Jump to content
Planeta.Ge

სამხრეთ-ოსეთი მისი მოქალაქეების განიარაღებას ცდილობს


Recommended Posts

რამოდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა ამერიკელი პიარშიკები დაიქირავეს. ეჭვი მაქვს რუსული ფულით :D

ხოოდა პირველი მერცხლებიც გამოჩნდა პოზიტიური სტატიების სახით.

 

 

სამხრეთ-ოსეთი მისი მოქალაქეების განიარაღებას ცდილობს

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/new_york_times.jpg

 

ელენ ბარი

 

ცხინვალი, საქართველო - სამხრეთ-ოსეთში წლების განმავლობაში სამოქალაქო პირებსა და ჯარისკაცებს შორის დიდი სხვაობა არ არსებობდა. ეს რეგიონი საქართველოსგან გამოყოფისთვის ხანგრძლივ ბრძოლაში იყო ჩართული

 

მაგალითად, დავით სანაკოევი ჰალსტუხს მთელი დღის განმავლობაში ატარებდა. სამხრეთ-ოსეთის ადამიანის უფლებათა დამცველი დღისით საპატიმროებში არსებულ პირობებზე ან უკანონო სროლებზე მოსახლეობის საჩივრებს იხილავდა. სამსახურის შემდეგ კი კვირაში სამჯერ ის კამუფლიაჟში გამოწყობილი საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მებრძოლებთან ერთად დილამდე მორიგეობდა.

 

შემდეგ ის ფორმას იხდიდა და საკუთარ კაბინეტს უბრუნდებოდა. იხსენებს, რომ ეს რეჟიმი ერთადერთხელ დაერღვა, როდესაც ქართველებმა დაჭრეს.

 

სამხრეთ-ოსეთში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უცნაური ცხოვრების წესი დამკვიდრდა. ხეობის ეს ძალიან მცირე მოსახლეობა - ქარხნის მუშები, სტუდენტები, ფერმერები და კონტრაბანდისტები - საზღვრის გასწვრივ განლაგებულ ცუდად ორგანიზებულ სამხედრო ძალად გადაიქცნენ. საზღვარი სამხრეთ-ოსეთს ქართველების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისგან ჰყოფს.

 

ახლა, როდესაც რუსეთი მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, სამხრეთ-ოსეთი მის მცხოვრებლებს იარაღის ნებაყოფლობით ჩაბარებას სთხოვს. ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, პოლიციამ იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით 50 საქმე აღძრა და თითოეულ ჩაბარებულ კალაშნიკოვის ავტომატურ იარაღზე 300-400 დოლარის გაცემას აპირებს.

 

რუსეთ-საქართველოს ომიდან ერთი წლის შემდეგ პროგრამა - ერთგვარი სიმტკიცის ტესტია.

 

ბატონმა სანაკოევმა განაცხადა, რომ იარაღი მას არასდროს ჰქონია, თუმცა გრძნობს, რომ განიარაღება ჯერ ძალიან ადრეა.

 

“ცხოვრება შეიცვალა” - ამბობს ის - “მაგრამ სამხრეთ-ოსეთის შიგნით ეს არ იგრძნობა.”

 

20 წლის წინ, ამ ხეობაში იარაღი ცოტას თუ ჰქონდა. ქართველებთან პირველი შეტაკების დროს 1989 წელს, როდესაც ცხინვალი მისი პირველი სეპარატისტული განაცხადის გამო 12 ათასმა დემონსტრანტმა ალყაში მოაქცია, ხალხი ჯოხებით და სანადირო თოფებით იბრძოდა. Human Rights Watch-ის მონაცემებით მაშინ ორდღიან შეტაკებებში 6 ადამიანი დაიღუპა.

 

ამის შემდეგ ადგილობრივებმა შეიარაღება დაიწყეს. თემურ ცხოვრებოვი, რომელიც იმ დროს პომიდვრის ფერმერი იყო, დღეს ღიმილით იხსენებს, რომ - “საბჭოთა იარაღის საწყობების გაქურდვის სპეციალისტი” გახდა. ადგილობრივი მილიციელების 10 კაციანი ჯგუფის მეთაური საწყობის გუშაგს მოისყიდიდა, მავთულხლართებზე მატრასს გადააგდებდა და იარაღით ხელში მეორე ყარაულის მოსვლამდე ორი საათის განმავლობაში მასზე წინ და უკან დახოხავდა.

 

“ეს ერთადერთი გზა იყო” - ამბობს ცხოვრებოვი - “ყველაზე წესიერი გზა. თქვენ მას უბრალოდ იპარავდით.”

 

რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნებული საბჭოთა ჯარები ყველა ტიპის გარიგებისთვის მზად იყვნენ. კალაშნიკოვის ავტომატურ იარაღს “ჟიგული”-ს ან “ლადა”-ს ავტომობილში, სოფლის მცხოვრებლებს კი საქონელშიც უცვლიდნენ. სამხრეთ-ოსეთი ჩეჩნეთში თავმოყრილი არსენალებიდან მარაგდებოდა, საიდანაც იარაღს ყიდდნენ.

 

ირინა კოზაევა, 74 წლის ჭაღარა მოხუცი ქალბატონი იხსენებს, როგორი რუდუნებით უცქერდა პირველ მნიშვნელოვან შენაძენს: 12.7 კალიბრიან ავტომატს, მეორე მსოფლიო ომის ეპოქის იარაღს, რომელიც ხშირად საბჭოთა ტანკებზე იყო აღმართული და თვითმფინავის ჩამოგდებაც ხელეწიფებოდა.

 

“როდესაც ის დავინახე, კარი დავხურე და ხალიჩაზე დავდე” - სთქვა მან - “კინაღამ გული წამივიდა. ასეთი იარაღის დანახვამ შეიძლება გონება დაგაკარგვინოთ.”

 

”წლების განმავლობაში ოსების დამოკიდებულება იარაღზე კიდევ უფრო გაიზარდა” - ამბობს დიმიტრი მედოევი, სამხეთ- ოსეთის ელჩი რუსეთში - ”პირველ შეტაკებამდე, საქართველოს ხელისუფლებამ ბევრ ოს მონადირეს საკუთარი თოფი ჩამოართვა, შემდეგ საბჭოთა არმიამ ოსები ორჯერ მიატოვა, როდესაც აქედან საკუთარი ჯარი გაიყვანა, ამიტომ ჩვენ მოსახლეობა ვერავის ვენდობით” - ამბობს მედოევი.

 

პატარა არმიით, ცხინვალი შვეიცარიის შეიარაღებული ძალების მსგავს თავდაცვის სისტემას ქმნიდა, სადაც ყოველი ზრდასრული მამაკაცი ვალდებული იყო ეჩვენებინა, რომ დაძაბულობის ჟამს ბრძოლისთვის მზად იყო.

 

ბატონი მედოევის თქმით - ”ოსებისთვის იარაღი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მისი მსოფლმხედველობა და თუ გნებავთ, მისი აქსესუარია.” კითხვაზე, არაოფიციალურად რამდენი იარაღია მოსახლეობაში, მან განაცხადა - “რამდენი მოსახლეცაა იმდენი იარაღია.”

 

“რა თქმა უნდა” - დასძინა მან - “პატარა ბავშვებს არ ვგულისხმობ.”

 

”მაგრამ შარშანდელი აგვისტოს შემდეგ ვითარება შეიცვალა” - ამბობს ვიტალი გასიევი, სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე.

 

ახალ შექმნილი რუსული ბაზა ცხინვალში, ათობით ტანკი და არტილერია ქართული პოზიციებიდან რამდენიმე წუთის სავალ გზაზეა განთავსებული, რის გამოც ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში ოს მოხალისეებს ფრონტზე მოიხმობენ.

 

გასიევის თქმით, განიარაღებით სამხრეთ ოსეთი იმ გაკვეთილებს ითვალისწინებს, რომლებიც რუსეთმა ჩრდილო კავკასიიდან გამოიტანა, სადაც ომებმა კრიმინალი დატოვა, “უამრავი შეიარაღებული და უკონტროლო ელემენტით”.

 

ხალხისადმი მოწოდება, რომ მათ იარაღი ნებაყოფლობით ჩააბარონ, ორი კვირის წინ გამოიცა. დღემდე პოლიციამ ამოიღო ან კონფისკაცია გაუკეთა 100 ავტომატურ იარაღს, მათ შორის სავარაუდოდ ქართველი ჯარისკაცების მიერ დაკარგულ 15 ამერიკული წარმოების M-4 კარაბინს და 100 ფუტის ასაფეთქებელ ნივთიერებას. უახლოეს მომავალში პოლიცია მოქალაქეებს იარაღის ჩაბარების სანაცვლოდ 370-დან 470-დოლარამდე შესთავაზებს.

 

“ვფიქრობ პროექტი უპრობლემოდ იმუშავებს” - ამბობს გასიევი - “დღეს უსაფრთხოების გარანტიები უკვე არსებობს.”

 

”როდესაც რამდენიმე წლის წინ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) ოსეთის მოსახლეობისთვის იგივეს შეთავაზებას შეეცადა, მას ირონიით შეხვდნენ” - იხსენებს მაგდალენა ფრიჩოვა, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში სამხრეთ-ოსეთის კონფლიქტის მონიტორინგს საერთაშორისო კრიზისების ჯგუფიდან ატარებდა. ”მაგრამ შარშანდელმა ომმა სამხრეთ-ოსეთში დინამიკა შეცვალა და შესაძლოა რუსეთი, რეგიონში სადაც მცირერიცხოვანი პოლიცია ყვაოდა, კონტროლის აუცილებლობას გრძნობდეს” - დასძენს ის.

 

”რუსების ეს შიში ჩრდილო-კავკასიიდან გამომდინარეობს” - ამბობს ქალბატონი ფრიჩოვა - “არსებობს უამრავი შეიარაღებული ჯგუფი, რომლებსაც არავინ აკონტროლებს.”

 

ცხინვალიდან სამხრეთით მდებარე სასაზღვრო პუნქტზე ვითარება კვლავ დაძაბული იყო. რუსეთის სასაზღვრო პატრული არსად მოსჩანდა და ორი ოსი მამაკაცი, რომელთაგან ერთი ფორმიანი გახლდათ, იმის მოლოდინში, რომ რაღაც მოხდებოდა, როგორც ეს ბოლო 18 წლის განმავლობაში იყო, საქონელს უცქერდა, რომელიც ნეიტრალურ ზონაში ბალახს ძოვდა. ზაფხულის სიმწვანეში ქართული პოლიციის ერგნეთის პოსტი მოსჩანდა. ხუთი დღით ადრე, ამ ორმა კაცმა განაცხადა, რომ ქართული მხრიდან გასროლილი სარაკეტო ნაღმი ჰაერში აფეთქდა.

 

“თუკი თქვენ ადამიანს ძმას ეძახით, მაგრამ ის გესვრით, ის კვლავ თქვენ ძმად დარჩება?” - იკითხა ფორმიანმა მამაკაცმა, რომელსაც სახე მზისგან დაწვოდა. “18 წელია სული ამოგვხადეს. ისინი - ტურები არიან, ტურები” - მან თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

 

მისმა 39 წლის მეგობარმა თემურმა სამხედრო სამსახური ომის შემდეგ დასტოვა. ის განიერ შარვალსა და სვიტერშია გამოწყობილი. ფიქრობს, რომ ეს წელი ჩუმი იქნება, მაგრამ მშვიდი - არა. კითხვაზე რას ფიქრობს მთავრობის პროგრამაზე იარაღის ჩაბარებასთან დაკავშირებით, მან მავნებლურად ჩაიცინა.

 

“ოფიციალურად, მე ჩემი იარაღი ჩავაბარე” - სთქვა მან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან კარგს შვებიან მოსხეობიდან აღურიცხავ იარარს თუ ირებენ ..

 

მეეჭვება ეს ადვილად მოახერხონ მაგრამ უნდა ცადონ მაინც .. ასე ქართულ და ოსურ სოფლებს შოეის ცეცხლის გახსნის ნაკლები შემთხვევები იქნება ალბათ ..

 

თორე დათვრება სადღაც ვიღაცა გამოათრევს ტყვიამფრქვევს და დაუშვებს აქეთ იქით და შესაძლოა ლოკალური ან ფართომასშტაბიანი დაპირისპირებაც კი დაიწყოს ასეთი იდიოტის გამო მხარეებს შორის ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სეილორის სიხარული: პასადენას ”პიარ” კომპანიამ კონტრაქტი ომით დაზარალებულ რეგიონთან გააფორმა

 

სტივენ მიკალანი

 

სეილორის კომპანიამ, პასადენას კრიზისული მენეჯმენტის ფირმამ, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში ახლახანს ორი მნიშვნელოვანი კონტრაქტი გააფორმა. საქართველოს სეპარატისტულმა რესპუბლიკებმა სამხრეთ- ოსეთმა და აფხაზეთმა პიარ-კომპანია დაიქირავეს - დიდ მეზობელთან საქართველოსთან სიტყვიერ ომში გარკვეული ბერკეტების მოსაპოვებლად რა თქმა უნდა, შარშან ნაკლები სიტყვა, მეტი ტანკი და საბრძოლო რაკეტა იყო. მაშინ საქართველომ სამხრეთ-ოსეთზე ცუდად გათვლილი შეტევა წამოიწყო და მალევე დამარცხდა რუსეთის არმიის საპასუხო შეტევით, რომელსაც აფხაზებიც ეხმარებოდნენ. ორი ავტონომიური რესპუბლიკა, რომელთა სუვერენიტეტსაც მხოლოდ რუსეთი და ნიკარაგუა აღიარებენ, რეალურად მოსკოვის მფარველობის ქვეშაა, რომელიც მათ დანგრეულ ეკონომიკას აფინანსებს.

 

სინამდვილეში “იტარ-ტასი”-ს ინფორმაციის თანახმად, სეილორს ფულს რუსეთი უხდის. იუსტიციის დეპარტამენტის მიერ დარეგისტრირებული სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის კონტრაქტების თანახმად, სეილორის ერთ-ერთი ვალდებულებაა - “მსოფლიოსთვის აგვისტოში ცხინვალის მშვიდობიან მოქალაქეებზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სასტიკი თავდასხმის შეხსენება.” დოკუმენტში ნათქვამია, რომ სეილორის ანაზღაურებამ თვეში 30 000 დოლარს არ უნდა გადააჭარბოს, რასაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები ამ საქმეში ნორმალურ ფასად მიიჩნევენ.

 

Lake Avenue PR ფირმას, რომელიც “ლოს-ანჯელეს თაიმსი”-ს ყოფილმა რედაქტორმა და Sitrick & Co-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ სეილორმა დააფუძნა, კავკასიის კონფლიქტებისგან თითქოს მთელი სამყარო აშორებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან კინომსახიობთა გილდიის კონტრაქტი დისიდენტთა კავშირის წევრებს მიჰყიდა და ბაღდადში შფოთიანი ამერიკის საელჩოს მშენებლობაზე პასუხისმგებელი კუვეიტელი კონტრაქტორის იმიჯი ოქროთი მოავარაყა, სეილორისთვის ძველი ეთნიკური დაპირისპირების შუა გულში შეაბიჯება, როგორც სჩანს, რიგიან ლუკმას წარმოადგენს, სეილორისთვის, რომელიც აგრესიულ მოვაჭრედაა ცნობილი და თავის გასაკეთებელს არავის დაუთმობს. (მან ამ ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარზე უარი განაცხადა და მიზეზად კლიენტთან მისი სამუშაო პროცესის კონფიდენციალობა დაასახელა).

 

“მოდური PR ბიზნესის საიდუმლო სპეციალიზაციაშია” - ამბობს როს ჯონსონი Sitrick & Co-ს ყოფილი წევრი და დღეს BNC PR-ის კორპორაციული კომუნიკაციების ვიცე-პრეზიდენტი - “ყოველთვის იარსებებს სეპარატისტული რესპუბლიკები. ამიტომ ამ მიმართულებით სპეციალიზებას აზრი ნამდვილად აქვს - ორივე ხელით ვემხრობი ამ წამოწყებას.”

 

სეილორის კომპანიას სერიოზული მუშაობა მოუწევს, თუ გავითვალისწინებთ დასავლეთის სიმპათიას საქართველოს მიმართ და მათ ეჭვებს რუსეთის ამბიციებზე საბჭოთა კავშირის ყოფილი გავლენის სფეროებთან დაკავშირებით.

 

“მე დღემდე უამრავი მეგობარი მყავს ჟურნალისტიკაში, რომლებიც ისე მიყურებენ, თითქოს ბოროტ ძალებს მივემხრე” - ამბობს მარკ სეილორი, მისი ფირმის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში. ინტერვიუში კიდევ ერთი რამაა აღნიშნული - “ჟურნალისტიკა ნაწილობრივ” - ამბობს ის - ”ეთიკური პრობლემების გამო დატოვა, რადგან აქტიურად ჩართული აღმოჩნდა იმ დოკუმენტების გამომზეურებაში, რომლებიც 1999 წელს Staples Center-თან მოგების გადანაწილების საეჭვო შეთანხმებას ეხებოდა.”

 

http://blogs.laweekly.com/ladaily/media/sa...lands-conflict/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

რამოდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა ამერიკელი პიარშიკები დაიქირავეს. ეჭვი მაქვს რუსული ფულით

ხოოდა პირველი მერცხლებიც გამოჩნდა პოზიტიური სტატიების სახით.

თავიდანვე დაექირავებინათ ამ ჩემი ცოდვით სავსეებს და ეტეხათ კისრები ამ პიარშიკებს გაზეთების ფურცლებზე :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირიქით უფრო იქნბა.. სეპარატისტების განიარაღება სად გაგონილა?!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ ქვემოთ მოყვანილი სტატია კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ პიარის მანქანა ჩაირთო.

კოკოითის ამაყ განცხადებაც, რომ 26 აგვისტოს გინესის რეკორდი დამყარდება ცხინვალშიო, ნამდვილად ამ პიარშიკების ნაკარნახევაი.

და მგონია სულ ცოტა ხანში ცხინვალში შესაბამისი მასშტაბებით მოხდება იმ ნაბიჯების გადამღერება, რასაც მიშას დგამდა მთელი ამ 6 წლის განმავლობაში :D

 

პიარ-სააგენტოები შემოსავალს რუსულ კონფლიქტზე შოულობენ

 

 

დევიდ თეზერი

 

რუსეთი, სამხრეთ-ოსეთი და აფხაზეთი დასავლურ მედიაზე გავლენისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანიებს იყენებენ

 

ეს, როგორც ომის ნადავლი ისეა. გლობალური რეცესიის მიუხედავად, “საზოგადოებასთან ურთიერთობის” ინდუსტრიას მანამდე არ არსებული შემოსავლის წყარო გაუჩნდა - ყოფილი საბჭოთა ქვეყნები, რომლებსაც დასავლეთში გავლენის მოპოვება სურთ. მართალია ამ თვეში რუსეთი ჩრდილოეთ-კავკასიაში ძალადობის მზარდი ტალღის პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის გამო რუსულ-ქართული კონფლიქტის წლისთავმა შედარებით მშვიდად ჩაიარა. მართალია სროლა არ ისმოდა, თუმცა მხარეები ხმამაღალი განცხადებებით ერთმანეთს თავს ესხმოდნენ. ამ დაპირისპირებამ სამხრეთ- ოსეთის და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რეგიონების მომავალზე შესაძლოა გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს. სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის მთავრობებმაც კი მიმართეს კომპანიებს, რომლებიც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე მუშაობენ. ეს კომპანია Saylor Group-ია, რომლის სათაო ოფისი პასადენაში, კალიფორნიაში მდებარეობს.

 

ომი მოსკოვსა და თბილისს შორის დღეს ძირითადად დასავლურ საინფორმაციო საშუალებებში მიმდინარეობს. წარსულ კონფლიქტებში მათ ალბათ პროპაგანდას დაარქმევდნენ, მაგრამ დღეს ეს ზედმიწევნით კოორდინირებული საზოგადოებრივი ინფორმაციაა, რომელსაც ლონდონის, ვაშინგტონის და ბრიუსელის სააგენტოები ამზადებენ. სამი წლის წინ რუსეთმა, სანკტ-პეტერბურგის სამიტის მოწყობის წინ, თავისი იმიჯის “გასაპრიალებლად” კომპანია Ketchum დაიქირავა და ამ ნიუ-იორკული პიარ-სააგენტოს მომსახურებით დღემდე სარგებლობს. როდესაც მოსკოვმა დასავლურ პიარ-კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა (მისთვის ეს პირველი მსგავსი გამოცდილება იყო), ბევრმა ამაში დასავლეთის მიმართ რუსეთის დამოკიდებულების ცვლილება დაინახა.

 

კომპანია Ketchum-ში ამ მიმართულებაზე “დიდი რვიანის” წევრ-ქვეყნებში 50 ადამიანი მუშაობს. ის ბრიუსელის სააგენტოს Gplus-ის (Omnicom-ის ჯგუფი) მომსახურებასაც იყენებს. ლონდონში Gplus-ის სუბკონტრაქტორი სააგენტო Portland-ია, რომელსაც ტიმ ალანი ხელმძღვანელობს და მოსკოვში “ბი-ბი-სი”-ს ყოფილი კორესპონდენტი ენგუს როქსბურგი, თუმცა ამ კომპანიის მთავარი საქმიანობა დაკავშირებულია აშშ-ს სტრატეგიის რეალიზაციასთან, მედიაში ინფორმაციისთვის თვალის მიდევნებასთან და რუსეთის საელჩოსთან თანამშრომლობასთან.

 

კონფლიქტის დროს ქართველებს ბრიუსლის სააგენტო Aspect-ი ემსახურებოდა, რომელსაც ბრიტანელი ჯეიმს ჰანტი ხელმძღვანელობს, მაგრამ მოგვიანებით ისინი ლონდონურ ფირმა Project Associates-ზე გადაერთვნენ, სადაც ქართულ თემატიკაზე Sunday Times-ის პოლიტიკური ინფორმაციის განყოფილების ყოფილი რედაქტორი დევიდ კრექნელი მუშაობს.

 

ამერიკული გამჭვირვალობა

 

ისევე როგორც კომერციულ კონტრაქტზე ხელისმომწერ ნებისმიერ კლიენტთან დაკავშირებით, აქაც საკმაოდ რთულია იმის გარკვევა თუ რამდენი გადაუხადა თითოეულმა სახელმწიფომ ბრიტანეთის პიარ-კომპანიებს, მაგრამ აშშ-ში, სადაც ფირმები ვალდებულები არიან უცხოეთის ქვეყნებთან გაფორმებული ნებისმიერი კონტრაქტი დაარეგისტრირონ, სურათი გაცილებით გამჭვირვალეა, მაგალითად საქართველომ თებერვალში თვეში 50 000 დოლარად დაიქირავა WPP ჰოლდინგის კომპანია Public Strategies, ასევე ვაშინგტონის პიარ-სტრატეგები დენიელ კუნინი და გრეგორი მანიატისი, რომლებიც წლის ბოლომდე მოქმედ კონტრაქტში 360 000 ევროს მიიღებენ. მას კონსულტანტები ასევე პარიზშიც ჰყავს.

 

რუსებმა ბოლო სამი წლის განმავლობაში კომპანია Ketchum-ს და მის ფილიალს Washington Group-ს ყველაზე ცოტა 14 მილიონი დოლარი გადაუხადეს, 5 მილიონი დოლარი კი ფინანსურ პიარ-კომპანია Gavin Anderson-ს სახელმწიფო გაზის გიგანტის “გაზპრომი”-ს ინტერესების წარმოსადგენად.

 

ბოლო კვირეებში მსგავსს საქმიანობას სამხრეთ-ოსეთმა და აფხაზეთმაც მიჰყო ხელი. სამხრეთ-ოსეთის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ და აფხაზეთის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა Guardian-ის გვერდებზე ერთობლივი წერილი გამოაქვეყნეს, სადაც მათ განაცხადეს, რომ დასავლეთმა “მორალური მარცხი” განიცადა, როდესაც მათი დამოუკიდებლობა არ აღიარა და არ შეიმჩნია საქართველოს ქმედებები. ამ ნაბიჯით, როგორც სჩანს ისინი მსოფლიოსთვის იმის თქმას შეეცადნენ, რომ მათი რეგიონები სხვის ტერიტორიულ დავაში უბრალო პაიკები კი არ არიან, არამედ რეალური გეოგრაფიული სუბიექტები, რომლებსაც საკუთარი ისტორია და კულტურა აქვთ. ისინი Saylor-ს თვეში 30 000 დოლარს უხდიან (აქედან Los Angeles Times-ის ყოფილი მთავარი რედაქტორი მარკ სეილორი საათში 550 დოლარს იღებს). Saylor-ი, ადრე რამდენიმე ქვეყნის მთავრობაზეც მუშაობდა, მათ შორის ეთიოპიასა და დუბაიშიც. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არსებობს ვარაუდი, რომ Saylor-ს თანხას კრემლი უხდის, თუმცა მხარეები ამ ფაქტს უარყოფენ.

 

“საქართველომ დასავლური პიარ-კომპანიების მთელი არმია დაიქირავა, რომ ჩვენი რეგიონის მომავლის ირგვლივ საერთაშორისო დებატები გამორჩეულად საქართველო-რუსეთის ბრძოლის კონტექსტში წარიმართოს” - ამბობს აფხაზეთის ოფიციალური წარმომადგენელი კრისტინა ბჟანია.

 

იმ პერიოდის ცნობებში გაისმის შეფასებები იმის თაობაზე, რომ შარშანდელი კონფლიქტის დროს საქართველომ პიარ-ომი მოიგო, წარმოაჩინა რა საკუთარი თავი მამაც პრო-დასავლურ ქვეყნად, რომელიც იმპერიალისტურ რუსეთს ებრძვის. მოსკოვში მომუშავე ერთი ჟურნალისტი ამბობს, რომ - ”რეპორტიორები დღეში ფოსტით 30 შეტყობინებას იღებდნენ, ასევე იღებდნენ ტექსტურ შეტყობინებებს რუსეთის მიერ ჩადენილ ბოლო “არაადამიანურ” დანაშაულებებზე. ჟურნალისტებს იწვევდნენ გორში სროლებით დაზიანებული ადგილების დასათვალიერებლად, რაზეც პასუხისმგებლობას რუსებს აკისრებდნენ.” საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ჩვეულებრივ ეკრანზე ევროკავშირის დროშის ფონზე ჩნდებოდა, უცხოური მედია-საშუალებების წარმომადგენლების ზარებს პასუხობდა და Wall Street Journal-ში წერილებს აქვეყნებდა.

 

რუსეთს მედიასთან კეკლუცის თვალსაზრისით ბევრი არაფერი გაუკეთებია. “ქართველები, რეალური ფაქტებისგან დამოუკიდებლად, პიარ-აქციებს ადგილზე მართავდნენ და ამ საქმეს შესანიშნავად გაართვეს თავი და დასავლური ქვეყნების სიმპათიები და მხარდაჭერა მოიპოვეს” - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ, რომელმაც კონფლიქტის დროს ქართულ პიარ-კამპანიას “უნიკალური” უწოდა. პიტერ უილბი ამის თაობაზე Guardian-ში კონფლიქტის დროს ასე წერდა - “ეს ხანმოკლე ომი კავკასიაში ნიკ დევისის წინგში Flat Earth News-ში აღწერილი სიტუაციის კლასიკური მაგალითი გახდა. გაზეთების უმრავლესობას იქ მიმდინარე მოვლენებზე რეალურად წარმოდგენა არ ჰქონდა და ამის გარკვევისთვის საკმარისი რესურსებიც არ გააჩნდა, ამიტომ საქმის ცოდნით ორგანიზებულ პიარზე დიდი მოთხოვნა ასრებობდა.”

 

ყველაზე ხმამაღალი ხმა

 

საქართველო დღესაც ყველაზე ხმამაღლა საუბრობს. სააკაშვილმა, როგორც მისი მთავრობის ბევრმა წევრმა, განათლება დასავლეთში მიიღო და ინგლისურ ენას კარგად ფლობს. მას “მედიაში გათვითცნობიერებულ” ადამიანს უწოდებენ, რომელსაც ესმის თუ როგორ უნდა მოიქცეს თავისუფალ მედიასთან, იმის მიუხედავად რომ თავად საქართველოში პრესას ძალიან ახშობენ. ჟურნალისტების თქმით თბილისში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის ის მარტივად ხელმისაწვდომია.

 

არც ერთმა პიარ-სააგენტომ კლიენტებთან მათ ურთიერთობაზე საუბარი არ ისურვა, მაგრამ ქართველებს რომლებიც ამერიკულ და ევროპულ დახმარებასა და მხარდაჭერაზე არიან დამოკიდებულები, რა თქმა უნდა დასავლეთის საზოგადოებრივი აზრის გადმობირებით, ყველას მოგება შეუძლია. პიარ-ინდუსტრიის ერთ-ერთი წარმომადგენელი ამის თაობაზე ამბობს - “რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებაში საქართველო იმარჯვებს. ეს გარდაუვალია. მათ ასეთი მიდგომა აქვთ: რაც შეიძლება ხშირად უნდა ახსენონ სააკაშვილის და პუტინის გვარები ერთ წინადადებაში, ის თუ როგორ ვერ იტანს მას პუტინი და როგორ სურს მისი “კვერცხებით ჩამოკიდება.” ეს 101%-ით მუშაობს. სიკეთე ბოროტების წინააღმდეგ, პატარა დიდის წინააღმდეგ, თავისუფლების მოყვარე ქვეყანა ბანდიტური რუსეთის წინააღმდეგ. საქართველოს წარმოაჩენენ თეთრებში შემოსილ დემოკრატიულ რაინდად, რომელიც რუსეთს აკავებს. ისინი პირველი დღიდანვე ასე მოქმედებენ.”

 

“რეალურმა პოლიტიკამაც” თავის როლი შეასრულა. საბჭოთა დროს ეს არავის ანაღვლებდა, მაგრამ დღეს ეკონომიკები ურთიერთდამოკიდებულია, ამიტომ უფრო ფართო აუდიტორია, რომელსაც მსგავსი ისტორიებით კვებავ, უკიდურესად მნიშვნელოვანია. დასავლეთში ელიტა დღეს აბსოლუტურად განსხვავებულად უყურებას იმას, თუ როგორ განვითარდება ამ რეგიონის მომავალი.

 

კონფლიქტის პირველ წლისთავზე რუსებს ბევრი არ უხმაურიათ. როგორც ცნობილია Ketchum-ის როლი ძირითადად საკვანძო ფიგურებთან დაკავშირების უზრუნველყოფასა და რეკომენდაციების მიწოდებაში მდგომარეობდა. გასული ექვსი თვის განმავლობაში კომპანიის საქმიანობის ჩამონათვალში შედიოდა პუტინის პრეს-მდივანთან დიმიტრი პესკოვთან ინტერვიუების ორგანიზება, სტატიები მედიაში, მათ შორის ისეთ გამოცემებში, როგორებიცაა New York Times და Washington Post, უკრაინასთან გაზის კონფლიქტზე წერილების გამოქვეყნება და ბარაკ ობამასთან სამიტის წინ დიმიტრი მედვედევთან ინტერვიუების ორგანიზებაზე პასუხების გაცემა.

 

როგორც სჩანს, რუსები გაცილებით მეტ ინიციატივასა და აქტიურობას მაშინ იჩენენ, როდესაც კომერციული ხასიათის პრობლემები ჩნდება, მაგალითად გაზის კონფლიქტი უკრაინასთან, თუმცა რჩევებს ისინი ყოველთვის არ ითვალისწინებენ და მათი მიდგომები ძველ საბჭოთა პერიოდს ჰგავს, რისი დემონსტრირებაც იყო ქართული ბლოგერის დაბლოკვა, რამაც რამდენიმე კვირის წინ Facebook-ის მთელი ქსელი მწყობრიდან გამოიყვანა. ამ თემასთან დაკავშირებით ერთ-ერთმა მიმომხილველმა აღნიშნა, რომ - “იმისთვის, რომ აქტიური პოლიტიკოსი გახდე, რუსეთში პიარი მნიშვნელოვანი არ არის. ადრე ისინი საკუთარი პოზიციების დაცვას დიპლომატიური არხებით ცდილობდნენ, მაგრამ დღეს დიპლომატია იმდენად მჭიდროდაა დაკავშირებული მედიასთან, რომ უკვე იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ პრესა აქ უფრო მნიშვნელოვანია.”

 

ან როგორც ამის თაობაზე შარშან კრემლის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა - “როდესაც საქმე მედიის გამოყენებას ეხება, ჩვენ სკოლის მოწაფეებივით ვიქცევით, მაგრამ ვსწავლობთ.”

 

http://www.guardian.co.uk/media/2009/aug/2...georgia-ketchum

Edited by liliko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საერთოდ ომი და კონფლიქტური რეგიონები დიდი ფულის საბადოა, ეგ არახალია

 

დავიჯერო ჩვენი მთავრობიდანაც ითბობს ვინმე ხელს?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

საერთოდ ომი და კონფლიქტური რეგიონები დიდი ფულის საბადოა, ეგ არახალია

 

დავიჯერო ჩვენი მთავრობიდანაც ითბობს ვინმე ხელს?!

დაუჯერებელი არაფერია :)

გაგანია 2004 წლის ზაფხულში, მაშინ როდესაც ბრძოლები იყო, ბიზნეს-ურთიერთობები რომ იყო ცხინვალსა და თბილისს შორის - ნამდვილად ვიცი! ინტერესთა სფერო იყო კონკრეტულად ხე-ტყე და კონტრაბანდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხარონი

ვუი, სამხრეთ ოსეთს მოქალაქეებიც ყავთ?

ნუ ვიტომ ყავთ, სინამდვილეში რუსეთის მოქალაქეები არიან

 

სქემა მარტივია, იღებ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობას, და მერე გაძლევენ ავტომატურად რუსეთის მოქალაქეობას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...