newstudio Posted August 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 18, 2009 რადიო ``კომერსანტი``, FM 95.5 ვარდნის ლიდერი სამშენებლო სფეროა საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის, რომელსაც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პიკური პერიოდისათვის ჯერ არ მიუღწევია. ამ განცხადებას სტატისტიკის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო არჩვაძე რადიო „კომერსანტთან“ საუბარში აკეთებს. ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით მშპ–მ ერთ სულ მოსახლეზე 876,9 ლარი შეადგინა, ეს კი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 8%–ით ნაკლებია, რასაც სოსო არჩვაძე დამაფიქრებლად მიიჩნევს. „მართალია, კრიზისის გამო მშპ–ს ვარდნა სხვა ქვეყნებშიც არის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგივე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ბოლო წლებში მშპ–ს მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდებოდა. მაგალითად, ბოლო 5 წლის მანძილზე აზერბაიჯანში მშპ 160%–ით გაიზარდა, ზრდის ტემპი სომხეთშიც მაღალი იყო. საქართველო კი ერთადერთი ქვეყანაა ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის, რომელსაც მშპ–ს ზრდის პიკური პერიოდისათვის ჯერ არ მიუღწევია. ამიტომ, როცა ვარდნაზე ვლაპარაკობთ, უნდა გავითვალისწინოთ, საიდან ვვარდებით – პატარა გორაკიდან თუ ჰიმალაიდან“– აცხადებს სოსო არჩვაძე. ეკონომიკის სამინისტროში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით მშპ–ს ვარდნას საგანგაშოდ არ მიიჩნევენ. სამინისტროს ეკონომიკური ანალიზის და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის ლალი ღოღობერიძის განმარტებით, წლის ბოლომდე მონაცემები კიდევ შეიცვლება და შესაძლოა საერთო წლიური მაჩვენებლით გაცილებით უკეთესი შედეგი მივიღოთ. „წელს პირველ კვარტალში იყო მშპ–ს ვარდნა. ომი და გლობალური კრიზისი ბუნებრივია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე აისახა. სამშენებლო სფეროში კლებამ 23%, ვაჭრობაში 17%, ხოლო სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურეობის სფეროში 12% შეადგინა. თუმცა ზოგიერთ სფეროში იყო ზრდაც. მაგალითად სამთო მოპოვების მრეწველობაში 12,5, განათლების სექტორში – 5,8 ხოლო ჯანდაცვის სექტორში – 3,3%–იანი ზრდა გვქონდა“–აცხადებს ლალი ღოღობერიძე http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...10587&ct=18 პ.ს. შავად მონიშნულზე ვიცინე მაგრად.... იმენა ქვეყანა რომ დაიქცეს არ აღიარებენ, სულ თავის მართლების რეჟიმში როგორ არიან ?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 18, 2009 newstudio საქართველო მშპ–ის ზრდით ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას ჩამორჩებაკაცო თქვენი ვერ გავიგე ვერაფერი რა როცა დაგიდეთ მაგ სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევა, სადაც ზუსტად მშპ-ს ზრდის მიხედვით ეწერა, რომ საქართველოს ეკონომიკა ყველაზე განვითარებადი იყო მსოფლიოში, მაშინ აჭიჭყინდით "ეგაო ფურცელზეაო, გზები ვჭამოთო" და ა.შ. როგორც იცით ხოლმე. ახლა როცა ომის, ფინანსური კრიზისის და ოპოზიციის ტინგიცობის გამო მართლაც ცუდი მახასიათებელი გვაქვს, თურმე ისევ მნიშვნელოვანი გახდა მშპ ? თავად იცით რა გინდათ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 18, 2009 (edited) newstudio საქართველო მშპ–ის ზრდით ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას ჩამორჩება არა ჩვენზე წინ უკრაინაა.გუშინ ვუსმენდი და ეკონომიკა 20%–ით დაეცაო.რუსეთი მესამეზე იყო და 12%–ით დაეცაო. Edited August 18, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 18, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 18, 2009 Saturn თავად იცით რა გინდათ?ვის რა გვინდა?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 18, 2009 newstudio ვის რა გვინდა?!აი ამ კატეგორიაში ვინც ჯდება:როცა დაგიდეთ მაგ სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევა, სადაც ზუსტად მშპ-ს ზრდის მიხედვით ეწერა, რომ საქართველოს ეკონომიკა ყველაზე განვითარებადი იყო მსოფლიოში, მაშინ აჭიჭყინდით "ეგაო ფურცელზეაო, გზები ვჭამოთო" და ა.შ. როგორც იცით ხოლმე. ახლა როცა ომის, ფინანსური კრიზისის და ოპოზიციის ტინგიცობის გამო მართლაც ცუდი მახასიათებელი გვაქვს, თურმე ისევ მნიშვნელოვანი გახდა მშპ ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 18, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 18, 2009 (edited) Saturn ი ამ კატეგორიაში ვინც ჯდება:როცა დაგიდეთიგულისხმება რომ მეც დამიდე))) თან ტემა ჩემი გახსნილია პ.ს. იტოგში აღიარებ რომ ეკონომიკაშI ცუდადაა საქმე? გურჯაანის რაიონში მდებარე 17 ღვინის ქარხნისგან ყურძნის მიღების საკითხი ამ დრომდე არცერთ საწარმოს ხელმძღვანელობას არ გადაუწყვეტია. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ღვინის ქარხნების მეპატრონეებმა განუცხადეს, შესაძლოა, სახელმწიფოს ჩარევით ყურძნის შესყიდვასთან დაკავშირებული ფინანსური პრობლემები მოიხსნას, თუმცა საწარმოებში ცარიელი ჭურჭლის პრობლემა აქვთ. ეს იმას ნიშნავს რომ შარშანდელი ღვინოც არ გაუყიდიათ ჯერ! Edited August 18, 2009 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 18, 2009 newstudio აღიარებ რომ ეკონომიკაშI ცუდადაა საქმე?რა თქმა უნდა ვერაა კარგად. ამხელა ქვეყანასთან ომს და ფინანსურ კრიზისს ეხუმრები შენ? ამას ოპო ტინგიცობაც დაამატე და შედეგიც სახეზე იქნება. ის დახმარება რომ არ მიგვეღო მართლა ცუდად მაშინ იქნებოდა საქმე. ახლა გამოვძვრებით ამ სიტუაციიდან ისე, რომ კუპონიზაცია და დეფოლტი არ გვემუქრება.შენ თუ აღიარებ რომ საქართველოს ეკონომიკა რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი ეკონომიკა იყო? newstudio ეს იმას ნიშნავს რომ შარშანდელი ღვინოც არ გაუყიდიათ ჯერაი ეგ უკვე თვითონ იდარდონ რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.