Jump to content
Planeta.Ge

დღეიდან "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ~ კანონში შეტანილი


Recommended Posts

სჯერა თუ არ სჯერა,არავის არაფერი შერჩენია მაინც....

სამწუხაროდ ბევრს შერჩენია...kote-1962

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kote-1962

სჯერა თუ არ სჯერა,არავის არაფერი შერჩენია მაინც....

 

საერთოდ,ლილიკო,ცოდვებზე მიეზღება ყველას იმის და მიუხედავათ სწამს თუ არა ღმერთის...

ალალი კაცი ხარ შენ კოტე, ალალი და პირდაპირი. :)

 

ამიტომ გჯერა ამის! ურწმუნო, უჯიშო და უღმერთოს კი არაფრისა სჯერა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

ურწმუნოებამ და უღმერთობამ რაც შვა კი გამოვიარეთ-ლენინი და პარტია,გახსოვს?მე მგონი არავინ შესტირის,ხომ იმ დროს?

ხოდა ადამიანს ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი აქვს,რომ საშინელებები არ გააკეთოს, ეს მისი რწმენაა და ნუ ,,გავადიშოვებთ" მას...საქართველო სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ მიეკუთვნება უკიდეგანო მონსტრ ქვეყნებს-აშშ არაა და არც რუსეთი,თუ ჩინეთი....ჩვენ თუ რამე გვიშველის-ეს რწმენაა და სამართლიანობა,სხვა გამოსავალი უბრალოდ არა გვაქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kote-1962

ურწმუნოებამ და უღმერთობამ რაც შვა კი გამოვიარეთ-ლენინი და პარტია,გახსოვს?მე მგონი არავინ შესტირის,ხომ იმ დროს?

ნუ იტყვი არავინ, არის ხალხი, ვინც ამბობს - ის დრო გვერჩიაო :)

ჩვენ თუ რამე გვიშველის-ეს რწმენაა და სამართლიანობა,სხვა გამოსავალი უბრალოდ არა გვაქვს.

გეთანხმები, ჭეშმარიტი რწმენის და სამრთლიანობის გარეშე ფონს ვერ გავალთ.

მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ დღეს უმეტესად ჭეშმარიტი რწმენის ვოალით მობურულ ფარისევლობას გვაჩეჩებენ, სამართლიანობას კი საკუთარ საკმაზად გვთავაზობენ ძლიერნი ამა ქვეყნისა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ იტყვი არავინ, არის ხალხი, ვინც ამბობს - ის დრო გვერჩიაო

...ეგაა სწორდ,არიან ხომ?!ესე იგი რა დღეში არიან,რომ ისევ იმ დროს მისტირიან?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kote-1962

ურწმუნოებამ და უღმერთობამ რაც შვა კი გამოვიარეთ-ლენინი და პარტია,გახსოვს?მე მგონი არავინ შესტირის,ხომ იმ დროს?

ლენინი, პარტია და ბოლშევიზმი წარმოშვა რუსული ფსიქოლოგიის და სახელმწიფო წყობის თავისებურებებმა. ბოლშევიკური წყობის დამყარებამდე და მისი არსებობის პირველ წლებში ბოლშევიკები არ ემტერებოდნენ რელიგიას. ეგ დევნა მოგვიანებით დაიწყო.

 

ხოდა ადამიანს ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი აქვს,რომ საშინელებები არ გააკეთოს, ეს მისი რწმენაა და ნუ ,,გავადიშოვებთ" მას...

არ არის ასე. უამრავი ღრმად მორწმუნე ადამიანია ცნობილი ისტორიაში, რომელიც ამ რწმენის სახელით უამრავ ბოროტებას სჩადიოდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეცვლის თუ არა რამეს დღეიდან ამოქმედებულ “ანტიმიტინგურ კანონში” ვენეციის კომისიის დასკვნა

 

“დღეიდან ძალაში შედის “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში შეტანილი ის ცვლილებები, რაც პარლამენტმა, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის პოტესტის მიუხედავად, ერთი თვის წინ მაინც დაამტკიცა. აქციების ჩატარების გამკაცრების შესახებ ცვლილებები ისე ამოქმედდება, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს ვენეციის კომისიის დასკვნა. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობა თავს იმით იმშვიდებს, რომ ამ დასკვნაში არანაირი უარყოფითი რეკომენდაცია არ იქნება, რაც ექსპერტებს საეჭვოდ მიაჩნიათ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ანტიმიტინგური კანონი” ძალაში შედის, მთავრობა ვენეციის დასკვნას არ ელოდება.

“პარლამენტმა ერთი თვის რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცა “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებები. კანონი ძალაში 18 აგვისტოდან ანუ დღეიდან შედის და ნებისმიერი აქცია უკვე ამ ახალი წესების გათვალისწინებით უნდა გაიმართოს. კანონში შეტანილი ცვლილებებით იკრძალება სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირება და ტრანსპორტის მოძრაობის განზრახ ხელის შეშლა. ცენტრალური მაგისტრალების გადაკეტვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქციის გამართვა სხვა მხრივ შეუძლებელი ხდება. ასევე, საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად პოლიციას დაუკანონდა არალეტალური ტყვიების გამოყენების უფლებაც. ასევე გამკაცრდა ადმინისტრაციული ჯარიმები და გაიზარდა პატიმრობის ვადები”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როდესაც ამ კანონის მიღება ხდებოდა, “ქრისტიან-დემოკრატებმა” მოითხოვეს, პარლამენტს აღნიშნული ცვლილებები ვენეციის კომისიისთვის გაეგზავნა და მხოლოდ მის შემდეგ დაეწყოთ განხილვა, რაც ვენეციის კომისია დასკვნას გამოგზავნიდა. თუმცა პარლამენტმა ეს მოთხოვნა არ გაიზიარა და როგორც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ვენეციის კომისიას უკვე მიღებული კანონი გადაეგზავნებოდა და თუკი მათი რეკომენდაცია იქნებოდა უარყოფითი, შეიცვლებოდა ის ნაწილი, რაზეც ვენეციის კომისია რეკომენდაციას შეიმუშავებდა. კანონი დღეიდენ უკვე ძალაში შედის, ხოლო ვენეციის კომისიის დასკვნა, როგორც კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი აცხადებს, ჯერ არ არსებობს. მისი თქმით, კანონი ვენეციის კომისიას უკვე გაეგზავნა, თუმცა მათ არც დასკვნა და არც რეკომენდაციები არ გამოუგზავნიათ”, - დასძენს გამოცემა.

“ის, რომ არ დაელოდნენ ვენეციის კომისიის დასკვნას, ჩემთვის სრულიად არ არის გასაკვირი. 2004 წელს, როდესაც კონსტიტუციაში შედიოდა ცვლილებები, ვენეციის კომისიიდან იყო გამოგზავნილი არა კომისიის დასკვნა, არამედ ამ კომისიის ცალკეული წევრების დასკვნები, რადგან დრო იყო ძალიან მცირე. ასევე იყო მიმართვა საქართველოს პარლამენტისადმი, რომ ვიდრე ვენეციის კომისია არ დადებდა დასკვნას, ამ ცვლილებების განხორციელებაზე თავი შეეკავებინათ. მაგრამ მაშინდელმა ხელისუფლებამ არათუ თავი არ შეიკავა, არამედ პარლამენტის წევრებს დასკვნებიც კი არ გააცნეს. დასკვნები კი იყო მკვეთრად უარყოფითი. შემდეგ უკვე კომისიამაც გააკეთა დასკვნა და ისიც ასევე უარყოფითი იყო, მაგრამ დღემდე არაფერი შეცვლილა. ასე რომ, სრულიად არ გამიკვირდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ კონკრეტულ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა აღმოჩნდება უარყოფითი, ხელისუფლებამ ეს დასკვნა საერთოდ არ გაითვალისწინოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე.

“საქმე ის არის, რომ ამ ცვლილებებიდან საზოგადოებაში ყველაზე მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია იმან, რომ ამ პროექტის მიხედვით დაშვებული იყო პოლიციის მიერ ე.წ. არალეტალური იარაღის გამოყენება. ამის გამოყენების უფლებას ჩვენი კანონმდებლობა ადრე არ ითვალისწინებდა. თუმცა, ასეთი სახის იარაღის გამოყენებას არ კრძალავს საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს. მაგრამ ის, რომ არ კრძალავს, სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ გამოყენება იქნება კარგი და მოიტანს კარგ შედეგს. სამწუხაროდ, თუკი ჩვენში არსებულ პრაქტიკას შევხედავთ - როდის რა გამოიყენებოდა, სავალალო სურათია. პრაქტიკულად ყოველთვის ხდებოდა ძალის გადამეტება. როდესაც ასეთი რამ წესად არის ქცეული, უაღრესად სახიფათოა ისეთი საშუალებების დაშვება, რომლის არასწორმა გამოყენებამ შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ზიანი მიაყენოს. ამიტომ, მხოლოდ იმის თქმა, რომ ასეა სხვაგანაც და საერთაშორისო ნორმები ამას არ კრძალავს, ნამდვილად არ არის სწორი”, - დასძენს ვახტანგ ხმალაძე.

“რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, თუ რა ძალა შეიძლება ჰქონდეს მას, ვენეციის კომისია არის ევროსაბჭოს ორგანო, რომელიც განიხილავს ევროსაბჭოში შემავალ ქვეყნებში არსებულ სამართლებრივ საკითხებს და ამასთან დაკავშირებით დებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს. კომისიის გადაწყვეტილებას არ აქვს სავალდებულო შესასრულებელი ხასიათი. ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული რეჟიმის თაობაზე მსჯელობენ და დასკვნას აკეთებენ სწორედ იმის მიხედვით, თუ როგორია ამ ქვეყანასთან დაკავშირებით ამა თუ იმ საკითხზე ვენეციის კომისიის დასკვნები. სწორედ ამიტომ, “ქრისტიან-დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის ლევან ვეფხვაძის ვარაუდით, ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში შესაძლოა ოქტომბერში ან ნოემბერში დაიდოს, მნიშვნელოვნად ვერაფერს შეცვლის, რადგან არ არის სავალდებულო ხასიათის”, - წერს სტატიის ავტორი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

“რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, თუ რა ძალა შეიძლება ჰქონდეს მას, ვენეციის კომისია არის ევროსაბჭოს ორგანო, რომელიც განიხილავს ევროსაბჭოში შემავალ ქვეყნებში არსებულ სამართლებრივ საკითხებს და ამასთან დაკავშირებით დებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს. კომისიის გადაწყვეტილებას არ აქვს სავალდებულო შესასრულებელი ხასიათი. ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული რეჟიმის თაობაზე მსჯელობენ და დასკვნას აკეთებენ სწორედ იმის მიხედვით, თუ როგორია ამ ქვეყანასთან დაკავშირებით ამა თუ იმ საკითხზე ვენეციის კომისიის დასკვნები. სწორედ ამიტომ, “ქრისტიან-დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის ლევან ვეფხვაძის ვარაუდით, ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში შესაძლოა ოქტომბერში ან ნოემბერში დაიდოს, მნიშვნელოვნად ვერაფერს შეცვლის, რადგან არ არის სავალდებულო ხასიათის”,

 

ხელისუფლება დღეს იმ მეძავის მდომარეობაშია, თავიდან ქალწულად რომ გაასაღებს თავს, და სიმართლეს რომ გაუგებენ, მერე ყველაფერი ფეხზე რომ ჰკიდია :mad2:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე, ყაჩაღებს, ბანდიტებს და ძნელად აღსაზრდელ მოზარდებსაც რომ დაურიგდეთ ეგ ლეტალური იარაღი არ იქნებოდა ურიგო.

გადააგდონ დანები, ლეტალური იარაღი და იხმარონ არალეტალური, რა უსაფრთხო იქნება ცხოვრება.

მოხვალ სახლში სისხლიანი

რა მოხდა? გკითხავენ ოჯახის წევრები

-არფერი ისეთი, ვიჩხუბე და არალეტალური იარაღი მომხვდა.

მოიბან თავ-პირს და არანაირი გართულება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...