Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

აგვისტოს ომზე ბევრი რამ ითქვა და დაიწერა. გამოქვეყნდა უამრავი სტატია, შეიქმნა რეპორტაჟები, დოკუმენტური ფილმები და ა.შ სამხედრო ექსპერტები მსჯელობდნენ ომის შედეგებსა და იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა ამ ომის თავიდან აცილება. არსებობს ერთი ჭეშმარიტება, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: ომის თავიდან აცილება ყოველთვის შესაძლებელია.

2008 წელი იქით იყოს და კარს ახალი ომი მოგვადგა. პროვოკაციები არ წყდება, ყოველდღე ჩვენს პოლიციელებს ცეცხლს უხსნიან, საინფორმაციო ომი აპოგეას აღწევს..ახლოვდება 7 აგვისტო. აღსანიშნავია, რომ რუსები ომის დაწყების თარიღად რატომღაც 8 აგვისტოს მიიჩნევენ (ჩემს ერთ-ერთ პოსტში ომის დაწყების თარიღად მეც 8 აგვისტოს მივიჩნევ. ვაღიარებ, რომ ვცდებოდი). ამით ისინი საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან. პროპაგანდისტულ ფილმებსა თუ რეპორტაჟებში ომის დაწყების კადრებად მოყვანილია ქართველი არტილერისტების მიერ “გრად”-ის სისტემის რეაქტიურლი-საარტილერიო დანადგარებიდან ჯავის მიმართულების ცეცხლის გახსნის კადრები. თითქოს ეს “გრად”-ები ცხინვალისკენ მიფრინავდნენ…საქმე იმაშია, რომ ეს ხდებოდა 7 აგვისტოს, დაახლოებით 23 სთ-სა და 40 წთ-ზე, და არა 8 აგვისტოს. მაშ რატომ ატრიალებენ ამ თარიღს რუსები?რატომ 8 აგვისტო?ამაზე პასუხი მარტივია: რუსული არმია აქტიურ საბრძოლო მოქმედებაში ზუსტად 8 აგვისტოს ჩაერთო. 8 აგვისტოდან იწყება ქართული ქალაქების დაბომბვა, 8 აგვისტოდან იწყება რუსების მიერ ცხინვალის საარტილერიო დამუშავება, ქართული შენაერთების ქალაქიდან გამოსაძევებლად. რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა იმდენად გახურებული იყო, რომ ეს თითქოსდა მცირე დეტალი რატომღაც გამოეპარათ. როგორც ჩანს, რუსულ საზოგადოებაში ამაზე დიდად არ ფიქრობენ. მათთვის ყველაფერი ნათელია: სააკაშვილის რეჟიმმა სასტიკი გენოციდი მოუწყო ოს ხალხს! მერე რა რომ თავად სიტყვა “გენოციდი” არანაირად არ ჯდება ლოგიკაში?სამაგიეროდ, კარგად ჟღრს. გაიხსენეთ გაერო-ში რუსეთის ელჩის, ჩურკინის გამოსვლა. მან განაცხადა, რომ ცხინვალში დაღუპულია 2000 მშვიდობიანი მოსახლეობა. დღემდე ვეძებ ინტერნეტში თუნდაც 300 დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეების სურათებს…ვერ ვპოულობ. რა ვერც ვიპოვი. რომ ყოფილიყო ამხელა მსხვერპლი, ოსები და რუსები ამას სათანადოდ გამოიყენებდნენ…

პროპაგანდა ომის ანატომიის განუყოფელი ნაწილია. 20-ე საუკუნეში, მედიის როლი ომში მნიშვნელოვანი გახდა. საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, მისი მართვა და სასურველ კალაპოტში ჩაყენება ომის მოგების ერთ-ერთი საწინდარი გახდა. საომარი სტრატეგიის განვითარებასთან ერთად იცვლებოდა მედიასაშუალებების როლი. საზოგადოებამ გამოიჩინა ინტერესი არა მარტო შიდა, არამედ საგარეო პოლიტიკისადმი. ამის ნათელი ნიშნები იკვეთება პირველ მსოფლიო ომში, როდესაც გერმანიამ ომის დაწყებამდე აქტიური საინფორმაციო პროპაგანდისტული კამპანია გააჩაღა. აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე ეს მის სასარგებლოდ მუშობდა. თუმცა საბოლოო ჯამში ის კრახით დასრულდა, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გერმანიის დამარცხებაში.

მეორე მსოფლიო ომი და ფაშისტური გერმანია პროპაგანდისა და საინფორმაციო ომის ედემად იქცა. ჰიტლერის მმართველობის პერიოდში შემუშავდა და განხორციელდა მედიაომის წარმოების ყველა ხერხი თუ მიდგომა, რომელიც წარმატებულად გამოიყენება 21-ე საუკუნეშიც კი. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანია არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რამდენად დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს პროპაგანდა…ბევრი ექსპერტი და ისტორიკოსი ეთანხმება თეორიას, რომ ჰიტლერი საკუთარი პროპაგანდის მსხვერპლი გახდა. ცნობილი ფაქტია, რომ მეორე მსოფლიო ომში იყო მომენტები, როდესაც ინიციატივა მთლიანად ნაცისტების ხელში იყო და არსებობდა შანსი, რომ გერმანელები ამ ომს მოიგებდნენ…საუბარი იმაზე, თუ რა მომენტში დაკარგა გერმანიამ ეს ინიციატივა, შორს წაგვიყვანს. უბრალოდ აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი იმას, რომ მთელი ომის განმავლობაში, ბერლინის დაცემის წინა დღეებშიც კი, ჰიტლერს ბოლომდე სჯეროდა საკუთარი გამარჯვების. ან დააჯერეს…

მაგალითებზე სხვა დროს ვისაუბროთ, ახლა დავუბრუნდეთ საქართველოს…აგვისტოს ომის გასაანალიზებლად საჭიროა, ჩემი აზრით, მცირე ისტორიული ექსკურსი. ათვლის წერტილად უნდა ავიღოთ არა თავად ომის ფაქტი, არამედ მიზეზი, თუ რამ გამოიწვია დაპირისპირება.

 

გაგრძელება იქნება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 33
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

არსებობს ერთი ჭეშმარიტება, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: ომის თავიდან აცილება ყოველთვის შესაძლებელია

არა მგონია ეს ჭეშმარიტება იყოს. აცილების ფასსაც აქვს მნიშვნელობა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

საბოლოო ჯამში ხომ შესაძლებელია?აქ ფასზე არ არის საუბარი :D

კი.

ნამდვილად შესაძლებელია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ ძალიან მოინდომება ქართული ხელისუფლება საქართველო აიცილებდა თასვიდან ამ ომს. უკეთესად ნამართი არმიის შემთხვევაში კი, როდესაც მეთაურები არ მიატოვებდნენ ბიჭებს და არ გამოიქცეოდნენ ბრძოლის ხაზიდან, ჩვენ შევძლებდით ერთი კვირით მაინც შეგვეჩერებინა მტერი, სანამ დასავლეთი არ ჩაერეოდა სიტუაციაში და შედეგებიც სხვაგვარი იქნებოდა.

ანუ ომის არდაწყებაც შეიძლებოდა და დაწყების შემთხვევაში ჩვენთვის გაცილებით უკეთესი შედეგებით დასრულებაც.

ქართულ სახელმწიფოს არასდროს ექნება ძალა დაამარცხოს რუსეთი, ეს არის ცალსახად ნათელი. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია საჭირო სვლებითა და გააზრებული პოლიტიკით მაქსიმალურად მცირე ცუდი მივიღოთ.

ქართული პოლიტიკა ვერ იქნება მაქსიმალურად კარგზე ორიენტირებული ამ პირობებში, ჩვენი პოლიტიკის მიზანი უნდა იყოს მაქსიმალურად მცირე ცუდი ქართული სახელმწიფოსთვის!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Tazo200X

საბოლოო ჯამში ხომ შესაძლებელია?აქ ფასზე არ არის საუბარი

კი. თუ საქართველოს ხელისუფლება აღიარებდა ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობას, ავიცილებდით ომს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი. თუ საქართველოს ხელისუფლება აღიარებდა ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობას, ავიცილებდით ომს.

არა, თუ საქართველოს ხელიასუფლება არ გაცემდა პასუხს წამოსულ პროვოკაციებს და მსოფლიოს ეტყოდა: შეხედეთ მე ხმას არ ვიღებ და ისინი მესვრიანო! აი ამ შემთხვევაში ცამოვიდოდნენ დასავლეთიდან და აგვარიდებდნენ თავიდან ამ ყველაფერს.

შეიზლება მსხვერპლი და ზარალი ყოფილიყო თუმცა იმის მეოთხედიც არა რაც ამ ომმა მოგვაყენა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Gegius

თუ საქართველოს ხელიასუფლება არ გაცემდა პასუხს წამოსულ პროვოკაციებს და მსოფლიოს ეტყოდა: შეხედეთ მე ხმას არ ვიღებ და ისინი მესვრიანო! აი ამ შემთხვევაში ცამოვიდოდნენ დასავლეთიდან და აგვარიდებდნენ თავიდან ამ ყველაფერს

ეგ ნათქვამი იყო ომამდე არა ერთხელ ყველა ტიპის არხების გამოყენებით. ეს გაკეთდა მას შემდეგ რაც რუსეთი აქტიურ ქმედებებზე გადავიდა, არაერთხელ დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე, აღადგინა სამხედროების საშუალებით აფხაზეთში რკინიგზა, და ბოლოს როცა უშუალოდ ომის წინ რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად იბომბებოდა ქართული სოფლები და პოზიციები ცხინვალის რეგიონში. სამწუხაროდ არანაირი რეალური ქმედება დასავლეთის მხრიდან ამას არ მოჰყოლია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn ქართულ ხელისუფლებას მიზანში ჰქონდა ამოღებული სეპარატისტული ხელისუფლება და დიდი ხანი ემზადებოდა ამისთვის. ქართულ ხელისუფლებას არ უცდია ომის თავიდან არიდება, მან მომენტით ისარგებლა და ცეცხლზე ნავთი გადაუსხა რუსეთს!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Gegius

ქართულ ხელისუფლებას არ უცდია ომის თავიდან არიდება

სცადა. დიპლომატიური არხები მთელი დატვირთვით მუშაობდნენ, მაგრამ არ მოგვაქცია არავინ ყურადღება. როცა რაღაცა არ იცი, არაა სავალდებულო რომ საწინააღმდეგო ამტკიცო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სცადა. დიპლომატიური არხები მთელი დატვირთვით მუშაობდნენ, მაგრამ არ მოგვაქცია არავინ ყურადღება.

არაფერი არ უვდია მეთქი... მოსაჩვენებლად ფხაკურობდა და ჩუმ-ჩუმად ოსების გენოციდის გეგმას ამუშავებდა თავის რეზიდენციაში ინგლისელმა ჟურნალისტმა რაიხსტაგს რომ მიამსგავსა. :D

როცა რაღაცა არ იცი

სააკაშვილის აპოლოგეტობა ჩემთვის უვიცობას ნიშნავს და გაკადრო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Gegius

სააკაშვილის აპოლოგეტობა ჩემთვის უვიცობას ნიშნავს და გაკადრო?

ერთი სააკაშვილის აპოლოგეტებისაც და მეორე დამბრალებლებისაც

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი სააკაშვილის აპოლოგეტებისაც და მეორე დამბრალებლებისაც

ზრდილობა ბიჭო თორე პრობლემები შეგექმნება :D

 

 

ქალაქში არ ვარ და რამდენიმე დღეში ვიქნები.

შეგიძლია ნომერი მომწერო PM ში ან არადა მეორედ გააკონტროლებ სიტყვებს

ინტერნეტში აცუნდრუკებული ბალღი არ გეგონო და თავი შრიკავე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Gegius

 

ჯიბიდან არ გაგივარდეს :eeh:

 

მე ჩემი გითხარი,აწი შენ იცი. კაცობა არ გეგონოს ინტერნეტში კაჩავი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...