Jump to content
Planeta.Ge

ალასანიას უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს სთავაზობენო


Recommended Posts

საინტერესო ინფორმაციაა...

ვფიქრობ შემოდგომაზე, ანუ სულ ცოტა ხანში დაიწყება სერიოზული პოლიტიკური გადაჯგუფებები, თუმცა პირადად მე არ მგონია ამას სერიოზილი და სასიკეთო შედეგები მოჰყვეს.

როგორც პოზიცია, ისე ოპოზიცია სრული ბანკროტია და მათში რესურსი უბრალოდ აღარაა

 

http://www.factnews.ge/index.php?lang_id=G...0445&act=ns

 

 

მართალია, არცთუ მცხუნვარე აგვისტომ პოლიტიკური პროცესები “გაყინა”, მაგრამ კულუარებში ჭორები მაინც ვრცელდება.ასე, მაგალითად, სამთავრობო დერეფნებში ხმა დადის, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნობა შესაძლოა, რომელიმე ოპოზიციონერს შესთავაზონ.

 

ჯერ-ჯერობით მმართველი პარტიის არც ერთი წევრი ოფიციალურად არ ადასტურებს, რომ ოპოზიციას უშიშროების საბჭოს მდივნის სავარძელს სთავაზობენ, თუმცა ამ მოსაზრებას მაინც და მაინც არც არავინ უარყოფს.

 

ვის აქვს შანსი, რომ უშიშროების საბჭოს მდივანი გახდეს?

 

თუ ოპოზიციას ეს თანამდებობა შესთავაზეს, მაშინ ის არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს, რადგან საპარლამენტო ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის პრობლემა არც ადრე იყო და არც ახლაა.

 

არასაპარლამენტო ოპოზიცის ნაწილი უშიშროების საბჭოს ფორმატში მუშაობას უკვე დასთანხმა. ამდენად, ამ პოსტის დაკავების შესაძლო მსურველი მათ შორის შეიძლება იყოს.

 

ამასთან, უშიშროების საბჭოს მომავალ მდივანს უშიშროების სისტემაში მუშაობის გამოცდილებაც უნდა ჰქონდეს.

 

პრეზიდენტმა სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი ერთხელ უკვე შესთავაზა ოპოზიციას, მაშინ ოპოზიციამ ამ თანამდებობაზე უარი თქვა.

 

რას იზამს ოპოზიცია, თუ სააკაშვილი ისევ შესთავაზებს ამ პოსტს? როგორც ამბობენ, ასეთი შეთავაზების შემთხვევაში, ოპოზიცია აღარ “გაიპრანჭება”.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან, ანუ იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს უშიშროებაში ან, სულაც, ძალოვან უწყებაში მუშაობის თუნდაც ერთდღიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს, ალბათ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ ვინ დაიკავებს ეკა ტყეშელაშვილის პოსტს.

 

ყოველ შემთხვევაში, “მთავრობის ხალხი” პირად საუბრებში არ გამორიცხავს, რომ უშიშროების საბჭოს მდივნობა მმართველმა გუნდმა ირაკლი ალასნაიას შესთავაზოს.

 

სხვათა შორის, ნიშანდობლივია, რომ რამდენიმე დღის წინ ალასანია საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა და გრიგოლ ვაშაძეს კონფლიქტების მოგვარების საკუთარი ხედვა გააცნო.

 

საერთოდ, ბოლო დროს არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილისა და ხელისუფლების ურთიერთობა თვალშისაცემად დათბა... სხვა თუ არაფერი, “ეროვნული ფორუმისა” და “ნაციონალების” სახეები მოსახლეობას “სახალხო დიალოგის” ფორმატში (დიდი სახალხო დიალოგის იდეით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო დებატებზე გამოვიდა) ერთად ხვდებიან.

 

ისე, “ფორუმი” იქადნებოდა, რომ 7 აგვისტოს, ანუ აგვისტოს ომის დაწყების წლისთავზე ქუჩაში მილიონ ადამიანს გამოიყვანდა, მაგრამ მილიონს ვინ ჩივის, 7 აგვისტოს “ფორუმს” ქუჩაში ერთი კაციც არ გამოყვანია...

 

ამასთან, ხმა დადის, რომ “ფორუმში” გარკვეული უთანხმოებაა, ანუ “ფორუმის” ნაწილი მომხრეა, რომ ირაკლი ალასანიას პარტიას, რომლის ყრილობაც სექტემბერში იგეგმება, შეერწყას, მაგრამ ამ იდეის წინააღმდეგ, თურმე, გუბა სანიკიძე გამოდის და განუცხადებია კიდეც, თუკი ალასანიასთნა ალიანსს გავაფორმებთ, “ფორუმს” დავტოვებო. არადა, “ფორუმის” რეიტინგის ხერხემალი, როგორც ამბობენ, სწორედ სანიკიძეა...

Edited by liliko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც პოზიცია, ისე ოპოზიცია სრული ნანკროტია და მათში რესურსი უბრალოდ აღარაა

ესე იგი, გვერხევა? საშველი საერთოდ აღარაა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

ესე იგი, გვერხევა? საშველი საერთოდ აღარაა?

მე რას ვფიქრობ ერთია, თქვენ არ მეთანხმებით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ეს ნანასთან ანუ კისასთან არის რამე კავშირში?

:)

დღეს აშკარად იუმორის დღე გაქვს და მე ეს ძალიანაც მომწონს :2kiss:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე რას ვფიქრობ ერთია, თქვენ არ მეთანხმებით?

ჩემი აზრით, მთლად ასე უსაშველო არაფერი გვჭირს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვფიქრობ შემოდგომაზე, ანუ სულ ცოტა ხანში დაიწყება სერიოზული პოლიტიკური გადაჯგუფებები, თუმცა პირადად მე არ მგონია ამას სერიოზილი და სასიკეთო შედეგები მოჰყვეს.

მეც არა მგონია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

ჩემი აზრით, მთლად ასე უსაშველო არაფერი გვჭირს.

გააჩნია უსაშველობაში მე და თქვენ რას ვგულისხმობთ, თორემ მიშაც დარწმუნებულია, რომ რახან ჯერ კიდევ პრეზიდენტია, საქმე მთლა ურიგოდ არააო :D

 

kote-1962

მეც არა მგონია.

:yes2: :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი აზრით, მთლად ასე უსაშველო არაფერი გვჭირს.

სამწუხაროდ,გვჭირს...შეიძლება უსაშველო არა,მაგრამ ისეთი რამ გვჭირს რასაც ქირურგიული ჩარევის გარდა აღარაფერი უშველის-არ არის სააკაშვილი წამსვლელი არანაირ დათმობებზე დემოკრატიულ რეფორმებთან და საერთოდ სამართლიანობის დამკვიდრებასთან მიმართებაში-ეს მისი დასასრულის დასაწყისი იქნება,რაც კარგად ესმის....

Edited by kote-1962
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მამენტ სრულია შესაძლებელია ალასანია დანიშნოთ მაგ ან კიდევ რომელიმე თანამდებბაზე ..

 

მომავალი ფეხისმლოველი პრეზოა ამერიკეების გათვებოთ და PR-ი ხო უნდა შეუმზადონ და რენომე ...

 

ჯერ ელჩი იყო თურმე გაეროში, მერე აგერ ფსევდო ოპო პარტიის ლიდერიც ხოდა უშიშროები საბჭოსაც ჩააარებენ და ადჯიმანიებსაც გააკეთებინებენ ყოველ დილას სააკაშვილის ფეხებთან ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯერჯერობით ალასანია უარყოფს ამ ინფოს და იძახის, უუფლებო და დეკორატიული თანამდებობობა ვის რაში სჭირდებაო
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

ესე იგი, გვერხევა? საშველი საერთოდ აღარაა?
ჩემი აზრით, მთლად ასე უსაშველო არაფერი გვჭირს.

მე უფრო პირველი მგონია რამაზ ბატონო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯერ ელჩი იყო თურმე გაეროში, მერე აგერ ფსევდო ოპო პარტიის ლიდერიც ხოდა უშიშროები საბჭოსაც ჩააარებენ და ადჯიმანიებსაც გააკეთებინებენ ყოველ დილას სააკაშვილის ფეხებთან ...

ვააახ, აბა არ გამოდის სხვანაირად არაფერი და რამდენი გრეჩიხა ჩააფლავებს ყველაფერს, იმდენი მიშა იტენება ენერგიით და ფეხზე იკიდებს ყველაფერს, რისიც ადრე ასე თუ ისე ერიდებოდა.

ესაა კარგი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

vitaminC

ვააახ, აბა არ გამოდის სხვანაირად არაფერი და რამდენი გრეჩიხა ჩააფლავებს ყველაფერს, იმდენი მიშა იტენება ენერგიით და ფეხზე იკიდებს ყველაფერს, რისიც ადრე ასე თუ ისე ერიდებოდა.

ესაა კარგი?

+1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

ალასანიას უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს სთავაზობენო

 

 

მაგას იზამს და დაასამარებს თავის პოლიტიკურ ცხოვრებას,მაგრამ საქართველოში ყველაფნრი მოსულა.

 

 

პროსტა ყველა ცუდათ გაკეთებულ საქმეს ალასანიას შესტენიან და დამატებით კარგი საქმე არ კეთდება საქართველოში,ჯერ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...