newstudio Posted August 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 18, 2009 „ახალი მემარჯვენეების“ ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ედიშერ ჯობავას აღმკვეთი ღონისძიება თავისუფლებით შეეცვალა, - ამის შესახებ „ინტერპრენიუს“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, გუშინ საღამოს ქუთაისის სასამართლოში მოულოდნელად დაინიშნა სხდომა, სადაც ჯობავას აღმკვეთი ღონისძიება თავისუფლებით შეეცლა, თუმცა ძიება გაგრძელდება. “მინდა, დიდი იმედი ვიქონიო, რომ ეს საქმე სამართლიანად მივა ბოლომდე და უდანაშაულო ადამიანი არ იქნება დასჯილი პოლიტიკური შეხედულების გამო. ასევე, მინდა ვირწმუნო, რომ ეს არის პირველი დადებითი შედეგი ამ ბოლოდროინდელი მოვლენების ფონეზე. ვფიქრობ, ეს პროცესი შეუქცევადად გაგრძელდება და ყველა ის ადამიანი, ვინც უკანონდ არის დასჯილი, პოლიტიკური შეხედულების მსხვერპლი არ აღმოჩნდება”, - აღნიშნა ჩიხრაძემ. ამასთან, ოდიშერ ჯობავას საქმე შესული იყო იყო იმ სიაში, რომელის შს სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციამ ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს წარუდგინა. ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ოდიშერ ჯობავა, დაახლოებით, თვენახევის წინ ხობის გზაზე დააკავეს. “უცებ აღმოჩნდა, რომ მას ჰქონდა იარაღი, ნარკოტიკული საშულება, იყო ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ. რა თქმა უნდა, ეს იყო ცილისწამება, ბლეფი და უსამართლობა”, - აცხადებას ჩიხრაძე. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. ვიტომ დასავლეთი აწვება მიშას?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 18, 2009 newstudio ვიტომ დასავლეთი აწვება მიშას?!რქებით :drumer: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 18, 2009 newstudio ვითომ შეწყდა პოლიტ-ტერორი? დღეს არ შევიდა ის კანონი ძალაში და მე პირიქით მგონია.ყველაფერში ჩასვრილი არის ეს ხელისუფლება.აქედან გამომდინარე უფრო მეტი პროტესტია მოსალოდნენლი და მეტი დაჭერებიც იქნება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vitaminC Posted August 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 18, 2009 ვიტომ დასავლეთი აწვება მიშას?!ნუ, ალბათ, მაგრამ ეს ჟესტი დადასტურებაა იმისა, რომ დიალოგი ზოგ შემთხვევაში შედეგის მომტანია. ისე, ბიზნესზე აქვთ ამ ბოლო დროს განსაკუთრებით აკრეფილი (მცირე ან საშუალორა თქმა უნდა, მსხვილი უკვე მათია), დღეში 10 ობიექტი ილუქება შემოწმებისმიზნით (ადრე ობეხეესი რომ იყო იმ მეთოდით(. მერე ადებენ უზარმაზარ ჯარიმებს, ზოგი კოტრდება, ვისაც თავი აქვს, იხდის .ხოდა ამ საკითხზე არ იქნება დიალოგი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 18, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 18, 2009 vitaminC ისე, ბიზნესზე აქვთ ამ ბოლო დროს განსაკუთრებით აკრეფილი (მცირე ან საშუალორა თქმა უნდა, მსხვილი უკვე მათია), დღეში 10 ობიექტი ილუქება შემოწმებისმიზნით (ადრე ობეხეესი რომ იყო იმ მეთოდით(. მერე ადებენ უზარმაზარ ჯარიმებს, ზოგი კოტრდება, ვისაც თავი აქვს, იხდის .საიდან ეს ინფო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 18, 2009 vitaminC ბიზნესზე აქვთ ამ ბოლო დროს განსაკუთრებით აკრეფილი (მცირე ან საშუალორა თქმა უნდა, მსხვილი უკვე მათია), დღეში 10 ობიექტი ილუქება შემოწმებისმიზნითშეგიძლია ბოლო სამ დღეში დაკეტილი 30 ობიექტიდან თუნდაც 15-ის დასახელება? newstudio საიდან ეს ინფო?სიზმრებიდან ალბათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vitaminC Posted August 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 18, 2009 (edited) პეკინზე მაღაზიები ერთი "ფურლა", მეორე ჯეოსელის გვერდით. მესამეპროკრედიტბანკის გვერდით (საკუთარი თვალით ნანახი) სახელები აღარ მახსოვს.ვაკეში მაღაზიები, აბაშიძეზებათუმში სავაჭრო ცენტრი (სახელი არ მახსოსვს), 1აგვისტოს დალუქეს და გაგანია სეზონზე 10 დღისმერე გახსნეს.გაიკითხეთ კარგად, მეყოველ წუთს მესმის ეგ ინფოები და ძალიან არ მომწონს ეგ ამბავი.საგადასახადოს თანამშრომელს თუ იცნობთ ვინმეს, იმას კითხეთ, ყველაფერს სჯობს. Saturn სიზმრებიდან ალბათკაი რა,მართლა კაი რა. Edited August 18, 2009 by vitaminC Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 18, 2009 vitaminC კაი რა,მართლა კაი რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 18, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 18, 2009 ალსანიას ინტერვიუ: არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩემი მისვლისა იყო შიდაპოლიტიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხი, რაც პირდაპირ უკავშირდება პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებებს, დევნას პოლიტიკური ნიშნით. ეს საკითხები დავაყენე უშიშროების საბჭოს სხდომაზე. ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტი დაგვეთანხმა და დაინიშნა სამართალდამცავი ორგანოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა. მათ გადავეცი ინფორმაცია და სია იმ პირებისა, ვინც პოლიტიკური მოტივით დაკავებულად მიგვაჩნია. ოპოზიციისა და შს სამინისტროს წარმომადგენლებს შორის გაგრძელდება შეხვედრები, რათა დაკავებულები გავათავისუფლოთ. ჩემთვის ეს უმთავრესი ამოცანაა. შეხვედრისას გავამახვილე ყურადღება იმაზე, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმის არც ერთი ფაქტი არ არის გამოძიებული. ეს ეჭვქვეშ აყენებს ხელისუფლების გულწრფელობას, როდესაც ამბობს, ოპოზიციასთან შინაარსიან დიალოგზე თანახმა ვარო. დაგპირდნენ, რომ უკანონოდ დაკავებულებს გაათავისუფლებენ?- პროცესი, ჯერჯერობით, მიმდინარეობს. არ მინდა ჩემი განცხადებებით შევუშალო ხელი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 18, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 18, 2009 იმ საქმეების გადახედვის პროცესი, რომელიც ოპოზიციამ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე დააყენა, პოზიტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ დღეს ‘’ალიანსი საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა. ‘’გასულ კვირას შემდგარ შეხვედრაზე დასმული საკითხი, რომელიც ეხებათ ადამიანებს, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებიან, პოზიტიურად მიმდინარეობს. ამ მდგომარეობას ჩვენ ზომიერი ოპტიმიზმით ვუყურებდით. მიმდინარეობს საპყრობილეში მყოფი ადამიანების საქმეების შესწავლა. იცვლება ასევე აღმკვეთი ღონისძიებები კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით’’, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vitaminC Posted August 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 18, 2009 Saturn საიდან ეს ინფო? სიზმრებიდან ალბათწეღან წამთვლიმა და სიზმარში ისევ პეკინზე მოვხვდინიკალას პირდაპირ მაღაზია "კრისტალს" კარები ასკოჩილი ჰქონდა, ვიკითხე, რა სჭირთ თქო და ლუქია, ობეხეესი დაეცა თავსო , მითხრეს გვერდით მაღაზიაში.თუ მოხვდები ი მმხარეს, შეხედე ერთი, ხომ არ ამიხდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted August 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 18, 2009 ვითომ შეწყდა პოლიტ-ტერორი? პოლიტ-ტერორი პლაჟზეა, ისვენებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vitaminC Posted August 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2009 ხო, და დასვენებული, ახალი შემართებით შეუდგება საქმეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2009 ვითომ შეწყდა პოლიტ-ტერორი?მიშა ამ გზას არასდროს არ გადაუხვევს, უბრალოდ კარგად შენიღბავს და ბასტა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 1, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2009 თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციის აქტივისტების, ლევან გოგიჩაიშვილისა და გიორგი ალხაზიშვილის პროცესი ხვალ, 11:00 საათზე განახლდება. როგორც “ინტერპრესნიუსს~ გოგიჩაიშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა მალხაზ ჯანგირაშვილმა განუცხადა, ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გაცნობა გაგრძელდება. ~უკვე მესამე სხდომაა აღნიშნულ მასალებს ვეცნობით. სულ რვა კასეტაა და ჯერ მხოლოდ სამი გვაქვს ნანახი. ფარული ვიდეო და აუდიომასალა ჩაწერილია საავადმყოფოს პალატაში, სადაც დაჭრილი დავით ლეჟავა იწვა. ჩანაწერებში ასახულია ლეჟავას საუბარი ახლობლებთან. მასალების სრულად გაცნობის შესახებ შუამდგომლობა მოსამართლე დავით ჯუღელმა დაგვიკმაყოფილა. ბრალდების მხარემ ეს მტკიცებულებები კონტექსტიდან ამოგლეჯილად წარადგინა. ჩანაწერებიდან გოგიჩაიშვილის ბრალეულობა რეალურად არ დასტურდება”,-განაცხადა ჯანგირაშვილმა და დასძინა, რომ ხვალ, შესაძლოა დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვაც მოხდეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.