Sakartwelo Posted August 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2009 Nukriko წინა საუკუნის 40-იანი წლებია, იქ ბევრი რამ ხდებოდა რაც დღეს ვერ მოხდება (ევროპაში მაინც) გავიგე,გავიგე, ეს მოხდა მეორე მსოფლიო ომისას,მაგრამ საზოგადოებაში გერმანიაა ნაცისტური,ფაშისტური,ქვეყანა,ბუა-ხოლო სხვები,მაგ: პოლონელები, საწყალი,დაუცველი, ერი. გერმანელი არ გაიდევნება პოლონეთიდან, გამორიცხულია ეს რომ მოხდეს. რა თქმა უნდა,გამოსადევნი გერმანელი აღარ დატოვეს პოლონელმა ნაციონალისტებმა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შხარა Posted August 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2009 მართალი ხარ და მთელი ევროპა ამერიკასთან ერთად მაგისთანებით არის სავსე და კარგი ბიჭი ხარ ვინმეს რამე აკადრე. 001.gif თუ ადამიანი ითვლება შენი ქვეყნის მოქალაქეთ ორივეს ერთნაირი უფლებები უნდა გქონდეთ.ეს თუ არ გვინდა,მაშინ გავეშვათ დემოკრატიის თამაშსრა თქმა უნდა თანასწორი უფლება უნდა ჰქონდეს ყველა მოქალაქეს დემოკრატიაში. არანაირი იმპერია საქართველო არ არის და არც იმპერიალისტური ამბიციებია დამახასიათებელი ქართველი ხალხისთვის. თუ ვინმე, სხვა ეროვნების თანამოქალაქეზე ზემოდან ყურების უფლებას აძლევს თავს, ეს მაჩვენებელია არა მისი იმპერიალისტური აზროვნებისა, არამედ დაბალი კულტურის და განათლების დონისა. ასევე დაბალი კულტურის, განათლების და შეგნების მაჩვენებელია ფაქტი, რომ საქართველოში ასობით წლების მანძილზე მცხოვრები ბევრი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი არ ცდილობს ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირებას, რაც ელემენტარულად ქართული ენის სწავლით შეიძლება გამოიხატოს სხვა თუ არაფერი. ამ სიტუაციასთან მიმართებაში უკმაყოფილებას არ დავმალავ, მაგრამ ამავე დროს არანაირ სიძულვილს არ განვიცდი მათ მიმართ. ეს არის მათი შეცდომა, რომელიც სასურველია გამოსწორდეს. ასეა თუ ისე ყველა საქართველოს მოქალაქე, თანამემამულეა და ეს სათანადო მიდგომას მოითხოვს. რას ნიშნავს საერთო ეროვნული ფესვები? განმიმარტე, თუ შეიძლებახოლო უნიტარიზმს რაც შეეხება, საქარტველოს უნიტარიზმი 1919წლამდე არავის არ ახსოვდა, ისიც მოგვიანებით რამოდენიმე ავტონომია ჩამოყალიბდა, ასე რომ თუ ისტორიის მიხედვით გინდა, რომ ააგო თეორია, უნიტარიზმი ვერ იქნება ქართული სახელმწიფო ტრადიციანიზმი.ეროვნული ფესვი არ მითქვამს, ეთნიკური ვთქვი და ეს ნიშნავს იმას, რომ ეროვნება ქართველი აგებულია და ეყრდნობა საერთო ეთნიკურ საძირკველს. ეს არ არის რაღაც აჯაფსანდალი როგორადაც მისი წარმოსახვა უნდა ბევრს. უნიტარიზმს რაც შეეხება, შენ ლაპარაკობ უნიტარულ ნაცია-სახელმწიფოზე (nation-state) რისი სიმყარეც, ისტორიული უკუღმართობის მიზეზით არ ხერხდებოდა, მაგრამ ნაციონალობა როგორც უნიტარულ ერთეული არასოდეს დაუკარგავთ ქართველებს. როდესაც სახაროვები, ბონერები...ა.შ ქართულ იმპერიალიზმზე ლაპარაკობენ, მათი სამიზნე პირველ რიგში არის ქართული ნაცია და არა ქართული ნაცია-სახელმწიფო. მათი არგუმენტები ეყრდნობა მოსაზრებას, რომ "ქართველი" (ხაზს ვუსვამ ნაცია და არა ნაცია-სახელმწიფო) წარმოადგენს ხელოვნურად შეკოწიწებულ სიყალბეს, ანუ კახელი კახელია, მეგრელი მეგრელი, ქართლელი ქართლელი, სვანი სვანი, იმერელი იმერელი და ა.შ. კარგი ბიჭია ვინმე და ეს ბერძნებს გაუბედოს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე პირდაპირი გაგებით ერთმანეთს ჟლეტდნენ. გაუბედოს ეს ვინმემ იტალიელებს ან ფრანგებს, რომელთაც ჩვენს მსგავსად მოზღვავებული რეგიონალური სიამაყის გრძნობა და მრავალფეროვნება ახასიათებთ. არ შეიძლება ქართველის მიერ ამ დემაგოგიაზე კვერის დაკვრა.და ის ვინც გაკათოლიკდა და ის ვინც თავის ნებით გამუსულმნანა, იმ კატეგორიას უარყოფ?გარკვევით დავწერე "არა მართლმადიდებელი ქართველების გამონაკლისით"......ეტყობა გამოგრჩა.აარომელი გამოკითხვით, რამდენი კაცი იღებდა მონაწილეობას?მოდი აბსურდის მორევში ნუ გადავეშვებით. :angel: არსებული სოციოლოგიური კვლევის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები ქართული და უცხოური არის ასეთ. ახლა, ძალიან ბევრი თავისუფალი დრო თუ გვაქვს, ყველაფერი შეიძლება ეჭვის ქვეშ დავაყენოთ და უაზროდ ვიკამათოთ 4.5 მილიონი ვართ თუ 3.5. შობადობა 10.66-ია 1000 სულზე თუ 13.66 ა.შ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted August 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2009 შხარა რომ ეროვნება ქართველი აგებულია და ეყრდნობა საერთო ეთნიკურ საძირკველსსაერთო ეთნიკური საძირკველი, რას ნიშნავს? ნათესაურ კავშირზე გულისხმობ, ტომებს შორის რომლებიც ქართველთა წინაპრები არიან თუ რას გულისხმობ? მაგრამ ნაციონალობა როგორც უნიტარულ ერთეული არასოდეს დაუკარგავთ ქართველებს.ეს რა შუაშია, საერთო ეთნიკურ ფესვზე დამყარებული უნიტარულობა, იტალია ფედერალურია, არის საერთო ეთნიკურ ფესვზე დამყარებული იტალია? უამრავი ქვეყანაა ფედერალიზმის, რა კავშირშია ეთნოსი/სახელმწიფო მოწყობასთან უნიტარიზმ/ფედერალიზმთან. ვისაც ფედერალიზმის ეშინია, არაა დარწმუნებული საკუთარ ერის ჩამოყალიბებულობაში. მას მიაჩნია რომ ერის ერთიანობა დამყარებულია ცენტრალურ ხელისუფლების მკაცრ კონტროლზე, თორე ცენტრალური ხელისუფლება რომ მოაცილო, თავად ერი მილიონ ნაწილად გაიხლიჩება. როდესაც სახაროვები, ბონერები...ა.შ ქართულ იმპერიალიზმზე ლაპარაკობენ, მათი სამიზნე პირველ რიგში არის ქართული ნაცია და არა ქართული ნაცია-სახელმწიფო. მათი არგუმენტები ეყრდნობა მოსაზრებას, რომ "ქართველი" (ხაზს ვუსვამ ნაცია და არა ნაცია-სახელმწიფო) წარმოადგენს ხელოვნურად შეკოწიწებულ სიყალბეს, ანუ კახელი კახელია, მეგრელი მეგრელი, ქართლელი ქართლელი, სვანი სვანი, იმერელი იმერელი და ა.შ.მერე რაც უნდა ის თქვან, ეს რა შუაშია? მე ვიცი რომ ის დემაგოგობს და მათი ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება. იმპერიალიზმს აქ განიხილავენ როგორც მიმბაძველობას. მაგალითად:1) სამხედრო პარადების მოხშირება (ომამდე) და სამხედრო რიტორიკა, მითი უძლეველ ჯარის შესახებ, (დამახასიათებელია იმპერიებისთვის)2) არქიტექტურა, ძეგლეომანია და შადრემანია, დიდ სასახლეების აგება და ა.შ ანუ "სიდიადის" გამოჩენა იმ დროს როცა უამრავი ადამიანი სოციალურად და ეკონომიკურად გაჭირვებულია, ძირითადად რეგიონებში3) ბელადი, მესია (რევოლუციის შემდეგ მიშას როგორც მესიას ისე უყურებდნენ) საქართველოს გამბრწყინდება მიშას წყალობით. ესეც დიდ იმპერიებს ახასიათებთ. 4) სანახაობების მომრავლება, ყველაფერზე პიარ-კამპანიები, გზის გახზნაა თუ პატარა ჯიხურის გახსნაა, ყველაგან აჩვენებენ, ნახეთ როგორ ვითარდებით. იმპერატორი - მიშა ქმნის ისეთ იმპერიას როგორიც იგივე ბიზანტია/რუსეთში იყო. მდიდარი ელიტა, თავის სამხედრო პარადებით, ძლიერი უშიშროებით, ყოველდღიური სანახაობებით და მიშას მესიანიზმი (მეორე დავით აღმაშენებელი) მოდი აბსურდის მორევში ნუ გადავეშვებით.რა არის აბსურდი, გკითხე წყარო მიტხარი მეთქი, ესე მეც ვიტყვი 40% ქართველებში მუსულმანია 10% ბუდისტი მეთქი და მერე წყაროს რომ მომთხოვ, გეტყვი მოდი აბსურდში ნუ გადავარდებით მეთქი :angel: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შხარა Posted August 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2009 საერთო ეთნიკური საძირკველი, რას ნიშნავს? ნათესაურ კავშირზე გულისხმობ, ტომებს შორის რომლებიც ქართველთა წინაპრები არიან თუ რას გულისხმობ?ვგულისხმობ ანთროპოლოგიურ, კერძოდ კი კულტურული და ლინგვისტურ ანთროპოლოგიური კვლევის შედეგებს. რა თქმა უნდა სისხლის ანალიზებზე არ მაქვს ლაპარაკი.ეს რა შუაშია, საერთო ეთნიკურ ფესვზე დამყარებული უნიტარულობა, იტალია ფედერალურია, არის საერთო ეთნიკურ ფესვზე დამყარებული იტალია? უამრავი ქვეყანაა ფედერალიზმის, რა კავშირშია ეთნოსი/სახელმწიფო მოწყობასთან უნიტარიზმ/ფედერალიზმთან. ვისაც ფედერალიზმის ეშინია, არაა დარწმუნებული საკუთარ ერის ჩამოყალიბებულობაში. მას მიაჩნია რომ ერის ერთიანობა დამყარებულია ცენტრალურ ხელისუფლების მკაცრ კონტროლზე, თორე ცენტრალური ხელისუფლება რომ მოაცილო, თავად ერი მილიონ ნაწილად გაიხლიჩება.პირველ რიგში იტალია უნიტარულია და არა ფედერალური.აქ ლაპარაკია იმპერიალიზმზე და ოპონენტების მიერ ამ არგუმენტის დაპირისპირებაზე "ქართული ნაციი" ცნების მართებულობასთან, რაც თავის მხრივ უნიტარული სახელმწიფო წყობის მოშლის და ალტერნატიულ სისტემაზე გადასვლის აუცილებლობისკენ მიანიშნებს. შიში არაფერ შუაშია, უბრალოდ საქართველოსთვის ეს არაბუნებრივი იქნება და ასეთი აუცილებლობა არ არსებობს. რეგიონალიზმის მოდელიც მშვენივრად იმუშავებს უნიტარულის სახელმწიფოს პირობებში თუ მოხდა სისტემის ეფექტურად დანერგვა. იმპერიალიზმს აქ განიხილავენ როგორც მიმბაძველობას. მაგალითად:1) სამხედრო პარადების მოხშირება (ომამდე) და სამხედრო რიტორიკა, მითი უძლეველ ჯარის შესახებ, (დამახასიათებელია იმპერიებისთვის)2) არქიტექტურა, ძეგლეომანია და შადრემანია, დიდ სასახლეების აგება და ა.შ ანუ "სიდიადის" გამოჩენა იმ დროს როცა უამრავი ადამიანი სოციალურად და ეკონომიკურად გაჭირვებულია, ძირითადად რეგიონებში3) ბელადი, მესია (რევოლუციის შემდეგ მიშას როგორც მესიას ისე უყურებდნენ) საქართველოს გამბრწყინდება მიშას წყალობით. ესეც დიდ იმპერიებს ახასიათებთ.4) სანახაობების მომრავლება, ყველაფერზე პიარ-კამპანიები, გზის გახზნაა თუ პატარა ჯიხურის გახსნაა, ყველაგან აჩვენებენ, ნახეთ როგორ ვითარდებით. იმპერატორი - მიშა ქმნის ისეთ იმპერიას როგორიც იგივე ბიზანტია/რუსეთში იყო. მდიდარი ელიტა, თავის სამხედრო პარადებით, ძლიერი უშიშროებით, ყოველდღიური სანახაობებით და მიშას მესიანიზმი (მეორე დავით აღმაშენებელი)ხო, ეს ტრაგიკომიკური პაროდიაა უბრლოდ. ტერიტორიულ და დემოგრაფიულ იმპერიას პარადების ჩატარება, ძეგლები და სანახაობა არ განსაზღვრას.რა არის აბსურდი, გკითხე წყარო მიტხარი მეთქი, ესე მეც ვიტყვი 40% ქართველებში მუსულმანია 10% ბუდისტი მეთქი და მერე წყაროს რომ მომთხოვ, გეტყვი მოდი აბსურდში ნუ გადავარდებით მეთქიარა, ისე შეიცხადე თითქოს ძალიან გასაკვირ იყოს თუ საქართველოში ქრისტიანები უმრავლესობაში არიან. საიდან მოვიტანდი ციფრს ახლა.... მეზობელს არ გადავძახებდი აივნიდან და ის არ ამომძახებდა ხო.?! აგერ შედი და ნახეhttp://www.statistics.ge/https://www.cia.gov/library/publications/th...ok/geos/gg.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 19, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2009 Sakartwelo შენ ამართლებ აფხაზურსა და ოსურ სეპარატიზმს,მალე მხარს დაუჭერ სომხურსა და აზერბაიჯანულ სეპარატიზმს ეხლა წერის კი არა და კითხვის თავი არა მაქვს ისეთი დაღლილი ვარ და ამაზე გაგცემ ახლო მომავალში პასუხს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
paolo Posted August 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 დღესაც კი ისევ ისმის გაუთავებლად, რომ საქართველო უნდა იყოს უნიტარული.თითქოს ვინმე თანახმა იყოს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ქართველებთან ერთად ერთ სახელმწიფოში ცხოვრებაზე ფედერაციაში ან თუნდაც კონფედერაციაში.ბევრი კი მიხვდა, რომ საქართველო ბუნებრივად და ისტორიულად ფედერაციულია, მაგრამ ძალიან გვიან.ფედერაციულია გერმანია, კანადა, ბელგია... და კიდევ ბევრი სხვა.ეს თავისთავად არავითარ პრობლემას არ ქმნის, პირიქით-პრობლემებს აგვარებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gegius Posted August 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 რა არის ნაცია და სახელმწიფო? ნაცია და სახელმწიფო ერთი და იგივეა. ნაციის პოლიტიკური ფორმაა სახელმწიფო. ფარნავაზის ეპოქიდან იღებს ქართული სახელმწიფოებრიობა სათავეს და მაშინ იწყება ჩვენი ნაციონალობა. კახელს, იმერელს, გურულსა და სხვა წარმომადგენლებს აქვთ ერთი ქართული ენა ( მეგრულ, სვანურ და სხვა დიალექტებზე რომ მიდის საუბარი ეს ან უვიცობის ან მოღალატეობის შედეგია და ა.შ. ) ნაცია ვართ რადგან გვაქვს ერთი ტერიტორია, ენა, კულტურა, ტრადიციები და ადათ წესები, გაგვაჩნია საერთო ისტორია. გვაქვს საერთო სახელმწიფოებრიობა და ეს გვანიჭებს ნაციონალობას. საერთო ეროვნული იდეა რის გარსემოც უნდა ვიყოთ გაერთიანებული ამ ეტაპზე ვარ შევიმუშავეთ რადგან ნაციონალური თვითგამორკვევა არ მომხდარა დიდი ხანია ჩვენში. რუსეთისთვის ესაა "ველიკაია ძერჟავა" ამერიკელებს აქვთ კონსტიტუცია და დემოკრატია და ა.შ. ჩვენ საერთო იდეა რის გარშემოც ერი გაერთიანდება უნდა შვიმუშავოთ. ჩვენი ნაციის პოლიტიკური ფორმა ქართული სახელმწიფოა. ამას სამოქალაქო ნაციონალიზმი ეწოდება. ასევე ვართ ეთნოსი რადგან გაგვაჩნია გენეტიკური და კულტურული იდენტობა. ეთნიკური იდენტობის გარკვეულ დონემდე დაცვა საჭიროა რადგან ქართული ეთნოსის ნაციად გარდაქმნა მოხდა თავის დროზე. ამიტომ გენები მატარებელია იმ საერთო ნაციონალური იდენტობის ნიშნების ადამიანის ცნობიერებაში. რომ ეროვნება ქართველი აგებულია და ეყრდნობა საერთო ეთნიკურ საძირკველს თუ არ ვცდები სტალინს აქვს დაწერილი ქართული ეთნოსის ნაციად გარდაქმნაზე. ქართული ნაციის ქვაკუთხედი ქართული ეთნოსია და ქართული ეთნოსის რღვევა ქართული ნაციის ჩამოშლას მოასწავებს... თუმცა ეს არ უნდა აღვიქვათ ეთნოკულტურულ ნაციონალიზმად რადგან ნაციონალური იდენტობა შეიზლება ნებისმიერი ეთნოსის ადამიანს გააჩნდეს და ქართული სახელმწიფოს მონოეთნიკურობა შეუძლებელია! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Sakartwelo Posted August 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 Gegius მეგრულ, სვანურ და სხვა დიალექტებზე ააა,დიალექტები? ეხლა ალბათ, მეგრულსა და სვანურს უბრალოდ კილოებადაც მოიხსენიებთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gegius Posted August 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 ააა,დიალექტები? ეხლა ალბათ, მეგრულსა და სვანურს უბრალოდ კილოებადაც მოიხსენიებთ. ქართული ენის განშტოებებია და მეგრული ენა საწყისია ქართული ენის. ეს არის ფაქტი რომელიც დადასტურებულია. სვანური ენა დამოუკიდებელია მაგრამ ქარტულ ენათა რიგს მიეკუთვნება. ეს ქართული ენის მრავალფეროვნებასა და ჩვნს განსაკუთრებულ თვითმყოფადობას უსვამს ხაზს. შენი მსჯელობა კი სეპარატისტული უფროა და არ შეგეფერება სვანები, მეგრელები, ლაზები, ჭანები და იბერიელები გაერთიანდნენ და შეიქმნა ქართული ნაცია. მათ შექმნეს ქართული სახელმწიფო. ახლა განსჯა სამიათასი წლის მერე უაზრობად არ გეჩვენებათ? ფაქტია რომ ისინი გაერთიანდნენ და შედგნენ ნაციად. მათმა გენეტიკურმა იდენტობამ ( იბერო-კავკასიური წარმომავლობა ) კი ისინი ასევე ეთნოსად შეკრა. ანუ ქართული ეთნოსი შედგა ქართულ ნაციად როდესაც ფარნავაზის დროს ქართულ სახელმწიფოებრიობას ჩაეყარა საფუძველი. რუსული კა-გე-ბეს ძალისხმევით კი ხდება ჩვენი ისტორიის დამახინჯება და ანტიქართული მოქმედება, რამაც არამც და არამც არ უნდა იმოქმედოს ქართველთა ფსიქიკაზე. ოსები და აფსუები ხელოვნურად შემოგდებული ნაღმი იყო რომელმაც ხელოვნური ეთნოკომფლიქტი წარმოშვა. სახელმწიფოს დაშლასა და დაქუცმაცებას სწორედ ასეთი სეპარატიზმი და შიდა განხეთქილებები ახდენს შედეგიანად... ასე რომ ათასი ყური და თვალი უნდა გამოიბას ქართველმა ხალხმა და არა ნიშნისმოგებით ამტკიცოს შავზე თეთრი და თეთრზე შავი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Sakartwelo Posted August 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 Gegius რუსული კა-გე-ბეს ძალისხმევით რუსულ კა-გე-ბემდე ერთმანეთს მეგრელები და იმერლებიც ებრძოდნენ,ქართლსა და კახეთსაც შორის გადიოდა საზღვარი და გურიაც დამოუკიდებლობას ესწრაფებოდა. ამიტომ ისტორიის დამახინჯება შენ გამოგდის,ისტორიის მანძილზე უფრო დიდი ხანი იყო საქართველო სხვადასხვა სამთავროებად და სამეფოებად დაყოფილი,ვიდრე ერთიან საქართველოდ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gegius Posted August 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 რუსულ კა-გე-ბემდე ერთმანეთს მეგრელები და იმერლებიც ებრძოდნენ,ქართლსა და კახეთსაც შორის გადიოდა საზღვარი და გურიაც დამოუკიდებლობას ესწრაფებოდა. ამიტომ ისტორიის დამახინჯება შენ გამოგდის,ისტორიის მანძილზე უფრო დიდი ხანი იყო საქართველო სხვადასხვა სამთავროებად და სამეფოებად დაყოფილი,ვიდრე ერთიან საქართველოდ. ილია წავჭავაძეს ზუსტად ქართულ იდენტობაზე ჰქონდა საუბარი. ნაციონალური იდენტობა როგორ უნდა აღმდგარიყო ისეთი სიმძლავრითა და სიმტკუცით როგორც საჭირო იყო გათითოკაცებულ ერში... გასაგებია რასაც ამბობ მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ საქართველო იმპერიაა. საქართველო არის მცირე მაგრამ მრავალფეროვანი ნაცია სადაც არის მკვეთრად გამოხატული კუთხურობა და ეს გვანიჭებს ჩვენს თვითმყოფადობას. კა-გე-ბე კი იმისათვის იბრძვის დაამახინჯოს ფაქტები და ქართველი ხალხი დააქუცმაცოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Sakartwelo Posted August 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 Gegius ქართულ იდენტობაზე სად იყო ქართული იდენტობა მრავალი საუკუნის მანძილზე,როცა ზემოთ უკვე აღვნიშნე, კახელი ქართლელს ებრძოდა,აფხაზი-მეგრელს,იმერელი კი გურულს? მგონი,პასუხი მარტივია... ქართული იდენტობა,როგორც ასეთი, არ არსებობს. ან თუ არის,ძალიან სუსტია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gegius Posted August 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 Sakartwelo ქართული ენა, კულტურა, ტერიტორია, ტრადიციები, მართლმადიდებლობა... ადრე სხვათა შორის ეკლესიით განისაზღვრებოდა ეროვნება და რომელი ეკლესიის მრევლადაც ითვლებოდი იმ ერის ნაწილი იყავი. ჩემი ჩამოთვლილი იდენტობა კი ყოველთვის არსებობდა.. საქართველო იყო დანაწევრებული და ეს იყო ჩვენი სისუსტე, თუმცა სახელმწიფოებრიობა რომ შედგა სამიათასი წლის წინ იმის მერე ხან დაშლილი იყო ხან შეერთებული. ქართული იდენტობა,როგორც ასეთი, არ არსებობს ეს არის სრული აფსურდული მტკიცება და ადასტურებს ისტორია. რობაქიძე და ჭავჭავაძე წაიკითხე და უკეთ გაერკვევი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 Gegius ადრე სხვათა შორის ეკლესიით განისაზღვრებოდა ეროვნება და რომელი ეკლესიის მრევლადაც ითვლებოდი იმ ერის ნაწილი იყავიეგ როდის, დედამიწა რომ სამ ვეშაპზე იდგა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შხარა Posted August 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2009 ეგ არ ნიშნავს რომ საქართველო იმპერიაა. საქართველო არის მცირე მაგრამ მრავალფეროვანი ნაცია სადაც არის მკვეთრად გამოხატული კუთხურობა და ეს გვანიჭებს ჩვენს თვითმყოფადობას.რა არის აქ ასე ძნელად გასაგები და აღსაქმელი არ მესმის? მსგავსი პროცესი აქვს გავლილი უამრავ თანამედროვე სახელმწიფოს, რომელთა სიასაც ჩვენც ვეკუთვნით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.