეების განმავლობაში საერთაშორისო მედიაში, პირადად მე მიმაჩნია საინტერესო სიგნალად ტალიავინის კომისიის დასკვნის წინ.მაგრამ ჩემთვის - საქართველოს მოქალაქისთვის ეს არაა უმთავრესი. მე მაინტერესებს, რატომ უნდა გვითხრას მაინც და მაინც ვინმემ გარედან რომ საქართველოს პრეზიდენტი რაღაცაში დამნაშვეა - ჩვენ ეს არ ვიცით? და არა მარტო გასული აგვისტოს მოვლენებს ვგულისხმობ; რომ უდიდესი დემოკრატიის შუქურაა - ვიცით რა მედიის მდგომარეობა ან სულაც პოლიტ.პატიმრების არსებობა; ან სულაც თურმე რომ დემოკრატიული არჩევნების გზით არჩეული პრეზიდენტია, თუმცა ვიცით, რომ მინიმუმ მეორე ტური იყო დასანიშნი და ა.შ. რატომ არაა ჩვენში სერიოზული პროტესტი ყველაფერ იმის წინააღმდეგ, რაც ქვეყანაში ხდება? მეტყვის ახლა მავანი, აბა ორასი ათასი კაცი რა იყოო? კი ბატონო, იყოს თუნდაც ხუთასი ათასი, თუ შედეგი არ დადგება ამისგან, რა ხეირი?მაგ. არგენტინელმა ხალხმა თვის პრეზიდენტს არ აპატია ფოლკლენდის კუნძულების ავანტიურა და ყოველგვარი დახმარების გარეშე გარედან პასუხი აგებინა.ჩვენ კი მუდამ სხვის დახმარების მოლოდინში ვართ. ხოდა მაშ თუ ასეა კიდევ ერთ გულის მოსაფხან სტატიას მოგაწვდით, იქნებ ამასობასი ჩვენს მაგივრად ვინმემ, როგორც კისამ სთქვა რბილად - სოციოპათი პრეზიდენტი მოგვაშორებინოს და ჩვენი სოფელი ააშენოს! Presa.ge კავკასიური ლეგენდები: მიხეილ სააკაშვილი ომიდან ერთი წლის თავზე http://presa.ge/pic/pix.gif [ვოლფგანგ შმიგი. Nurnberger, თარგმანი: foreignpress.ge]სახელმწიფოს მეთაურმა მიხეილ სააკაშვილმა ვერაფერი ისწავლა. ერთი წელი გავიდა, რაც მან სეპარატისტულირესპუბლიკის სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ უგუნური სამხედრო აქცია მოაწყო, რასაც რუსეთთან ომი მოჰყვა, თუმცა მისგან არანაირი თვითკრიტიკის იმპულსი არ მოდის. ამაზე მისი რიტორიკა და ვითარების არარეალური შეფასება მიუთითებს: ვიდრე სააკაშვილი მისი ქვეყნის სათავეშია, კონფლიქტის გონივრულ გადაწყვეტას არ უნდა ველოდოთ. იმავდროულად, ეს ადამიანი, ნატოს წევრ სახელმწიფოებსსიგნალს უგზავნის, რომ საქართველო მისი მეთაურობით ევროპის კავშირის წევრი ვერ გახდება. რელობის დაკარგული განცდაომის წლისთავზე სააკაშვილი კავკასიური ლეგენდის წარმოდგენას შეეცადა - ლეგენდას დემოკრატიულ დავითზე, რომელიც წარმატებით იცავდა თავს ავტორიტარული რუსული გოლიათისგან. ბუნებრივია, პრეზიდენტმა იცის, რომ ამით ზღაპარს მსოფლიო თანამეგობრობის აზრსაც აწვდის. თუმცა, იმავდროულად როგორც ჩანს რეალობის განცდა იმდენად დარღვეულია, რომ ამ ისტორიის დაჯერებას თავადაც იწყებს. ის დარწმუნებულია, რომ ომი არა მან, არამედ რუსეთმა გააჩაღა. მისი ვერსიის ნაწილია ისიც, რომ პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს მისი ჯავშანტექნიკით ქართველი ჯარისკაცებისგან სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის დაცვა კი არა, არამედ რეალურად თბილისის პროდასავლური მთავრობის დამხობა და “ქართული დემოკრატიის ჩახშობა” სურდა, განაცხადა სააკაშვილმა ARD-სთვის მიცემულ ინტერვიუში. თუმცა ფაქტები სხვაგვარად გამოიყურება. ჯერ კიდევ არ გამოქვეყნებულა კავკასიის საკითხებში ექსპერეტის შვეიცარიელი ჰაიდი ტალიავინის გამოძიების შედეგები. მაგრამ გარკვეულმა ინფორმაციამ უკვე გამოჟონა: დოკუმენტების მიხედვით საქართველოს ამ მოვლენებში გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. სააკაშვილი მამა აბრამის ბატკანი სულაც არ არის, როგორადაც თავი მოაქვს. შარშან მას ნერვებმა უმტყუნა და სამხრეთ ოსეთის და რუსეთის პროვოკაციებს სამხედრო ძალით უპასუხა. არანაირი თავდაცვის აქტიეს თავდაცვის აქტი არ ყოფილა, რაც გაეროს ქარტიის 51-ე მუხლით დაშვებულია, არამედ უპატიებელი პოლიტიკური უგუნურება. სააკაშვილმა, როგორც ჩანს ჩათვალა, რომ სამხედრო ქმედებაზე ბუშის ადმინისტრაციისგან მხარდაჭერა ექნებოდა, რომელმაც 2005 წელს საქართველოს “დემოკრატიის შუქურა” უწოდა და ქვეყანას არმიის შეიარაღებასა და მოდერნიზაციაში ეხმარებოდა. თუმცა იმ დღეებში სახელმწიფოს მეთაურმა გაიგო, რომ ამერიკელები მისი შორეული კავკასიელი “მეგობრის” დახმარებისთვის მზად არ აღმოჩდნენ. თუმცა ჯორჯ ბუშმა ნატოს აიძულა რუსეთთან კავშირი გაეწყვიტა პუტინის ამ მეტისმეტად მკვეთრი რეაქციის გამო. მაგრამ მოგვიანებით მოსკოვთან ურთიერთობა კვლავ დარეგულირდა. ამერიკელებმა იციან, რომ რუსეთის მხარდაჭერა, მათ სხვა პრობლემების მოგვარებაში სჭირდებათ. ესენია ავღანეთი და ირანის ბირთვული პოლიტიკა, ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ კორეა, კლიმატის ცვლილება და ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის გადალახვა. დამარცხებულიომიდან ერთი წლის შემდეგ, უნდა ითქვას, რომ სააკაშვილი ამ დავაში დამარცხებულია. მისი მიზანი აჯანყებული რეგიონები დაებრუნებინა, ახლა შორეული პერსპექტივაა; საქართველოს ნატოში გაწევრიანება გადაიდო; საშინაო პოლიტიკის მხრივ ის დასუსტებულია, საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით - დიდწილად იზოლირებული. გარდა ამისა, ვაშინგტონში სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატიის დეფიციტია. მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგსა და ვაშინგტონში სწავლობდა, თავისუფლად საუბრობს ინგლისურად, უცხოელ ჟურნალისტებთან ურთიერთობის პრობლემა არ აქვს და ფლობს დასვლურ ტერმინოლოგიას. თუმცა, ეს ქვეყნის დემოკრატიული სიმწიფის დასადასტურებლად საკმარისი არ არის. http://presa.ge/index.php?text=news&i=9285 13:23 19.08.2009 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2009 liliko თუმცა ფაქტები სხვაგვარად გამოიყურება. ჯერ კიდევ არ გამოქვეყნებულა კავკასიის საკითხებში ექსპერეტის შვეიცარიელი ჰაიდი ტალიავინის გამოძიების შედეგები. მაგრამ გარკვეულმა ინფორმაციამ უკვე გამოჟონა: დოკუმენტების მიხედვით საქართველოს ამ მოვლენებში გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. სააკაშვილი მამა აბრამის ბატკანი სულაც არ არის, როგორადაც თავი მოაქვს. შარშან მას ნერვებმა უმტყუნა და სამხრეთ ოსეთის და რუსეთის პროვოკაციებს სამხედრო ძალით უპასუხა.ჯერ ჭორებია, ჯობია დაველოდოტ როდის გამოაქვეყნებენ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 19, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2009 newstudio ჯერ ჭორებია, ჯობია დაველოდოტხო, ჭორებია, და როგორც უმეტეს შემთხვევებში ხდება-ხოლმე ასეთ დონეზე გავრცელებული ჭორი ხშირად სიმართლესთან ძალიან ახლოს არის-ხოლმე როდის გამოაქვეყნებენ?სექტემბრის ბოლოს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2009 newstudio გარკვეულმა ინფორმაციამ უკვე გამოჟონა: დოკუმენტების მიხედვით საქართველოს ამ მოვლენებში გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებაჯერ ჭორებია, ჯობია დაველოდოტრას ამბობ? გრეჩიხა ჯუნიორმა თქვა სამხედრო დამნაშავედ აღიარებს ტალიავინის კომისია სააკაშვილსო და შენ ეჭვი შეგაქვს წმინდანის სიტყვებში? ეს მკრეხელობაა! http://s7.rimg.info/33db69a53488dc407d9effbd4ef9a2be.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 19, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2009 Saturn რას ამბობ? გრეჩიხა ჯუნიორმა თქვა სამხედრო დამნაშავედ აღიარებს ტალიავინის კომისია სააკაშვილსო და შენ ეჭვი შეგაქვს წმინდანის სიტყვებში? ეს მკრეხელობაა!რა ვქნათ ახლა ჟუნიორმა, ისიც გრეჩიხამ რომ სთქვას - დედამიწა მრგვალიაო, მე და შენ უნდა დავიწყით მტკიცება - არა ბატონო, მასე არაა, სამ გველეშაპზე დგასო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2009 liliko ანუ შენც გგონია რომ სამხედრო დამნაშავედ აღიარებს ტალიავინის კომისია სააკაშვილს? აი მაგაზე დაგენიძლავები თუ გინდა სამი ერთთან კოეფიციენტით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2009 Saturn რას ამბობ? გრეჩიხა ჯუნიორმა თქვა სამხედრო დამნაშავედ აღიარებს ტალიავინის კომისია სააკაშვილსო და შენ ეჭვი შეგაქვს წმინდანის სიტყვებში? ეს მკრეხელობაა!შენ მე მგონი გრეჩიხიზმით დაავადდი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2009 (edited) newstudio შენ მე მგონი გრეჩიხიზმით დაავადდისაკანში შენ იჯექი და მე დავავადდი? ხო მართლა რომელ ნომერში იჯექი? Edited August 19, 2009 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2009 (edited) Saturn საკანში შენ იჯექი და მე დავავადდი? ხო მართლა რომელ ნომერში იჯექი?თავს დადებ რომს საკანში ვიჯექი?! Edited August 19, 2009 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2009 newstudio თავს დადებ რომს საკანში ვიჯექი?!შენი გამკვირვებია რა. მახსოვს როგორ უჭერდი მხარს ამ საკნების იდეას, ანგარიშებს წერდი და ერთ ამბავში იყავი და რატომ გიტყდება საკანში ჯდომა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2009 Saturn შენი გამკვირვებია რა. მახსოვს როგორ უჭერდი მხარს ამ საკნების იდეას, ანგარიშებს წერდი და ერთ ამბავში იყავი და რატომ გიტყდება საკანში ჯდომა?არანაირად არ მიტყდება და ეხლაც ვთვლი რომ საკნების იდეა კარგი იყო, განხორციელება იყო ჩვენი ხელისუფლების სტილში... შენგან განსხვავებით მე არც არასდროს არ ვყოფილვარ რომელიმე პიროვნების მხარდამჭერი.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 19, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2009 Saturn liliko ანუ შენც გგონია რომ ციტატა(Saturn @ 19th August 2009 - 04:38 PM) სამხედრო დამნაშავედ აღიარებს ტალიავინის კომისია სააკაშვილს ? აი მაგაზე დაგენიძლავები თუ გინდა სამი ერთთან კოეფიციენტითმგონია, რომ მიშას გარკვეული წილი, და სერიოზული წილი, პასუხისმგებლობისა დაეკისრება.აღიარებს თუ არა სამხედრო დამნაშავედ, ახლა ამაზე მიდის კულუარული გაწევ-გამოწევა და შიდა დუღილი, და სხვათა შორის არა მარტო რუსეთთან, ამერიკაც იქვე სადღაც არის. ახლა ძალა მორევაზეა.უნდა ვაღიაროთ, რომ მიშამ მოახერხა საერთაშორისო დონეზე თამაშის სერიოზული აჭრა, და ამასაც უნარი ჰქვია. ვიყოთ სამართლიანები და ნუგეშად ამის აღიარება მაინც დავუტოვოთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2009 liliko მიმართვა ღირსებააყრილ და უუნარო საზოგადოებას! სანამ ქართველებს მუცლები სავსე გვექნება ხელის და ტვინის გამძრევები არა ვართ. მიშა მაგარია. : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2009 newstudio შენგან განსხვავებით მე არც არასდროს არ ვყოფილვარ რომელიმე პიროვნების მხარდამჭერივისი მხარდამჭერი გგონივარ? მე იდეებს და კურსს ვუჭერ მხარს. liliko მგონია, რომ მიშას გარკვეული წილი, და სერიოზული წილი, პასუხისმგებლობისა დაეკისრება.აღიარებს თუ არა სამხედრო დამნაშავედ, ახლა ამაზე მიდის კულუარული გაწევ-გამოწევა და შიდა დუღილი, და სხვათა შორის არა მარტო რუსეთთან, ამერიკაც იქვე სადღაც არის. ახლა ძალა მორევაზეა.უნდა ვაღიაროთ, რომ მიშამ მოახერხა საერთაშორისო დონეზე თამაშის სერიოზული აჭრა, და ამასაც უნარი ჰქვია. ვიყოთ სამართლიანები და ნუგეშად ამის აღიარება მაინც დავუტოვოთდაიწიე ამ პოსტის შემდეგ ჩემი შეფასების სისტემაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 19, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2009 Saturn დაიწიე ამ პოსტის შემდეგ ჩემი შეფასების სისტემაშირამდენი პუნქტით? შანსი აღარ მაქვს შენს შეფასებით სისტემაში ძველი პოზიციების დასაბრუნებლად? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.